↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
Posts8
კარმა0
OFFLINEPROFILE
ბუბუსუნა კარგია =sher= :) :) :) :) :) :) :) :) :) :) :) :) :) :) ვისიამოვნე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
იმ აუხსნელ ოცნებას გაუმარჯოს,
რომელიც არასდროს ახდება!..
იმ ნატვრას, იმ სიყვარულს გაუმარჯოს,
რომელიც მართლა ნატვრა გახდება.
იმ ტკივილს, იმ ცრემლებს გაუმარჯოს,
ბალიშზე მწუხრისას დადენილს.
იმ წუხილს, იმ სევდას, იმ შეცდომებს,
-ტრფობის და ყრმობის დროს ჩადენილს.
მოდით იმ გრძნობას გაუმარჯოს,
რაც კი გულს ტკივილად უგრძვნია.
იმ აუხდენელ ოცნებას გაუმარჯოს,
გულში რომ დაგინთებს სანთელს.
ტრფობისთვის დამწვარ გულს გაუმარჯოს,
ოცნებას, დამდნარ სანთელს.
იმ აუხსნელ ოცნებას გაუმარჯოს,
რომელიც არასდროს ახდება.
იმ ნატვრას, იმ სიყვარულს,
რომელიც მართლა ნატვრა გახდება!..
მოდით იმ სიყვარულს გაუმარჯოს,
იმ მოფერებას, ალერსს,
გრძნობების მოზღვავებას გაუმარჯოს,
ცრემლით რომ აგივსებს თვალებს!..
მოდით იმ ღრუბლებს გაუმარჯოს,
იმ ატირებულ ტირიფს,
რომელსაც უყვარდა, რომელსაც უყვარს,
მიატოვეს და ტირის.
მოდით იმ მთვარეს გაუმარჯოს,
იმ მოჩურჩულე ღამეს,
გაღებულ სარკმელთან მოწყენილ ბიჭუნას,
წარსულზე რომ იტყვის რამეს.
მზის წარსულ დღეებს გაუმარჯოს,
იმ შენი მომავლის ორ ცას!..
ჯერ უთქმელ სიყვარულს გაუმარჯოს,
მერე სიყვარულს და კოცნას !.. =lvs =lvs =lvs =lvs

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
გაიმეორეთ,
ყოველდღიურად გაიმეორეთ,
გაიმეორეთ
რომ ისევ გიყვართ!
ქუჩაში , ტყეში
სამსახურში
ღვიძილში , ძილში ,
თუნდაც კრებაზე
ტრიბუნაზე
ვაით და ვიშით
როცა გეძლევათ
უბრალოდ სიტყვა .

გაიმეორეთ
უსათუოდ გაიმეორეთ
რომ ისევ გიყვართ!!!!!!!!!!!!!!!!=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
ცხრა მზითაც რომ გვასხივებდნენ ,
რა უფლებით ვგრიალებთ და ვჯანმრთელობთ.
თუ გრძნობ ტაოს გამსხვისებელს
მკლავი ძირში რომ გახმება
ქ ა რ თ ვ ე ლ ო .

დავას როგორ დაგიწყებენ
მათქმევინე საუფლოდ და სათემოდ
დედაენის დამვიწყებელს
ხვალ -ზეგ დედა გეტირება
ქ ა რ თ ვ ე ლ ო .

ვიცი კვლავაც გააჩუქებ
სავენახეს ,
სამზეოს და
სართველოს
არის კიდევ სხვა საუნჯე
ვიდრე შენი საქართველო
ქ ა რ თ ვ ე ლ ო ?!

იქნებ გული აღარ გერჩის ,
ნაოხარო ,
ნატანჯო და ნათმენო ,
რატომ გიკვირს ქართველებში
ქართველი რომ ქართველობდეს
ქ ა რ თ ვ ე ლ ო ?

თვალებს ვითხრი , თუმც არ მძინავს ,
თქვი უშენოდ მწუხრი სად გავათენო ?
ერთი დედის შვილები ვართ
ვაი , ხომ არ გავიწყდება
ქ ა რ თ ვ ე ლ ო ?!

არც რა ტყვიით
არც რა შხამით ,
დუმილითაც შეგიძლია გამთელო ,
ისე მომკალ რომ სხვამ მაინც არ გაიგოს
რომ შენ მომკალ
ქ ა რ თ ვ ე ლ ო !!!!!

ჩემი უსაყვაელესი ლექსია :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
თიკოთიკო, =ko=

გავიდნენ წლები,
გადაიკარგნენ უმოწყალო მკაცრი დღეები,
შენ იხსენებ და ღონდები,ცრემლი გერევა,
მოგაგონდება და გზას გიღობავს რისხვის ხეები,
შენს წინ გადაშლილ ვარდების ბაღს ტრფობად ერევა.
გაიხსენებ და ღონდები, გასცქერი წარსულს,
დაფიქრდები და ჩურჩულით გესმის,-ღმერთმა ინება..
ასე ყოფილა თურმე საჭირო, და ასეც მოხდა...
მხოლოდ ის ცრემლი, თვალს რომ კვლავ სდის , არ იყინება,
ამოიოხრებ და გიკვირს შენგან საკუთარ კითხვის,
-ნეტა კი ღირდეს ყოველივე ამაოებად,
გაგეცინება და გულს უბრძანებ ყველაფრის სიკვდილს,
დაივიწყეო, რადგან ის აღარ განმეორდება...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
მაქსიმას და თიკოთიკო, ულამაზესი ლექსებია:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
მადლობა ბუბუსუნა სტიმული მომეცი :) :) :) :) =ko= =ko= =ko= =ko=

გაკოცე ბევრი გულში ქართულად =ko= :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
ეს წუთია დესპანელი გავხდი =zer= =zer= =zer=მომილოცეთ =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
მე შენს კოცნაში დავილევი,
და დაგიტოვებ დამშრალ ბაგეებს,
დანისლულ თვალებს ვერ შეველევი,
ვერ დავივიწყებ ბედნიერ წამებს.
თვალები, შენი სველი თვალები,
შენს სიამაყეს რომ ღალატობენ,
და მეორდება ისევ წამები,
შენს ტუჩებს კოცნით რომ დაათრობენ.
მაგრამ მე უცებ წავედი სადღაც,
დაგტოვე გრძნობით სავსე მორევში,
ძალიან დიდხანს ვიყავი უბრად,
ძალიან დიდხანს აღარ მოვედი.
ბოლოს რომ ვეღარ შევძელი,
მუხლზე დავეცი, გავთავდი,
ვაი ,რამდენ ხანს გელოდე,
სად, სად იყავი აქამდის?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
tikotiko wrote:
ციტატა:
ეს წუთია დესპანელი გავხდი =zer= =zer= =zer=მომილოცეთ =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer=

გილოცაააააააავ =sher= =sher= =rose =rose =ci= =ci=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
რაღაც ,პოეზიის იშტაზე დავდექი:) :)

გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა,
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს,
მე ვგრძნობ ,რომ მცივა და მენატრები,
მაგრამ ვერ გხედავ როგორც სიცივეს.
გარეთ კი წვიმით სველი აბრები
აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს,
მეც აღარ მინდა რომ სხვებს დაბრალდეს
ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ.
გათავდა! აღარ ჩამოგეხსნები,
არც მახსოვს ვის რა ვუთხარი გუშინ,
და ვაფათურებ სიცხიან ხელებს
შენს თმებზე,მხრებზე, მუხლებზე, სულში...
ნაკბენი კაცის გულივით ფეთქავს,
საათიც,ქუჩაც,ფოთოლიც, წვეთიც,
შენ ხარ აქამდე რაც უნდა მეთქვა,
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
მადლობა ჩემო კარგო =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =sher= =sher= =sher= =sher= =sher= =sher= =sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
მე ახლა მივხვდი, რატომ სვავენ ღვინოს კაცები,
თამბაქოს კვამლში რად მალავენ მზერას დარდიანს,
შეეშინდებათ სიფხიზლეში მუხლზე დაცემის,
გააბოლებენ და ბახუსის ფრთებით დადიან.
დამისხით ღვინო, მინდა ვიგრძნო ძალა ამ გულის,
თამბაქოს კვამლმა იქნებ ღამეც გამათევინოს,
დამალევინეთ, გეხვეწებით, დამალევინეთ,
მაგრამ არცერთი სადღეგრძელო არ მათქმევინოთ.
მე უღვინოთაც მუხლმოყრილი ვხვდები ალიონს,
თამბაქოს კვამლი მახვევია თავზე დარდივით,
შენი სიცოცხლის სადღეგრძელო მინდა დავლიო,
და შენი სული შევისუნთქო რუხი კვამლივით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
"დამალევინეთ გეხვეწებით დამალევინეთ
ოღონდ არც ერთი სადღეგრძელო არ მათქმვინოთ" --- ნაცნობი სიტუაციაააა =tavfx=
არაჩვეულებრივია .

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts1493
კარმა179
OFFLINEPROFILE
Мне нравится, что вы больны не мной,
мне нравится, что я больна не вами,
что никогда тяжелый шар земной
не уплывет под нашими ногами.
Мне нравится что можно быть смешной -
распущенной -
и не играть словами,
и не краснеть удушливой волной,
слегка соприкоснувшись рукавами.
Мне нравится еще, что вы при мне
спокойно обнимаете другую,
не прочите мне в адовом огне
гореть за то, что я не вас целую.
Что имя нежное мое, мой нежный,
не упоминаете ни днем, ни ночью - всуе...
Что никогда в церковной тишине
не пропоют над нами: аллилуйя!
Спасибо вам и сердцем и рукой
за то, что вы меня - не зная сами! -
так любите: за мой ночной покой,
за редкость встреч закатными часами,
за наши не-гулянья под луной,
за солнце, не у нас над головами, -
За то, что вы больны - увы! - не мной,
за то, что я больна - увы! - не вами!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი