↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ფორუმელთა შემოქმედება.


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 250 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ეს კი ჩემი დაწერილია:)

თეთრი ძროხა პოეზია რომ უყვარდა...
პოეზია
2007.09.27
------------------------------------------------

თეთრი ძროხა პოეზია რომ უყვარდა,
დაანება ბალახების ჭამას თავი,
და მთელი დღე თეთრ გვირილას უყურებდა
თეთრი ძროხა პოეზია რომ უყვარდა...

ბალახს გაეხარდა ფესვიანად არ გადამყლაპავსო სხვა ძროხებივითო.
ირემმა უთხრა მაინც ძროხა იქნები რაც არ უნდა დაწერო სახელს ვერ შეიცვლიო.
ხარს მთელი ღამე არ ეძინა და სხვა ძროხებს არ ეკარებოდა.
ძროხები ფიქრობდნენ ალბათ ლენცოფა შეყვა ბალახს რომ სძოვდაო.
ლენცოფა იცინოდა კიდევ კარგი მე არ მიმირთვა თორემ მერე ნახეთ რას იზამდაო.
ყასაბს გაუხარდა, მაგი ძროხად აღარ ივარგებს არც პოეტი დადგება და მე მომიყვანენო...

ძროხას კი ეს სულ არ ანაღვლებდა, მას პოეზია უყვარდა და თეთრი გვირილა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
zvigeni wrote:
ციტატა:
ეს კი ჩემი დაწერილია:)

თეთრი ძროხა პოეზია რომ უყვარდა...
პოეზია
2007.09.27
------------------------------------------------

თეთრი ძროხა პოეზია რომ უყვარდა,
დაანება ბალახების ჭამას თავი,
და მთელი დღე თეთრ გვირილას უყურებდა
თეთრი ძროხა პოეზია რომ უყვარდა...

ბალახს გაეხარდა ფესვიანად არ გადამყლაპავსო სხვა ძროხებივითო.
ირემმა უთხრა მაინც ძროხა იქნები რაც არ უნდა დაწერო სახელს ვერ შეიცვლიო.
ხარს მთელი ღამე არ ეძინა და სხვა ძროხებს არ ეკარებოდა.
ძროხები ფიქრობდნენ ალბათ ლენცოფა შეყვა ბალახს რომ სძოვდაო.
ლენცოფა იცინოდა კიდევ კარგი მე არ მიმირთვა თორემ მერე ნახეთ რას იზამდაო.
ყასაბს გაუხარდა, მაგი ძროხად აღარ ივარგებს არც პოეტი დადგება და მე მომიყვანენო...

ძროხას კი ეს სულ არ ანაღვლებდა, მას პოეზია უყვარდა და თეთრი გვირილა!

ძალიან მაგარი ხარ ზვიგენ!=lol= =lol= =lol= =ko= =ko= =ko= დიდი მადლობა მეც!=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ხატია მაგარი ხარ, ძალიან დიდი მადლობა,გაიხარე!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
bubusuna wrote:
ციტატა:
ხატია მაგარი ხარ, ძალიან დიდი მადლობა,გაიხარე!
შენც მადლობ საყვარელო! ღმერთმა გაგახაროს!=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ზვიგენო, ახლა მივხვდი ჩათიდან სად დაიკარგე, კარამელკას ლექსებს კითხულობდი უჩემოდ.
ჩემო კარგო, შენი პოეზიაზე და გვირილაზე შეყვარებული ძროხაც მაგრად მომეწონა, გესმის საგანი, დაჯექი ხუთიანი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
***
გამიტყდა ფიქრი
წვიმის წვეთები ცრის, და
ფოთლები ქარმა ახვეტა,
ვბუტბუტებ ისევ და ისევ მიკვირს
ცას რა ატირებს ამ დილით ნეტავ?...
..........................
..........................
ლამაზი ქალი ფანჯარას კეტავს:(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
bubusuna wrote:
ციტატა:
ზვიგენო, ახლა მივხვდი ჩათიდან სად დაიკარგე, კარამელკას ლექსებს კითხულობდი უჩემოდ.
ჩემო კარგო, შენი პოეზიაზე და გვირილაზე შეყვარებული ძროხაც მაგრად მომეწონა, გესმის საგანი, დაჯექი ხუთიანი...

=lol= =lol= =lol= =lol= კაი მონოლოგი იყო ,ამასობაში მეც დავბრუნდი,მაგრამ ჩათში უკვე არც ერთი არ იყავით:( =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
ცრემლებმა უკვე დაკარგეს აზრი,
სადღა გეძებო?!..მაინც ვერ ვხვდები,
თურმე ცხოვრება ყოფილა მკაცრი
ნუთუ ოდესმე სადმე შევხვდებით?!
ვერ გამიგია სიცოცხლის ბოღმა
გულში ასე რომ ჩაუმარხია,
დარჩა ის გრძნობაც წარსულის მიღმა
ამდენი ბოღმა რომ უნახია.
ყოველი ნატვრა,ყველა სურვილი
სიცარიელეს ჩახუტებია
და სიყვარულის მძლავრი წყურვილი
გრძნობებს ბავშვივით გაბუტებია!

აი ეგეც მეეეეეეეეეე!

ხატია ფაცია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
***
რამდენი სიტყვა ითქვა ამაოდ,
რამდენი ღამე მოწყდა კალენდარს,
ჯუჯა გნომებით დაწყობილი რითმებს რითმები,
მოვა ღამე და მოლოდინით გავირინდები.
სუსხი იანვრის სევდანარევ სონეტებს მატანს,
ფიალიდან კი მიყურებენ ცრემლები ვაზის,
თუ მხოლოდ ჩვენი სიძულვილით იწვის სამყარო,
მზადა ვარ მუდამ რომ ეს სული სხეულს გავყარო,
რომ მოყინული ჭრილობა მორჩეს და
გარინდული ვლოცულობდე შენს მოლოდინში,
რომ გაყვითლებულ მოგონებებს ჩავსჭიდო ხელი
და ტირილით შევბრუნდე სულში:(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
zvigeni wrote:
ციტატა:
***
რამდენი სიტყვა ითქვა ამაოდ,
რამდენი ღამე მოწყდა კალენდარს,
ჯუჯა გნომებით დაწყობილი რითმებს რითმები,
მოვა ღამე და მოლოდინით გავირინდები.
სუსხი იანვრის სევდანარევ სონეტებს მატანს,
ფიალიდან კი მიყურებენ ცრემლები ვაზის,
თუ მხოლოდ ჩვენი სიძულვილით იწვის სამყარო,
მზადა ვარ მუდამ რომ ეს სული სხეულს გავყარო,
რომ მოყინული ჭრილობა მორჩეს და
გარინდული ვლოცულობდე შენს მოლოდინში,
რომ გაყვითლებულ მოგონებებს ჩავსჭიდო ხელი
და ტირილით შევბრუნდე სულში:(

ვოტ ეტო დაააა!!!!!
=ko= =ko= ვამაყობ შენით ! ერთ კარმას გაჩუქებ! (ხომ ხედავ რა კეთილი დეიდა ვარ?! =kool=)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
აი კიდევ ჩემი ერთი ლექსი:)

ღამის პეპლები

ირევიან პეპლები
სინათლეზე ნათურის,
ღამით თეთრი პეპლები
სიბნელიდან მოდიან,
რომ სინათლე იხილონ
მომდგომიან სარკმელთან,
საცოდავი პეპლები..
უნდათ შიგნით შემოსვლა...

თუნდაც ფრთები მიაწვან
ამ ვარვარა ნათურას,
ო, ძვირფასო ვინ სჩივის განა ფრთების დატრუსვას;
მთავარია სიცოცხლე ამ სინათლეს რომ მოაქვს
და ფრთებს განა ვინ სჩივის;
მთავარია მიზანი:სიბნელიდან გამოსვლა!

ხოდა როცა დავფიქრდი საოცრად გავს ძალიან
ამ პეპლების ფარფატსა მთელი ჩემი ცხოვრება,
ფრთები მაშინ დავიწვი როცა ცაში ავფრინდი
ამომივა ისევ და მზეს მივაწვავ უსიტყვოდ!...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
1992 წელი

მთას ნისლი მოსავს
ზეცა ღვრის ცრემლებს,
შორდება უშბას სინათლის სხივი
ისე უბედო როგორც სამშობლო
მთაში მოუკლავთ წუხელის ჯიხვი...:(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ემიგრანტის სევდა

მითხარი რომ თბილისის ცა ლურჯია
მითხარი რომ იქ სიცოცხლე ღირდა
თორემ სული სევდით ისე დამძიმდა
აღარც ვიცი აბა როგორ გითხრა;
რომ მნათობნი ღამით ციდან ცვიოდნენ
მე კი ნატვრაც ვერ ჩავუთქვი რატომ...
ნუთუ მართლაც უსუსური ბუჩქი ვარ
და ფიფქები სევდასავით მათოვს.
მითხარით რომ სიყვარული არსებობს,
მითხარით რომ თავს სწირავენ სხვისთვის,
უსამშობლოდ გული ისე გაცივდა
არ დავიხევ უკან არაფრისთვის.
ოღონდ აზრი ქონდეს ყოფნას ქვეყნად
ასეთი დღის გათენებას ველი,
ალიონზე მხოლოდ მისთვის ავდგეთ
რომ ვიღაცას გავუმართოდ ხელი.
მითხარით რომ მართალია ყველა,
რომ ამქვეყნად მარტოდმარტო ვცოდავ,
მითხარით რომ შეიცვალა რაღაც
თორემ ყოფნა მინდა ქვეყნად აღარ.
მესაუბრეთ სიკეთეზე ქვეყნის
შემახედეთ როგორ უყვართ ღმერთი,
მომიყევით ქართველებზე რამე
გამახარეთ თუნდაც ერთი ღამე...

უცხოეთის ცის ქვეშ ვნახე სევდა
სულ სხვა არის მთაწმინდაზე ღამე,
გამიმრთელეთ დასერილი გული
ქართველებზე მომიყევით რამე!!!!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts1493
კარმა179
OFFLINEPROFILE
მაგარია,ყოჩაღ ზვიგენ.
კარმა ჩემგან:)
კოცნაც მინდოდა მარა შენი ავატარის მეშინია:P

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
გმადლობთ.

შენ ოღონდ მაკოცე და ახლავე შევიცვლი ავატარს:)

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 250 posts ] 
ფორუმელთა შემოქმედება.
დესპანი