|
ვიცი, არ არის პოეზია, მაგრამ სათქმელი ნაღვერდალივით გულს ღადრავს და ხორხში ხრიალებს! ...ამოიფშვინა, ჩუმად ჩაქრა ბოლო სანთელი.. აღსარება და ზიარება დავაგვიანე! ბრიალებს ანძა მთაწმინდაზე და ჩინჩხლებს ისვრის, შემარყევს ფიქრი.. დელგმამ წარღვნით გადაგვიარა! არ აგვცდებოდა ამათ ხელში მოტეხა კისრის, ვიცოდი ვგრზნობდი, ვერ ვფარავდი გახსნილ იარას! რით შეიცვალა,მიპასუხე ღია სამყარო?! წვერგაბურძგნულო საჭურისო, სულით საპყარო!.. ჩემს ფესვს და წარსულს, ზნეს და რწმენას,გინდა გამყარო, რომ ჩამოთესლო უცხო ჯიში და ახარხარო! როგორ გარბოდით წითელ ხიდზე ჯორკიდებულით? უკანალის და ოქრო-ვერცხლის გადასარჩენად??? -მაგარიაო! კვლავ შესძახებს ვინმე დებილი, თავქუდმოგლეჯილ, თქვენს ფერწასულ მამა მარჩენალს... ნუღარ ბუქნაობთ, ნუღარ ტკეპნით ყრმათა საფლავებს, ჩუმად უსმინეთ სამებიდან მწუხრის გალობას! დავარდით მუხლზე, პატიება სთხოვეთ ახლავე ერსა და მამულს, აწმყოსა და შთამომავლობას! ვერ შეიფერე, რაც მოგართვეს შორიდან სინით, თრთი და იგონებ "კუდიანებს","ჭინკებს"და "ქაჯებს"! თუ მართლა ეძებ, მანდ არა გყავს ეგ ხორცის ზვინი? ეგ სოვდაგარი, -აიღე და სახალხოდ საჯენ! მაგრამ ,ვერ იზამთ, შეკრული გაქვთ რადგანაც პირი! გაანადგურებთ,თუ დაგცალდათ, რაც დაგრჩენია! -დღეს გალახული საქართველო ბავშვივით ტირის... და ეს ცრემლები თქვენი ბოლო განაჩენია! -შენ გეუბნები, მწვალებლების ძმავ და შეგირდო;- თუ არ გსურს ,ხალხი ქვების სროლით გამოგეკიდოს, რომ ცოდვის ლოდი სიკვდილამდე გულზე გეკიდოს, -მოინანიე! იქნებ ერმა მართლა შეგინდოს! თორემ სხვაგვარად ყოველივე ყალბი ფიცია! -ვაი რომ ,უკვე, ყველაფერმა ერთად გიწია! ..და სანამ კიდევ მოიხოცავ მაგ ცხვირს ,ბიძია, -სამშობლო ჩემი , ნახევარი მინდვრის სიგრძეა!
რ. ამაშუკელი
|