↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
ძალიან მიყვარს ეს ლექსი

ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია.

ყოველდღე ვიღებ ძვირფას ბარათებს,
ბაღში მივდივარ, ეს დღე ცივია.
გალაკტიონში მიწა ანათებს
და ჩემში უფრო ზეცის სხივია.

შორს ქარი კივის, ახლო მტერია,
ახლა ღამდება, შვიდია სრული.
გალაკტიონში ლურჯი ფერია
და ჩემს ლექსიდან მოჩანს უფსკრული.

ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩეში უფრო ანგელოზია....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
კ. კბილთაგან შუქი გამოგკრთის, -
შენ ვინ გამსგავსო სხვაგვარნი?!
ლ. ლამაზად მიმოერხევი,
გნატრიან ვარსკვლავთ მთავარნი!
მ. მარად გიგონებ სატურფალს,
გულშიდ არ მომიცილები,
ნ. ნარნარო, ნაზო, ლამაზო,
ვინ მზესა დაეცილები!
ო. ოდეს გულითგან განმაგდე, -
დამადნე ვითა ცვილები!
პ. პირის-პირ ხილვას ვინატრი, -
მესმას შენი სიცილები!
ჟ. ჟამი ისი ნეტარ იყოს,
ოდეს მიწოდე მეგობრად!
რ. რად შესცვალნე ეგე გულნი,
ანუ რად მიცვ შენგან ობლად?!
ს. სული შენ გაქვს მას დღეს აქეთ,
ოდეს ვიყავთ ორნივ მწყობრად!
ტ. ტრფიალი ვარ მუდამ შენი,
გულისაგან შორის მყოფრად

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
უ. უსულვაზურად გეხვევი
უმანკოს აღნაგობასა;
ფ. ფიქრით გულისათ შენთან ვარ,
ვსმენულობ შენს უბნობასა!
ქ. ქება ამისთვის წარმოვსთქვი, -
ღირს ვიქმენ მეგობრობასა!
ღ. ღიმილით სიტყვა მასმინე,
ნუ მიწყენ ამის თხრობასა!
ყ. ყვავილებრ სურნელ-მყოფელო,
შორით მალხენო გულისა,
შ. შენს ქებას ვით აღვასრულებ
ქვეყნად მზედ დასახულისა?!
ჩ. ჩემებრ უმეცართ მონისა
ნახვით წამღეგო სულისა,
ც. ცნობა მიიღე, წერილის
ღირსი მქმენ, პავლეს თქმულისა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
ძ. ძოწნი ბაგენი,
ჩემნი მდაგენი,
ჩემდა საუბრად აღსძარ ენანი!
წ. წელნი წერწეტნი!..
ეს თვალნი რეტნი
რომ ვერა გხედვენ, ბნელ მაქ ყვე[ლანი]!
ჭ. ჭეშმარიტებით,
არ მაქ ისებით,
გეტყვი სიტყვასა, - მომეც ლხენანი!
ხ. ხელთა დაგბაგებ,
თუ არ განმაგდებ, -
მე შენი მალხენს ამბვის სმენანი!
ჴ. ჴმა მასმინე საწადელი,
სიყმარული განაახლე!
ჯ. ჯიღოვანობ ტრფიალთათვის, -
გონებითა მიმიახლე.
ჰ. ჰანა მექმენ უსაკუთრეს,
მე მონად მქმენ, ვით მოახლე!
ჵ. ჵი, რა ვყო უბადრუკმან, -
ერთხელ ხილვად ვერ გიახლე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
დუმს ტელეფონი...
და ამ დუმილში შენი ფარული ზიზღი იწყება.
მე ჩემს გრძნობებთან ისე მიგიშვი,
ტკივილში იშვა თავდავიწყება.

და დავიღალე ამ თამაშებით...
და ამომევსო სულის სისრულე,
თუ შენ გინდოდა,გადამარჩენდი,
მაგრამ ვაი,რომ არ მოისურვე.

მე მინდა შენი წაწალი მერქვას
და თივის ზვინთან ვნებად ვდიოდე,
ვგრძნობდე შენს სუნთქვას და გულის ფეთქვას
და გათენება არ მოდიოდეს...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ძალიან ლურჯი ზეცაა,
ზედ მოფარფატე ფრანია...
მე რომ შენ მომნატრებიხარ,
სულ სიყვარულის ბრალია.
ძალიან მწვანე მთებია,
ძალიან თეთრი ნისლები,
მე რომ შენ დამსიზმრებიხარ,
გულს დამსობია ისრები.
ძალიან ცივი დღე არის,
დაჰბერეს ძველმა ქარებმა.
მე რომ არ გამახსენდები,
სიკვდილს თუ დაებრალება.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
გამოღმით მე ვარ, გაღმა - შენ,
შუაზე მოფის მდინარე,
ხიდი არ გვიძე წყალზედა,
ფიქრი გვკლავს მოუთმინარე.

მინდა გაკოცო, მაკოცო,
შენს სახეს ვხედავ მღიმარეს,
მაგრამ ვერსაით გამოვედ
ამ სატიალოს მდინარეს.

მეც უნავო ვარ, შენაცა,
ცურვა არ ვიცით, ვტირითა;
მეშველიც არვინ გვიჩნდება
არც ციდან, აღარც ძირითა,
შენ მე მიმელი, მე - შენა
გაცინებული პირითა.

ვეღარც ხმას გაწვდენ, გითხრა რამ,
მდინარე ბრაზობს, ღრიალებს,
ჩემს ძახილსა ნთქავს მის ზვირთი,
როგორ შავადა ტრიალებს!..

რა უნუგეშო ყოფნაა,
წელთა სვლა მხოლოდ მზერაში;
რომ მოვკვდე ბევრით ჰჯობია,
მაინც გარგივარ ვერრაში!..
არა, ის მინდა, გხედავდე,
ნუგეშსა ვპოვებ ცქერაში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
გულო, რას დაჰღონებულხარ,
რას იბურები ნისლითა?
განა სულ ესრე ვიქნებით
დაკრუნჩხვილები ყინვითა!
ჩქარა ზაფხული მოალის,
აყოვდებიან იანი,
გაიბანება წვიმითა
მთა და მინდორი მტვრიანი,
საფლავის ქვაზედ მოჯდება
ოფოფა სავარცხლიანი.

წერონიც გამოჩნდებიან,
დამამშვენებნი ცისანი,
გუგული-დ\' მერცხალიც მოვლენ,
ფრინველნი შორის გზისანი.
დასადნობია, დადნება
მთას თოვლი, ხევში ზვავია.
გამაიმტვრევა არაგვი,
გაზაფხულობით შავია,
მუქარით ანგრევს მიდამოს
გაბეზრებული ავია.
მტკვარსაც ჩასძახებს მრისხანედ:
„შენაც გაშალე მკლავია!“

ცაც ხომ ხმას მოსცემს მაღლითა
მიწის სიცოცხლით ფუილსა,
მოსქდება წვიმა ხშირადა,
დაბლა მაიღებს შხუილსა;
ზედ დაეხვევა ელვაცა
შავის ღრუბლების ხუილსა.
გულო, ჩვენც სიცოცხლეს ვიგრძნობთ,
ლაღს მოვისურვებთ მღერასა,
ჩვენც შევუფერებთ კიჟინით
ყოვლგნივ ბუნების ლხენასა,
იმედი ბევრად სჯობია
უაზრო ბედისწერასა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined04 Jul 2008
Posts28
კარმა3
OFFLINEPROFILE
მთებს, �
პირდაბანილთ, �
შეუმშრალა ქარმა ხელ-პირი.
ზეცას გავხედე.
მოვილხინე მერცხლის დანახვით.
ყალყზე შემდგარი, �
შემომახტა
გულზე
არაგვი.
წყალთით
ლექსები
ამოვყარე
კალმახებივით.

მუხრან მაჭავარიანი

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
***

სადღაც სდუმს მთები,სადღაც ნისლია,

ვერ გადურჩები სულის წვალებას.

მე რომ გაფრენა არ შემიძლია,

ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.

სადღაც სდუმს დილა,სადრაც ძილია,

გზა გაიარეს სადღაც ქალებმა.

ჩემი სხეული რომ დაღლილია,

ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.

და სადღაც ბაღთან ვიღაც იცდიდა

და უცებ ზეცა ნახეს თვალებმა.

რომ ვერ შევძელი გასვლა მიწიდან,

ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.

ტერენტი გრანელი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ვიცი, რომ სადღაც რტო აყვავილდა,
მთვარე ბუღრაობს თეთრი ეშვებით,
მე კი დამჩხავის ხიდან ყვავი და
თვითმკვლელობაზე ფიქრებს ვეჩვევი.

ამ გაზაფხულზეც ლურჯად ნაწვეთი,
მაფხიზლებს იის თვალის ახელა.
რა ვქნა, სხვებივით ზურგს შეგაქცევდი,
სამშობლო რომ არ გერქვას სახელად.

ვ .ჩხიკვაძე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ეს გაზაფხული შენთვის მოვიდა,
შენთან მობრძანდა, ჩემო ლამაზო.
აჰა, მინდორი – მწვანე კორიდა,
ზედ წითელი მზე რომ მითამაშობს.

ეს გაზაფხული მე მოვიგონე,
დაგისურათე ჩემი ზღაპარი.
უკანასკნელი კოჭლი სტრიქონით
სიკვდილს ვიწყებ დაYყოფნას ვამთავრებ.

მე ამ გაზაფხულს შენ დაგიტოვებ,
მინდვრის ყვავილთა წერტილ-მძიმეთი.
ხედავ, გავძელი, მაინც ვიცხოვრე,
თუმცა რამდენჯერ მოკვდა იმედი.

აპრილის მთვარე ფშვინავს ბავშვივით
და მუხლმოყრილა მის წინ სამყარო.
ახლა შენია, რომ დაამშვიდო,
რომ ავი თვალი არ მიაკარო.

ეს გაზაფხული შენთვის მოვიდა,
შენთან მობრძანდა, ჩემო ლამაზო.
აჰა, მინდორი – მწვანე კორიდა,
ზედ წითელი მზე რომ მითამაშობს.

ჩასახლებულა ის ჩემს თვალებში,
რომ ბულბულივით შენთვის ვიყეფოთ.
მიდი, ირბინე და ითარეშე,
ოღონდ ამ გულში არ ჩაიხედო.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts373
კარმა14
OFFLINEPROFILE
როგორ მიყვარს შენი საყვარელი ლექსების კითხვა რომ იცოდე. კარმა ჩემგან მომენატრე ანა -ტეკლა .გკოცნიი=ko= =ko= =ko=
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined22 Jul 2008
Posts7
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჩემი გაზაფხული მუხლებდაკაწრული
შენი ქუჩის თავში დამდგარა,
მონატრებიხარ და მერე როგორ,
მონატრებიხარ და რაგვარად.
შენ კი მეზობელი ქუჩით ჩაგივლია
ვერაგზე ვერაგი პირველი აპრილია,
მერე მოქუფრულა სულ მთლად მოღუშულა
ნისლი დაუხურავს საბნად,
წვიმებად მომსკდარა ჩემი გაზაფხული
შენ მზე პირს იბანსო იტყოდი ალბათ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
ბალადა გულზე
იმისდა მიხედვით სად ვარ, რა მაცვია_
ზოგჯერ ვიღიმები. მე დრომ გამაცია.
შენ რაც შეგეშალა, დღესაც ზუსტად მახსოვს,
გულს კი დაავიწყდა!გული ზარმაცია,
გულს რა შეუძლია?!_შტერი ლამაზია!
ლ ე ქ ს ი ც ა მ ა ზ ე ა,რომ მე დავსაჯე და დავითხოვე გული!
შენი ცხოვრება კი იმ ჩემს გულზე იყო და-მო-კი-დე-ბუ-ლი!
იმისდამიხედვით სად ვარ, რა მაცვია_
ზოგჯერ ვიღიმები.მე დრომ გამაცია.

დორადო
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი