↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
უამინდობით ავადობს,
თოვლს იმედი აქვს რის?
სულში ხალისი ნავარდობს
ცოტა ტკივილი ცრის
კლდეებს ნისლები გალახავს
თეთრი აცვია ფხოვს...
რა მწყინს? შენ ჩემთან არა ხარ
რა მიხარია?თოვს!

გელა დაიაური

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
*******************

ზეცა სავსეა ფიფქთა ქაოსით,
გზებმა ნისლები შესვეს ბოლომდის
და იმოსება თეთრი სამოსით
მიწა-შავგული,მიწა -ბოროტი.
სხვებმა რაც უნდა შენზე ისა თქვან,
შენ იბობოქრე მაინც ამინდო,
დათოვე მიწა ცოდვებისაგან
მაგ სისპეტაკემ იქნებ გაწმინდოს.

გელა დაიაური

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ნეტავი ახლა წვიმა მოვიდეს,
ინატრო ჩემი მკლავების სითბო,
ცოტა აგრილდეს,
ცოტა მობინდდეს,
მოიწყინო და ჩემთან მოგინდეს,
მნახო,
თვალებით რაღაცა მკითხო...
ნეტავი ახლა წვიმა მოვიდეს,
ინატრო ჩემი მკლავების სითბო.

გელა დაიაური

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
რა დრო დადგა გაგიჟება შეიძლება
გვირილას ვთხოვ შენს სათქმელზე პასუხსს,
ვახ,არადა დღეს ისეთი ლამაზია
მისი კაბის დაფურცვლაც,რომ არ მსურს?
ვუყვარვარ თუ არ ვუყვარვარ გვირილაო?
მიპასუხე ეჭვებისგან აშლილს,
და თუ მეტყვი \"ო ძალიან,ძალიანო\"
წამწამებს არ დაგაწიწკნი მაშინ

ბიაკო

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
მართლა მიყვარხარ,
მე კი მეგონა
რომ გაზაფხული
აზვიადებდა...
:)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ...
რაც გადის დრო და ხანი,
მე უფრო მეტად მიყვარს
შენი პატარა ტანი.
შენი შავი თმის ბუჩქი,
ეგ თეთრი შუბლის ფერი,
თვალები გიშრის ფერი,
ლოყები ვარდისფერი.

შენი თითები მიყვარს
ორი პატარა თათი,
ო, იცი როგორ მიყვარს
ოდნავ შეხებაც მათი,
გამოუთქმელი ენით? _
შენი გრძნობების სიღრმე,
სულის სიმაღლე შენი.

მე დარდიც მიყვარს შენი,
შენი კისკისიც მართობს,
მე შუქი მიყვარს შენი
რა არის მისი ფასი!
მე ჩრდილიც მიყვარს შენი
მზის დაბნელების მსგავსი.

მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ...
მწვავს შენი ტრფობის ალი
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ...
მთელი გრძნობით და ძალით.
მთელი სამყარო ვრცელი
შენით არსებობს ჩემთვის
რაზეც კი ვფიქრობ, ყველა
ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის:

ძილში ჩემთან ხარ სიზმრად,
ფიქრში ჩემთან ხარ დღისით.
გულის ძგერის ხმა მესმის
შენი ხმა არის ისიც.
შენთვის მივწვდები მწვერვალს
დიდების ყველა მნათობს,
დიდებას დავთმობ შენთვის,
შენთვის მწვერვალებს დავთმობ.

შენი ოცნებით ვხარობ,
შენს დარდს ვატარებ დარდად
მე სხვა სურვილი არ მაქვს
შენი სურვილის გარდა.
მსხვერპლი ყველაზე დიდი
მე მეჩვენება მცირედ
რადგან შენ გსურდა იგი,
რადგან შენ შემოგწირე.

შენს მცირეოდენ წყენას
სულ უმნიშვნელო წვრილმანს
სდევს ჩემი სევდა დიდი
ჩემი ცრემლების წვიმა.
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ...
მიყვარხარ ცხადად, მალვით,
როგორც არასდროს არვინ
არ ჰყვარებია არვის.

ეს სიკვდილს უდრის თითქმის
ეს შეუძლოა თითქოს,
შენ ერთს გეკუთვნის ყველა
რაც სიყვარულად ითქმის:
ძმაც ვარ, სატრფოც ვარ შენი,
მამაც, დაო და დედავ,
მე შეყვარებულს ყველას
შენს სახებაში ვხედავ.

სატრფოვ, შვილო და დედავ,
ჩემო ძვირფასო ცოლო
ყველას მაგივრად, ერთად
მე შენ მიყვარხარ მხოლოდ.
რა მაბადია ქვეყნად
ამ სიყვარულზე კარგი
ძლიერ მიყვარხარ, ძლიერ
ვარ შენი ტრფობით შმაგი.
თუ ტრფობისათვის რამე
ჯილდო იქნება ბოლოს
ის შენ გეკუთვნის მარტო,
ის შენ გეკუთვნის მხოლოდ.

ნაყოფი მისი არი
ვინც ნორჩი ნერგი დარგო,
ეს სიყვარული დიდი
შენ შემასწავლე კარგო.

პეტეფი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
მე შენს მონატრებას გულით დავატარებ,
მე ჩემი ოცნებით გაზაფხულს გახარებ,
სინაზით შეფაკლულ იას შეგადარებ,
და ჩემს პირველ ვარდს შენ გიძღვნი
მხოლოდ ერთს.

შენ გაიღვიძებ დახრი შავ წამწამებს,
ასე ვის ვუყვარვარ იას რომ მადარებს?!
მაგრამ იცოდე, სულს ვეტრფი მარად მშვენს
მინდა გიმღეროდე სიყვარულს, მხოლოდ შენ.

ტერენტი გრანელი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
მე მოვალ შენთან,ვით გაზაფხული,
ჩამოგაშორებ გულიდან ყინვას.
მე მოვალ შენთან, ვით ანცი სიო,
რომ, სიყვარულზე რაიმე გითხრა.
გზა თუ ამებნა შენსკენ სავალი,
სიზმარში მაინც უთუოდ გნახავ.
მე დაგიტოვებ ბაგეზე ამბორს
და ფეხაკრეფით, უჩუმრად წავალ...

თუ, მოგენატროს ჩემთან ალერსი,
ჩემი თვალები, თუ, გაგახსენდა,
მე, ყვავილების თეთრი ბილიკით,
თვით, სიყვარული მომიყვანს შენთან.

და როცა მოვალ, ვით, გაზაფხული,
კრძალვით შემოვხსნი შენს სულში კარებს,
მე მოვალ შენთან ისე უჩუმრად,
რომ, გაოცებით მომაპყრობ თვალებს.

გადაგავიწყებ ყოველგვარ წყენას
და დაგიკოცნი თაფლისფერ თვალებს.
მე შეგიყვარებ ისე ძლიერად,
რომ, შეშურდება, შენი სხვაკაცებს.

რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
წამო ჩვენს ბაღში გავიაროთ
ფოთლებში ავურიოთ ნაბიჯები...
წამო ბილიკები დავიაროთ
თორემ ამ ოთახში გავგიჟდები...
წამო,თვალები დაგილოცო
გული ამოვიღო საგულედან...
წამო თითები დაგიკოცნო
რაღაც გიჩურჩულო საყურესთან...
წამო,ჩვენს ბაღში გავიაროთ
ფოთლებში გადავმალოთ ნაბიჯები...
ჩვენი ბილიკები დავიაროთ
თორემ უშენობით გავგიჟდები!!!!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined10 Aug 2007
Posts109
კარმა53
OFFLINEPROFILE
მთელი ღამე ხმაურობდა ზღვა,
ზღვის ხმაური სასთუმალთან მედო,
უძილობით ახლა უნდა ვზღვა,
ბნელ სიზმრებში რაც ჩავკარგე ერთ დროს.
რაც ჩავლეწე , ჩავაფშვენი ღამით,
ნასიზმრალი, ბორგნეული ხმებით,
რასაც მკაცრად ითხოვს უკან ჟამი
და რის გამიც უზილობით ვკვდები.
ზღვის ტალრებზე მიმსხვრეული ხმა
ჩემ ძველ სიზმრებს ეშხეფება თითქმის..
ვიცი, ერთხელ რაც მე უნდა ვთქვა,
სხვა ვერავინ ვერასოდეს იტყვის.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ეს დღეა ჩუმი,
ეს დღეა მწვავე,
ქვეყანას ისევ ქარი ეწვია,
და მე არ ვიცი რა დავაშავე,
და მე არ ვიცი, რისთვის მებრძვიან.
მე ამდენ დარდებს გულში რად ვაწყობ
ანდა მიწაზე რა დამრჩენია?
დამამარცხებენ? დე, დამამარცხონ,
ვგრძნობ მომავალი მაინც ჩემია.\"
ტერენტი გრანელი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
როგორც აფრის ტკაცუნი,
მოვარდნილი ზღვიდან,
ისეთი ვაჟკაცური
გაქროლება მინდა.

მინდა ლექსის თარეში
ჩემი ყველამ ნახოს,
მთიულეთის ფარეხში,
ჩანჩქერების ახლოს.

მინდა მიწას, მარჩენალს
ჰქონდეს მშვიდი ძილი,
ჰგავდეს ვაჟის გაჩენას,
მზის ამოსვლას დილით.

როგორც აფრის ტკაცუნი,
მოვარდნილი ზგვიდან,
ისეთი ვაჟკაცური
გაქროლება მინდა.

პაოლო იაშვილი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
* * *

გადაგორება უშენოდ მარტის,
არც თბილი წვიმა, არც შებრალება,
მოგონებები და შენი ლანდი
გამოიტირეს ჩემმა თვალებმა.
დუმილის ცივი ყანწი გამოვსვი,
სადღაც მირბიან მწვანე დღეები,
და საპატარძლოს თეთრი სამოსით
შემომეგება ტყემლის ხეები
როგორ ძნელია, ხომ იცის ღმერთმა,
გადაგორება უშენოდ მარტის,
დასაწერელი ლექსების ვერ თქმა,
გაუმხელელი გრძნობების დარდი

გელა დაიაური

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
ლადო ასათიანი

არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!
ყველა ხევსური და ყველა სვანი,
ქართველი ქალი თვალებმაყვალა,
ჩემი თბილისი და ფიროსმანი
არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!

მოკვდა თუ არა, ყველამ აცხონა,
ცოცხალი არვინ არ მიიკარა,
მე ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობ
და ყოველ დილით ვხვდები ნიკალას.

ძილგატეხილი და არეული
ჭიქა არაყით გაიხსნის მადას,
მერე შეკრთება, ვით მთვარეული
და ორთაჭალის ლამაზებს ხატავს.

ქართული ზეცა, ქართული ზვარი,
მტკვარი მღვრიე და მტკვარი ანკარა…
ჩემი თბილისი და ფიროსმანი
არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!

1939

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
ლადო ასათიანი
გულბაათ ჭავჭავაძე

უკვე ჩათავდა სოფლად რთველი და ყურძნის კრეფა,
აზვავებული შემოდომა ბეღლებს ჩაბარდა.
სტუმრებისათვის ლავაშებით დახურეს სეფა
და ჭავჭავაძე გულბაათი დასვეს თამადად.
დასვეს თამადად გოლიათი მსმელი კახელთა,
დასვეს და დაჯდა, დაიმშვენა, სუფრას გახედა:
ჩანდნენ ორ მწკრივად ჟღალ ჩოხებში ძველი მსმელები,
ღვინო სწყუროდათ, ღვინის ეშხით ვერ ისვენებდნენ.
მან ჯერ ულვაში გადიგრიხა ყურებზე, უკან,
მერე პირველმა წესისამებრ გატეხა ლუკმა,
თასი ასწია, მიულოცა ლხინი თავადთა
და აზარფეშამ ფრინველივით გაინავარდა.

*
სვეს უმოწყალოდ ღვინოები ცეცხლის მფრქვევლები,
მერიქიფეებს აღარ შერჩათ ხელში ქვევრები.
მოფარდაგულზე გაიშხვართნენ მთვრალი კაცები,
ლეკურებივით მოიქნიეს სველი ყანწები.
და როცა სუფრას აღარ შერჩა ერთი კაციცა,
როცა ლავაშით დახურული სეფაც დაიქცა,
როცა დაიმსხვრა სასმურები და დაილია, -
მაშინ გულბაათ ჭავჭავაძე გადაირია,
გადაირია, როგორც ერთ დროს შედან ჭილაძე,
და იერიში მიიტანა წვრილ ჭინჭილაზე:
- კაცი ვშობილვარ, ეს ცხოვრება გამილევია
და გაბმულ სმაში ჭინჭილით არ დამილევია.
- ბატონიშვილო, ეს ჭინჭილა გადარჩა მარტო,
ღვინით შეუვსეთ და მოართვით ჭინჭილა ბატონს.
შეტორტმანებულს ნახევარიც არ დაეცალა,
წყენით წამოცდა: „ეს ოხერი რომ არ გათავდა!“
სანთელს გახედა, მოეჩვენა ერთი ათადა,
თვალთ დაუბნელდა, დაეკარგა მუხლებში ძალა,
წაიბორძიკა, წაიფორთხილ-წაიბანცალა
და ნაცოხნარით გაბერილი, როგორც კამეჩი,
აზრდაკარგული გაიშხვართა შუაღამეში.
ჭერი შეინძრა, იატაკმა გაიჭრიჭინა,
თაიგულივით ხელში შერჩა ჭრელი ჭინჭილა.

გაჩაღებოდა მაღვალაკი თვალი კახურში
და სუფროს ბოლოს ხითხითებდა მთვრალი ბახუსი.
თითქოს იტყოდა: „მასპინძელო, ეს რა კაცია,
ქვევრებსა ნთქავდა და ჭინჭილამ ვით წააქცია!“

1942 წ.

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი