|
ძველი დღიური, ძველი დღიური,ჩემი ფიქრების მყუდრო საკანი, დევს დამტვერილი ბოლო თაროზე,სიძველისაგან მთლად ფერგამკრთალი. სათუთად ვიღებ,გულში ვიხუტებ, ვით ჩემს მეგობარს, ბაგით ვეხები, ქარი კი ღმუის და ფანჯრის რაფას, ეხეთქებიან ბებერ ვერხვები. მყის თბილ ბუხართან მოვიკალათე, და გადავშალე ფრთხილად დღიური, შემომეფეთა პატარაობა, ჩემი სამშობლო, მუდამ მზიანი. მეტეორივით გაისრიალა, უკვე დამთავრდა ჩემი ბავშვობა და გაცრეცილი ფურცლების მიღმა, მიმზერს გარდასულ ახალგაზრდობა. მიმზერს ხალისით, მიმზერს იმედით, დიდ სიყვარულის ცეცხლით გამთბარი, ყოველგვარ წვრილმანს მახსენებს იგი, ფიქრთა ყულაბა, ჩემი დავთარი. გარდასულ დროში მოგზაურობით, სიამის გრძნობით მე ვარ დამთვრალი, უცებ ვეგები მე საღ გონებას,ზეზე ვიჭრები, როგორც აფთარი, და რეალობას თვალს თვალში ვუყრი,ყურში ჩამესმის ქარის ხარხარი, გავცქერი შორეთს, ცის დასალიერს წაჰკიდებია თითქოს ხანძარი. ის ქარბორბალა, დაუნდობელი,საუკუნეებს მახეთქებს პირით, გარდასულ დღეთა მონატრებისგან, ეს ჩემი სული უმწეოდ ჰკივის. სასწრაფო ვხურავ ჩემს \"აზრთა კონას\" და აღარ ვჰყვები მე ფიქრთა თარეშს, ნაცემ ძაღლივით დაღლილ- დაქანცულ, მივანდე თავი ფუმფულა ბალიშს. თითქმის მიწყნარდა ირგვლივ ყოველი, თვალში ჩამესო ძილის ისარი, და ისევ ისე, როგორც ყოველთვის, ნანას მიმღერის ძველი ჭიშკარი.
|