↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1009 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts1773
კარმა103
OFFLINEPROFILE
ზვიგენ მერე რა რომ ვერ პოულობენ 2000 ქართველების მიერ მოკლულ ხალხს? იქ არა ჰყავთ ოსები? 2000 კაცის დახოცვა მაგათ არ გაუჭირდებათ თავის გასამართლებლად, რომ მერე ქართველებს მიაწერეონ/

მოსკოვში ერთი პატარა ქართული რესტორანი აფეთქდა სადაც ჩვენი ნაცნობი მუშაობს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined02 Jul 2007
Posts46
კარმა49
OFFLINEPROFILE
ლამისაა გავგიჟდე.ერთი ჟურნალისტია პეტერ ლეონტიევ-ერთ-ერთ გერმანული არხისთვის მუშაობს.ისეთ სისულელეს და ტყუილებს ლაპარაკობს-ვგიჟდები.ეს ზოგიერთი ოსი კიდე მადლობას უხდის რუსეთს რომ ქართველიებისგან გადაარჩინა.მომკალით და ვერ დავიჯერებ ქართველები ისე გამხეცდნენ რომ ოსი მოსახლეობა ეკლესიაში შეყარეს და ცოცხლად დაწვეს?ვგიჟდებიიიიიიიიიიიიი,ვგიჟდებიიიიიიიიიიიიიიი ასეთ ცუდ სურათს რომ აწვდის ეს დებილი კაცი გერმანიას.მაპატიეთ ასეთი პოსტისთვის,მაგრამ ჭკუიდან ვიშლები ჩემს ერს ასეთ ბარბაროსობას რომ აბრალებენ

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined03 Feb 2008
Posts27
კარმა49
OFFLINEPROFILE
სირცხვილი გერმანიას,რომ მასეთ ხალხს ალაპარაკებს საჯაროდ- მთელმა მსოფლიომ კარგად იცის რუსეთი რა ურჩხულიცაა. ღმერთი არ გაწირავს საქართველოს იმიტომ,რომ საქართველო რუსეთთან ცამდე მართალია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Jul 2007
Posts824
კარმა81
OFFLINEPROFILE
dorado ეხლა წავიკითხე, ფრენებს აირზენა განაგრძობსო.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined25 Jun 2008
Posts30
კარმა1
OFFLINEPROFILE
მე ვფიკრობ, რომ არსებობენ ისეთი ჟურნალისტები რომლებიც მიეკუთვნებიან რუსეთის ინტერესებს, და იმის მაგივრათ რომ გააშუქონ ის რაც რეალობაშია როგორც ჟიურნალისტია ვალდებული, გადასცემენ იმას რაც მატ საერთო ინტერესშია, ეს კიდევ იმის მაგალითია რომელიც გვანახებს რომ იმ, არხს გააჩნია მისი პოლიტიკური გადახრის გააშკარავება ანუ საკმარისია მოუსმინო და მიხვდები თუ როგორი შეხედულება გააჩნია.
მე ვფიქრობ, საკმარისია დაიწეროს წერილი რომლიშიც აღნიშნული იქნება, რომ მისი პოლიტიკური გადახრები და არარეალური საუბარი უნდა დაკეცოს და გვერძე გადადოს რომ ტელევიზიაში ყველა ინფორმაცია უნდა წარდგეს ისევე როგორც რეალობაშია და ასევე გააშუქოს ორივე მხარე. ვწუხვარ ამას რომ ვამბობ მარა ეს ისტორიაა და სამწუხაროა რომ სწორეთ გერმანია რომელმაც იცის თუ რას ნიშნავდა \" კედელი\" რომელიც კოფდა კომუნისტებისგან ესე ცალმხრივი მიმართულებით გადასცემს ინფორმაციებს. მე ვფიქრობ რომ გერმანელი ხალხი ჭკვიანი ერია და ამ ყველაფერს ნამდვილად არ დაიჯერებს რადგან მაგ არხის გარდა არსებობს სხვა არხებიც რომელიც უფრო უკეთ აწვდიან ინფორმაციას და იმ ჟურნალისტის ნამუშევარს თვითონ გამოიტანენ თავიანთ შთაბეჭდილებას.ეს პრობლემა უნდა მიემართოს პირდაპირ არხის დირექტორს. მე მაგალითად არ მომეწონა ერთ-ერთი გაზეთ სტატია და მივწერე ჩემი შთაბეჭდილება რაც ნათლად უთხარი თუ არ იცი წაიკითხე მაინც და მეტი ინფორმაცია აიგე მეთქი,არამეგონა ასეთი ცნობილი გაზეთი ესეთ არალეალურ ამბებს დაწერადატქო. არ უპასუხია მარა უნდა იცოდეს სხვამ თუ არ იცის არის ხალხი ვინც იციან.
ასე რომ ჩემი რჩევაა შენც ერთი გემრიელი წერილი გაუგზავნო და დეტალებში გაუშრიფტო მისი შეცდომა.რაც შეეხება ინფორმაციებს როგორც უკვე ავღნიშნე არის ხალხი რომელიც გამოხატავენ აშკარატ და ნათლატ მის აზროვნებას, და მივიგოთ ეს ადამიანები ისეთი როგორც ისინი აზროვნებენ,ნორმალური ადამიანი ასეთ სახის იმფორმაციებზე იფიქრებს რომ ეს, სიმართლეს ნამდვილად არ წარმოადგენს.და ჟურნალისტს დაეკარგება სახელი.მასეტი ჟურნალისტი ბევრია რუსეთში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
გუშინ ჩემი მეგობარი, ჩემი კურსელი გოგა აბრამიშვილი მოკლეს გორში. სამი შვილის მამა, და არაჩვეულებრივი ადამიანი და ექიმი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
ძალიან სამწუხარო ამბავია ბუბუ.არ ვიცი პირდაპირ ერთმანეთი როგორ ვანუგეშოთ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
ისეთ ცუდ დროს გამეთიშა პირდაპირი ეთერი და ვეღარც ჩავრთე.
სარკოზი კი ჩავიდა თბილისში, მაგრამ მისი ჩატანილი ამბავი ვეღარ მოვისმინე.ის კი გავიგე მისი იქ ყოფნაში რუსეთმა ჯარების შევსება რომ გააკეთა აფხაზეთში და აფეთქებებიც მოასწრო.
რაო ბატონმა საფრანგეთის პრეზიდენტმა ამ ყველაფროს ფონზე?იქნებ გამიზიაროთ ვინმემ

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
არც თქვენ იცით არაფერი?

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Jan 2008
Posts2874
კარმა88
OFFLINEPROFILE
აუუ,ძალიან ცუდი ამბავია ბუბუ,მოკლედ გუშინდელი ნანერვიულები საერთოდ გათიშული ვარ.

ხალხნო,ძალიან მაინტერესებს,თუ ხდება ამერიკიდან რაიმე დახმარების გაწევა,ან თუა ანგარიში რამე გახსნილი,ეხლაა დასახმარებლები თუ არიან და ყველამ ცოტა რამ,რომ გავაკეთოთ ბევრს თუ არა რამოდენიმეს მაინც წაადგება.

თუ,ვინმე საქმის ყურში ხართ,გამაგებიეთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
რამდენი ხანია კითხვა დავსვი ნაბო და \"არსაიდან ხმა,არსით ძახილი\".კარგი იქნება თუ შენ მაინც გიპასუხებს ვინმე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined25 Jun 2008
Posts30
კარმა1
OFFLINEPROFILE
ვწუხვარ, ძნელია ამ სიტყვების გამოთქმა, ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს უნდა ვასწავლოთ თU რა მწარედ და რამდენად მტკივნეულად დაგვიჯდა \"თავისუფლება\" უნდა გვახსოვდეს მუდამ ჩვენი დაღუპული ქართველი ხალხი,სულ ყველა,ყველა გარდაცვლილი , ეს ხომ ჩემი ტკივილია , ჩემი ცრემლია,ეს ჩემი ერის შვილია ისევე როგორც წარსულში ,9 აპრილი და აფხაზეთის და ცხინვალის ომები ეს არა მარტო ოჯახების არამედ ჩვენი ერის ტირილია, მე ვილოცებ ჩემს დაღუპულ ქარტველ ხალხზე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
ნანანო ხელშეკრულებას ორივემ მოაწერა ხელი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 May 2008
Posts182
კარმა15
OFFLINEPROFILE
6-პუნქტიანი დოკუმენტი, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა მოსკოვიდან, რუსეთის პრეზიდენტთან დიმიტრი მედევდევთან შეხვედრის შემდეგ თბილისში ჩამოიტინა, არ არის ხელმოწერილი დოკუმენტი. ის არის მხოლოდ თანხმობის დადასტურება, სიტყვიერი შეთანხმება, რომელიც ხვალ უკვე წარედგინება ევროკავშირს, გაივლის რამდენიმე ფაზას და იურიდიულად მხოლოდ მას შემდეგ გაფორმდება.
ამის შესახებ საფრანგეთისა და საქართველოს პრეზიდენტების მიერ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.
ამასთან, როგორც პრესკონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ აღნიშნა, ამ შეთანხმებიდან წინადადება რეგიონებისთვის პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრის შესახებ ქართული მხარის მოთხოვნით ამოღებულია.
\"დოკუმენტი არის მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება და არ არის ხელმოწერილი დოკუმენტი. ოფიციალურად ეს არის თანხმობის დადასტურება, რომელიც წარედგინება ევროკავშირს, გაივლის რამდენიმე ფაზას და შემდეგ იურიდიულად გაფორმდება. ეს არის პირველი ეტაპი. დოკუმენტის ძირითადი პუნქტები არის მშვიდობის აღდგენა, ძალის გამოუყენებლობაზე უარის თქმა, ცეცხლის შეწყვეტა, ჰუმანიტარული დახმარება კონფლიქტურ რეგიონში, რათა შეიქმნას კორიდორი და მიეცეს მოსახლეობას იქიდან გამოსვლის საშუალება\",-აღნიშნა სარკოზიმ.
მისივ თქმით, რაც მთავარია, ამ დოკუმენტში გათვალისწინებულია და მიღწეულია შეთანხმება, რომ ორივე მხარის საჯარისო ნაწილები დაუბრუნდნენ თავიანთ დისლოკაციის ადგილებს, ხოლო რუსეთი დაუბრუნდეს დისლოკაციის ადგილს რეგიონის ფარგლებში.
\"ევროპა ვერ დარჩება პასიურ როლში ამ კონფლიქტებთან და იმასთან მიმართებაში, რაც ხდება საქართველოში. ევროპა მზად არის, რომ თავისი პოზიცია გამოხატოს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. სწორედ ამ მისიით ჩამოვედი საქართველოში. ძალიან დიდი ძადისხმევა დაგვჭირდა, რომ შეთანხმება გაფორმებულიყო\",-აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოში ჩამოვიდა როგორც ევროკავშირის პრეზიდენტი, რათა იმსჯელოს მშვიდობის საკითხებზე.
\"ჩვენ ვისაუბრეთ სააკაშვილთან ერთად ძალიან ბევრ საკითხზე. საჭირო გახდა დაახლოებით ორჯერ დარეკვა მოსკოვში მედვედევთან, რათა რამდენიმე საკითხი შეცვლილიყო, რაზეც საქართველოს პრეზიდენტი არ თანხმდებოდა\",-აღნიშნა სარკოზიმ.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვში სარკოზისა და მედვედევის პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა დოკუმენტის ექვსი პუნქტი: 1. მხარეებმა არ დაუშვან ძალის გამოყენება; 2. საბოლოოდ შეწყდეს ყველა სამომარი მოქმედება; 3. ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის თავისუფალი შესაძლებლობა; 4. საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაუბრუნდნენ დისლოკაციის ადგილებს; 5. რუსეთის შეიარაღებული ძალები უნდა დაუბრუნდნენ კონფლიქტამდე რასებულ პოზიციებს. ამასთან, საერთაშორისო მექანიზმის მიღებამდე რუსულ სამშვიდობო ძალებს დამატებითი სამშვიდობო მისიის შესრულება დაევალოთ 6. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსზე მუშაობის დაწყება მათი გარანტირებული უსაფრთხოებისთვის.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 May 2008
Posts182
კარმა15
OFFLINEPROFILE
საქართველოს პრეზიდენტმა მნიშვნელოვნი უწოდა საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანის ჩართვას კონფლიქტის მოგვარებაში.
შესაბამისი განცხადება მიხეილ სააკაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან ერთად დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
რაც შეეხება 6-პუნქტიანი დოკუმენტიდან რეგიონებისთვის სტატუსის განსაზღვრის შესახებ პუნქტის ამოღებას, როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, სტატუსის გადაწყვეტა ტერიტორიული მთლიანობის არის გამორიცხული და ამაზე არავინ არ დაობს.
\"ეს საკითხი არ განიხილება. აფხაზეთიც და ოსეთიც არის საქართველოს შემადგენელი ნაწილი და ამაზე არავინ არასოდეს არ იდავებს. საჭიროა ამ დოკუმენტის კონკრეტიკა და პროცესის ინტერნაციონალიზაცია\",- განაცხადა სააკაშვილმა.
პროცესის ინტერნაციონალიზაციაზე აქცენტი გააკეთა საფრნაგეთის პრეზიდენტმაც.

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1009 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი