↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
სანამ შემოდგომა გამცვივდება,
მოდი,
გიმყოფინებ,
სადამდეც გამწვდები.
აბა როდემდე უნდა ვიყო
ასე სიბერემდე შიშველი...
ზღვისპირასაა ჩემი სახლი
და თუ შემთხვევით ფეხი შემოგიცდა,
(თუ გინდა გაცდენილი დღეების
ხავსი ამაფარე)
ჩემი სახლი სიზმრებამდე მიგაცილებს
და საგზლად მარილიან ამბებს გაგატანს...
- - - -
როცა მომაგნებ,
არ შეიმჩნიო ჩემი სიბერე...
ეს ისე, უბრალოდ
ღამე გადამცდა...
- - - -
შენი მოწნული ჰამაკი ჩამოვხსენი
ე რ თ ს აღარ მარწევს...
(არადა ე რ თ ა დ როგორ გვარწევდა?!)
და ის ფიჭვებიც,
ჩემს დასაცავად რომ დაგეშე,
გემოს მისინჯავენ...
- - - -
რა ძალა ჰქონია მარილკვერებს,
არ დაგაძინა ?!
და ახლა ვეღარ გამოტოვებ
იმ მჟავე განთიადებს,
ყოველი ადგომისას
შენს მაგივრადაც რომ ვღეჭავდი.
სუუ...არ დაიძინო,
ჯერ კიდევ ბევრი მარილი დამრჩა,
ჩასაქოლად საკმარისია...
- - - -
არ გაგიკვირდე...
თმა ბუდეებით შევიღებე,
ახლა სახლი ვარ,
სახლი რომელიც
ე რ თ ა დ ს იტევს,
ე რ თ ს კი ვერ...
და სანამ ბუდეებიც გამცვივდება,
გამოჩეკე ჩემი გაგრძელებები,
აბა როდემდე უნდა ვიყო
ასეთი მდიდარი...
მე კი გაგრძნობინებ,
თუ როგორი სიზუსტით ვივარცხნი
შენს ხერხემალს,
მალას და მალას შორის
მარილკვერებს გიცხობ...გაბერებ
და ხვდები რომ
ამ ხნის მანძილზე
ჩემი კუზი დაგქონდა ზურგით...
- - - -
ყურს როცა დავხუჭავ
შენი ხმა მესიზმრება,
(უკვე იმდენჯერ)
მეშინია,
როცა დაბრუნდები,
არ დამეზარო...
- - - -
სუუ...არ დაიძინო,
მიწა მომიტანე,
და თუ ისურვებ,
ჩემს მარილიან ამბებს ჩაგაცმევ.
ე რ თ ა დ მიწაში თუ ...?!
ე რ თ ს ჰამაკი
მაინც არ დაგარწევს...
- - - -
ახლა კი, მოდი და
ჩამაცვი შენი მიწა,
სანამ ჩამეტევა,
სანამ ვიხუჭები,
(შენ ხომ გაცდენილი დღეების
ხავსი ამაფარე)
და ვითვლი ხელის გაწვდენამდე...
შორია შენამდე...
მთელი ერთი ნეკ(ნ)ი

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined22 Jul 2008
Posts7
კარმა0
OFFLINEPROFILE
სევდა უარყოფილ თვალთა შენ ვერ შეამჩნიე...
ცოდვა განშორების ზღვართან ყველა შეგარჩინე...
მზერას სულის სარკმელიდან წლები დამიმარხავს...
მორჩა ჩემი სათქმელი და ვეღარ დამინახავ...
შენგან უარყოფილს გზები ქარმა შემირჩია...
უკვე დასალიერს ვცდები...
წავალ, შემიძლია...
თუმცა ფიქრი მომერევა, დარდი გამაბრუებს...
შენ ხომ წასვლის მომეც ნება რაღა დამაბრუნებს?!
შენგან უარყოფილ თვალებს ცრემლი დამისველებს...
შენ თუ დამივიწყებ მალე ვინმე გამიხსენებს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
ჩართეთ მუსიკა!
და მეც -რითმებში გახლართული მარიონეტი
წარმოდგენას დავდგამ თქვენთვის.
ვიქნები მიწის საკუთრება
და ცის ნაგლეჯი...
ემოციებად გადმოღვრილი
მდინარის წყალი
და უძრაობით მოღლილი ლოდი...
ვიქნები მიწა,
მაგრამ თესლს ვერ გავაღვივებ
და ვერ მოვიყვან პურს თქვენთვის...
ვიქნები ქალი,
რომელსაც მუდამ ცისკენ უჭირავს თვალი
და კაცი,
რომელიც წელზე ქამარივით შემოგირტყამთ...
ვიქნები გამოღვიძებული ჯულიეტა,
რომელიც სისხლდაშრეტილი რომეოს ლანდთან
თავს არ მოიკლავს...

ჩართეთ მუსიკა!!!

***

აი, ამ ქალაქში... ამ ქალაქში
ისე აჭერ ჩემს სხეულს ტერფებს,
თითქოს გინდა ისევ მოგერგო
ბავშვობაში აჩემებული ფეხსაცმელივით...
და ეს ქუჩები ტანს ისე მკაწრავს,
როგორც იაფფასიანი სასტუმროს
დაუშურებელი სიბეჯითით გახამებული ზეწრები.
აი ამ ქალაქში
შენი გემოდაკარგული ტუჩების
ხანდაზმული გაზაფხული
უადგილო ხუმრობას მაგონებს...
და როცა სხვაგანყოფნით დაღლილი სხეულის
შემოჯახუნებას ვიგრძნობ,
თავდაცვის ინსტიქტი
სუსხში ჩურჩხელასავით ამომავლებს,
ჩემი სხეულის მოძრაობის ტრაექტორია:
- მარცხნივ, კედლისკენ!
სიზმარში მაინც მომიპოვე
(მეც ხომ სიზმრის ოხშივარი ამდის)
? ? ?
და ამიტომაც,აღარ მეწვის ეს ქალაქი
და თანდათან,უნიჭოდ გაკორტნილი
ჩრდილდაკარგული ხეების ქვეშ
მოტკრციალე სიყალბეების
არდანახვა მეადვილება...

ამ ქალაქს სიყვარული ისე უქრება
თითქოს ქვიშა გაბნეოდეს თითებიდან...
და დამტვერილი თვალებით უკვირს,
ასე ჭრილობაზემარილმოყრილივით რომ ვყვირი
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ს

***

მოვბრუნდი და ამოგილაგე
შეშინებული თანხმოვნების და
ხმოვნების გროვა,
ამოვიხაპე მზე თვალებიდან და
ციცინათელები გამოვაშუქე...
თავნება თეთრი თრითინებით მოგეფერე...
იგრძნობ,თუ ისევ დაბრუნების
ბურუსში მხედავ ,
შეგაკოწიწო თუ უკვე გაფრენილხარ,
თუ უკვე გვიანია
შენი ჩამოხსნა ციდან...
და მაინც... მოვბრუნდი და ამოგილაგდი
ჩემოდნებიდან და ზურგჩანთებიდან
შარვლებად და მაისურებად
ერთდროსუჩემობადანთხეულ ცხვირსახოცებად
(ფუტკარივით რომ გიბზუოდა ცხვირთან
და არ გაცლიდა
მიკიბულ-მოკიბული გზების ჭამას)
...და ასე გითხოვ, უკვე მერამდენედ,
ჩიტების ცქერით გამოგონილს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined22 Jul 2008
Posts7
კარმა0
OFFLINEPROFILE
ფიქრი ხომ მხოლოდ ერთადერთია
შენთან არასდროს, რომ არ მაშორებს!..
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი