↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined22 Jul 2008
Posts7
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჩამომაყარე მხრებზე შენი ლალის მძივები,
ჩამომაწანი დალალები კოჭზედ რომ მცემდეს
ხევსურულ ტაბლასთან დავიწეროთ უმღვდელოდ ჯვარი,
სახლში წამიყვანე შემისვი ულაგმო ცხენზე.
ლოგინი არ გვინდა მიწაზე ჭილოფი გამიშალე,
ჯერ ვერ დავიძინებთ გადავთვრეთ ხევსურულ არყით,
მერე მომეფერე,დამიყვავე და ტირილი დამიშალე
ტორებში ჩაკარგული დამაძინე უგონოდ მთვრალი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
განშორება

გულში ენთო ერთადერთი ვარსკვლავი,
მონატრებამ გამიჩინა იარა,
სიყვარულის კიდევ მქონდა იმედი,
ისიც მოწყდა სადღაც ჩაიფრიალა.

მე მივნატრი იმ წუთებს და იმ წამებს,
როცა სახეს გინათებდა ღიმილი,
დავიჯერე ის ალერსი ვიწამე,
მაგრამ ახლა ამივარდა ტირილი.

რა ლამაზი იყო ჩვენი ოცნება,
მე ამურმა გულში მტყორცნა ისარი,
შენი ტუჩი დღეს აღარ იკოცნება,
თითქოს ვნახე სიყვარულის სიზმარი.

ჩვენი გრძნობა იყო რა გულსაკლავი,
სიყვარულის დაიცალა ფიალა,
ცაზე ენთო ერთადერთი ვარსკვლავი,
ისიც მოწყდა სადღაც ჩაიფრიალა.

გიორგი არაბული

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
მე მოვკვდი

ჩემი ლამაზი სიზმრების წილ, შენი გოდება,
ჩემი ლამაზი სიცოცხლის წილ - შავი სიკვდილი,
ძვირფასო, შენი ღიმილი რომ მომაგონდება,
გარდასულ დღეებს, ჩემს სიცოცხლეს მწარედ მივტირი.
მე მოვკვდი, რა ვქნა შემეყარა ოხერი სენი,
მკვდარს სავსე მთვარემ დამაფარა ბნელი მანტია,
ძვირფასო ჩემი წარსული და ჩემი ლექსები,
აბა მათ მეტი ქვეყანაზე რა მაბადია.
მე მოვკვდი გუშინ, თუ გუშინწინ, დავშთე ცხოვრება,
მე მოვკვდი, ალბათ დაბადებაც იყო უაზრო,
ჩემი სახელი თუ ოდნავაც გემახსოვრება,
სასუფეველში ანგელოზებს შენზე ვუამბობ.

გიორგი არაბული

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
ლექსო ამოგთქომ

ლექსო, ამოგთქომ, ოხერო,
თორო იქნება ვკვდებოდე,
და შენ კი ჩემად სახსოვრად
სააქაოსა რჩებოდე,
გიმღერდენ ჩემებრ სწორები
ფანდურის ხმაზე ჰყვებოდე,
ქვეყანა მხიარულობდეს,
და მე საფლავში ვლპებოდე.
ნეტავი, ჩემო სახელო,
დიდხანამც იხსენებოდე,
ჩემო ნათქვამო სიტყვაო,
შენამც კი გაჰქვეყნდებოდე.
შენ, ჩემო საფლავის კარო,
შენამც კი აჰყვავდებოდე,
სახლო, არ დაიშლებოდე,
ცოლო, არ გათხოვდებოდე...
ერთ ეგეც უნდა ვიკითხო,
ჩემ სიკვდილს ვინ იტირებსა,
ვინ ჩამააბნევს ცრემლებსა,
საქმეს ვინ გაიჭირებსა?
ამასა ვფიქრობ და გულიცა
ამასვე ანამდვილებსა.
დედის მეტს ჩემი სიკვდილი
არავის აატირებსა.
თუმც ნათესავნი, და-ძმანი
აღარ აისხმენ ღილებსა,
ცოლიც ძალიან მიტირებს,
ქვეყანას გააკვირვებსა,
ცოტა ხნის შემდეგ ისიცა
სხვისა ჭირს გაახლინებსა.
სულ ყველას დავავიწყდები,
ყველას სხვა დაათირებსა,
მე დედის გულში ვიქნები,
ძილსაც ვერ დაიძინებსა,
ვენაცვლე ძუძუს გამზრდელსა,
გულით ეგ დამიტირებსა,
დედას უყვარვართ შვილები,
დედა არ გვახსოვს შვილებსა,
იმითა გვტანჯავს გამჩენი,
სულ მუდამ გვაცოდვილებსა

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
ნატვრა

წამწამებზე ჩამომისხდნენ ბეღურები
და ითხოვდნენ ჩემს თვალებში თავშესაფარს,
საღამო კი ფანჯარასთან მშვიდად თვლემდა
თან, ართავდა თითის ტარით ნაცნობ ზღაპარს.
ბუხრის სევდა, ქარს რატომღაც აგიჟებდა
დაათრევდა თეთრ კვამლს, შლეგი,აღმა-დაღმა,
მოგონებებს ცაცხვის ჩაის გემო ქონდა,
უშენობით თოვლი თოვლსაც არა გავდა...
ჭრელ ბალიშებს უძილობა თავზე ედგა,
და მაცდური სიზმრებისგან იფარავდა,
როგორ მინდა შენც რომ იყო ბეღურა და
შენც ნატრობდე ჩემს თვალებში თავშესაფარს

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
ხო, მე ხევსური ვარ
ერთი უბედური,
ღვთისგან ბოძებული
ალბათ განაჩენით,
მცირე სიყვარული,
მცირე მოგონება,
ვფიცავ არაფერი,
მეტი დანარჩენი.

დიახ ხევსური ვარ
ძველი ტრადიციით
გამოყოლებული
ყველა რიტუალით,
მთაში სალოცავით -
ხატში სანთლებით და
ბარში დავაბოტებ
ბედმა ჩამომრიყა.

ქალი საყვარელი,
წმინდა, შეუხები,
ქალი ალმაცერი -
ღია დალალებით,
ჩვენ შორის მოთმინება -
მთელი დედამიწა,
გთხოვ ნუ მიმატოვებ
თორე ვერ დაგიცავ.

კი, მე ხევსური ვარ
რაღაც სამასური
ალბათ მეც მაცხია
მთის და ვაჟკაცური,
ქალი, პოეზია,
ლუდი, სალამური,
ფხოვი მენატრება
ზამთრის ნაკადულით.

მწვანით დაფარული
დევი ფერდობები
თეთრად შერეული
ნაზი გვირილები,
ცა და დედამიწა
როგორც ერთა-წმინდა
უკვე ვირევი და
შენი, კოცნა მინდა.

მინდია გოგოჭური

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
რა უდროო დროს გამოგეცხადე,
მშვიდად ცხოვრება არ დაგაცალე,_
მაგ სულის ფსკერზე მსხვილ მარგალიტებს
ქვიშა და ლამი გადავაცალე.

შეგამჩნიეს და ატყდა კამათი _
ვინ რა მოიმკო, ვინ რა დათესა...
და ჩემთვის ყველას ისე შეშურდი,
მე არ გაქციე თითქოს ასეთად.

***

ქარი არ ქროდა. არ ირხეოდა
შეუფოთლავი ბუჩქების ფარდა.
იის მშვიდი და ლურჯი ნათება
დაგვიანებულ სიყვარულს ჰგავდა,
რადგან ორივეს წილად ხანმოკლე
და მშვენიერი სიცოცხლე ერგოთ.
არა ჰყვაოდა უკვე ენძელა,
არც ყოჩივარდა შვენოდა ფერდობს.
ეს _ მე ვდარდობდი იების ბედზე,
მე მივტიროდი წამებს ჩავლილებს,
თორემ ფერდობი წინასწარ გრძნობდა
მკერდზე ამოსულ სულ სხვა ყვავილებს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ნეტა პაწაწინა ჩიტი ვიყო,
ცაში ფრთებგაშლილი ვიფარფაშო!
წამო, უდაბნოში გავირიყოთ,
\"კუკუმალობანა\" გეთამაშო.

არა,ჯერ თვალი არ გაახილო,
უნდა გავითვალოთ:ერთი,ორი...
უკან დამადევნე მოძახილი-
ციდან მოწყვეტილი მეტეორი.

ვიცი, ვერ მიპოვნი, ატირდები,
სული ცრემლით დაგინატიანე.
მე კი ცხელ ქვიშიდან გაკვირდები,
თვალებდაჭყეტილი მატიანე.

ვრჩები აქ, ბავშვობის კიდობანში,
დროვ ნუ შეეცდები შენს ხმას მივყვე!
აღარ წამოგყვები \"დიდობაში\",
უკვე მერამდენედ გამაბრიყვე?!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ჩემი მონატრება-როგორც წვიმის წვეთი,
სულში გავწურე და ხეზე ჩამოვაწდე.
ეკლით გადაბურდულ ვდგევარ უღრან ტყეში,
ვინმე სულიერის ქოხს რომ გადავაწყდე...

ეს ის ტკივილია,ზღვა რომ აგიღელვე,
ეს ის თვალებია, სულ რომ წყლიანია.
არა,არ მონატრო,არა, შემოგევლე,
აწი ვეღარ მოვალ ,უკვე გვიანია!

...ჩემი ზღაპარიც ხომ ასე დაიწყება;
\"იყო და არ იყო...დიდხანს იარაო...\"
თუ კი ამ ცხოვრებას ჰქვია \"ს ა ო ც რ ე ბ ა\",
-თითქოს მიცხოვრია, მართლა კი არაო.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
გზების გასაყართან
ჩუმად რომ გიცდიდი,
მზემ ძლივს გაიმეტა
სხივი ათიოდე.
რად გადმოირბინე,
მაშინ ბონდის ხიდი,
ჩემთან შესახვედრად
თუ არ მოდიოდი?
სუნთქვა გაწოლილა
უშნო დარბაზივით,
მთვარის მოტაცება
-დროის ქავილია.
თვალებს მომისევდი
შავი ნაგაზივით,
ნეტა, მომესწრო და
ვნებად დამელიე!
ნეტა, დამეკრიფე!..
ყურძნის გრძელი ზვარი,
ღვინოდ მექცია და
ქვევრში ჩამეწურა,
რომ ეს მოკივლება,
გრძნობა გარეწარი,
შენი სიტკბოებით
დღესაც დამეწყურა!
წლებმა წამიშალეს
შენი სულის კოდი,
თითქოს არც ვენახე
და არც ვყვარებოდი.
ჩემთან შესახვედრად
თუ არ მოდიოდი,
რა მეშარებოდი,
რა მეშარებოდი!!!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined22 Jul 2008
Posts7
კარმა0
OFFLINEPROFILE
გაზაფხულამდე ალბათ დიდხანს მომიწევს მოცდა,
ცივმა ზამთარმა სევდა მომცა, ლხინი წამგვარა...
\"აღარ მიყვარხარ!\" - ღმერთო ჩემო ეს რა წამომცდა,
ხომ შეიძლება შენც იფიქრო ჩემზე ამგვარად.

გათენებამდე მთვარეა და მთელი ღამეა,
მღერის ქარი და პაემანზე ტყისაკენ მიჰქრის...
\"ისევ მახსოვხარ!\" - ღმერთო ჩემო, რა სიამეა,
ხომ შეიძლება შენც გაივლო ამგვარი ფიქრი.

ვერ შეველევი ოცნებებს და ვარდისფერ ფიქრებს.
თუმცა ტკივილმა უნუგეშოდ მტანჯა და მთენთა...
\"მე გელოდები!\" - ღმერთო ჩემო,
ვინ იცის იქნებ მელოდებოდე,-
ავდგები და წამოვალ შენთან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined22 Jul 2008
Posts7
კარმა0
OFFLINEPROFILE
არდავიწყებას დაგპირდები და
როგორც ტკივილი მომეძალები.
როცა დაგკარგავ ავტირდები და
როცა გიპივი მოგეკრძალები.
როცა შეგხვდები დავდუმდები და
ზეცის ფერებით დავიფარები.
როცა მინატრებ დავდუმდები და
როცა გადაგღლი გავიპარები.
არდავიწყებას დაგპირდები და
შენი სიშორით განა ვიცვლები?
შენი ცრემლებით ავტირდები და
შენი ტკივილით გარდავიცვლები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined22 Jul 2008
Posts7
კარმა0
OFFLINEPROFILE
ცხოვრებას ვილაგებ ჩემი გემოვნებით,
მხოლოდ შენ მაკლიხარ მოდი...
გელოდები...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
მე შენ მიყვარხა როგორც მაწონი
მე შენ სიყვარულს ვეღარ ავწონი
შენ ხარ მანქანა მე ვარ მატორი
სიყვარული კი აკუმლატორი!!!!!

=zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
m.a.k.o wrote:
ციტატა:
ცხოვრებას ვილაგებ ჩემი გემოვნებით,
მხოლოდ შენ მაკლიხარ მოდი...
გელოდები...

მაკო შენ სოფოს ხომ არ იცნობ შემთხვევით ფაუვლენიშვილს ?????:huh: :huh: :huh: :huh: :huh: =sher= =sher=

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი