↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined13 Feb 2008
Posts135
კარმა0
OFFLINEPROFILE
მაგარია დორადო ....ვისი ლექსია?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ღამე დაფლეთილ ღრუბლებს აგროვებს,
მთვარე სავსეა შენი გულივით.
შენ ელი, მას ვინც ფიქრშიც არ გტოვებს,
მეც ველი რადგან...
და გვსიამოვნებს ჩვენ ეს დუმილი.
სულში აკივლდა რაღაცა ისე,
მინდა ვიტირო, არ ვიცი რატომ.
მე ველი მას, ვის ფიქრშიც არ სტოვებ,
შენც ელი რადგან...
და ამ დუმილით ჩვენ ღამეს ვახრჩობთ.
ჩვენ ვდუმვართ, თორემ ღამე ხმაურობს,
ან არ ასვენებს ბევრს უძილობა.
მე ველი რადგან...
შენ ელი რადგან...
არ შეგვიძლია ჩვენ გულგრილობა.
ღამე ლოდინის წუთებს ამძაფრებს,
მაგიდა კარტის კალოდას ითვლის.
შენ ელი, მაგრამ იმედი არ გაქვს,
მეც ველი, მაგრამ...
ამ ამოცანის ამოსახსნელად არ მყოფნის ფიქრი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
გაყვითლებულა ფურცლები როგორც...
შემოდგომაზე ფოთლების გროვა.
ეხლა თუ ნატვრის სურვილი მათოვს,
მალე შეხვედრის დღეებიც მოვა.
გახუნებულან ფურცლები, მაგრამ...
შეუნახიათ თავისი სითბო.
და ეხლაც ყველა ხაზს, თუ სიტყვაში
მე ჩემი წილი სამშობლო მიხმობს.
ბარათებს ვატან სუნთქვას და ფიქრებს,
წერილებს მოაქვთ კერიის ლოცვა.
და გახუნებულ ფურცლებზე ისევ,
იგრძნობა თქვენი მხურვალე კოცნა.
დრომ თავის წილი დარდი წაიღო.
ყველა სურვილიც სრულდება თითქოს.
მაგრამ ყველაზე დიდი ოცნება,
რომ ვიგრძნო მალე,
ისევ და ისევ...
დედის კალთის და მუხლების სითბო.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
როცა დემონი გადაღებავს სამყაროს წითლად,
ეშმაკი შავი მაქმანებით მოქარგავს სივრცეს,
როს საალაფოდ დასხდებიან ჭინკები მშვიდად,
ჩამოვა სულის დამბუგველი ბუღი და სიცხე.
როცა ჩადგება თვალში ფერი ბნელი სიკვდილის,
მარადისობა გადმოცვივა ბუდეებს ცრემლად,
დრონი კი მოვა,მოვარდება ბოროტთ სიცილის,
ნედლი იქცევა უყლორტებო,უფოთლო ხმელად.
მაშინ ჩამოყრის ციდან იებს თეთრი ფიფქები,
მე გავყუჩდები ნაძვის ტოტზე გირჩების გვერდით,
და მერამდენედ,მერამდენედ გარდავიცვლები,
გულის ფართქალით,მდუმარებით,ნაცნობი ელდით.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Jan 2008
Posts2874
კარმა88
OFFLINEPROFILE
ანა-თეკლა,როგორ ხარ? გირეკავდი გუშინ,სულ მესიჯი გერთვებოდა,აბა პმ.არ იგზავნება,ჩემგან შენსკენ.

შემოგეხმიანები მოგვიანებით

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
ანა- თეკლა გეხუტუნე რა კარგ ლექსები გაქვს კარმა ჩემგან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
მანა ჩემო კარგო კარმისთვის დიდი მადლობა, რაც შეეხება ლექსებს აწი მივაწერ გვარს ვისიც არის ,თორემ ჩემი დაუდევრობით ხალხი შეცდომაში შემყავს

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
შემომათენდა ამ ძილ-ღვიძილში,
მწარე შიმშილი მაძრობს თბილ საბანს,
იგი ყოველთვის ჩემს გვერდითაა
და ამხანაგობს მუდამ ცუდ ამბავს.
ცელიანივით ყველა კარს აღებს,
რქებით აწვება დახურულ ჭიშკარს,
ბოლივით ძვრება ჭუჭრუტანაში,
წიხლის დაჭერაც ზედმეტად უყვარს.
გადავიქანცე მუდმივი ბრძოლით,
რა დაღლილი ვარ, რა ღმერთგამწყრალი,
როდემდე მყავდეს ოჯახი მშივრად,
როცა სადილად მაქვს მხოლოდ წყალი.
როცა ფეხსაცმელს გაუცვდა ლანჩი,
როცა კაბაა გამორღვეული,
როცა პალტოა ოცნების ზღვარი,
ვერ გიყიდია ბავშვის რვეული.
როცა სესხულობ ხახვს მეზობლებში,
როცა ზეთს ზოგავ დარჩენილს ქვაბში,
როცა კარტოფილს ცალობით ითვლი,
ცივი ტყვია გაქვს სახლელი თავში!
როცა სუნამოს სხვის ტანზე ყნოსავ,
როცა გახურავს მეზობლის ქუდი,
როცა ჭერიდან წყალი მოწვეთავს,
უიმედობით ჩერდება გული.
როცა სადილობ სახინკლის სუნით,
როცა დესერტად კაფესთან დგახარ,
როცა ხილსა ჭამ მხოლოდ თვალებით,
მათხოვარი ხარ, აბა სხვა რა ხარ?!
ლაღი ცხოვრება სიზმარში დარჩა,
უბედურების სისინებს ქარი,
დამალობანას არ გათამაშებს,
გინდ ურდულებით ჩარაზეთ კარი.
ამ დროს ოჯახი გიფარავს მხოლოდ,
სიტყვაც არ სცდებათ სასაყვედუროდ,
სულს გასწირავდი მათი გულისთვის,
მაგრამ არც ის გაქვს, საუბედუროდ!

გ .მხეიძე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
* * *
ღამეები სულიერი დემარშით
ილევიან და მიდიან ცისკენ,
მე მოვყევი ღამეეულ ღელვაში
და შენ არც კი მისმენ.
ღამე ახლა ჩემს თვალებში იღვრება,
შორს კი ვხედავ ისევ შენს სილუეტს.
გამიჭირდა კარგო შენი მიგნება,
ვისთან ჩავწერ ამაღამდელ დუეტს.
ყოველი გზის მერე ისევ ძიება
და ახალი ღვინის დაჭაშნიკება.
გაზაფხულის ლურჯთვალება იებად,
ჩაირბინეს ძველმა მელოდიებმა.
რა შორსა ხარ,რა შორს გამინაპირე,
რა წამების გადატანა მიწევს,
მე გავუძლებ ჭორიკანა ვამპირებს
შენთან მოვალ ისევ.
ღამეები სულიერი დემარშით
ილევიან და მიდიან ცისკენ,
მე მოვყევი ღამეეულ ღელვაში
და შენ არც კი მისმენ.

ტიციანი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
* * *
ასეთი სიცივე ,ტანში რომ გამივლის..
თითებით თამაშობს ქუჩაში ბოგანო.
ოთახში სურნელი იფრქვევა ვანილის,
მე მინდა მოვიდე და გული მოგპარო.
ხეებზე თოვლია და ცივი ზმანებით,
მზეს მოწყდა მტევანი,ქარები ბორგავენ.
სიცივემ ოცნება წაიღო ქალების,
ამაღამ ძვირფასო შენ გამო მომკლავენ.
ამაღამ სხვა არი სიცოცხლის შეგრძნება,
თითების ჩუქურთმა ჩემს სულში შემოდის.
წავიდნენ ,დასერეს ცა ჩემმა მეცხლებმა,
მე კი იმ დაჭრილი ხორხიდან ვმღეროდი.
და ასე ვიარე ცა მიწას შევზილე,
ქუჩაში ზღვის ფერი კედლები ტორტმანებს.
ჩემს სუნთქვას ისეთი ალერსი შევძინე,
გავბედე, მოვედი და გული მოგპარე.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
Gvantsu wrote:
ციტატა:
მაგარია დორადო ....ვისი ლექსია?

გვანცა, ჩემია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
შენ დაგედევნა სამიკიტნო რკინის რაზებით,
ყალბი არღნებით გაწუხებდა ღამე წვიმაში,
არ კადრულობდი შებრალებას ბედის წინაშე,
დაგდევდა ლანდი მთვარისაგან განაბრაზები.

ჩუმად გეწვია საოცრების რუხი ხაზები,
ფარულ კოშმარებს ატირებდი სევდის მინაში,
შენ არ იცოდი დამშვიდებით ყოფნა ბინაში
და ღამის ლოთებს დაეძებდი ღვინის თასებით.

ლოცვით ამსხვრევდი ზიარებას სასაფლაოზე,
სისხლიან მკერდით აიტანე ბროლის არმაზი,
ანთებულ მხატვარს საიქიო ალბათ გაოცებს.

შენი ოცნება ისვენებდა წითელ ნარმაზე.
ცოდვილ ქალაქში დადიოდი ჩოხისამარა.
საშინელებამ უცნაურად დაგასამარა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Jan 2008
Posts2874
კარმა88
OFFLINEPROFILE
თამო,კარმა ჩემგან

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Jul 2007
Posts824
კარმა81
OFFLINEPROFILE
გაგა ნახუცრიშვილი:

\"უძლური სინათლის ქალაქი
ქუჩები უფერო ფერის,
სულ ყველა სულ ყველას ძმაკაცი,
სულ ყველა სულ ყველას მტერი.

იქ სადაც არ ხდება სიახლე,
არავის არა აქვს ბედი,
იქ სადაც იციან სიმართლე,
მაგრამ არ იციან მეტი.

იქ, სადაც ცვლილების სურვილი,
არავინ გაივლო თავში,
არა აქვთ სიცოცხლის წყურვილი,
მაგრამ აქვთ სამოთხის საშვი.

და თითქოს ჩრდილები დადიან,
უაზრო წრეწირებს ჰკრავენ,
იქ, სადაც არაფერს სჩადიან,
უბრალოდ ცხოვრებას კლავენ.

იქ, სადაც თენდება არასდროს,
ღამეში ეძებენ გროშებს,
ჰაერი მაინც არ ჩარაზოთ,
ჰაერი, ჰაერი დროზე!\"

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
Heureka

ევრიკა! ღმერთი! - რა თქმა უნდა, ჩემო გიორგი...
და არაფერი აღარ გრჩება შეგრძნების გარდა,
რომ რა ხანია ყველა პასუხს კითხვა მოარგე
და რა ხანია გაუვიდა სამყაროს ვადა.

და რახანიავადაგასულ ვენებში, მეჩხერ,
თერთმეტი ათას ხუთას ოცჯერ ნახმარი შპრიცით,
ყოველდღე ათ ხაზ სისხლში აჭრილ რეგოლიტს იჩხერ,
რომ რამდენადმე საკუთარ თავს საშველი მისცე

და ტვინში თითი მიაჭირო ღილაკს - \"რესეტი\",
რომ წუთით მაინც დაივიწყო, ყველა ის ბავშვი,
რომელიც მოკლეს... მიაფურთხო: სულელ პრეზიდენტს,
მართლმადიდებელ მშობელთა და ყველა მისთ. კავშირს,

გასასხვისებლად გამზადებულ მაჩაბლის ცამეტს,
დიდი რვიანის, (შვიდიანის, თუ პლიუს-მინუს),
ყველა რიგით და რიგგარეშე სხდომას თუ სამიტს,
ატიპიური ეიჩ ხუთი ენ ერთის ვირუსს

და მასთან ბრძოლის პრევენციულ ზომას – კარანტინს...
ოჯახს, რომელსაც უყვარხარ და ყოველთვის გიგებს,
ოთახს, რომელშიც: ჭერს, იატაკს, კედლებს, კარადებს
სკამებს, მაგიდებს, დანა-ჩანგლებს, თეფშებს და ჭიქებს,

ტელევიზორებს, რადიოებს, ჟურნალ-გაზეთებს,
წიგნებს, რვეულებს, ხელნაწერებს - დედაბუდიან-
ყველაფრიანად, სტაცო ხელი, როგორც ასეთი,
და ჩაუძახო - თავის ფეხით სადაც დადიან!

და ყველაფერი დაიკიდო, გარდა კუსტარულ
წესით ჩაკემსილ ნატყვიარის, სამყაროს ტორსში,
რომელაც თორმეტ კალიბრიან თვალებს უშტერებ
და რომლის იქით არის რაღაც, სახელად - \"მორჩა\"...

და რა ხანია გაუვიდა შენახვის ვადა
სამყაროს! მეტიც: ყველა პასუხს კითხვა მოარგე
და არაფერი აღარ გრჩება შეგრძნების გარდა,
რომ ღმერთი... ღმერთი - რა თქმა უნდა, ჩემო გიორგი!

საჯაია
.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი