შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
როცა მე და შენ წლები გვაშორებს, რაღა თქმა უნდა ეს საწყენია, მაგრამ როდესაც ჩემს გვერდითა ხარ იმ წუთზე ტკბილი არაფერია. როცა მე და შენ წლები გვაშორებს, მენდე, ეს ჩემთვის არაფერია, მე შენთან მინდა შევხვდე განთიადს, გასაკვირი აქ არაფერია. შენით მე გავხდი ბევრად უფროსი, შენ კი ისევე ბავშვად იქეცი, როცა მე სულ მთლად თავი დავკარგე და სამუდამოდ შენად ვიქეცი. როცა მე და შენ წლები გვაშორებს, და სიყვარული მართლაც წრფელია, მაშ , დავივიწყოთ ჩვენი ასაკი, მერწმუნე წლები არაფერია
თუ სიყვარულის სადღეგრძელოს ყანწით ვერ დალევ და სანუგეშოთ ვერ ჩააქსოვ ოხვრას ნაღვლიანს თუ სიყვარულში, სიყვარულით არ დაიწვები, მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?! თუ ლამაზ თვალებს კოცნით ცრემლებს ვერ ამოუშრობ! ვერ აგრძნობინებ სიყვარული თუ რა ძნელია! თუ უნაზეს და ლამაზ თვალებს ვერ აათრთოლებ ნეტავ იცოდე უკეთესი რა შეგიძლია?! სხვისი ტკივილი შენებურად თუ არ გიგრძვნია, და სხვისი დარდი სიხარულად არ შეგიცვლია გაწვდილ ხელისთვის თუ კი ხელი არ გაგიწვდია მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?
უსიყვარულოდ არც ყვავილია , არც ნამი დილის, უსიყვარულოდ ტირიფია და ისიც ტირის. უსიყვარულოდ სიციცხლე არ ღირს, ასე ეტყვიან საბრალო ტირიფს და ისიც მუდამ წყალში ჩამდგარი თმაგაწეწილი ქალივით ტირის
როს თვალებს ვხუჭავ, თვალხილული ვხდები მაშინვე დღისით ვბრმავდები,როცა ვუცქერ ამ საუკუნეს, დაძინებისას შუაღამე აღარ მაშინებს შენ მეზმანები და ეგ შუქი ფანტავს უკუნეთს. ბნელსაც ანათებს შენი ლანდის გამოცხადება ღამის აჩრდილს შენს სხივებში ჩანან მზესავით დღისით კი ალბათ, მზესაც ჯაბნის შენი ხატება, ამ მიძინებულ თვალთათვისაც შუქის მთესავი გავიღვიძებ და უსინათლოს დამაქვს ოცნება დღის სინათლეზე დავინახო შენი დიდება, ბნელს რომ ანათებს შენი ლანდის გასხივოსნება შენი მშვენების აჩრდილიც რომ არ იბინდება დღე მიბნელდება, თუ ვერ გნახე სადიადებლად, და ღამეები გადამექცნენ განთიადებად
ნუ გაიკვირვებ,რომ მოვალ შენთან ათასი ფიქრით ღამენათევი, მე სიყვარული,ხომ იცის ღმერთმა არ შემიძლია ნაუცბათევი. უშენოდ,კარგო კვნესოდა გულში სიმღერის სიმი,ნაზი ხავერდი, გავიდნენ წლები და მხოლოდ გუშინ მივხვდი,რომ სულ სხვა გზაზე გავედი. მან დამიბრუნა სიმაღლე სულის, შენ რომ მომტაცე,შენ რომ წამართვი, ჩვენს წარსულს თუმცა ისევე ვუვლი, ვუვლი ვით თვის კერპს ძველი წარმართი. ნუ გაიკვირვებ რომ მოვალ შენთან, მოვალ დაღლილი,ღამენათევი, შენდამი გრძნობა ხომ იცის ღმერთმა, არა,არ არის ნაუცბათევი.
დროც დადგება, ქედმაღალი მზერით დამხვდები, როდესაც გრძნობას დაერქმევა თავის შექცევა, ჩემს საზიანოდ როცა შენი მომხრე გავხდები, თუ სიყვარული განკითხვის დღედ გადამექცევა.
აღარ დავუწყებ უღირსობას ჩემსას ფერებას, შენს მაამებელ აღსარებას ვეტყვი მსაჯულებს, რადგან უჩემოდ სჯობს ეწიო ბედნიერებას, მე კი ვერავინ გარდამქმნის და გადამარჯულებს.
უკეთურ წარსულს დავივიწყებ, რადგან წამიერ ვნებაც გაქრება, ცეცხლივით რომ შემომიკეთე და მთელ სიავეს განგაშორებ, რადგან ამიერ შენი სიკეთით მე ორმაგი მელის სიკეთე.
ჩემს სიყვარულში გაბატონდი, როგორც მეუფე, და, ცრუს თუ მართალს, სამუდამოდ შენ დამეუფლე
არ ვიცი, ვისთვის დაუგეშავს სიკვდილს მსტოვრები, შენს და ჩემს შორის განუზრახავს ვისი არჩევა; ის ვიცი მხოლოდ, რომ შენ ყველას ემახსოვრები, ჩემი ხსოვნის კი ნატამალიც არსად დარჩება.
შენი სახელი დროს სხივივით გადაეფრქვევა, მე კი ამქვეყნად, როგორც ქარი, გავქრები ველის, და თუ ჩემს საფლავს ერთი გოჯი მიწა ერქმევა, შენ ხალხის თვალში საუკუნო სავანე გელის.
შენს ხსოვნას ჩემი ლექსი ძეგლად გამოადგება, რომ სააქაოს მრავლად ჰყავდეს მისი მნახველი და სიკვდილის დღე თუ ყველასთვის ერთად დადგება, მარადისობას დამღად აჩნდეს შენი სახელი.
ჩემმა კალამმა სასწაულის ქმნა თუ ინება, დროს შენი ხსოვნა სუნთქვასავით დაეფინება
რადგან მავანი მგოსნებისკენ გაგირბის თვალი, რადგან შენ არ ხარ ჩემს მუზასთან ჯვარდაწერილი, შენი მშვენებით, დაე, ვიღაც სხვა იყოს მთვრალი და გიძღვნას ხოტბა _ ნაწერი თუ Uარდაწერილი.
სახით მშვენიერს, შენ გონებაც გაქვს მშვენიერი და კარგად ხედავ, ჩემს ლექსს სხვა რამ დრო რომ სჭირდება, ალბათ, მიტომაც მოგეძალა გრძნობა ძლიერი, რომ სხვისგან გესმას საამდროო ქება-დიდება.
შენი ნებაა!... აღტაცებით უსმინე მავანთ, ღვარჭნილი ხოტბით დაიამე გულის წადილი, მე კი სიმართლეს გავაგონებ ჩვენს შთამომავალთ, რომ მეგობარი მე ვარ მხოლოდ შენთვის ნამდვილი.