↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ქედანა და შენამდე

აქედანა და შენამდე
ვადრი მასხია ყელამდე,
გულს მიშლის, სურნელით მატკბობს,
ავდივარ მაღლა ზენამდე,
თუკი რომ შემომითვლიდე,
სულ ფრენით მოვალ შენამდე,
არ მოგეშვები, გენაცვა,
სანამ არ მომკლავ, სანამდე,
ეგ შენი ფირუზის დანა
გულში რომ დამკრა ტარამდე.
აქედანა და შენამდე
მთები მიფარებს წინარე,
მე შენი სიყვარულითა
მიბნედილი ვარ, მძინარე,
ასე გამხადა სურვილმა,
წამოველ, ვეღარ ვიარე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
ყველას მოგიძღვენით ის წინა გვერდძე დაწერილი ლექსი...არ მიწყინოთ დესპანის ლამაზებო, ეხლა ეს ლექსი ---არიადნიტისაა---

შემომხედავდე მომკლავდე,რუხი თვალების ეშხითა,
სევდას მალავდე ,კაფობდე ,დარდსა იწყვეტდე ლხენითა,
თავთუხის ფერის ფაფარი, ქარად გეშალოს ველადა,
დილის ნაჟური ყვავილის სასტუმალს გედგას ხელადა,
ლაპის -ლაზულად, გეფინოს ქალის ეშხი და მადლია,
შენი სურნელით დამდნარა,...გულს დაფენია დარდია,
ნეტავი ერთი მანახა...კაცის გული და ნებაო,
ვინაც შენს თავთან იღვიძებს...ვინც შენს გულისთვის დნებაო. 2009 წლის 8 მარტი.(სულ ცხელი ლექსია არიადნიტ ემ წუთას დაიწერა)=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
არის ქალი? ქალი ვარდია,
ერთი შეხედვით მოგხიბლავს უცებ
ახლოს მიხვალ და სურნელით გათრობს
და ზედ დაგაყრის ნაზ, წითელ ფურცლებს

რა არის ქალი? ქალი ჩიტია,
თუ ხელს გაუშვებ გაგიფრინდება,
წავა და სხვასთან დაიდებს ბუდეს
შენ აღარასდროს დაგიბრუნდება,

რა არის ქალი? ქალი ეშმაა
შეგაცდენს და თავს დაგაკარგვინებს,
ისე ჩაგიყვანს წყაროზე მწყურვალს
და იქ წყალსაც არ დაგალევინებს

რა არის ქალი? ქალი ღვინოა,
სასოწარკვეთილს მაინც გაგართობს,
ახლოს არ მოვა შორიდან გიცქერს,
შენც შეხედავ და უცებ დაგათრობს

ქალი ძალაა, სასტიკი ძალა
ბევრ ვაშკაცს მუხლსაც მოახრევინებს,
თუ შეგიყვარდა ლამაზი ქალი,
უფრთხილდი თავსაც მოგაკვლევინებს,

ქალი ვარდია, ქალი ეშმაა,
ქალი ნაზი და ულმობელია,
მაგრამ ქალი ხომ მაინც ქალია,
ქალი დედა და ღვთისმშობელია !!!

ამ ლექსით მაია7-მა მომილოცა კლასნიკებში.
მაი დიდი მადლობა.=ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
albat gigvivis cxeli azri gulshi qaragmad,

albat chuxchuxebs sisxlis kvali ise dzalumad,

rom nebas artmevs usurvelta brboebs avgullad,

dagedareba albat kvlavac qarishxlis ndoma,

isev isurveb sadafisfer survilta rbolas,

gesurvileba vici omis yizina kruli,

arc arasodes gekareba simshvidis ruli,

albat suli gaqvs uokeli mzis simcxunvaris,

mudam menaxo saocari xiblit mkurnali.

siyvarulit maiko. 2009 clis 8 marti.
ეს კი 1აიკოს მოძღვნილია.
ჩემო მაიკო,დიდი მადლობა,ვერ მოვითმინე
და აქ დავდე.=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნახე კიდევ ერთხელ კლასნიკები პირადად შენთვისაა იქ ლექსი...ვაიმე არ მოვიდა?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
კუკუტინა დაგინახე შემოდი უნდა მოგილოცო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გალაკტიონ ტაბიძე

მერი

შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!
მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!

აფეთქებული და მოცახცახე
იწოდა ნათელ ალთა კრებული,
მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე
იყო იდუმალ გაფითრებული.

იწოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,
ვარდთა დიოდა ნელი სურნელი,
მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა
სხვა არის ლოცვა განუკურნელი.

მესმოდა შენი უგონო ფიცი...
მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...
ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი:
ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?

ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა
და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა...
იყო ობლობა და შეცოდება,
დღესასწაულს კი ეს დღე არ ჰგავდა.

ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი
სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!
ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი
და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.

ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,
თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს;
ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე
ღონე-მიხდილი მივაწექ კედელს.

ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს
და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები
აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.

და შრიალებდა ტოტი ვერხვისა,
რაზე - ვინ იცის! ვინ იცის მერი!
ბედი, რომელიც მე არ მეღირსა -
ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.

სთქვი: უეცარი გასხივოსნება
რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?
რად აშრიალდა ჩემი ოცნება,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?

ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,
ან რად ვიჭრდი შუქს მოკამკამეს?
ან „მესაფლავეს“ რისთვის ვმღეროდი,
ან ვინ ისმენდა ჩემს „მე და ღამეს“?

ქარი და წვიმის წვეთები ხშირი
წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული
და მე ავტირდი - ვით მეფე ლირი,
ლირი, ყველასგან მიტოვებული.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გალაკტიონ ტაბიძე

რაც უფრო შორს ხარ

რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები,
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი,
ხელუხლებელი, როგორც მზის სხივი,
მიუწვდომელი, როგორც ედემი.

და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ
მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე!
ავადმყოფ სულს სურს, რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.

დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,
ცრემლით აივსოს ზღვა – საწყაული,
ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა
და სიყვარულის დღესასწაული.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში

დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე

შემოიღამებს მთის ნაპრალები,
და თუ როგორმე ისევ გათენდა-
ღამენათევი და ნამთვრალევი,
დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან!

ღამენათევი და ნამთვრალევი
მე მივეყრდნობი სალოცავ კარებს,
შემოიჭრება სიონში სხივი
და თეთრ ოლარებს ააელვარებს.

და მაშინ ვიტყვი: აჰა! მოვედი
გედი დაჭრილი ოცნების ბაღით!
შეხედე, დასტკბი ყმაწვილურ ბედის
დაღლილ ხელებით წამებულ სახით!

შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები,
წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით, იებით,-
ღამენათები და ნამთვრალევი
სავსეა ცრემლთა შურისძიებით!

დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები?
შენს მოლოდინში ასეა ყველა?
სული, ვედრებით განაოცები,
შენს ფერხთ ქვეშ კვდება, როგორც პეპელა.

სად არის ჩემთვის სამაგიერო?
საბედნიერო სად არის სული?
ვით სამოთხიდან ალიგიერი,
მე ჯოჯოხეთით ვარ დაფარული!

და როცა ბედით დაწყევლილ გზაზე
სიკვდილის ლანდი მომეჩვენება,
განსასვენებელ ზიარებაზე
ჩემთან არ მოვა შენი ხსენება!

დავიკრეფ ხელებს და გრიგალივით
გამაქანებენ სწრაფი ცხენები!
ღამენათევი და ნამთვრალები
ჩემს სამარეში ჩავესვენები.

დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
1aiko wrote:
ციტატა:
ყველას მოგიძღვენით ის წინა გვერდძე დაწერილი ლექსი...არ მიწყინოთ დესპანის ლამაზებო, ეხლა ეს ლექსი ---არიადნიტისაა---

შემომხედავდე მომკლავდე,რუხი თვალების ეშხითა,
სევდას მალავდე ,კაფობდე ,დარდსა იწყვეტდე ლხენითა,
თავთუხის ფერის ფაფარი, ქარად გეშალოს ველადა,
დილის ნაჟური ყვავილის სასტუმალს გედგას ხელადა,
ლაპის -ლაზულად, გეფინოს ქალის ეშხი და მადლია,
შენი სურნელით დამდნარა,...გულს დაფენია დარდია,
ნეტავი ერთი მანახა...კაცის გული და ნებაო,
ვინაც შენს თავთან იღვიძებს...ვინც შენს გულისთვის დნებაო. 2009 წლის 8 მარტი.(სულ ცხელი ლექსია არიადნიტ ემ წუთას დაიწერა)=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=
===========================================================================

ჩემო საყვარელო 1aiko-მაიკო=ko= უღრმესი მადლობა!
რა დაგიშავე ასეთი? (ეს ხუმრობით)
არ ვიცოდი თუ ლექსებს წერდი,ღმერთმა როცა შეგქმნა კაი ხასიათზე ყოფილა:side:
ყველაფრით ასე როგორ დაგაჯილდოვა?

=hmothday-გილოცავ აქაც 8 მარტს! შენს ანასთან და დედასთან ერთად!ღმერთმა მასე ლამაზად
გამყოფოს მთელი ცხოვრება.

=ეს ლექსი კიდევ შენ: =ko=

=ლურჯი თვალები ზეცამ გაჩუქა,
სული კეთილი ღმერთმა ჩაგბერა,
მერე რა თუნდაც ახლოს არ გცნობდე
დაფასებული ხარ მუდამ ჩემგან!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
რაა ეს გრძნობა?

მყუდრო ნაპირზე სადაც ზღვის წინწკლებს
ათამაშებდა სუნთქვა სიოსი,
აღფრთოვანებულ ფიქრებში იდგა
ყრმა მეოცნებე და გენიოსი.

და მას ზღვის ტალღა ეუბნებოდა:
„ოჰ, რატომა ხარ ეგრე თავხედი,
რომ ფიქრებ, თითქოს გასცილდი საზღვარს,
რასაც კაცთათვის ამყარებს ბედი?“

ყრმა კი ამყად უპასუხებდა:
„საიდან იცნობს ეგ გულცივობა,
თუ რა ძალაა შემოქმედისთვის
საკუთარ ძლიერ სიმღერის გრძნობა!“

ტალღა კვირობდა: „რა შობს ამ გრძნობას,
უცნაურ ძალს რომ ესაბამება?!“
და ყრმა ამაყად უპასუხებდა:
„ამგვარად გრძნობებს ქმნის მხოლოდ წამება!“

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
არიადნიტტტ არც ვიცი მადლობა რარიგად გადაგიხადო ამგვარ მოლოცვაზე .=ko= ....მხოლოდ ერთი ფორმა მაქვს მადლობლის გადახდის და ისიც ლექსია...ეხლა ამ ლექსს ყველა გულსევდიან ქართველ დედას ვუძღვნი....სითბო სიყვარული იმედი და შემართება არ მოგაკლოთ ღმერთმა...

გადაიფრენს ლურჯი ფრინველი ოცნების ტრამალს,
ცხენს მოგიყვანო არაბული ჯიშისას რა მალს,
გულზე დაგკიდებ სურვილების მძივებს ალისფერს,
ო გულო ჩემო, ო, რა მალე გაგითავისებ,
შეესევიან შურიანთა ბრბოები ტაძარს,
კივილ-ღრიალით შეუნთებენ იმ ფრესკებს ხანძარს,
აცეკვდებიან ველურ გულის შემზარავ ხმაზე,
არა იციან უგნურებმა ცეკვავენ რაზე,
გადაიქროლებს ქარიშხალი ავი გონების,
და ფენიქსივით კვლავ აღდგება მზე სათნოების.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
არიადნი,მგონი ეჭვიანობას ვიწყებ=lol= =lol=
=fiqri= =fiqri= =fiqri= =fiqri= =fiqri=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვაიმე მედი მედი მედეა,=ko= არ ვიცი მე მახო და ქურდი =ml= შენი ვარ მეც შენი,=zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
რათა მახუნია ,შენ და ეჭვიანობა?:)
1aiko შენც მოგიძღვნის ლექსს..გვიან არასოდეს არ არის...

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი