↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ინტერვიუ საკუთარ თავთან


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 108 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
:)
ჩემო ტკბილო და კარგო მეზობლებო, ამ თემაში საკუთარ თავს დავუსვათ შეკითხვები და თავადვე ვუპასუხოთ;-)
ჩემი აზრით, საინტერესო უნდა გამოვიდს ინტერვიუ საკუთარ თავთან:):):)( ვცადოთ მაინც რა დაშავდება);-)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
-როგორ ხარ???
-რა ვიცი აბა...
-აბა ვის ვკითხო, დალოცვილო???
-ვერც ვერავინ გიპასუხებს!
-რას დაფორიაქობ გამაგებინე, მოცლილი ხარ???
-აუ,არა ქვეყნის საქმე მაქვს.
-მერე რატომ არ მიხედავ???
-რა ვიცი აბა?!
-ყველაზე მეტად რა გიყვარს???
-სიყვარული
-რა გძულს???
-სიძულვილი
-აუფ...ყოჩაღ!!!!მე გიყვარვარ???
-მგონი კი
-ის???
- რა ვიცი აბა?!
-ეხლა ნუ გადამრევ, რამე არის ისეთი რაც ზუსტად იცი???
-რა ვიცი აბა?!
- გიჟი ხარ!!!
-უფ, დიდი ამბავი....ვიყო მერე გიჟი, რა შავდება რო?!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined11 Nov 2007
Posts391
კარმა74
OFFLINEPROFILE
ქეთა ინტერვიუ უნდა დავწეროტ საკუთარ თავთან თუ მარტო კითხვა და მერე პასუხი? თუ როგორც გვინდა?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
*lulu* wrote:
ციტატა:
ქეთა ინტერვიუ უნდა დავწეროტ საკუთარ თავთან თუ მარტო კითხვა და მერე პასუხი? თუ როგორც გვინდა?

:) =ko= მე კითხვა -პასუხის ანუ ინტერვიუს სახით მაქვს ჩაფიქრებული...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Jul 2007
Posts632
კარმა51
OFFLINEPROFILE
-დღეს გაგიხარდა?
-რა?
-რომ ნახე?
-უფ მერე რა ხშირად ვხედავ ხოლმე.
-არა დგეს მანქანიდან რომ შემოგხედა რა იგრძენი?
-გული გამიჩერდა... მინდოდა მენახა , მაგრამ თან თვალი ამერიდებია...
-შენ როგორ მოიქეცი?
-გამიჩერა, ჩავჯექი აბა ხომ არ ვაფიქრებინებდი, რომ განვიცდი...
-რატო ჩაჯექი?
-ჩვენი საერთო მეგობარი ახლდა და იმას მოვერიდე...
-თუ შენც გინდოდა?
-ხო ცოტა მინდოდა კიდეც ... მინდოდა დამენახა როგორ შემომხედავდა, რას მეტყოდა...
-და რა გაგიცრუვდა იმედები კიდევ ერთხელ ხომ?
-იცი რა? მივხვდი რომ სწორად ვიქცევი ...
-რატო გგონია?
-მაგისთანა ადამიანები არ არიან ღირსი რომ უყვარდეთ!
-ხმამაღალი ნათქვამია, ცოტა დაფიქრდი.
-მგონი ნანობს ხო იცი შენ?
-რამე შეატყვე?
-თვალებში ვერ მიყურებდა, ისე საუბრობდა, გამომკითხა ყველაფერი და ბოლოს წარმატებებიც კი მისურვა.
-და შენ?
-კიდევ კარგი დიდი გზა არ გვქონდა გამოსავლელი და ადრე მოვედით თორემ....
-ტორემ რა?
-რა და ვეღარ გავძლებდი მის გვერდით ჯდომას!
-ეხლა როგორ გრძნობ თავს?
-ეხლა?... არ ვიცი...
-მძულს, მიყვარს, მტკივა.... და ამაყი ვარ რომ შემიძლია თავი არ გავყიდო!
-და ფიქრობ რომ ეს კარგია?
-იქნებ ვცდები...იქნებ არა.. არ ვიცი, არაფერი არ ვიცი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts522
კარმა51
OFFLINEPROFILE
-რა გჭირს ეს დღეები?
-მეც არ ვიცი
-გრძნობ რომ უკვე საეჭვოდ მხიარული ხარ?
-მერე ცუდია?
-კი ცუდია
-რატომ?
-იმიტომ რომ ხელოვნურია და შენც გრძნობ რომ ხელოვნურია
-ვგრძნობ კი?
-გრძნობ....
-როდის ამოყოფ ქვიშიდან თავს და გაუსწორებ თვალს სინამდვილეს, გაიზარდე რააააა
-.........

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined30 May 2007
Posts161
კარმა52
OFFLINEPROFILE
-მიპასუხე საბოლოოდ, რა გინდა იმ გოგოსგან?
-?????
-მოგწონს?
-ძალიან!!!!!!!
-ხომ არ შეგიყვარდა?
-საიდან მოიტანე?!
-აბა სულ მასზე რატომ ფიქრობ?
-ჩემდაუნებურად...
-შენს ადგილზე გამოვუტყდებოდი!
-დარწმუნებული რომ არა ვარ გრძნობებში?
-რა დაშავდება გააგრძელო ურთიერთობა და ეგება გაეცეს ყველა კითხვას პასუხი
-ვთქვათ და ვუთხარი,გავიდა დრო და გაქრა გრძნობები, ასე აჯობებს?
-პირიქით რომ მოხდეს შეგიყვარდეთ ერთმანეთი, არ ღირს ეს რისკად???
-დაუშვათ ჩემთვის კი ღირს, მაგრამ ხომ არ მოვატყუებ?
-რატომ უნდა მოატყუო?
-იცი რაა, თუ გაცივდა რგძნობები შემდეგში და მოაკლდება ყურადღება ჩემგან როგორ ვაპატიო ჩემს თავს?????
-ხოოო მაგას ვერ აპატიებ
-არც ახლა მაქვს დრო რომ სათანადო ყურადღება მივაქციო
-რა გიყო ძმაო, აბა ელოდე როდის დარწმუნდები შენს გრძნობებში
-ხო მასე ჯობს, იყოს ყველაფერი ძველებურად
-მარა სხვა რომ შეუყვარდეს????
-შეუყვარდეს და მეც თუ შემიყვარდა ვიბრძოლებ
-ბიჭო აზარტში ნუ აურევ ახლა ყველაფერს...
-კაი თუ ძმა ხარ დამანებე თავი
-:))))
-რა გაცინებს?
-არაფერი, დაივიწყე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Jul 2007
Posts632
კარმა51
OFFLINEPROFILE
sosoias rusi wrote:
ციტატა:
-მიპასუხე საბოლოოდ, რა გინდა იმ გოგოსგან?
-?????
-მოგწონს?
-ძალიან!!!!!!!
-ხომ არ შეგიყვარდა?
-საიდან მოიტანე?!
-აბა სულ მასზე რატომ ფიქრობ?
-ჩემდაუნებურად...
-შენს ადგილზე გამოვუტყდებოდი!
-დარწმუნებული რომ არა ვარ გრძნობებში?
-რა დაშავდება გააგრძელო ურთიერთობა და ეგება გაეცეს ყველა კითხვას პასუხი
-ვთქვათ და ვუთხარი,გავიდა დრო და გაქრა გრძნობები, ასე აჯობებს?
-პირიქით რომ მოხდეს შეგიყვარდეთ ერთმანეთი, არ ღირს ეს რისკად???
-დაუშვათ ჩემთვის კი ღირს, მაგრამ ხომ არ მოვატყუებ?
-რატომ უნდა მოატყუო?
-იცი რაა, თუ გაცივდა რგძნობები შემდეგში და მოაკლდება ყურადღება ჩემგან როგორ ვაპატიო ჩემს თავს?????
-ხოოო მაგას ვერ აპატიებ
-არც ახლა მაქვს დრო რომ სათანადო ყურადღება მივაქციო
-რა გიყო ძმაო, აბა ელოდე როდის დარწმუნდები შენს გრძნობებში
-ხო მასე ჯობს, იყოს ყველაფერი ძველებურად
-მარა სხვა რომ შეუყვარდეს????
-შეუყვარდეს და მეც თუ შემიყვარდა ვიბრძოლებ
-ბიჭო აზარტში ნუ აურევ ახლა ყველაფერს...
-კაი თუ ძმა ხარ დამანებე თავი
-:))))
-რა გაცინებს?
-არაფერი, დაივიწყე.

სოსოიას რუსო ჩემგან ჭკუის დარიგება არ გეკადრება მაგრამ თუ გიყვარს არ დააგვიანო. გოგოები ამას ძალიან მწარედ განვიცდით.იქნებს მობეზრდეს შენი ლოდინი და სხვასთან წავიდე. ასე რომ თავსაც გამოუტყდი და იმ გოგოსაც!!!!არ ინანებ :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
გოგო:-შენი აზრით ლამაზი ვარ?
ბიჭი:-არა!
გოგო:-როდესმე გამიელვია შენს აზრებში?
ბიჭი:-არა!
გოგო:-მოგწონვარ?
ბიჭი:-არა!
გოგო:-გინდივარ?
ბიჭი:-არა!
გოგო:-ჩემს გამო იტირებ?
ბიჭი:-არა!
გოგო:-ჩემი გულისთვის რაღაცას გააკეთებ?
ბიჭი:-არა!
გოგო:-ცხოვრება გირჩევნია თუ მე?
ბიჭი:-ცხოვრება!
გოგო ტირილით გაიქცა...გული საშინლად ჰქონდა ნატკენი. ბიჭი დაედევნა, ხელით დაიჭირა და უთხრა: -ლამაზი იმიტომ არ ხარ, რომ მშვენიერი ხარ!-იმიტომ არ გაგიელვებია ჩემს აზრებში,რომ სულ ჩემს ოცნებებში ხარ!-იმიტომ არ მომწონხარ, რომ მიყვარხარ!-იმიტომ არ მინდიხარ,რომ მჭირდები!-იმიტომ არ ვიტირებ, რომ არ მიმატოვო!-შენი გულისთვის რაღაცას იმიტომ არ გავაკეთებ,რომ ყველაფერს გავაკეთებ!-სიცოცხლეს იმიტომ არვირჩევ,რომ შენ ხარ ჩემი სიცოცხლე!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1235
კარმა67
OFFLINEPROFILE
კარამელკა. სჰენ გაიხარე . 1 კარმა ცემგან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
-შენ კიდევ აქ ხარ???
-აბა სად წავიდე ამაზე უკეთეს ადგილას...
-რას აკეთებ??
-ვფიქრობ!
-ჰმ, ფიქრობს...მაინც რისი იმედი გაქვს??
-მის რომ შეუძლებელს შევძლებ!
-ხო, მახსოვს:"იმედი შეუძლებელსაც ეპოტინება,
ფიქრი კი იჭვნეულია მაინც."
-მე არაფერს ვეპოტინები, მე ვეძებ!
-ხო"ყველა რაღაცას დაეძებს და
უნებურად ჰკარგავს,
იმას რაც საკუთრად მისია ,
რითაც არავის არ ჰგავს!"
-რა ლექსებით მელაპარაკები...მაგარი ხარ???
- არა, მე უზომოდ მიყვარს პოეზია!
- გოგო, რა გჭირს შენ დღეს..
-რა ვიცი გრიპის ვირუსი მეტაკა..გვერდით ჩავუარე,იმან მარტო ვარ და წამიყვანეო-მოდი ერთად ვიმარტოვოთო.მერე მარტოობაც ერტად მივატოვოთო და დამეტოვებიან იქ??სიცივეში და ყინვაში??
- უ, არა შენ მაგას როგორ იზავდი მის კეთილშობილებავ...გყავდეს ეხლ ა ა ჩახუტებულის!!!
-ხოდა მეყოლება!!!
-ვაი შენს პატრონს..მგონი ურევ , წადი რაა დაიძინე...
-შენღა მაკლდიუფროსად..თავი დამანებე რაა....
-მე თუ თავი დაგანებე მაშინ გაგიჭირდება შენ:(
-უფფ! გავძლებ როგორმე :(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
უტყვი მესაიდუმლე

რა ხანია გაყინულ, ხმელ,ჩემსავით მონჯღრეულ და ჟაგანმოკიდებულ საწოლს მივეჯაჭვე.სამყაროსთან მხოლოდ ცხოვრების მტვერისგან დაბინდული ფანჯარა მაკავშირებს.არც მსმენელი მყავს და არც მოპასუხე გარდა ერთი ჭადრის ხისა. ალბათ არც მას ჰყავს გულშემატკივარი. ვსარგებლობ მისი მარტოობით და მდუმარებით, ვიცი არავის გაუმხელს ჩემს საიდულოს და ამიტომაც ვუშლი გულს. მაგრამ გუმანით ვხვდები ,მასაც აქვს შეკითხვები.ამიტომაც თავად ვავსებ მის მდუმარებას ,ან იქნებ იმიტომ ვპასუხობ ჩემს თავს ჭადრის მაგივრად, რომ მინდა ვიღაც შემომედავოს, არ დამეთანხმოს. ასეთ დროს აზროვნების საღერღელი მეშლება და ვგრძნობ რომ ჯერ კიდევ ცოცხალივარ.
-სდუმხარ? გეგონა სულ გაზაფხული გექნებოდა და კვირტებათქვირებული იდგებოდი? -მეც შენნაირი ცოცხალი ვარ . რატომ გიკვირს? განა შენ კი არ გეგონა, რომ სულ ახალგაზრდა იქნებოდი?
-მაპატიე, მართალი ხარ. მეგონა, სულ ვერცხლის წყალივით მოუსვენარი და ჩანჩქერივით დაუდეგარი განვვლიდი ჩემს წუთისოფელს.
-მაგრამ, შენ ჩემზე ბედნიერი ხარ? შენს დაბერებულ, დაკოჟრილ, ფორმა დაკარგულ, დამჭკნარ სხეულს ვერავინ ხედავს. მე კი ,შემომეცალა ყველაფერი და სირცხვილისგან და დამცირებისგან სიბრაზე სულ ძარღვებში მაქვს ჩამდგარი. აღარავის ვუნდივარ, გამვლელ-გამომვლელი ზედ აღარ მიყურებს, აღარავინ ეძებს ჩემს ტოტებს ქვეშ ჩრდილს,ჩიტი რომ ჩიტია, ისიც კი აღარ ჩამოჯდება ხოლმე ჩემს მხრებზე დასასვენებლად.
-კარგი, გულს ნუ გაიტეხ, შენ ჩემთან შესაშური არაფერი გაქვს.ჩემი გაზაფხული აღარასოდეს მოვა. მერე რა, რომ ჩემს დაუძლურებულ სხეულს ვერავინ ხედავს.შენ კი სამაგიეროდ, კვლავ ლამაზი ფარჩით შეიმოსები და მაშინ ,ალბათ ,უფრო ვიგრძნობ რა უბედური ვარ.
-რატომ, შეგშურდება ჩემი მშვენიერი სამოსი? სიოს სირბილი ჩემს იდუმალებით მოცულ ფოთოლთა,შთაგონების მომგვრელ შრიალში?
-არა, არ შემშურდება, ყველას თავისი ცხოვრების გზა და ბედის წიგნი აქვს. უბრალოდ, კიდევ უფრო დამწყდება გული, რომ მიწა ვიყავ და მალე ისევ მიწად ვიქცევი. ნეტავ, მომაყრის ვინმე მიწას?
-კი. მჯერა, ჯერ კიდევ მრავლად არიან კეთილი ადამიანები.
-თუ მრავლად არიან , სად არიან, რომ არ ჩანან, რატომ არ აქვთ მოთმინება და მოწყალება დავრდომილების? ხელში ძალა გამომეცალა და მუხლიც აღარ მერჩის.ეს ოხერი გული არ დამიბერდა, რომ ტკივილი მაინც აღარ მეგრძნო.
-იცი, მე წყალი ვინც დასმისხა,ჩრდილით გავუმასპინძლდი.ჩრდილით სხვასაც გავუმასპინძლდი, მაგრამ მან ტოტები შემომახლიჩა. ასეა ცხოვრება-ზოგს ჭიქა წყალს მიაწოდებ და სამაგიეროდ ქვევრებს ღვინით აგივსებს , ზოგს კი ავდარში კერას მიუჩენ და გაგქურდავს.დამიჯერე, გამოჩნდება ვინმე ვინც მიწას მოგაყრის და თაიგულსაც მოგიტანს.ვიღაცას მაინც ეხსომება შემი ამაგი.
-ამაგი? არავისთვის მიკეთებია რამე, რომ დამახსორებოდათ. უბრალოდ, ისე ვიცხოვრე, როგორც არ შემეძლო რომ არ მეცხოვრა.
უცბათ ძლიერმა ქარმა მოუბერა, ფანჯრის მინებმა ზანზარი დაიწყო, ჭადრის ხის მძლავრი ტოტები ღონივრად ირხეოდნენ აქე-იქით, თითქის ძარღვებში ჩამდგარ სიბრაზეს იბერტყავდნენ.ქარის ზუზუნზე თვალი გაახილა, მიხვდა ჩასძინებოდა, გაუჭირდა უცბად აზრზე მოსვლა, საათს შეხედა, რამდენადაც შეეძლო სწრაფად წამოდგა და საკუთარი თავის მიმართ საყვედურით ჩაილაპარაკა: - -სულ გამოჩერჩეტდი? რა დროს ძილი და სულელური სიზმრებია. დაგრჩა ბავშვი სკოლიდან გამოსაყვანი.
შემდეგ, თითქოს ხმას მიაწვდენდა, დაამატა:
-მოვდივარ!ბებო,მოვდივარ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined24 Jul 2007
Posts548
კარმა50
OFFLINEPROFILE
-რა იყო?
-არაფერი,რატო მეკითხები?
-არა,რაგაც მოწყენილი ჩანხარ და შენს თვას არ გევხარ.
-ხოო?
-შეილება მომეჩვენა ,მაგრამ შენ ის თიკო არახარ,მე რომ გიცნობ.
-არა,ის თიკო ვარ,უბრალოდ დრეს რეიალობას თვალებში ჩავხედე და შემეშინდა
-და რისი?
-იმის რო კიდე ერთი წელი აქ უნდა ვიყო,
-და რას ხედავ საშიშს ამაში?
-ისეთს არაფერს,უბრალოდ ვფიქრობ რომ ეს ერთი წელი დაკარგული იქნება ჩემთვის.
-ხოო?
-ხო ასე ვფიქრობ,იქნებ ვცდები?
-ხო რა ვიცი,მეც შენს დღეში ვარ და ვერ გიპასუხებ ზუსტად,
-ხოო?
-ხო თიკო.
-მაშინ მოდი ორივემ ერთმანეთი გავამაგროთ და სომარტოვეს ვეღარ ვიგრძნობთ.
-გამახარე ძალიან,
-ხოო?
ხო მეთქი,რა ხო აგიტყდა,მომეცი სიტყვა რო ერთად ვიქნებით და გავაძლებინებთ ერთმანეთს
-თანახმა ვარ.
-და კიდევ მოწყენილი სახით მეუბნები?
-ჰო...კაი...მორჩა...მე არასოდეს არ ვიქნები მოწყენილი,იმიტო რო ამის საბაბს ჩემს თავს არ მივცემ და არც შენ მომცემ.
-ასე არ ჯობია?
-ჯობია ჯობია:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
თიკო არ ჩაგათხლიშო რა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined24 Jul 2007
Posts548
კარმა50
OFFLINEPROFILE
რავა ყველა მე მაათხლიშავს:((

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 108 posts ] 
ინტერვიუ საკუთარ თავთან
დესპანი