-რატომ ხარ ასე,გეწყინა??
-კი,უზომოდ..
-იყო კი საწყენი?
-არ ვიცი, მისგან უფრო მეწყინა სხვისგან შეიძლება არც არაფერად ჩამეგდო...იცი, რატომღაც სულ მეჩვენებოდა რომ ჩემი ესმოდა...
- შენ რა არ გჯერა რომ ეგონა ასე აჯობებდა?
- არ ვიცი,მე ის ვიცი, რომ ერთმა არასწორმა ქმდებამ, არასწორმა სიტყვამ შეიძლება ურთიერთობა გააციოს...
-რომ ეთქვა ჯობდა???
- უნდა ეთქვა...შეცდომის პატიება შეიძლება, ტყულის არა...
-კარგი , გადაგივლის...
-ვიცი, მაგრამ მალე რომ არა ხომ იცი,თან უკვე გაიბზარა...
ურთიერთობა კი ისეთი რამეა , ერთხელ გაბზარული რაც არ უნდა აკოწიწო, მერე ის ბზარი ხინჯად გესობა ყოველთვის...ტყუილი ეჭვს ბადებს..ეჭვზე აგებული ურთიერთობების რომ არაფერი მწამს მე, კი იცი შენ...
-ეხლა რას იზავ??
-პოეზიაში გავისეირნებ..ლექსი სულს ამაღლებს, ცხოვრებას ალამაზებს, ადამიანს ყოველდღიურ ყოფას ავიწყებს..
-ვერ გაიგე რას გიკიჟინებენ??გამოფხიზლდი,ცხოვრებას თავისი კანონები აქვს, პრაქტიკულობა არის მთავარი, პოეზიისთვის ვის ცალიაო?!
- კარგი რააა...პრაქტიკულობა არ ნიშნავს იმას, რომ სულს არ მისცე აზეიმების ნება...პოეზია უნდა ეძებო ყველაფერში, ადამიანებთან ურთიერთობაში, საქმაინობაში, ოცნებაში, იმედში, სიყვარულში...
ასე უფრო ადვილია ცხოვრება..ნუ, რა თქმა უნდა ძალიან არ უნდა ასცდე მიწას...ოდნავი აფრენები კი აუცილებელია...იმიტომ უთქვამთ:
"სული ლექსია
ქართველის მუდამ,
ლექსი კი ჩვენი
სისხლი, გენია,
რა უფერული
ხდება ცხოვრება,
სულს პოეზია
თუ დაელია..."

-სწორედ მსჯელობ ეხლა შენ ვითომ???
--??????