↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 139 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts956
კარმა54
OFFLINEPROFILE
zvigeni wrote:
ციტატა:
არა გიო ანტიქართველის იმიჯი რა მოსატანია მშვენივრად აზროვნებ რაც შეეხება პოლიტიკას მოდით მოვერიდოთ კამათს მის შესახებ, ლეიბებისა და საბნების გაშლა და ქუჩაში დაწოლა არავის უხარია. აქედან კი ძნელი დასანახია ის გაჭირვება რამაც ადამიანი ამ ზომაზე შეიძლება მიიყვანოს. მიტინგები და რევოლუციები ცუდია და კარგი არაფერი მოაქვს მაგრამ ადამიანი უნდა გრძნობდეს პროგრესს ქვეყანაში. რა ქნას ხალხმა რომელსაც არავითარი შემოსავალი არ გააჩნია და სახლში მშიერი ბავშვები ელოდება?... დაველოდოთ მთავრობას როდის შექმნის სამუშაო ადგილებსო არ დაელოდა არავინ მაგრამ რაგაც საქმე რომ წამოიწყო ამისათვის თანხაა საჭირო რომელიც ხალხს არ გააჩნია, იაფფასიანი კრედიტი აიღოს?... არა აქვს ყველას იმის უნარი რომ ბიზნესს გეგმები წეროს ამიტომაც ელოდება სამუშაო ადგილების გახსნას რომ თავისი შრომით არჩინოს ცოლშვილი.

აი ამაშია საქმე თორემ ქართველებს შრომა ეთალიკებათო რომ ვთქვათ არ იქნება მართალი... შრომობენ გლეხები მაგრამ შედეგი რომ არა აქვთ და პროდუქციის წარმოება იმდენი უჯდებათ რის ფასადაც ყიდიან, მაგრამ შრომობენ მაინც...

ზვიგენ უკვე მეორედ წამეშალა შენთვის \"პასუხი\" სხვა დროისთვის გადავდებ:) მესმის შენი გულისტკივილი და ვხედავ შენივე პოზიციიდან განსხვავებული აზრის გაზიარებაც რომ შეგიზლია და ვაფასებ.. რაც შეეხება პოლიტიკას , პოლიტიკა შეიზლება გახდეს ჩვენი დაპირისპირების მიზეზი, მაგრამ არ უნდა გადაიზარდოს ურთიერთშეურაცჰყოფაში მხოლოდ იმის გამო რომ სხვადასხვა კუტხით ვუყურებთ სიტუაციას.. და რატომაც არა. ვისაუბროთ..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Jul 2007
Posts824
კარმა81
OFFLINEPROFILE
ვერც მე ავუარე გვერდი ამ თემას.
თავიდანვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ მე არც ვარდისფერ სათვალებიანი ნარცისიზმით დაავადებული ოპტიმისტი ქართველი ვარ და არც უსაფუძვლო პესიმისტი. ვცდილობ როგორც საკუთარი თავი ისე რეალობა ცოტა პრაგმატულად შევაფასო და მიზნად არ ვისახავ ვინმესთვის პასუხის გაცემას. ყველას თავისი აზრი და შეხედულება აქვს. მე ხოლოიდ ჩემს მოსაზრებას გამოვთქვამ.
პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ თანამედოვე ადამიანი არის იმათი შთამომავალი, ვინც ქრისტეს თანაუგრძნობდა და იმათი შთამომავალიც, ვინც მას ქვებს ესროდა და ჯვარზე გააკრა. ამდენად ჩვენში ერთსა და იმავე დროს არის როგოც კეთილის, ისე ბოროტის საწყისი. კი, მართალია ჩვენ არ ვიცით ფიროსმანის საფლავი, მაგრამ არც მოცარტის საფლავი იცის მისმა შთამომავალმა და ფრანგებმა ჟანა დარკი კიცონზე დაწვეს. მე არ მიმაჩნია, რომ რუბლიოვის, პუშკინის და ტოლსტოის შემკვიდრე ერი რამით ნაკლებია ქართველზე, ან დანტეს, რაფაელის და ტიციანის მშობელი ერი ჯობნის რუსთაველის, ილიას და ვაჟას მიწაზე დაბადებულ ადამიანთა მოდგმას. არც ფიცჯერალდის , ჰემინგუეის და ფოლკნერის შთამომავალია რამით მეტი ბაირონისა და ჯოისის დანამემამულეებზე. არავიზე მეტი და არავიზე ნაკლები არ არიან პლატონისა და არისტოტელეს, ველასკესის, გოიას და ლორკას ,გოეთესა და ბეთხოვენის მემკვიდრეები. ყველა ერს აქვს საამაყო და სამარცხვინო როგორც ისტორიაში, ისე მის ეროვნულ მახასიათებელში. თუ ქართველი უაზროდ ღვინის სმაში \"იხრჩობა\", გერმანელი ლუდის \"მდინარეებით\" იქცევს თავს, ხოლო ამერიკელები ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუ ვინ უფრო შორს გადააფურთხებს. თუ ჩვენი ისტორია ცნობილია \"შადიმანებით\", ის ასევე ცნოვილია 300 არაგველით , გიორგი სააკაძით,ქეთევან წამებულითა და დავით აღმაშენებლით.გავიხსენოთ სხვათა ისტორიაც, კერძოდ ინგლისისა და საფრანგეთის სამეფო კართა ინტრიგები და სისასტიკე სამეფო გვირგვინისა და ძალაუფლებისათვის. ა.შ. კიდევ უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება. აქედან გამომდინარე, არ ვთვლი, რომ ამერიკელი რამით ჯობს ვინმეს. მეც საკმაო ხანია ამერიკაში ვარ და ამ ხნის მანძილზე შევხვედრივარ როგორც შესანიშნავ ადამიანებს, ისე სასტიკ, დაუნდობელ, უვიცსა და ყოყლოჩინას. ზოგიერთი ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩემი მდგომარეობა შეემსუბუქებინა და თავი ბედნიერად მეგრძნო მათ გვერდით, ზოგსაც ისე ჩაუვლია გვერდზე, რომ ზედაც არ შემოუხედავს.მაგრამ ჩვენ ეს არ გვშველის. კი, ბევრი რამ არ მომწონს ჩვენში, მაგრამ ბევრი რამის გამო ამაყი ვარ, რომ ქართველი ვარ. ნუ ვედრებით ვინმეს, განსაკუთრებით ამერიკას. ის 200 წელი აშენებდა \"დემოკრატიას\", მაგრამ დღეს მას არაოფიციალური მონის კლასი ჰყავს ემიგრანტების სახით. ქვეყანა, სადაც არანაკლები ბიუროკრატიაა, ვიდრე ეს საბჭოთა კავშირში იყო. აბა სად შეიძლებოდა მომხდარიყო ისეთი რამ, რაც 11 სექტემბრის შემდეგ მოხდა. საქვეყნოდ ცნობილმა ერთ-ერთმა ტერორისტმა, რომელმაც თვითმფრინავი ააფეთქა, საემიგრაციო დეპარტამენტიდან რამოდენიმე თვეში მიიღო ვიზის გაგრძელების თანხმობა. ამაზე მეტი აბსურდი რა გინდათ. მაგრამ, ამ ქვეყანას ასევე ბევრი დადებითი გააჩნია- მისი მზის ქვეშ ყველასთვის მოიძებნება ადგილი. თუ არ ხარ ზარმაცი-აუცილებლად შესძლებ დასაქმებას და გექნება ელემენტალური პირობები. არც ის იქნება სწორი, რომ თითქოს აქ კორუცია არ არის და ეს მხოლოდ საქართველოს ან ბერლუსკონეს იტალიის სენია. XX საუკუნის დასაწყისში, როდესაც პირველი რუსი ემიგრანტები გამოჩნდნენ ბრაიტონზე, იქ მხოლოდ შავკანიანების დასახლება იყო. რუსულმა მაფიამ ისისნი თანდათან შეავიწროვა და დღეს ყველა ცალსახად ამტკიცებს, რომ ბრაიტონზე ამერკული პოლიციაც კი არ შედისო , ის მთლიანად რუსებისააო. ან გავიხსენოთ ნათლიმამას ისტორია . ისინი ხომ ამერიკელი იტალიელები იყვნენ. და არავინ იფიქროს , რომ მათ მემკვიდრეები არ ჰყავთ. უბრალოდ მათი \"მოღვაწეობის\" ხერხები უფრო დახვეწილია და ნაკლებად თვალში მოსახვედრი.
ერთ-ერთ წერილში ნახსენები იყო კათოლიკური ეკლესიის მრევლი. ეკლესია ბიზნესის გარკვეული ფორმაა. ეკლესიის სიძლიერეს ისტორიული წინწპირობა გააჩნია. ეს ქვეყანა ემიგრანტების ქვეყანაა და სხვა და სხვა მხარიდან ჩამოსული ადამიანების შეხების წერტილი სარწმუნოება იყო. ევროპელებს საერთო სწორედ კათოლიკური სარწმუნოება ჰქონდათ რითაც ახლოვდებოდნენე, იმიტომ, რომ ადამიანის მოდგმაში დევს მარტოობისადმი ნეგატიური დამოკიდებულების კოდი. ადამიანი მგელი არ არის რომ ეულად დაძრწოდეს. შემდეგი დაჯგუფება -გაერთიანება იყო ეროვნული ნიშნით. ისეთი როგორიც არის ამერიკელი იტალიელები, ამერიკელი ირლანდიელები და ა.შ. მხოლოდ ამერიკაში მცხოვრები ებრაელებისგან გამიგია, რომ ისისნი თავს თვლიან ჯერ ებრაელებად და მხოლოდ შემდეგ -ამერიკელებად.მაგრამ ეს, კიდევ სხვა განსჯის საგანია. ცოტა გამიგრძელდა, ამიტომ დავასრულებ იმით, რომ ზოგადად ადამიანის ბუნება-ერთია განურჩევლად იმისა სად დაიბადა ევროპაში, აზიაში თუ ამერიკაში. კი, უდაოდ თითოეული ეთნოსი თავისი შექმნილი კანონების, ტრადიციების მიხედვით ცხოვრობს, მაგრამ ცნებები ერთია ყველასთვის:სიკეთე-ბოროტება, შრომისმოყვარეობა-სიზარმაცე, ერთგულება-ღალატი,სიყვარული-სიძულვილი და ა.შ. უბრალოდ ,ცალკეულ ერთან ,ეს ყოველივე განსხვავებულად არის \"შეფუთული\".:)
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts956
კარმა54
OFFLINEPROFILE
ლეონარდო.. ჩემი თვითმიზანი რა თქმა უნდა თქვენი აზრების მოგერიება არ არის.. არც ომის ილუზია შექმნილა დამეტანხმება ალბათ ყველა , უბრალოდ აზრების მრავალფეროვნებაა და შენც მოგწერ ორიოდე სიტყვას ..
\"ადამიანის სიუხვე მისი შემოსავლიდან კიარა მისი შინაგანი ზნეობიდან ისაზღვრება, ადამიანი რაც უფრო მდიდარია იგი ავტომატირად უხვი არ ხდება\"
რა თქმა უნდა დაგეთანხმები.. აქლემი უფრო ადვილად გაზვრება ნემსის ყუნწში ვიდრე მდიდარი მოხვდება სასუფეველშიო , მაგრამ ვინმეს თუ გვაქვს მათი განკითხვის უფლება ვინც ამ ქველმოქმედებას აკეთებს? ვინმეს თუ გვაქვს ამბიცია წავიკითხოთ ვინ რა გულით აკეატებს ამას? მოდი იქნებ ღმერთს მივანდოთ მათი გულწრFელი თუ მზაკვრული ქველმოქმედება.. ამ ლოგიკით რომ ვიაროთ მაშინ შევაწყვეტინოთ ამ ადამიანებს გაჭირვებულების დახმარება. ნუ გადავარიცხინებთ.. ან ვინ აზალებთ? ან რატომ ატარებს სახელმწიფო ასეთ პოლიტიკას? რატომ იკლებს გადასახადებს ?

რაც შეეხება მაღალ ზნეობას, ბიბლიას თუ დავუჯერებთ კაცობრიობას ერთი წინაპარი ჰყავდა ეს იყო ადამი და ევა.. არ ვიცი რამდენად ქართული სისხლი ერიათ მათ , მაგრამ ზნეობა რომელიც ჩვენ გენებით გადმოგვეცა ყალიბდებოდა საუკუნეების მანზილზე, და კერზოდ ქართველებისთვის რამდენად ღმერთისგან ნაბოძი ღირსება იყო სადაო თემაა.. და ჩემი თვალთახედვა სწორად რომ მოგაწოდო , მოვიყვან ერთ პატარა მაგალითს ფუტკრების ცხოვრებიდან..
ქართულ ფუტკარს , რომელსაც კავკასიურ რუხ ფუტკრად მოიხსენიებენ აქვს ყველაზე დიდი ხორთუმი და შესაბამისად უხვადაც ეზიდება ნექტარს, ყვავილობა საქართველოში საკმაოდ დიდ ხანს გრზელდება და მას ბერად მეტი თაფლი მოაქვს ვიდრე ჭირდება, და ამიტომაც იგი ნაკლებად აგრესიულია როდესაც მას თაფლს ართმევენ, ვინაიდან იცის რომ კიდევ მოიტანს.. მაგრამ რუსული ფუტკარი კი საკმაოდ დიდ მანზილზე გეტანება და იცავს თავის ნადავლს რადგან გადარჩენის ინსტიქტი ბუნებამ თვითონ ჩაუდო გენში.. ჩემი \"სტუმარტმოყვარეობის\" \"წერტილიც\" აქ იყო , და ქარტველების ადვილად შოვნა გაცემლობაც (რა თქმა უნდა არამარტო) გარაკვეულ წილად აქედან ცჰამოყაქლიბდა .. და ამ არგუმენტის განსამტკიცებლად საქართვველოში მატერიალური გასაჭირის ბევრ მაგალიტს გავიხსენებ სადაც დიასახლისს აღარ უხაროდა სტუმარი იმის გამო რომ არაფერი ქონდა სამასპინზლო, და ბევრი ოჯახური უსიამოვნებაც მინახავს ცოლსა და ქმარს შორის ზუსტად ამის გამო.. და როცა ბავშვები მშიერი ყავდა ბევრს გაუჭირდა ამ მაღალ ზნეობასთან ბრზოლა..
რაც შეეხება მესამე ნაწილს , სრულიად გეთანხმები. ზოგი ერთგულებდა , ზოგიც ღალატობდა. ზუსტად ამის ტქმა მინდოდა წინამდებარე წერილებში.. \"\"ისე ჭკვიანურად დაფარული სიბოროტე უფრო რთული დასანახია ვიდრე სულელურად გაფანტული სიკარგე\"\" ... და სიმართლე გითხრა არც ერთია რამის მომტანი და არც მეორე თუმცა მეორე მაინც ჯობია:)
მოკლედ რა ვართ მაინც ეს ქართველები რა...:))))

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts956
კარმა54
OFFLINEPROFILE
ბაზი 2002

\"ზოგადად ადამიანის ბუნება-ერთია განურჩევლად იმისა სად დაიბადა ევროპაში, აზიაში თუ ამერიკაში. კი, უდაოდ თითოეული ეთნოსი თავისი შექმნილი კანონების, ტრადიციების მიხედვით ცხოვრობს, მაგრამ ცნებები ერთია ყველასთვის:სიკეთე-ბოროტება, შრომისმოყვარეობა-სიზარმაცე, ერთგულება-ღალატი,სიყვარული-სიძულვილი და ა.შ. უბრალოდ ,ცალკეულ ერთან ,ეს ყოველივე განსხვავებულად არის \"შეფუთული\".

ობიექტური წერილია.. მადლობა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts956
კარმა54
OFFLINEPROFILE
როგორც მივხვდი ბევრი დააბნია ამ თემაში \"მტავარი\" თემის \"უქონლობამ\" ანუ დაიწყო Yველაფერი აქედან:)

В 2006 году американцы пожертвовали на благотворительные цели рекордную сумму в $295 млрд. По сравнению с 2005 годом, размеры пожертвований увеличились на 3.2%.

По данным отчета, опубликованного фондом Giving USA Foundation (действует при Университете Индианы), причинами подобной щедрости, с одной стороны, является обилие природных катастроф, потрясших США и мир в последние годы, а, с другой - в целом хорошее состояние американской экономики.

Наибольшую часть пожертвованных средств (32.8%) получили различные религиозные организации и благотворительные фонды. На втором месте - образовательные структуры (университеты, библиотеки, школы и пр.), которым досталось 13.9% пожертвований.

Показательно, что львиную долю пожертвований (в общей сложности, 83.4% от итоговой суммы) осуществили частные лица. 65% американских семей малого, среднего и высокого уровня достатка отдавали деньги на эти цели.

В конце 2006 года фонд Charities Aid Foundation опубликовал доклад, в котором был проанализирован мировой опыт благотворительности. Согласно ему, США являются мировым филантропическим лидером. На благотворительные цели тратится 1.7% валового внутреннего продукта США, пишет Washington Profile. Для Великобритании, занявшей второе место, этот показатель равен 0.73% ВВП, для Франции (третье место) - 0.14%

Среди американских пенсионеров каждый 10-й отдает благотворительным организациям в среднем по 5 тыс. долларов в год. Интересно, что люди побогаче, с годовым доходом от 75 тыс. долларов, поддерживают в основном культуру и искусство, зарабатывающие от 25 до 50 тыс. жертвуют деньги местным пожарным и полиции, а американцы со скромнм достатком (доход — до 25 тыс. долларов) предпочитают помогать религиозным организациям.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Dec 2007
Posts451
კარმა87
OFFLINEPROFILE
bazi2002-მხოლოდ ერთ ციტატას ამოვიღებ.
ეკლესია ბიზნესის გარკვეული ფორმაა.

ამ ხნის განმავლობაში,რაც ჩვენ აქ ვიმყოფებით.
ვეძებეთ ახლო-მახლოში, საყდარი.
მართლმადიდებლების სალოცავი.

მოვძებნე, ვიპოვე.
არ შევეპუეთ სიშორეს, დავაპირეთ ყოველ კვირას, წირვაზე გვევლო.

მოვწესრიგდით და მივადექით ღვთის კარს.

რუსებს, თავისი სახსრებით აუშენებიათ.
ძირითადად, მრევლში ,რუსი ჭარბობს.
არიან ყოფილი სსრკ-დან, ბევრნი.
მამაო, ამერიკელი მართლმადიდებელია.

წირვა რომ დამთავრდა, შეგვამჩნიეს და გამოგვკითხეს.
გაიგეს რა,ვიყავით ქართველნი. გაუხარდათ.
მამაომ,ამცნო იქ დამსწრეთ, ერთ-ერთი უპირველესი ქრისტიანნი, ქართველები შემოგვიერთდნენო.
სიმართლეს ვერ დავმალავ, ყველამ გულით მიგვიღო.
ტრაპეზის დროს უკვე წამოსვლას ვაპირებდით./თავისებურად, განაწყვეს წეს-წყობილება/
მე ვერ გავიგე ბევრი \"რამე\".

როგორც გინდათ ისე გამიგეთ, სვეტიცხოველში, სიონში ან სამების დიდ ტაძრებში, საპირფ-----?.მიხვდით ალბათ.

ღმერთო მაპატიე.

იქ იყო ყველაფერი.

მე იმ დალოცვილი და სისხლით შეღებილი ეკლესიების მერე,რაც მე ჩემს სამშობლოში დავტოვე, მე სხვა საყდარში არ შევალ სალოცავად.

ჩემს სახლში, ჩემი ხელით მორთული და გალამაზებული კუთხე მაქვს, მშვიდ და ყველასათვის დასანახ ადგილზე, ნაკურთხი ხატებით და ნაკურთხი სანთლებით შემკობილი.
დილაადრიან, ადამიანი ვერ დამასწრებს გაღვიძებას.
მაშინვე გავრბივარ ჩემი ხატებისკენ.

ჩემი სამშობლოს დღეგრძელობას ვთხოვ, ვთხოვ რომ მომცეს უსაზღვრო ენერგია, რომელსაც მაძლევს./მართლა მაძლევს დიდ ძალას./ვთხოვ რომ იყვეს ყოველთვის ჩვენი, ქრისტიანების დამცველი.

და ყველაზე მთავარი, ჩემი ქართველები დამიბრუნე საქართველოში, ყველა უკლებლივ, საკუთარ სახლებში მიიყვანე და გამიხარე-თქო.

მე მგონი, ყველა ქართველის ნატვრა ეს იქნება.

P.S.

აქაც, ამ ქალაქშიც ააშენეს ეკლესია, მაშინვე მივაწყდით.
საწევრო, თავიდან დასაშვები და ხელმისაწვდომი იყო.
მერე მაგრა \"გარეკეს\".
ამდენი და ასეთი ხარჯები გავწიეთო.
ცოლ-ქმარმა ბიზნესის გაკეთება გადაწყვიტა./მიწა უყიდიათ,პროექტი ქმარმა გააკეთა/არქიტექტორი ყოფილა/, ცოლს ფული ჰქონია შენახვაზე და შაუბერეეს./

იმ პირველ შემთხვევაშიც, რომელიც მანამდე მოგიყევით, მამაო, სახლების ყიდვა-გაყიდვით, სესხების აღება-გაცემით იყო დაკავებული, თავისუფალ დროს რომ ნახულობდა, \"ლოცვების შემდეგ\".

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Jul 2007
Posts824
კარმა81
OFFLINEPROFILE
gioarmani wrote:
ციტატა:
როგორც მივხვდი ბევრი დააბნია ამ თემაში \"მტავარი\" თემის \"უქონლობამ\" ანუ დაიწყო Yველაფერი აქედან:)

В 2006 году американцы пожертвовали на благотворительные цели рекордную сумму в $295 млрд. По сравнению с 2005 годом, размеры пожертвований увеличились на 3.2%.

По данным отчета, опубликованного фондом Giving USA Foundation (действует при Университете Индианы), причинами подобной щедрости, с одной стороны, является обилие природных катастроф, потрясших США и мир в последние годы, а, с другой - в целом хорошее состояние американской экономики.

Наибольшую часть пожертвованных средств (32.8%) получили различные религиозные организации и благотворительные фонды. На втором месте - образовательные структуры (университеты, библиотеки, школы и пр.), которым досталось 13.9% пожертвований.

Показательно, что львиную долю пожертвований (в общей сложности, 83.4% от итоговой суммы) осуществили частные лица. 65% американских семей малого, среднего и высокого уровня достатка отдавали деньги на эти цели.

В конце 2006 года фонд Charities Aid Foundation опубликовал доклад, в котором был проанализирован мировой опыт благотворительности. Согласно ему, США являются мировым филантропическим лидером. На благотворительные цели тратится 1.7% валового внутреннего продукта США, пишет Washington Profile. Для Великобритании, занявшей второе место, этот показатель равен 0.73% ВВП, для Франции (третье место) - 0.14%

Среди американских пенсионеров каждый 10-й отдает благотворительным организациям в среднем по 5 тыс. долларов в год. Интересно, что люди побогаче, с годовым доходом от 75 тыс. долларов, поддерживают в основном культуру и искусство, зарабатывающие от 25 до 50 тыс. жертвуют деньги местным пожарным и полиции, а американцы со скромнм достатком (доход — до 25 тыс. долларов) предпочитают помогать религиозным организациям.

gioarmani, მადლობა შენ საინტერესო თემის დაწყებისთვის.

ქველმოქმედებასთან დაკავშირებით ადრე ვისაუბრეთ. განვითარებულ ქვეყნებში ქველმოქმედება კანონმდებლობით \"სარფიანია\". თანხა, რომელიც ქველმოქმედებისთვის გამოიყოფა-თავისუფლდება გადასახადებისაგან. ამას ემატება პატივმოყვარეობისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი-სიკეთის გაცემით მიღებული კმაყოფილება და პატივი. ამდენად ქველმოქმედების სტიმულირება ხდება როგორც სუბიექტურ ისე სახელმწიფოებრივ დონეზე ამას გარდა, ძალიან ადვილია იყო კეთილი, როდესაც ხარ მდიდარი. მაგრამ, რამდენად რეალურია მშიერი, უმუშევარი ქართველისაგან ელოდე ქველმოქმედებას?!:(

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
ძალზედ საინტერესოდ მოაზროვნე ადამიანებმა მოიყარეს თავი.
ვკითხულობ თქვენს ნაფიქრს და ტკივილი მკლავს.
არ გეგონოთ კრიტიკამ შემაშინა ქართველებისა.
მტკივა სიშორე.
იძულება მაღელვებს და მკლავს.
მონატრება იწვევს დარდს და ორმაგად აზვიადებს სევდის ნაყოფს.
ვართ კარგებიც და ცუდებიც.
გულს მხოლოდ ქართველს თუ გადაუხსნის ქართველი რომ საკუთარი ერის ცოდვაზე ამოთქვას.
პოლონელი გავიცანი(არა ერთი).გამაოცეს.
სახელები და ეროვნება გავუმხილეთ ერთმანეთს.
საკამარისი იყო.
გამაცნო მისი ხალხი:უკონტაქტო,ბოროტი,ხელს არავის გაუმართავს,შურიანი...
ვისმენდი და ტანში ზიზღის გრძნობა მივლიდა(ღმერთო მაპატიე).
ბოლოს ვეღარ ვისმენდი.საქართველოზე და ქართველებზე ფიქრში გადავვარდი.
გულს გასკდომა უნდოდა,ნუთუ შეიძლება საკუთარ ხალხზე,საკუთარ ეროვნებაზე ასე ისაუბრო და უცხო ადამიანს დაანახო ამ კუთხით \"შენი\"თავი.
ზემოთ უკვე ვთქვი,იყო არაერთი...
გეთანხმები გიოარმან,არ მაქვს უფლება გაგამტყუნო.
მადლობასაც გეტყვი რომ მოგინდა მოგვესმინა შენთვის...
..............................................
ვართ კარგებიც და ამავდროულად ცუდებიც.
მიხარია ჩემი ქართველობა.
მიხარია ყველა ქართველში ჩადებული თვისება-სხვისთვის საჯიჯგნად რომ არ გავხდით ერთმანეთს.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined25 Jun 2008
Posts30
კარმა1
OFFLINEPROFILE
მოგესალმებით ქართველებო, ვკითხულობ თქვენს ნაწერს არ შემიძლია მეც არ გამოვხატო ჩემი შთაბეჭდილება.ვეთანხმები მათ ვინც ამბობობს \"რეალობით უნდა ვიცხოვროთო\". არ შიეძლება სხვა ერს ზემოდან უყუროთ მათი ყველაფერი შეცდომითი იყოს და ჩვენი ყველაფერი კარგად გვეჩვენებოდეს (ან კი პირიქით ).გოგონია მინდა გკითხო როცა ამბობ \"ეს ამერიკელები მეცოდებიანო\" ამსახის დასკვნა რომ გამოგაქვს ,და ხმამღლა რომ აბობ, ნუთუ ესე კარგათ იცნობ ამ ერს?შემთხვევით ცოტა \"შეურაწყოფას\" ხომარაყებებ?კარგი და ცუდი ჩემო კარგო ყველგანაა, როგორც ამერიკაში, ისე საქართველოში.
ვინაიდან ნახსენები იყო იტალია, მინდა გითხრათ რომ იტალიელები არიან ისეთივე თბილი, მოსიყვარულე, ერთგული, სტუმრის მოყვარე ხალხდი,როგორც ქართველები. მათაც გააჩნიათ მათი დადაებითი და უარყოფითი მხარეები ისევე როგორც ჩვენ ქართველებს,(და საერთოდ როგორც ყველა ერს)მინდა ვთქვა რომ ეხლა, როდესაც აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით დაძაბული ვითარებაა საქართველოში, უამრავმა იტალიელმა ნათლად გამოხატა მხარდაჭერა და თანადგომა საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისა და ქართველი ხალხის მიმართ.
რაც შეეხება იმას რომ იტალიაში შვილები დედ-მამას მოხუცებულთა სახლში ათავსებენეს არ ნიშნავს რომ მიიყვანენ და იქ ივიწყებენ,მე უამრავ იტალიელს ვიცნობ და არც ერთს წაუყვანია ლოგინად ჩავარდნილი მშობელი მოხუცთა სახლში, მათ სიცოცხლის ბოლო წუთამდე შვილები უვლიდნენ, თუმცა სამწუხაროდ მომხდარა რომ ძოგიერთ შვილს მიიუყვანია და იქვე დაივიწყებია შვილის მოვალეობა , რაც არ ნიშნავს იმას რომ იტალიელი შვილები მშობლებს არ უვლიან.
ორიოდე სიტყვას ქართველებზეც ვიტყვი. როდესაც თბილისში ვიყავით მეგობრებმა რესტორანში დაგვპატიჯეს,ჩვენს გვერდით ისხდნენ ოთხი მამაკაცი,სადილობდნენ და სადღეგრძელოებს არყით სვავდნენ,ყველაფერი თითქოს ნორმალური იყო გარდა ერთისა, ისმოდა მხოლოთ ბინძური სიტყვები დედის გინებები .ჩემმა მეგობარმა სთხოვა ცოტა ხმადაბლა ესაუბრათ თუმცა.....
უცებ წარმოთქვეს \"დედის\"სადღეგრძელო, და ოთხივე იძახდა რომ მათი დედები იყვნენ ღარიბები , დაბალი პენსია ქონდათ და ხშირად თვის ბოლომდეც არ ყოფნიდათ რომ მხოლოდ პური ეყიდათ,ისინი კი ვერაფრით ახერხებდნენ დახმარებოდნენ საკუთარ დედას.რასაც მოყვა წუწუნი უფულობის და გაბრაზებულები და კვლავ დედის გინება.შეუძლებელი იყო იქ გაჩერება და მოვითხოვეთ ადგილის შეცვლა.
ამით მინდა ვთქვა ჩვენ როცა ვსაუბრობთ ამერიკელებზე,იტალიელებზე,გაკვირვებულები შეშფოტთებულები ვიძახით შვილები მშობლებს მოხუცთა სახლში აბარებენო, რატომ არ ვიძახით საქართველოში ძოგიერთი შვილი რესტორნებში ქეიფსა და დროს ტარებაში ფულს რომ ხარჯავს და საკუთარ მშობლებს არ ეხმარება?თუმცა დედის სადღეგრძელოს კი იძახის...

ადვილის სხვებზე საუბარი, ადვილია სხვების შეცდომების დანახვა, უნდა ვიცოდეთ რომ ამერიკელებს უყვართ მათი ამერიკა, იტალიელებს მათი იტალია ჩინელებს მათი ჩინეთი, როგოგორც ჩვენ ,ქართველებს ჩვენი ულამაძესი საქართველო
შეიძლება არ ვიზიარებდეთ მათ შეხედულებებს მათი ცხოვრების რიტმს და მათ არჩევნებს,მარა ეს არ ნიშნავს იმას რომ პატივი არ უნდა ვცეთ.ისევე უნდა ვცეთ პატივი, როგორც ჩვენს თავზე მოვითხოვთ პატივისცემას.ეს ეხება როგორც ადამიანებს ასევე სხვადასხვა ერს .ქართველები ვიძახით \"სადაც წახვალ იქაური ქუდი დაიხურეო\"მესმის რომ ხშირად ძნელია, მარა დახურვით თუ \"არ\", ან \"ვერ\", დავიხურავთ ვალდებულები ვართ რომ პატივი ვცეთ.დავამატებდი რომ ბევრმა უცხოელმა დაიხურა ქართული ქუდი შეუყვარდით და გვაფასებენ,უბრალოდ პარივს ცემენ ჩვენს სამშობლოს, ხედავენ რომ გაგვაჩნია დადებითიც და უარყოფითიც, და მერწმუნეთ ხშირად იცავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.
მე ვამაყობ რომ ვარ ქართველი მაგრამ ვერ ვიზიარებ ზოგიერთი ქართველის შეხედულებებს და არ მომწონს ზოგიერთის საქციელი.
\"შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის!\" ...ეს ხომ ის სიტყვებია რომელსაზ დესპანის გვერძე პირველად წავიკითხეთ, და ყოველ შემოსვლაზე ვხედავთ.
მადლობთ ყურადღებისთვის

.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
Re:მეზღვაურის დღიურები (კონკურსი) 1 დღის და 14 საათის წინ კარმა: 107
...

არ ვიცი გულს რა ვუბრძანო-გაჩერდი?! ნუ ფართხალებ?! სისულელეა! გულის გაჩერებას ვერავინ ვერ გრძნობს,
ეს სიკვდილია- გარდამავალი წუთი თუ წამი სააქაოსა და საიქიოს შორის. გაჩერება სიკვდილია. არა , სიკვდილი არა!
ქართველებს არაჩვეულებრივი სიტყვა გვაქვს-გარდაცვალება! ანუ სახეცვლილება, გარდასვლა დაბალი იერარქიიდან მაღალში, სააქაოდან საიქიოში.გულის გაჩერება სააქაო მატარებლის ბოლო გაჩერებაა, გაათავისუფლეთ ვაგონები....
კარგია, ძალიან კარგია, როცა იცი ამ არეული ცხოვრების შემდეგ რა გელოდება - სამუდამო სასუფეველი, სიმშვიდე, სიწყნარე, სულის სილაღე... დაიღალა სული ამდენი ტყუილით, ღალატით, პირფერობით.კივის, გაქცევა უნდა...მაგრამ სად წავა, სანამ მისი დროებითი ჭურჭელი ცოცხალია. იცოცხლე, სააქაო მატარებლის ბოლო გაჩერებაზე გალაღდება, მოშორდება მძორს და გათავისუფლდება...რა კარგია თავისუფლება...ვინც საიქიო ნახა უკან არავინ დაბრუნებულა, ვისაც ცალი თვალით შეახედეს-ისიც ისეთ სილამაზეზე ლაპარაკობს, იქით მოგინდება...
მოგინდება? ეგრე არ არის! სანამ ბოლო გაკვეთილს არ მოისმენ და ბოლო გამოცდას არ ჩააბარებ, ბოლო გაჩერებამდე არავინ მიგიშვებს...რა გამოცდას? ნუ გეცინება! ჩვენ ყველანი სკოლაში დავდივართ. ჩვენი ცხოვრება -ჩვენი სკოლაა, ვსწავლობთ და გამოცდებს ვაბარებთ- ვინ როგორ, და ამის და მიხედვით საიქიოშიც იმ იერარქიაში მოვხვდებით, რომლის გამოცდებსაც აქ ჩავაბარებთ. ყველაფერი გამოცდაა, ყველა წუთი,წამი, ყოველი სიტყვა, გამოხედვა, ქცევა...ღმერთმა ყველას კარგად ჩაგვაბარებინოს . ძნელია ისე იცხოვრო, ათი მცნება რომ არ დაარღვიო,კაცს თუ არ მოკლავ-იმრუშებ, მშობელს თუ პატივს სცემ-ლოყას არავის მიუშვერ, რადგან მარჯვენაში გამარტყი,ახლა მარცხენაშიც შემომილაწუნეო...ძნელია. ერისკაცებისთვის კი არა ბერისკაცებისთვის არის ძნელი უცოდველობა. ერთი უფალი იყო უცოდველი და ისიც ჩვენმა ცოდვებმა ჯვარს აცვეს...
ძნელია, მაგრამ მადლობა უფალს ყველაფრისათვის.მადლობა, რომ \"ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან\", რომ დავიბადე დედაჩემის და მამაჩემის ოჯახში, რომ ასეთი უტკბილესი ბებია-ბაბუა მყავდა, რომ უმაგრესი ძმა მყავს თავისი ლამაზი ოჯახით, უდიდესი მადლობა ჩემი მარიამისთვის, ჩემი ბუბუსთვის, ჩემი უსაყვარლესი არსებისათვის, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს და მენატრება. ეს არის ადამიანი, რომელმაც ჩემი ცხოვრება 180 გრადუსით შეცვალა,რომელიც უფლის შემდეგ ყველაზე ძალიან მიყვარს და მინდა ყველაზე მაგარი, ჯანმრთელი, ლამაზი, ბედნიერი,ღვთის მოყვარული და ღვთისგან დაფარული იყოს.ღმერთო, შეეწიე და დაიფარე ყოველგვარი ცუდისგან! მიეცი ძალა ცხოვრების, დაიფარე ყოველგვარი განსაცდელისაგან, ამინ!!! მარტო მარიამისთვის ღირდა მოსვლა ამქვეყნად. ჩემთვის ყველაფერი არაფერია, როცა მარიამზე ვფიქრობ, ეს მისთვის, მისი მომავლისთვის შემიწირია.
ჩემი მეგობრებისთვის და ჩემი ბიძაშვილ - მამიდაშვილებისთვისაც დიდ მადლობას გწირავ, უფალო. მე ბედნიერი ვარ , რომ ასეთი ადამიანები მყავს გარშემო, ადამიანები, რომლებსაც არაფრისთვის ვუყვარვარ, მხოლოდ იმიტომ, რომ მე მე ვარ. იხაროს ყველამ, ყველა გააძლიერე, უფალო!
გამაძლიერე მეც, მომეცი ძალა ცხოვრების, გამაძლებინე უამათოდ ამ უცხო მხარეში, უცხო რჯულში, უცხო გარემოში. უცხო, უცხო, უცხო-ეს არაა საუცხოო! მეტიჩრები ვართ ქართველები, რატომ არის ყველაზე კარგი საუცხოო? რა აქვთ ამათ კარგი? ლაპარაკი? ქცევა? ადათი? დედა-შვილობა? და-ძმობა? სიყვარული? მეგობრობა?
სტუმართ-მასპინძლობა? სიმღერა? ცეკვა? ქეიფი და დროსტარება? ღვინო? სუფრა? სამზარეულო? ქალები? კაცები? ა რ ა ფ ე რ ი !!! ღმერთმა არაფერი გაიმეტა ამათთვის ფულის გარდა!
ჩვენთან რომ დედა-შვილობა, სიყვარული , მეგობრობა, სიმღერა, დროსტარება, სტუმართ-მასპინძლობა იციან,ჩვენთან რაც ლამაზი ქალი და კაცი დადის, ამათ არც მოელანდებათ. რა იციან ამათმა ღვინის და საჭმლის გემო?...
ღმერთო, გააძლიერე საქართველო და ქართველობა! ყველა ქართველი დააბრუნე თავის კერიაზე და ტკბილად დააბერე თავის შვილებთან. ღმერთო, შეეწიე ყველას და მეც მათ შორის.
ჩვენ ეს ყველას გვჭირდება.

ბუბუსუნა 7/2/ 2008.

ეს ჩემი წერილი გახდა ასეთი გარჩევის საგანი, მიუხედავად იმისა, რომ სადისკუსიო თემებში არ დამიწერია, უბრალოდ ჩემი ტკივილი და სიხარული ფურცლებზე გადმოვიტანე და თქვენ გაგიზიარეთ. (მეზღვაურის დღიურში გავაკეთე პირველი ჩანაწერი). გუშინ დავწერე კიდევაც, არანაირი სურვილი არა მაქვს მეთქი ამ წერილის გარჩევის, მაგრამ დღეს რომ გადავხედე ფორუმებს, საჭიროდ ჩავთვალე კომენტარი გამეკეთებინა. ამ კომენტარით მე არ ვცემ პასუხს არცერთი ფორუმელის წერილს, მე უბრალოდ ვავრცობ ჩემს წერილს და ფაქტებით ვამდიდრებ.
ლაპარაკი?--90% ამერიკელების (თუ არა 100%)სიტყვებს ყლაპავს და საშინელი მეტყველება აქვთ. ზანგურმა სლენგმა და მეტყველების მანერამ ხომ საერთოდ რევოლუცია მოახდინა ამერიკელების მეტყველებაში-HI, MAAAN... =zer= =zer=
ქცევა?--ისე მოგაბოყინებენ და მოგაკუებენ, ბოდიშსაც არ მოგიხდიან, შეხვედრაზე მისულს ფეხები თუ ცხვირწინ მაგიდაზე შემოგილაგეს, ცხვირის ჩიჩქვნა დაიწყეს, და თუ მოიხოცეს კიდევაც,შეიძლება მთლად გადაირიო. შუა სუფრაზე ,სადილობის დროს \"ბეზპარდონნად\"წამოდგებიან და ლამაზი სიურპრიზივით გამოგიცხადებენ-I have to go to bathroom:side: და უამრავი მასეთი რამ , რომლის ჩამოთვლაც ძალიან შორს წამიყვანს. არ იფიქროთ, რომ ბომჟებთან ვახლობლობ და მათზე ვლაპარაკობ.:)
ადათი?--რომელ ადათებზე უნდა ვილაპარაკო, 200 წლის ისტორიის მქონე ხალხზე, რომელიც ერიც კი არ არის? ჩვენ , ქართველებს უამრავი კარგი ადათ-წესი გვაქვს, მაგრამ აქ რატომღაც მხოლოდ მთაში არსებული სისხლის აღების წესი გაიხსენეს, ასეთი ადათ- წესი სხვა ერებშიც არის და უფრო ძლიერადაც, რა არის ვენდეტა? სისხლი და მანიაკალური სინდრომი აქ რომ არის, ნეტავი სადმე გინახავთ კიდევ? ყოველ დილით ჩართეთ ტელევიზორი და ახალ ამბებს უსმინეთ.
დედა-შვილობა?--აქ გახდება თუ არა ადამიანი 16-17 წლის, კრავენ პანჩურს და მიდიიიი, როგორც გინდა ისე იცხოვრე და ირჩინე თავი.საკმაოდ შეძლებულ ადამიანებს ვიცნობ, რომელთა შვილებიც ასე \"პახაობენ\" და მშობელს აზრადაც არ მოსდის, რამით დაეხმაროს, თუ გადაუხდის სწავლის ფულს , მერე უკან ართმევს, აქ მშობელსა და შვილს შორის უფრო საქმიანი ურთიერთობაა, ვიდრე დედა-შვილური, ან მამა-შვილური, არ ჰქვია მაგას სიყვარული! ცივი გონებით უყურებენ ყველაფერს, ურეკავენ შვილებს იმიტომ, რომ ახლა დროა დარეკვის,(ზოგიერთი წლობით არ ელაპარაკება, ნახვაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია), ეუბნებიან I LOVE YOU-ს, იმიტომ რომ სიტყვის მასალაა და ასეა საჭირო. ამიტომაც არის, როცა ბერდებიან და უსუსურები ხდებიან,შვილებიც თავისებურად \"იძიებენ შურს\" ასეთი დამოკიდებულებისთვის და ყოველგვარი ემოციების გარეშე მიაბრძანებენ \"ნერსი ჰოუმებში\", ან გაუკეთებენ სასიკვდილო ინექციას, რათა თავიდან მოიშორონ ყველა პრობლემა.რა თქმა უნდა, არის ერთეული ოჯახები, რომელთაც სესაშური ურთიერთობა აქვთ, მაგრამ როგორც ვთქვი, ეს ერთეულებია. აღარაფერს ვიძახი მშობლებსა და შვილებს შორის სექსუალურ ურთიერთობებზე, რომლის უამრავი მაგალითი აქვთ ამერიკელებს და რომელიც გულს მირევს!!!
და-ძმობა?--იგივე დამოკიდებულებაა დედ-მამიშვილებს შორის, როგორიც მშობლებსა და შვილებს შორის, შეიძლება ითქვას, უფრო გამძაფრებულიც, იმიტომ, რომ თითქმის ერთი ასაკის არიან და ამის გამო ვერ \"იძიებენ\" შურს ერთმანეთზე, როგორც ამას მშობელზე აკეთებენ, თითქმის მთელი ცხოვრება ერთმანეთს ექიშპებიან . მართალია, მეც გამიგია, საქართველოში ნახევარი მეტრი მიწის გულისთვის ძმამ-ძმა მოკლაო, მაგრამ რამდენად ხშირად გსმენიათ ძმისგან ძმის დახმარება და გატანა? მე სიგიჟემდე მიყვარს ჩემი ძმა და ვერც წარმომიდგენია ,მასთან სიყვარულის გარდა რამეზე ვილაპარაკო.
სიყვარული?--ამერიკელებს ყველაფერი გათვლილი აქვთ: უნდა შეიყვარო ეს და გაჰყვე ცოლად იმიტომ, რომ შენი მომავლისთვის ასე ჯობია, შენ კარიერას და მომავალ შვილებს ასე სჭირდებათ. სიყვარულისადმი ასეთი მიდგომა აქვთ 90% ამერიკელებს. ამას სიყვარული ჰქვია? ესაა გრძნობა? იქნებ ეს სჯობია-
\"უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე ,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება სასიხარულოდ,
უსიყვარულოდ არ არსებობს არ სილამაზე,
არც უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ\"...
მეგობრობა?--ისეთივე ანგარებიანები არიან მეგობრობაში, როგორც სიყვარულში. ყველაფერი გათვლილია. უნდა ვიმეგობრო მასთან იმიტომ, რომ მას კარგი მომავალი ექნება, ან ძლიერი და ფულიანი მამიკო ჰყავს და მომავალში სადღაც გამომადგება. მე მინდა ჩემზე გითხრათ, მე ვმეგობრობდი ჩვენი მეეზოვე ქურთი სალინას შვილ მანანასთან და დღესაც ვმეგობრობ, და ამავე დროს მეგობრებად მყავდა და მყავს საკმაოდ შეძლებული და ცნობილი ადამიანების შვილებიც,მაგრამ მათ სოციალურ წარმოშობას და ადგილს საზოგადოებაში ჩვენი მეგობრობისთვის ხელი არასოდეს არ შეუშლია. მე აბსოლუტურად უანგაროდ მიყვარს ჩემი მეგობრები, რომლებთანაც ერთად თითქმის მთელი ცხოვრება მოვდივარ, და ვიცი ,ასევე უანგაროდ ვუყვარვარ მათაც.
სტუმარ-მასპინძლობა?--ეს ადათი არ არის დამოკიდებული საქართველოს უხვმოსავლიანობაზე, ყოველთვის უჭირდა ქართველ გლეხს, რა შრომით და ჯაფით მოჰყავდათ მოსავალი, გვალვა და სეტყვა ხომ დაიძინებელ მტრად ჰყავდა ყოველთვის, მაგრამ თავის ასეთ ნაოფლარს სტუმართ-მასპინძლობის დიდ ლანგარზე უხვად დაგიდებს და გულით მოგართმევს. თითქმის მსოფლიო მაქვს მოვლილი, წლობით საზღვარგარეთ ვცხოვრობდი, მაგრამ ამის მზგავსიც კი, არსად არაფერი მინახია. სტუმართ- მასპინძლობა მარტო სუფრის გაშლით არ შემოიფარგლებოდა , მასში ბევრად მეტი იყო და არის ჩადებული.
\"დღეს სტუმარია ეგ ჩემი,
თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა,
მითამც მე ვერ ვუღალატებ,
ვფიცავ ღმერთს, ქმნილი იმისა\"..ამას რა ჰქვია? თუ ეს მარტო სიტყვებია და ამის მაგალითები არ გვხვდება საქართველოში?
სიმღერა? ცეკვა?--აქ უამრავი მომღერალი ახსენეს, რომელთა ნიჭს ნამდვილად ვეთაყვანები, მაგრამ ეგეთი ნიჭიერები , ამდენ მილიონიან ხალხში, ერთეულები არიან, მაშინ, როცა ამ ერთი მუჭა ქართველებიდან, ყოველი მეორე მღერის.კოსმოსში გაშვებული რამოდენიმე სიმღერიდან, ერთ-ერთი \"ჩაკრულო\" იყო.!!!მე ხუთი წლის განმავლობაში დავდიოდი გასტროლებზე \"ქართულ ხმებთან \" ერთად, უამრავი კონცერტი ჩაატარეს საზღვარგარეთ, და მე არ მახსოვს რომელიმე კონცერტი სრული ანშლაგით არ წარმართულიყოს. ამასვე ვიტყვი სუხიშვილებზე და ერისიონზეც.ხალხი, რომელიც სრულიად არ იცნობდა საქართველოს, ან რუსეთთან აიგივებდა, სიმღერის მოსმენის და ასეთი ცეცხლოვანი ცეკვების ნახვის შემდეგ, არა თუ მხოლოდ ინტერესდებოდა საქართველოს ადგილ-მდებარეობით, ქართულის სწავლას იწყებდა!!!რომ სიმღერა ემღერა. ცხონებულ გონაშვილს ყელის აპარატი დაუთვალიერეს, შეუძლებელია ადამიანს ასეთი ხმა ამოუვიდეს, ნამდვილად რაღაც აპარატი უდგას ყელშიო. სიმღერას ქართველისთვის ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა,ქართული საგალობლების სამკურნალო თვისებებს Dღესაც იკვლევენ მეცნიერები, ასეთი პოლიგამია არცერთ სხვა ერებში არ გვხვდება. სიმღერა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია,დედის ნანაზე ვიზრდებით, გვიჭირს თუ გვილხინს ვღიღინებთ და ამ ცოდვილ ქვეყანასაც სიმღერით ვტოვებთ. -ქართველი მაყურებელი ყველაზე გემოვნებიანი და ყველაზე კრიტიკულიაო,- ერთხელ ალა პუგაჩოვამ თქვა,- იმიტომ რომ სმენა ულამაზესი სიმღერებით აქვს განებივრებულიო. ასეა ეს.
ქეიფი და დროსტარება? ღვინო? სუფრა?-- დამისახელეთ ამათი გემრიელი სასმელები და საჭმელები, რომელი მოგწონთ? ჩალასავით ერთი გემო აქვს ყველაფერს.საქართველო ვაზის ქვეყანაა, რომელიც თავისთავად ღვინოსთან ასოცირდება. ამ ერთი მუჭა მიწაზე რამდენი დასახელების ვაზი და რამდენი სახეობის ღვინო გვაქვს, მიუხედავად იმისა, ყველა ოჯახში არის სასმელი, ქართველი და \"ბრადიაგა\" იშვიათია. ღვინის სმის კულტურა ვიცით და იმიტომ. მართალია, ამ ბოლოს ,ლამის 20 ლიტრიანი ბოცებით სვავენ ღვინოს სუფრაზე, მაგრამ ესეც დროებითია, დამშვიდდება და დაწყნარდება ერი და ჭიქების ზომაც შეიცვლება, ეს აგრესიის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა. აქ ალკოგოლიკების მთელი არმიაა, პათოლოგები, ორი კათხა ლუდის შემდეგ ადამიანობის ყოველგვარ გასაღებს რომ კარგავენ. რას ეძახიან ესენი დროსტარებას? ჰო, ამიხსენით რას? დაჯდებიან ერთად, ერთმანეთს გაჭორავენ, სექსზე ილაპარაკებენ,ჩემმა ცოლმა ეს თქვა, შენმა ეს , ჰა, ჰა, ჰა და იშლებიან.ეს არის \" გუუდ თაიმის\" გატარება?! ქართველისთვის სუფრას სხვა დატვირთვა აქვს,სუფრასთან, ხელში ფიალით ,წყდებოდა საქართველოს ბედი, ქართული სუფრა, თავისი თამადობის ინსტიტუტით, მართლაც აკადემიაა, თუმცა ამაზე ხშირად შაყირობენ, მაგრამ ეს ასეა.წარმოიდგინეთ,ეს არის დროის გარკვეული მონაკვეთი, როდესაც ერთად თავმოყრილი ხალხი იმეორებს თავის ისტორიას, იხსენებს მტერ -მოყვარეს, იმუხტება დადებითად,(ვიცი, ქართველების ღრეობას და სუფრის მერე ჩხუბს მომიყვანთ მაგალითად, მაგრამ აქვე მინდა გითხრათ, ეგ ერთეულია),თავისი მიცვალებულების შესანდობარს სვავს! მე არსად არ მინახავს ეს. ჩემთან ჩემი ფრანგი პროფესორი იყო ჩამოსული, ჩვენს ოჯახში იყო სუფრა გაშლილი, მამაჩემი თამადა იყო(მაგარი თამადაა!) და როცა წასულების შესანდობარი შესვა, თვალცრემლიანი პროფესორი მომიბრუნდა და მეკითხება:
-თქვენ ყოველთვის ასე იხსენებთო, თუ განსაკუთრებულ დღეებშიო? - ორი ჭიქა სასმელიც რომ დაილიოს სუფრაზე, ერთი აუცილებლად შესანდობარი იქნება მეთქი, რომ ვუთხარი, უცებ წამოხტა და მეუბნება, -თქვენ არასოგეს გაწყდებითო, იმიტომ, რომ ყველაფრის ფასი იცითო. მე 18 წელია მამა აღარ მყავს და ახლა გამახსენდაო.
ქალი? კაცი?--მოგწონთ აქაური კაცები და ქალები? რითი? ქართველები ლამაზი ხალხია, ეს არ არის მარტო ჩემი სიტყვები.დადექით ნახევარი საათი რუსთაველზე და დაითვალეთ რამდენი ლამაზი ადამიანი ჩაგივლით გვერდით...

საუკუნეების განმავლობაში \"სამის მხრით\" უხდებოდა ქართველ კაცს ხმლის ტრიალი , არ დანებდა, არ მოიდრიკა, ერთი მუჭა ვიყავით და უფრო ნაკლები დავრჩით(ჩვენი ისტორიის ერთეულ მონაკვეთებზე არაფერს ვიძახი), მაგრამ დღემდე მოიტანა ენა, მამული , სარწმუნოება!არ გეგონოთ ფანატიკი ვარ, არანაირად! მე საღად ვაზროვნებ(ყოველ შემთხვევაში მე ასე ვთვლი):) ვიცი, ბევრი ცუდი გაჩნდა ქართველების ქცევაში და ხასიათში, ბევრი რამ სამარცხვინოც გვჭირს, მაგრამ მე მაინც მეამაყება ჩემი ქართველობა , მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სამშობლოდან ასე შორს ყოფნა მარგუნა წილად,ათასჯერ ვწირავ ღმერთს მადლობას, რომ ქართველად მომავლინა! მადლობა ღმერთო!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
ბუბუსუნა უღრმესი მადლობა შენ,შესანიშნავი თემა წამოიწია.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined04 Jul 2008
Posts28
კარმა3
OFFLINEPROFILE
მეც ქარტველი ვარ და მიკვარს ქარტველები მისი ყველა სიკარგიტ, მაგრამ სხვა ერებსაც ზალიან დიდ პატივს ვცემ და ვერ დავამცირებ, ტუ ერტეულები რაიმეს მიქარავენ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined30 Oct 2006
Posts227
კარმა75
OFFLINEPROFILE
ყველას თემას მივესალმები : ბაზი, ბუბუსუნა, გიოარმანი, ჯულია, ელჩი, ზვიგენი და არ მიწყინოთ თუ ვინმე გამომრჩა. ყველას ჩვენ-ჩვენი შეხედულება აზრი გაგვაჩნია და თქვენ შემოგევლთ ყველა ვამაყოფ რომ ქართველები ვართ.

ამ თემას ვერც მე გულ გრილად ვერ ჩავუვლი. რა თქმა უნდა ყველა ერშია ცუდი და კარგი, ეს უდავოა. აქ იმდენ საკითხს შევეხეთ ნათლად გამოვახტეთ ჩვენი ქვეყნის სიყვარული. მიყვარს ჩემი ქვეყანა და მენატრება ყველფრით ყველანაირად.
ძალაინ განვიცდი იმას რომ ჩვენმა ქვეყანამ ამერიკისგან დაიწყო ბევრი რამის გადაღება- ეს ძალიან ამღელვებელია. ამ ქვეყანს კარგიც გააჩნია მაგრამ ძალინ ბევრი ცუდიც. ამერიკელების თავისუფლება მხოლოდ და მხოლოდ აღინიშნება გარყვნილობაში,ესენი მხოლოდ ამ საკითხში არიან თავისუფლები და სამწუხაროთ მსოფლიოს გადასდეს. ამერიკის მთავრობის პოლოტიკას თუ დაუკვირდებით ყოველი მოქალაქე დაპყრობილი ყავს დაბადებიდანვე, თუნდაც ამას ადვილად შევამჩნევთ თავის შვილს ბოლომდე ვერ ზრდის მშობელი, იმის გამო ,რომ მეტი მოვიდეს შვილთან,შვილმა არ უჩივლოს სკოლაში /ეს ჩვენ ქართველ დედებსაც გადახდათ აქ შვილებისგან/ და ასე შემდეგ.
როდის ხდებოდა საქრთველო ისეთი სასიზღრობები, როგორც აქ. დღეს კიდევ ვერ გეტყვი რა ხდბა გადირია მსოფლიო. არ მინდა ისე გამოგვივიდეს რომ ცუდი მახარები ავღნიშნოთ, მინდა ამათ სიკეთესაც შევეხოთ მომწონს ამათი შრომის დევიზი და ზომირება ყველაფეში.
ერთი ის არის რომ ყვლა ჩვენთაგანმა კარგად ვიცთ ამერიკის მისია და ამის შემდეგ როგორ ვადრით ჩვენ ქვეყანას.
ჩვენ, ბევრი რამე საამყო ,ძალიან ბევრი შეუფასებელი სიკეთე გაგვაჩნია. თუნდაც საკამარისი არ არის რომ, ჩვენ ღვმთისმშობლის წილმხვდომილი ქვეყნის შვილები ვართ.

ჯანსუღ ღვინჯილია
ღვთისმშობლის წილხვდომილი ქვეყანა
(ამონარიდები)
სამშობლოები რომ არ იყოს, ეს მთაც და ეს ბარიც, ეს ხევიც და ეს ხეობაც გულისგამაწვრილებელ ერთფეროვნებად წარმოგვიდგებოდა. სამშობლოებში გადანაწილებულებმა მათ შექმნეს ხილული მრავალფეროვნების სასწაული, რასაც ჩვენი უმშვენიერესი პლანეტა ჰქვია.
ლანდშაფტები ჰგვანან ერთმანეთს. ერთმანეთს ჰგვანან მთები, მდელოები, მინდვრები, ხეობები, ფლატეები, კლდეები, უფსკრულები... მაგრამ ჩვენს მზერას შიგნიდან ახარისხებს სამშობლოს უმძაფრესი შეგრძნება.

ქრისტე ღმერთის კვართი ქართლში ჩამოიტანეს. არა სვიმონ კანანელისა და ანდრია პირველწოდებულის ქადაგებით იწყება საქართველოს გაქრისტიანება. დაიწყო იგი უფლის კვართის ქართლში ჩამობრძანებით. იმ დღეს გოლგოთაზე უამრავი ხალხი იყო და, რაც ხდებოდა, მამაზეციერის ნებით ხდებოდა. ნაწილი უფლისა ერგებოდა არა იმას, ვინც მას შეიხვედრებდა, ერგებოდა იმას, ვისთვისაც მამაზეციერი განაჩინებდა. შეხვედრა შემთხვევითობას გამორიცხავდა, რაკი უფლის ნება იყო აქ. კანონზომიერებაა ყოველ დეტალში და კვართი უფლისა არის ხვედრი საქართველოსი, მისთვის გამომეტებული მადლი.

ქრისტეს მოძღვრება ჟრუანტელია. ჟრუანტელია, რადგან სულის და აზრის ნეტარებაა იგი. ადამიანის სულს მის გარეშე სრულყოფილი ბედნიერების განცდა არ შეუძლია. ის კი უჩვეულოა ადამიანთათვის, თუკი ადამიანი ვერ ეზიარება მას. აუხსნელია, სანამ ეზიარებოდე! გაუგებარიც! რადგან შეუძლებელი ჩანს ყოველი აზრის უჩვეულო არსის გაგება.
ადამიანთა შორის ურთიერთობას და ღვთაებრივთან ადამიანის კონტაქტს იგი ისეთი კანონებით წარმართავს, თუ ეზიარები, ბედნიერების ჟრუანტელი წაგლეკავს. ეს კანონები არ არის მარტივი, ურთულესია - ოღონდ ისეთი გამჭირვალეა, შესაძლოა, მარტივი ეგონოს კაცს. ეს კანონები, ღვთაებრივ სამყაროსთან და ადამიანებთან ურთიერთობის კანონები, იქცა ქართველი ერის წარმმართველად, პირველ ყოვლისა, ცოდნად - შემდგომ ამისა, წესად - შედეგად ორივესი, იარაღად იქცა და იქცა კალაპოტად, რომელშიც წარედინა ერი.

ხუროთმოძღვრება ქართველი ერისათვის მშვენიერი სულის გამოვლენის ფორმა იყო. ხუროთმოძღვრებაში შენების ვნებაც მჟღავნდებოდა. შენების ვნება კი ავლენდა არსებობის მიზანს - ბუნების თვალთშეუდგამ სილამაზეს ადამიანის ხელით შექმნილიც მიემატებოდა. ადამიანი ამისთვის გაეჩინა ღმერთს - აეგო, შეექმნა და განესრულებინა ბუნების დიდებულება.
მას არ უნდა წაეშალა ბუნების კონტურები, ულამაზესი ხედები, იქ უნდა აეგო და იმგვარი, იმ ზომისა და იმ სიმაღლის, რაც არ დაარღვევდა ღვთაებრივ პროპორციებს, დისტანციებს, რელიეფს.
... ჩვენ გივნახავს ხორნაბუჯი, დავით-გარეჯი, ალავერდი, გრემი, შატილი, ნინოწმინდა, ბოჭორმა, ნარიყალა, უჯარმა, მარტყოფი, ბოლნისი, სამშვილდე, დიდი დმანისი, ატენი, გერგეტი, სნოს ციხე, ანანური, ყინწვისი, ზარზმა, საფარა, ვარძია, ოქროს ციხე, ბაგრატი, გელათი, სვანური კოშკები, ილორი, ახალი ათონი, ბიჭვინთა, ნოქალაქევი, გონიო, ხერთვისი, თმოგვი... გვინახავს და ვიცით, ვიცით არა მარტო ის, თუ რა ხელოვნებით არის ნაგები ეს მართლაც მარადიული ძეგლები, არამედ ისიც, თუ რა უნიკალურ ადგილებზეა ისინი აგებული. ბარიც და შემაღლებული ადგილიც, მთის მწვერვალებიც და გორაკებიც შერჩეულია იშვიათი ცოდნით. ყოველთვის გათვალისწინებულია უმთავრესი - ხუროთმოძღვრების ქმნილებამ უნდა განასრულოს ბუნების დიდებული მშვენიერება, უნდა შეირჩეს ადგილი, სადაც, თითქოს საგანგებოდო, რაღაც აკლია ბუნების რელიეფს და ეს რაღაც ადამიანის ასაგები შენობაა! დაკვირვებიხართ, ალბათ, მატარებლიდან, ავტობუსის ფანჯრებიდან მთებზე, გორაკებზე, კლდეებზე აშენებული ძეგლების აგებულებას. თითქოს ამოზრდილია მიწის გულიდან ყოველი მათგანი ღვთის ხელითვე. თითქოს ღმერთის ხელის მოძრაობა გააგრძელა ადამიანის ხელმა. ძეგლებით დახუნძლულია საქართველოს ზედაპირი. ყოველი მათგანი შეხორცებია ქართული მიწის სიღრმეს და ზედაპირს. მშვენიერია მათით საქართველო. მიდიხარ, მიდიხარ, და აი, უცებ, საფარა წამოფრინდება, ამოდენა და ასე ლამაზი ტაძარი და განათდება იქაურობა, ზეცის გალობით აივსება - სამოთხე გაგეცხადება, მიდიხარ, მიდიხარ, და თვალი აღმოაჩენს უცებ ოქროს ციხეს - შოთა რუსთაველის ქაჯეთის ციხესავით ცაში ატყორცნილს და ყველა ახლო მდებარე მთა და გორაკი გამდიდრდება თითქოს მისით. და უცებ წარმოდგენაში გააქრობთ საფარასა და ოქროს ციხეს იმ ადგილებიდან და იგრძნობთ, რა არის სიღატაკის უდაბურება და უდაბურების სიღატაკე... ეს ხომ ღვთის წყალობაა. ხომ ღვთის წყალობაა უნარი იმისა, ააგო იქ, სადაც ბუნებას აკლია რაღაც, ის გაასრულო, რაც გასრულებას ითხოვს, იმ ზომისა ააგო, ბუნების ხედს რომ არ დაჩდილავს. ხეობები უფრო ლამაზი და სავსე წარმოაჩინო ჩადგმული ტაძრებით, კლდის წვერი სასურველ სიმაღლემდე აზიდო და ცას შერთო, ჯვრის მონასტრით, სვეტიცხოვლით ის ადგილი ღვთის კალთად აქციო...

მწამს, საშინელება რომ მომხდარიყო და ქართველი ხალხი შუმერების მსგავსად დაღუპულიყო, კაცობრიობა ხელს მოხვევდა მის უნიკალურ პოეზიას, ასევე უნიკალურ სიმღერებს, მხატვრობას, ხუროთმოძღვრებას, ფილოსოფიას, თეატრს, კინოს, მუსიკას... და შეინახავდა ამ უძვირფასეს განძს, როგორც დაღუპული ცივილიზაციის ნამსხვრევებს. მერე საფუძვლიანად გამოიკვლევდა ისტორიას ერისას, ვინც შექმნა ეს დიდებული კულტურა.
მადლობა უფალს, ქართველი ერი ცოცხალია და თავისი შემოქმედებით ხელდამშვენებული დგას კაცობრიობის წინაშე. თვითონ, ვინაც ხანძარს, ქარიშხალს, მიწისძვრებს და მახვილების ტყეს გამოაღწია, დასახიჩრებულია, ნაჭდევები აჩნია შუბლზე, ნიკაპზე, ლოყაზე, ჩამოცლილი აქვს ცალი მხარი, წარკვეთილი აქვს კიდური, ამღვრეული აქვს ნაწამები სული, მაგრამ ელოდება ფერფლიდან ფენიქსისებრ კიდევ ერთხელ წამოდგომას შენივე ნებითა და ლოცვა-კურთხევით, მაღალო ღმერთო!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts956
კარმა54
OFFLINEPROFILE
ბუბუ.. ჩათვალე რომ ჩემს თავს გადავახტი მაგრამ შევირჩინე... გარჩევის საგნად მე მომიწია შენი ჩანახატის წამოწევა , და ამიტომ ბოლო სიტყვა შენთვის დამითმია...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
მე პატარა ქართველი ვარ,
კავკასიის მთების შვილი,
და განცხრომით სხვაგან ყოფნას
მირჩევნია აქ სიკვდილი.

ქართლ-კახეთი, იმერეთი,
გურია და სამეგრელო –
ყველა ჩემი სამშობლოა,
საყვარელი საქართველო.

ქვეყნის თვალი, ეს ქვეყანა
ღვთის მშობლისა არის წილი;
ბევრ მწარე დღეს მოსწრებია
და უნახავს ბევრიც ტკბილი:

ხან თუ მტერი აოხრებდა,
იყო მღვრელი ცრემლის ცხარის,
ბრწყინვალე დროც დასდგომია,
დრო დავითის და თამარის!..

მე პატარა ქართველი ვარ,
სახელოვან ერის შვილი
და მსურს მერგოს სასახელო
მეც სიცოცხლე და სიკვდილი!..

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 139 posts ] 
დესპანი