↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
მ ა ტ ა რ ე ბ ე ლ ი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 142 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
ტვინი არ მუშაობს ძალიან ცხელა მანა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
ძველი დღიური, ძველი დღიური,ჩემი ფიქრების მყუდრო საკანი,
დევს დამტვერილი ბოლო თაროზე,სიძველისაგან მთლად ფერგამკრთალი.
სათუთად ვიღებ,გულში ვიხუტებ, ვით ჩემს მეგობარს, ბაგით ვეხები,
ქარი კი ღმუის და ფანჯრის რაფას, ეხეთქებიან ბებერ ვერხვები.
მყის თბილ ბუხართან მოვიკალათე, და გადავშალე ფრთხილად დღიური,
შემომეფეთა პატარაობა, ჩემი სამშობლო, მუდამ მზიანი.
მეტეორივით გაისრიალა, უკვე დამთავრდა ჩემი ბავშვობა
და გაცრეცილი ფურცლების მიღმა, მიმზერს გარდასულ ახალგაზრდობა.
მიმზერს ხალისით, მიმზერს იმედით, დიდ სიყვარულის ცეცხლით გამთბარი,
ყოველგვარ წვრილმანს მახსენებს იგი, ფიქრთა ყულაბა, ჩემი დავთარი.
გარდასულ დროში მოგზაურობით, სიამის გრძნობით მე ვარ დამთვრალი,
უცებ ვეგები მე საღ გონებას,ზეზე ვიჭრები, როგორც აფთარი,
და რეალობას თვალს თვალში ვუყრი,ყურში ჩამესმის ქარის ხარხარი,
გავცქერი შორეთს, ცის დასალიერს წაჰკიდებია თითქოს ხანძარი.
ის ქარბორბალა, დაუნდობელი,საუკუნეებს მახეთქებს პირით,
გარდასულ დღეთა მონატრებისგან, ეს ჩემი სული უმწეოდ ჰკივის.
სასწრაფო ვხურავ ჩემს \"აზრთა კონას\" და აღარ ვჰყვები მე ფიქრთა თარეშს,
ნაცემ ძაღლივით დაღლილ- დაქანცულ, მივანდე თავი ფუმფულა ბალიშს.
თითქმის მიწყნარდა ირგვლივ ყოველი, თვალში ჩამესო ძილის ისარი,
და ისევ ისე, როგორც ყოველთვის, ნანას მიმღერის ძველი ჭიშკარი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
მიყვარხარ...მიყვარხარ როგორც ნაზი სიო,მონაბერი მთათა ქიმზე...მიყვარს შენი ღიმილი, ღიმილი რომელიც მახარებს და ამდენ ბედნიერ წუთს მჩუქნის...მიყვარს როცა მოწყენილი ხარ, იმიტომ რომ ამით შანსი მეძლევა გაგამხიარულო...მიყვარს როცა ტირი, ამ დროს მე ომაგად ვნერვიულობ, ვხვვდები რომ შენს გარეშე არ შემიძლია , ვხვდები რომ შენზე უნდა ვიზრუნო, ვხვდები რომ გჭრდება ადამიანი რომელიც გვერდით დაგიდგება და ამით შანსი მეძლევა,შანსი მეძლევა იმის რომ ეს ადამიანი სწორედ მე ვიყო....მიყვარს როცა მიბრაზდები...მიყვარს იმიტომ რომ ამ დროს შანს მაძლევ უკეთესი ვიყო, დავფიქრდე, ჩავუღრმავდე ყველაფერს,ვიპოვო ის ნაკლი რომელიც ჩემს სულსა და გულს სადღაც კუთხეში მიუჩქმალავს და საკუთარი ეგო არ მაძლევს ამის დანახვის საშუალებას...შენი ყოველი დანახვისას თითქოს ახალი ცხოვრება იწყება....თითქოს დრო იყინება და.... მე მენატრები, მენატრები ყოველთვის, ყველგან....არ აქვს მნიშვნელობა ჩემს გვერდით ხარ თუ არა...მე მაინც ყოველთვის მენატრები... ვფიქრობ შენზე...ვფიქრობ არა იმიტომ რომ მიყვარხარ ...არა იმიტომ რომ ჩემთან მინდა იყო... არა მართალია მინდა რომ გიყვარდე,მართალია მინდა რომ ჩემთან იყო მაგრამ ვფიქრობ იმიტომ რომ კარგად იყო, ვფიქრობ იმიტომ რომ ბედნიერი იყო... გიბრაზდები...იმიტომ რომ ვნერვიულობ...მინდა იდიალური იყო...შეუდარებელი...ჩემთვის რა თქმა უნდა ასეთი ხარ...მაგრამ ყველას გვჭირდება დახვეწა...ალბათ მინდა რომ რაღაც რაღაცეები ცოტა სხვაგვარად ხდებოდეს...იცი რატომ? იმიტომ რომ ჩვენს შორის, ჩვენს ურთიერობებს შორის მინდა ჰარმონია იყოს, და ესეც იმიტომ რომ შენ იყო ბედნიერი.... მიყვარხარ! ძალიან მიყვარხარ.... ურწმუნო ვიყო გაგაღმერთებდი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
მოდი უნდა დაგხატო ჩემში
შენი სული და გული უნდა გადავხატო
ჩემს სულზე და გულზე....
მე გავივსები და მექნება ორი მხარე
შენი და ჩემი...
შენ კი ,რომელი მხრიდანაც გინდა იქიდან შემომხედავ და გამათბობ....
შენ ხელის გულს ჩემს ხელის გულს შეახებ და ერთად შევქმნით ჩვენ სამყაროს... შენი ხელის გულიან ჩემ ხელის გულამდე............
ცას გულში ჩაუკრავს თბილი მზე და ალიონისას ჩვენთვის გამოწვდილი აქვს ხელის გულზე დასმული......
რამდენიმე საათით გვაჩუქებს და მერე კვალავ შემოიცვას შავ სამოსელს..........
მე და შენ კი ჩვენ სამყაროს მთელი ძალით ვქმნით და არ ვუშვებთ ერთმანეთს ხელს,რომ ისე არ გაქრეს.........
მინდა გიყვარდე და ვხდედავდე შენში ჩემ სილამაზეს...
მინდა შენს თავლებში ვხედავდე ჩემი სულის ანარეკლს, რომლესაც სათუთად უფრთხილდები....
მინდა შენთან ვიყო სუსტი ქალი, შენით ძლიერი...
მინდა მხარზე გეყრდნობოდე და ვგრძნობდე, რომ ჩემი საყრდენი ხარ...
მინდა ჩუმად მედგე მხარში და მზერით მეუბნებოდე, რომ შენი ვარ....
მინდა ხელში ამიყვანო, როგორც მტრედი, შენი სიმშვიდის სიმბოლო....
მინდა გიყვარდე....
მინდა გჯეროდეს,რომ შენთვის დავიბადე...
მინდა ვზრუნვადე შენზე ყოველი წამი....
მინდა ვხედავდე შენს თვალებში, რომ შენი იმედი ვარ...
მინდა ჩუმად შემომხედო და მითხრა: სიცოცხლე მაჩუქე შენით......

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Jan 2008
Posts2874
კარმა88
OFFLINEPROFILE
მანა,კარმა რომ არ მოგცე არ შეიძლება,ძალიან კარგია.ეხლა ერთს დაჯერდი და 6 საათის შემდეგ მეორეს გამოგიგზავნიიიიიიიიიიიი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
დიიიიიიიიიდი მადლობა ნაბო! რა იქნება მომეხმარეთ თქვენაც, მერე წიგნს რომ გამოვცემ გული დაგწყდებათ ყველას, რომ თქვენი სახელი არ იქნება იქ.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 142 posts ] 
მ ა ტ ა რ ე ბ ე ლ ი
დესპანი