↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts580
კარმა51
OFFLINEPROFILE
ასე წავიდა ღამე,
ასე მოვიდა დილა,
ასე ნაბავდი თვალებს,
ასე მაქციე ჩრდილად.

ასე ვხვდებოდით უხმოდ,
ასე დავშორდით ჩუმად,
ასე მწყურიხარ ახლაც,
ასე დავტირი გაყრას.

მირზა

ბაღში აუზი გულივით თრთოდა,
აუზში თრთოდა ჩვილი ამური.
ბაღს ჰქონდა გული, აუზსაც ჰქონდა,
მარტოდენ ამურს არ ჰქონდა გული.

ჩვენ ვიყრებოდით ღიმილის ჩვენით,
რომ გარდატეხა გვეტირა ბედის,
აუზთან დარჩნენ გულები ჩვენი
და უგულონი დავდივართ დღემდის.

მირზა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts580
კარმა51
OFFLINEPROFILE
მაინც როგორ გაიბაწრა , ეს დღეები უშარბათო,
შვიდი მწარე მოგონება გულში ჩაიკირა,
ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი,
ხუთშაბათი, პარსაკევი, შაბათი და კვირა...

ვ.ჯავახაძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined08 Jul 2007
Posts14
კარმა50
OFFLINEPROFILE
ქარბუქი ფრთებს გაშლის აფრებად,
ბაღებს ჩაუქროლებს კვლავ,
ყითელი ფოთოლი გაჰყვება
გაფრენილ პეპლების კვალს.
და როცა სულ მარტო დარჩება,
პეპლებს ვეღარ მოჰკრავს თვალს,
ქუჩის პირს ბარბაცით ჩაივლის,
გუბეში ჩაიხრჩობს თავს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined08 Jul 2007
Posts14
კარმა50
OFFLINEPROFILE
ბედმა უცნობი გზით გამაქანა,
თქვენ დარჩით შორი,ცაზედაც შორი,
და როგორც კარტში აგურის ქალებს,
გქონდათ ქერა თმა და ყელი ბროლის.
მე გპირდებოდით,რომ დავბრუნდები,
რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ,
მაგრამ დღეები,როგორც ქურდები,
ჩემს შეპირებას ანადგურებენ.
და სადმე ტყვია თუ გააციებს
გულს საშინელი განადგურებით,
თქვენ მაპატიეთ,ო,მაპატიეთ,
დანაშაული არდაბრუნების

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined08 Jul 2007
Posts14
კარმა50
OFFLINEPROFILE
ბედმა უცნობი გზით გამაქანა,
თქვენ დარჩით შორი,ცაზედაც შორი,
და როგორც კარტში აგურის ქალებს,
გქონდათ ქერა თმა და ყელი ბროლის.
მე გპირდებოდით,რომ დავბრუნდები,
რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ,
მაგრამ დღეები,როგორც ქურდები,
ჩემს შეპირებას ანადგურებენ.
და სადმე ტყვია თუ გააციებს
გულს საშინელი განადგურებით,
თქვენ მაპატიეთ,ო,მაპატიეთ,
დანაშაული არდაბრუნების

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined08 Jul 2007
Posts14
კარმა50
OFFLINEPROFILE
ქარბუქი ფრთებს გაშლის აფრებად,
ბაღებს ჩაუქროლებს კვლავ,
ყითელი ფოთოლი გაჰყვება
გაფრენილ პეპლების კვალს.
და როცა სულ მარტო დარჩება,
პეპლებს ვეღარ მოჰკრავს თვალს,
ქუჩის პირს ბარბაცით ჩაივლის,
გუბეში ჩაიხრჩობს თავს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Jul 2007
Posts850
კარმა51
OFFLINEPROFILE
შექსპირი

გემუდარები, ორგულობა არ დამაბრალო,
არ დაიჯერო განშორებამ გრძნობა გასრისა
არ დაივიწყო, რომ ოდესღაც გული საბრალო
შენსავე მკერდში შევინახე, შენგან წასვლისას
შენი გულია ჩემი გრძნობის თავშესაფარი,
შინ დაბრუნება იცის თურმე ჩემისთანამაც
შენზე ოცნებით მოვიარე ქვეყნად მთა-ბარი,
მაგრამ ცოდვების განსაბანად წყალიც თანა მაქვს
არ დაგიმალავ, მეც სხვებსავით ლხენას დავეძებ
და ახლაც შენთან უცოდველი როდი მოვედი
მაგრამ არასდროს დაიჯერო - ისე დავეცე!
გადავიწყვიტო შენი სულის სვეტიცხოველი.
შენს უკეთესი რა შემეძლო ქვეყნად მენახა
ამ უნაპირო სამყაროში
მხოლოდ
შენა
ხარ.!!!!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ბუხრის პირას ტირის სევდა
მე ვხედავ და შენ თუ ხედავ?
გარეთ თოვლი ეზოს მოსავს
აგვიანებ დღესაც მოსვლას...
იქნებ იყო ან არც იყო
ჩემს საფიქრელს შენვე ფიქრობ,
კიბე,შეშა,ღობე,წნელი
მე და შენ და..გრძნობა მწველი!
კვამლი ფიქრად საკვამურში
სიტყვა ჩემთვის,ჩუმად ყურში..
ნათქვამი და ჯერ არ თქმული
ნაპოვნი და დაკარგული.
აგურს წითელს მწველი თვალი
ამჩნევს ნახატს ჩუმად ქალი...
სიტყვა დადნა თბილად ყურში
შეიმალა საკვამურში...
...
ხვალ იქნება?
იყო გუშინ?
ნუ დაეძებ...აკინძე და
დაიტოვე შენთვის გულში!!!

ბიაკო

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ხალხურ მოტივზე

როშკასთან ცივი ნიავი
ქალივით კოცნას შემპირდა,
მზეც აღარა ჩანს აღარსად,
გამრღვევი ღრუბლის ჯებირთა.
აღარცერთს აღარ დავუცდი,
ლამაზო, შენი ჯიბრითა,
ქარაფში ჩავიჩეხები,
ქვიშას ჩავიტან ჯიბითა,
თმას ჩანჩქერ გადამივარცხნის
და მომრთავს ვერცხლის შიბითა,
- რაისად მოკვდი? - გპასუხობ:
- არ გიყვარდი და იმითა...

ავტორი მიხეილ ღანიშაშვილი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ბიჭაუ, გულის მეუფევ,
ნუ მიეცემი ურვასა,
უკვდავებისა წყაროთი,
მოგართმევ სავსე სურასა,

დაგიკრეფ მინდვრის ყვავილებს,
გვირგვინს დაგხურავ მზისასა,
სხვაი გსურს, სხვისკენ მიიწევ,
გზას გაგიყენებ მტრისასა

მზეო, ნათელო, მამხედე,
მიჯნურს უგულო ყრმისასა

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
წამოდი ცაში,
მაგ სნეულ სხეულს,
მე ვუდასტაქარებ შუქის ლექსებით;
მზეს მაცოცხლებელს გამოვთხოვ სხივებს,
მაინც გამოვთხოვ,
არ მოვეშვები!
და თუ მნათობი მაინც გაკუშტდა,
არ გაიმეტა შენთვის წამალი,
გულს ამოვიგლეჯ, მზექალ-საკუთარს,
და შენ ჩაგიდგამ!
დაე,
ალალი იყოს ის შენთვის!
თუ ბედნიერი იქნები მგოსნის
ქალღმერთი ჯიქი!
ჩემთვის კი , აბა რა ბედენაა,
თუ რომელ მკერდქვეშ იბორგებს იგი!

გაბრიელ ჯაბუშანური

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
გადაიპენტა თეთრად ტკივილი,
სულში ნაცნობი ,ცივი ქარია...
არ მინდა ახლა ბედთან ჩივილი
უბრალოდ შენთან მინდა ძალიან...
აღმართ და აღმართ ასვლის სიმწარე
დაღმართმა ვეღარ გადაიავდრა...
მასთან შეხვედრა ალბათ ვიჩქარე
აი შენთან კი...დამაგვიანდა!
წლები მათოვს და ქრება ღიმილი,
უხეშად მაცლი ფერებს ყოველ დღე...
ჩალად არ გიღირს სხვისი ტკივილი
მიკვირს წლების წინ როგორ მოგენდე?
აათასფერდა თავში ფიქრები
ერთიდან იქცა ტკივილი ასად...
წლები გავა და მერე მიხვდები,
რომ არა ღირხარ შენ ცრემლის ფასად
გადაიპენტა თეთრად ტკივილი,
სულში ნაცნობი ,ცივი ქარია...
არ მინდა ახლა ბედთან ჩივილი
უბრალოდ შენთან მინდა ძალიან...

ბიაკო

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
და ესეც...

ისე ძალიან მომნატრებიხარ
სული გახლეჩილ ფიქრებს დარაჯობს...
როდის ამავსე ასე პირთამდე
როდის მოხვედი?-უკვე არც მახსოვს!
დასაბამიდან შენ გერქვა ჩემი
ცხოვრობდი ჩემში მოსული სითბოდ...
შენი ფილტვისთვის ჩასასუნთქ ჰაერს
ღიმილითა და ალალალ მითმობ...
და ხშირად ვფიქრობ,ტკივილო ჩემო
მე შენთვის ვინ ვარ,რა მომაქვს შენთვის?
დაეპატრონა გული შენს გრძნობას
გრძნობას სხვისთვის და სხვის მიერ შექმნილს!!!
იქნება ვერც ვთქვი ეხლა ლამაზად
იქნება სიტყვა გამიწყდა სადმე...
გადასარჩენად მოსულხარ ჩემთან
მიყვარხარ მე შენ ძვირფასო ცამდე!!!
სუნი დაიკრა გარეთ ამინდმა
გაზაფხულის და.. სახლში ვბრუნდები
ფიქრში ვუღიმი დანახულ სურათს
რომ მოვალ შენთან ჩაგეხუტები!
ისე ძალიან მომნატრებიხარ,
სული გახლეჩილ ფიქრებს დარაჯობს...
მე სიყვარული ან გადამარჩენს
ანდა ავსებულს ტკბილად დამახრჩობს!!!!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
კიდევ ეს...

ბუხრის პირას ტირის სევდა
მე ვხედავ და შენ თუ ხედავ?
გარეთ თოვლი ეზოს მოსავს
აგვიანებ დღესაც მოსვლას...
იქნებ იყო ან არც იყო
ჩემს საფიქრელს შენვე ფიქრობ,
კიბე,შეშა,ღობე,წნელი
მე და შენ და..გრძნობა მწველი!
კვამლი ფიქრად საკვამურში
სიტყვა ჩემთვის,ჩუმად ყურში..
ნათქვამი და ჯერ არ თქმული
ნაპოვნი და დაკარგული.
აგურს წითელს მწველი თვალი
ამჩნევს ნახატს ჩუმად ქალი...
სიტყვა დადნა თბილად ყურში
შეიმალა საკვამურში...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
გადაგორება უშენოდ მარტის,
არც თბილი წვიმა, არც შებრალება,
მოგონებები და შენი ლანდი
გამოიტირეს ჩემმა თვალებმა.
დუმილის ცივი ყანწი გამოვსვი,
სადღაც მირბიან მწვანე დღეები
და საპატარძლოს თეთრი სამოსით
შემომეგება ტყემლის ხეები.
როგორ ძნელია, ხომ იცის ღმერთმა,
გადაგორება უშენოდ მარტის,
დასაწერელი ლექსების ვერ თქმა,
გაუმხელელი გრძნობების დარდი.

დაიაური

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი