ესეც კიდევ ერთი ლექსი ჩემი შემოქმედებიდან:



მე მალე მოვალ!
მე მალე მოვალ,ძალიან მალე...
მოვალ,რომ კოცნით გახარო მოსვლა,
რომ ზღვის ნაპირებს მოვსტაცოთ ტალღა,
ერთად შევხედოთ კვლავ მზის ამოსვლას!
ერთად მოვხატოთ განთიადის მზე
და მოვაღწიოთ სიყვარულის ტბას,
მოვალ,რომ თრთოლვით შეგახო ხელი
და ავამღერო შენი ტკბილი ხმაც!..
მე მოვალ შენი ნატვრით დაღლილი,
რომ შენს მკლავებში ვიპოვო შვება,
ქვეყნად სიკვდილიც რომ დამემუქროს
შენს გარდა მიანც არვის ვსთხოვ შველას...
და როცა მოვალ უკვე დაღლილი
ერთად ჩავივლით წვიმიან ქუჩებს,
მოვალ,რომ ისევ თვალი შევავლო
შენს ნუშის თვალებს,ალუბლის ტუჩებს.
გჯეროდეს მოვალ,იწამე ნათლად!_
ისევ და ისევ ერთად ვიქნებით,
დავიღვენთები ხატის წინ სანთლად
შენზე ლოცვით და შენზე ფიქრებით!
მე მალე მოვალ!.. ძალიან მალე,
მოვალ,რომ კოცნით გახარო მოსვლა,
რომ კვლავ ავენთო გრძნობის კელაპტრად
და ისევ შენთვის მოვუხმო ლოცვას!
ხატია ფაცია