ეხლა ესეც დოიჩას ვაჟასეულად დაწერილი!!!
ჩამაილალებენ ქალები, წყაროს ჰკრებიან თავზედა,
სულ ერთმანეთზე ლამაზნი,ჭიუხის იის მსგავსედა,
ჩამაისველეს ქობანი, ირმის ფეხების კვალზედა,
საამო სანახავია ,გული შამამწვა დარდზედა,
ლალისფერ გიშრისფერია მათი ოცნება ქმარზედა,
ნეტაი თქვენ სულელ-თმაგრძელნო,
თავს რად იღუპავთ რაზედა,
თვალი გააღეთ დიაცნო,თავს რადა იბამთ ბანზედა,
თოფი აისხით ხმალიცა,კაცებს მიჰხედეთ განზედა,
რომელიც რომ დაგეწევათ დალალ დაგიწნით ტიალი,
იმისი სარგო იყავით იმისი გულსაყდრიანი,
ვერ დაგეწიოთ ჭიუხში უღირსი ცალქალმიანი,
მხოლოდ ის კაცი გიყვარდეთ ვის სუნთქვაც ჰქონდეს მზიანი.

2009 წლის 8 მარტი.