↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
მაი, მარინა ცვეტაევას ამ ლექსის ქართული ვარიანტი, მაგრამ ორიგინალში სულ სხვანაირად ჟღერს, მაგარია, ძალიან მიყვარს:)

მხიბლავს, რომ ჩემით აღარ სნეულობთ,
მხიბლავს, რომ არც მე ვსნეულობ თქვენით,
რომ დედამიწის მძიმე სამყარო
არ მოგვერთმევა არავის ხელით.
მხიბლავს, რომ თითქოს ისევ ვიცინი,
აღარ ვთამაშობ გრძნობებზე სიტყვით,
და სიყვარულის ტკბილი ალმური
არ მოედება გულს თქვენზე ფიქრით.
მხიბლავს, ძვირფასო, მშვიდად ჩემს თვალწინ
როგორ ეხვევით სხვა ქალის სხეულს,
ნუღარ გამკიცხავთ დღეს სხვასთან წასვლით
თუ ვუღალატე სიყვარულს ჩვეულს.
მხიბლავს, რომ აღარ მიხსენებთ ღამით,
არ გესახებით ცხოვრების ლანდად,
და ეკლესიის საკურთხეველთან
ჯვარს არ დაგვწერენ არასდროს ალბათ.
მადლობელი ვარ მთელი არსებით,
ასე გულწრფელად რომ შემიყვარეთ,
შებინდებისას რომ არ ხართ ჩემთან,
ღამით სიმშვიდეს რომ მაზიარეთ,
რომ სავსე მთვარის ვერცხლისფერ შუქზე
აღარ ვსეირნობთ ტრფობით რხეულნი,
გმადლობ, რომ აღარ სნეულობთ ჩემით
და მეც განმკურნეთ თქვენით სნეული.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
Пушкин:
17 30 48
140 10 01
126 138
140 3 501
ლექსი წაიკითხეთ რუსულად :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ყველაზე საბრალო მათხოვრის თვალებია,
ყველაზე წმინდა კი ხატის.
ყველაზე შეშლილი პოეტის თვალებია,
ყველაზე მაცდური-ქალის...
ყველაზე ვერაგი ფლიდის თვალებია,
ყველაზე ღვთიური-ბერის.
ყველაზე უმანკო ჩვილის თვალებია,
ყველაზე თბილი კი დედის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
ცუდოოოოო=sher=

ძალიან კარგი ლექსია,ვისია?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ლექსი მეწყერი

მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.

მე დავიბადე აპრილის თვეში,
ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,
მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში
მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან.

აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები,
ამ ლექსს რომ ვამბობ, ესეც დარჩება,
ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება
და ეს ეყოფა გამოსარჩლებად.

იტყვიან ასე: იყო საწყალი,
ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი.
ლექსები იყო მისი საგზალი,
არ მოუცვლია ერთი ნაბიჯი.

და აწვალებდა მას სიკვდილამდე
ქართული მზე და ქართული მიწა,
ბედნიერებას მას უმალავდენ,
ბედნიერება მან ლექსებს მისცა.

მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
მყვირალობა

ჩამაჭრდა კახეთს ჰაერი,
ტყეები გადიყირმიზა,
ენკენისთვეში მთებიდან
ისმის ყვირილი ირმისა.

― რასა ჰყვირიან ირმები
ყორან-მთას, ყარაიასა?
სახუნდარიდან მარეკი
გულში გაარტყავს ტყვიასა...

ხარი ირემი ფურს ეძებს,
მთაში ნასუქი ღიჭითა;
ქაფსა ჰყრის გადაკაწრული
ეკლებითა და ხიჭვითა.

თავი ანება ცალისთვის
იალაღების მწვანესა,
მოამტვრევს რქების ლაწანით
ჩალას, ტყეს, ლერწმოვანებსა.

დაშტერებული ჯოგები
მორბიან თავდაყირანი...
ხარი ფურს ეძებს ღრიალით,
მე - სიყვარულსა მყვირალი!

გახელებული ხარი ვარ,
გეშს ვიღებ ნიავქარზედა,
მაჩვენეთ ჩემი ოცნება,
რქა ზედ მივაფშვნა რქაზედა!

სულ მივამტვრიო, მივლეწო,
გულში რაც გადაირაზა,
შევყვირებ, როგორც ირმები
ჰყვირიან ყარაიასა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
მე შენი მწამს და შენ ჩემი გჯერა,
ბევრს გუმანითაც ვხვდები გუმანით,
ხან ბედი გვწყალობს,ხან გვკორტნის ძერა,
ყველას საკადრისს ვუშლით პურ-მარილს.

ზოგი სულ გვწყევლის,ზოგი სულ გვლოცავს,
ზოგიც რატომღაც გვიყურებს ხარბად,
ზოგი წიწაკას გვაწვდის და როცა
პირს გაგვიმწარებს,ზეიმობს ალბათ.

ზოგს, სიყვარულით ისე ვახარებთ
აღარ ეტევა გული საგულეს,
ზოგი,როს გვტკივა მაშინ ხარხარებს
და ვარდის ნაცვლად ეკალს გვარგუნებს.

ჩვენ ისიც ვიცით,მოწამლულ ბაგეს
რომ არ აჩერებს მავან-მავანი,
ზოგი ჭორებით კოშკებსაც აგებს
ეშმაკის გზაზე მრუდედ მავალი.

ზოგს,ჩვენს ღიმილზე ელეთ-მელეთი
მოსდის და ლამის ბოღმამ დაახრჩოს,
ზოგს უკმარობა სტანჯავს ხმელეთის
და ოკეანის სივრცეს დარაჯობს.

ჩვენ კი... ჩვენ,კარგო,მცირედიც გვყოფნის
და გულის სითბოს მზისებრ ვარიგებთ,
ლუკმა - ნაყოფი დაღვრილი ოფლის
ასე გვარგუნა არსთა გამრიგემ.

ჩვენ ხელთ გვიპყრია სიკეთის ფარი,
რწმენის ქურაზე წლობით ნაწრთობი,
რომელსაც ახლავს თან ზურგის ქარი,
გვირგვინი - ჩვენი კაცურკაცობის.

ნ მაჭარაშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
ერთგული მკითხე ჩემო შვილო,თორემ ორგული
კაციც ბევრია რომ იცოდე,თხილის გუს გარდა,
თვით გამოვცადე,არ გეგონოს შენ ყურმოკრული,
ბევრს ავაცალე ნიღაბი და ავხადე ფარდა.

მართლაც,მოყვასმა თუ დაჰკარგა ნამდვილი სახე,
მაშინ მის გვერდით ყოფნას ხომ სჯობს გოლგოთაც,ჯვარცმაც?
დიდ გასაჭირში მოზიარე თუ ვერვინ ნახე,
მითხარი,მაშინ ვის იმედით,რით გასძლოს კაცმა?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
მედი გენაცვალე უფ რა ლექსები იყო .......... კარგი გულიანი .შენ გაიხარე შე მადლიანო შენა =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= :) =sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
თიკოთიკო=sher= =ko= =ko= =ko= მეც ძალიან მიყვარს აზრიანი,გულიდან წამოსული ლექსები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
იქუხოს თუნდაც,ყოველთვის არ წვიმს,
აქა-იქ კიდეც გავარდეს მეხი,
ნუ ფიქრობთ - ორბი დაკორტნის არწივს,
ნუ ფიქრობთ - მუხას წააქცევს ვერხვი.
იქუხოს თუნდაც,შორსაა ჟამი
ქვეყნის წალეკვის,მეორედ მოსვლის,
დე, ბოროტებამ ანთხიოს შხამი,
სიმართლეს მაინც ვერაფრით მოსვრის.
იქუხოს თუნდაც,ქუხდა და იდგნენ
ჩვენი ტაძრები წმინდა ფრესკებით,
არ წავიქცევით,გჯეროდეთ,ვიდრე
მამულს ფესვებით ამოვესკვნებით.
იქუხოს თუნდაც,იდგნენ და დგანან
სისხლით ნაგები ციხე- ბურჯები,
ისევ გვიხმობენ ოშკი და ბანა,
მოგვძახის მოყმე ხორნაბუჯელი.
იქუხოს,თუნდაც მოვარდეს თქეში,
რა სჯობს ველ-მინდვრებს წვიმით განბანილს?
ხედავთ რა რიგად მზიანობს მზეში
ჩვენი წიგნი და ჩვენი ანბანი?
იქუხოს მთებმა,იწვიმოს მერე,
ვინ გვაპატიებს სულით დაცემას?
თუ ლექსი გინდათ,დე ისე წერეთ
ღირდეს შვილებზე გადასაცემად.

ნ.მაჭარაშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
:) :) :) კარგია და შენც კარგი ხარ =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნდობა არ გვქონდა ერთმანეთის
უბრალო ნდობა ,
და მაინც შევხვდით
სისულელე ყოფილა მტრობა .

სულ ერთი ჭიქა საუბარი
კმაროდა გზნებით ,
რომ ერთმანეთში გვეპოვნა ძმები .

დრო დროს ედავა
ცა გაეხსნა
სასურველ სურვილს ,
მაინც ერთად ვართ
სისულელე ყოფილა შურიც .

ნდობა არ გვქონდა ერთმანეთის
უბრალო ნდობა .

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
რა ქართველი ვარ,ქართველისა რაღა მაცხია,
თუ გავერიდე მტერთან ბრძოლას თუნდაც მარცხიანს,
რა ქართველი ვარ,ან ქართული თუ მიდგას სული,
ბრმად რად მივყვები ვიღაც უცხოს ნებას და სურვილს.

რა ქართველი ვარ,უფრო მეტიც- ქართველი დედა,
თუ მამულისთვის ირგვლივ აღარ მიმოვიხედავ,
თუ არად მიღირს რას ითხოვდა ჩემგან ილია,
მაშინ სიცოცხლე არაფრისთვის გამომივლია.

რა ქართველი ვარ,ქართველისა რაღა მაცხია
თუ ძილს არ მიკრთობს ჯვარი,მცხეთა,გრემი,ვარძია,
თუ თაყვანს არ ვცემ უწმინდესი ერისთვის რაც არს -
ბაგრატის ციხეს,ნიკორწმინდას,გელათის ტაძარს.

თუ დავივიწყებ დავით მეფეს,თამარს და შოთას,
უძველეს ენას - ჭირგამოვლილს,მებრძოლს და მშფოთავს,
თუ მტერს მივუყრი დასაზრდელად ალგეთის ლეკვებს,
თუ გადამთიელს კვლავ მოვუხმობ მომავლის მეკვლედ.

რა ქართველი ვარ,ჩემი ხალხი რაღას მენდობა,
თუ არ შემოვკარ დედო ზარი ალავერდობას,
თუ გულს არ მიკლავს ოშკის ,ბანას დიდი ჭრილობა,
მაშინ რას არგებს საქართველოს ჩემი შვილობა.

რა შეაჩერებს სრემლს ან როგორ გადაიკარებს,
თუ გამოვუხსნი გუთნებიდან მეხრეს წიქარებს,
რა ქართველი ვარ თუ მაშინებს გვირგვინი ეკლის,
თუ მეც არ მტკივა მოკვეთილი ქვეყნისგან ნეკნი.

მომეცი ძალა წინაპართა ღმერთო მაღალო,
მომალის ნერგი ფესვმაგარი მათებრ ვახარო,
და თუ დაგვჭირდა,გავყვე შვილებს აბჯარასხმული,
ქეთევანივით მეც დავიცვა რწმენა მამულის.

ვეღარ ეღირსოს,მონობისთვის მხრებში მომხაროს,
ძირძველ ფუძიდან ამომგლიჯოს მტერმა,მომთხაროს,
ოდითგან გერქვა დედა- ბურჯი ქართველო ქალო,
შენ,შენი წილი გასალეწი სულ გქონდა კალო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
შენზე ოცნებებში ფიქრი დამიღლია,
ისე შემიყვარდი ვერც კი გამიგია,
როგორ მენატრები სხვებმა არ იციან ,
რომ უშენობით გული დაილია,
შენზე ოცნებაში უკვე მერამდენედ
თეთრად უსასრულო ღამე გაილია,
გიცქერ თვალებში და ძლიერ მენატრები,
შენი სიყვარული სულში ამინთია

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი