↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ეს საინტერესოა...


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 123 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
ამ თემაში დავდოთ მსოფლიოს საინტერესო ამბები,მოვლენები,ჭორი თუ სიმართლე,ადრე მახსოვს კედლის კალენდრის ფურცლებზე ეწერა..ეს საინტერესოა,ხშირად ვკითხულობდი ეხლა აღარ ვიცი არსებობს ასეთი რამე კიდე?...თუ კი მოიმარჯვეთ კალენდარი გადმოატრიალეთ და დაიწყეთ კითხვა...მაგრამ რასაც წაიკითხავთ აქ დაწერეთ=lol=

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
საქართველოში 48 436 მარინე ცხოვრობს

30 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია დიდმოწამე მარინეს ხსენების დღეს აღნიშნავს. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო - ანალიტიკური კვლევა სწორედ ამ დღეს უკავშირდება.

მონაცემები პირადობის მოწმობის საფუძველზეა დათვლილი.

კვლევამ აჩვენა, რომ სახელი მარინე საქართველოში 1959-1961 წლებში ყველაზე პოპულიარული სახელი ყოფილა. 1959 წელს დაბადებულ ქალებში 2 434 მარინეა, 1961 წელს - 2 473.

დიდმოწამე მარინე მე-V საუკუნეშჲ ანტიოქიაში ცხოვრობდა, წარმარტი ქურუმის შვილი ძიძამ ქრისტიანული რწმენით აღზარდა. ქრისტიანული წესის უარსაყოფად იმპერატორ დიოკლეტიანეს მომხრეებმა ქალწული მრავალჯერ აწამეს და ბოლოს თავი მოჰკვეთეს. დიდმოწამის წმინდა ნაწილი საქართველოში, ზუგდიდის მუზეუმშია დაცული.

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
დელფინი – აფალინა შესაძლოა 2014 წლის ოლიმპიადის თილისმა გახდეს

შავი ზღვის დელფინი-აფალინა, სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების სიმბოლოსათვის ბრძოლაში ლიდერობს.ქალაქის ადმინისტარცია, საყოველთაო გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით აცხადებს რომ დელფინი, ზამთრის ოლიმპიური თამაშების თილისმის სტატუსის მოპოვებნისათვის “ბრძოლაში” ყველაზე რეალური კანდიდატია.

დელფინის კანდიდატურას მხარს უჭერს, ტურინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული სვეტლანა ჟუროვა, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეც დელფინის მხარეზეა. თილისმას ასევე მხარს უჭერს სანკტ პეტერბურგის მერი ვალენტინა მატვიენკო.

“ რუს გულშემატკივარს არ აწუხებს ის ამბავი რომ დელფინები, საკმაოდ შორს არიან ზამთრის ოლიმპიური თამაშების დისციპლინებისაგან, მთავარია რომ ეს ძუძუმწოვრები მჭიდროდ არიან დაკავშირებული შავი ზღვის სანაპიროსთან. მაგრამ თილისმად, შავი ზღვის ტალღებზე თხილამურებით მოსრიალე დელფინი არ უნდა იყოს გამოსახული, როგორც ეს ზოგოერთ ავტორს უნდა. გაცილებით ორგანული იქნებოდა თუ დელფინი დაკავშირებული იქნება სხვა სპორტულ სიბოლოებთან, მაგალითად, ოლიმპიურ რგოლებთან.” – დააზუსტა მერიის თანამშრომელმა.

იდეა, დელფინის ოლიმპიური თამაშების სიმბოლოდ შექმნის შესახებ, სამარელ სერგეი მაგილევსკის ეკუთვნის.

თეთრი ოლიმპიდის სიმბოლოდ შეიძლება იქცეს, შიშკინის ნახატის მოტივებზე შექმნილი სამი დათვი და ყაზახური ლეოპარდი, რომლის პოპულიაციასაც 2014 წლისათვის გეგმავენ. იაკუტიელებმა, საორგანიზაციო კომიტეტს ოლიმპიადის სიმბოლოდ შესთავაზეს პატარა მამონტი, რომელიც ქვეყნის სპორტული სიძლიერის განსახიერება იქნება. – განაცხადა კრასნოდარის მხარის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა სერგეი გლოტოვმა.

რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელის, ლეონიდ ტიაგაჩევის განცხადებით, 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების სიმბოლო ბავშევბს, მხატვრებსა და სპორტსმენების შორის გამართული კონკურსის შედეგად დაზუსტდება.

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
ათი მცდარი მოსაზრება ალკოჰოლის შესახებ

მითი პირველი. ალკოჰოლი ადამიანს ათბობს.
გავრცელებული თვალსაზრისით, სიცივის დროს ალკოჰოლის მიღება მისწრებაა. მართლაც, 50 გრამი არაყის ან კონიაკის მიღებების დროს ძარღვები ფართოვდება შინაგანი ორგანოები საკმარისს სისხლს იღებენ. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ზომაზე მეტს დალევს, იწყება უკუპროცესი. ალკოჰოლის მოჭარბებასთან ერთად იზრდება სისხლის მიმოქცევის სიჩქარეც. კანი წითლდება და ამ დროს ჩნდება სითბოს სასიამოვნო შეგრძნება. არადა ეს მცდარი და ძალიან საშიში შეგრძნებაა. სინამდვილეში ადამიანი კი არ თბება, არამედ სხეულის სითბოს გარესამყაროს გადასცემს და ენერგიას კარგავს. ორგანიზმი სწრაფად იწყებს გაციებას. ალკოჰოლისგან შეხურებულ ადამიანს კი ჰგონია, რომ ყველაფერი კარგადაა. ამიტომაც არის, რომ მთვრალი ადამიანები ცივ ამინდში ხშირად იღუპებიან.

მითი მეორე. ალკოჰოლი მადას აძლიერებს.
თქმა არ უნდა, სპირტიანი, მაღალგრადუსიანი სასმელი მადას ნამდვილად აღვიძებს. ამისთვის 20-25 გრამი არაყის მიღებაც საკმარისია. იგი მოქმედებას მადის ცენტრზე ახდენს და ააქტიურებს. თუმცა ეს პროცესი სასმელის მიღებიდან თხუთმეტ წუთში იწყება. ამიტომაც უშუალოდ ჭამის წინ ალკოჰოლის მიღებას არანაირი აზრი არა აქვს. პირიქით, ეს მავნეც კი არის. სასმელი მშიერ კუჭზე აგრესიულად მოქმედებს. მატულობს მარილმჟავა და ამის შედეგად შეიძლება გასტრიტიც კი განვითარდეს.

მითი მესამე. ალკოჰოლი სტრესის მოხსნაში გვეხმარება.
ძალიან ხშირად, დაღლილი ადამიანები ხასიათის გამოსწორებას ალკოჰოლის მიღებით ცდილობენ. თუმცა ხშირ შემთხვევაში ამას არასწორედ აკეთებენ. ერთი პატარა ჭიქა ღვინო მართლაც ხსნის დაძაბულობას და ხელს უწყობს ადამიანის განტვირთვას. უფრო დიდი დოზების მიღების შემთხვევაში, მოვლენები შესაძლოა ორგვარად განვითარდეს. ერთ შემთხვევაში, ზედმეტი ალკოჰოლის მიღებისას მატულობს დაღლილობა, ხასიათი მძიმდება, ჩნდება თავისებური დეპრესია, რომელიც შინაგანის გამოფიტულობის შეგრძნებას აღრმავებს. მეორე შემთხვევაში ადამიანს ეუფლება ალკოჰოლური ეიფორია, რომელიც გარდაუვალი დეპრესიით მთავრდება. დამეთანხმებით, რომ სტრესისგან განთავისუფლებაზე საუბარი ზედმეტია! თუ სტრესისგან თავის დასაღწევად მაინც ალკოჰოლის დახმარება გჭირდებათ, მიიღეთ ერთი ჭიქა წითელი ღვინო.

მითი მეოთხე. ალკოჰოლი ადამიანის ქმედუნარიანობას ზრდის.
ბევრი დარწმუნებულია, რომ მსუბუქი სიმთვრალის დროს, მათი შრომის ნაყოფიერება იზრდება. როგორც ავსტრალიელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, მსუბუქი სიმთვრალის დროს ადამიანი გაცილებით უფრო სწრაფად აზროვნებს და მოქმედებს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა სისწრაფე კი მატულობს, მაგრამ მატულობს ასევე მუშაობის დროს დაშვებული შეცდომებიც! ამ დროს ქვეითდება ყურადღება, უარესდება ანალიზის უნარი. ასე, რომ სიმთვრალის დროს სამუშაო სწრაფად და ხალისიანად შესრულდება, მაგრამ გამოფხიზლებისას გაკეთებულ საქმეში უამრავ შეცდომას აღმოაჩენთ!

მეხუთე მითი. ალკოჰოლი წნევას დაბლა წევს.
ზოგიერთი ჰიპერტონიკი ფიქრობს, რომ ალკოჰოლი ძარღვებს აფართოებს და ამიტომაც წნევა დაბლა იწევს. ამ თვალსაზრისში არის მცირე ჭეშმარიტება. სასმელის მცირე დოზა სისხლძარღვებზე დაწოლას ამცირებს. თუმცა სპირტიანი სასმელის მიღების დროს გულისცემა იზრდება, რაც აჩქარებს სისხლის მიმოქცევას და ზრდის წნევას. რაც უფრო ბევრია მიღებული სასმელის რაოდენობა, მით უფრო მეტი იქნება არტერიული წნევაც. ამიტომაც ალკოჰოლი კატეგორიულად არის აკრძალული ჰიპერტონიით დაავადებულებისთვის.
ამის გარდა, ბევრი ალკოჰოლური სასმელი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც წნევას ზრდის.

მეექვსე მითი. ხარისხიანად დამზადებული ალკოჰოლური სასმელი უვნებელია.
ნებისმიერი ალკოჰოლი ორგანიზმზე ტოქსიკურად მოქმედებს. რასაკვირველია უხარისხო სასმელი ორგანიზმზე უფრო დამანგრეველად მოქმედებს, ვიდრე ხარისხიანი. იაფასსიანი სასმელები არ გადიან სათანადო ფილტრაციას და მათში შემავალი ნივთიერებები აძლიერებენ მავნე, ტოქსიკურ ზემოქმედებებს. ცნობილი ფირმების მიერ დამზადებული სასმელების მიღების დროს რისკი კლებულობს, თუმცა მათი დიდი რაოდენობით მიღება ორგანიზმისთვის მაინც ძალიან უარყოფითად აისახება.

მეშვიდე მითი. ალკოჰოლი გაციების საუკეთესო წამალია.
გაციების დროს ადამიანები (განსაკუთრებით ქართველი მამაკაცები) არაყს სვამენ ხოლმე. ითვლება, რომ არაყი სიცხესაც შველის, სურდოსაც არჩენს და ყელის ტკივილსაც ამსუბუქებს. თანამედროვე მედიცინა ასეთ “სახალხო მკურნალობას” კატეგორიულად უარყოფს. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ალკოჰოლი ასუსტებს იმუნურ სისტემას და ორგანიზმი დაავადებას სათანადოდ ვეღარ ებრძვის. გარდა ამისა, სპირტი გაციებულ ყელზე მხოლოდ უარყოფითად მოქმედებს. დამტკიცებულია, რომ სასმელის მიღების შემდეგ ყელის ტკივილი ძლიერდება. თუმცა არის სასმელები, რომლის მცირე დოზით მიღება შესაძლებელია. მაგალითად თბილ წითელ ღვინოში შემავალი ნივთიერებები ორგანიზმის იმუნიტეტს აძლიერებს.

მერვე მითი. ლუდი ალკოჰოლი არ არის.
ბევრი ადამიანი თვლის, რომ რადგან ლუდი მსუბუქი სასმელია, ჯანმრთელობას არ ვნებს. ეს არასწორი მოსაზრებაა. ლუდში ბევრი სპირტი არ არის, მაგრამ იგი მაინც ალკოჰოლურ სასმელად რჩება და როგორც ყველა ალკოჰოლურმა სასმელმა, ლუდმაც იცის მიჩვევა. ამ ბოლო დროს, ექიმები უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ ლუდისადმი ალკოჰოლურ დამოკიდებულებაზე. გარდა ამისა, დიდი ოდენობით ლუდის მიღება ძალიან ცუდად მოქმედებს გულსა და ღვიძლზე. ეს ორგანოები იწყებენ დეგრადაციას და გაცილებით უფრო ცუდად ფუნქციონირებენ. კატეგორიულად არ შეიძლება ყოველდღიურად ლუდის ლიტრობით სმა. ეს თქვენს ჯანმრთელობაზე ძალიან უარყოფითად აისახება.

მეცხრე მითი. ალკოჰოლი კალორიებს არ შეიცავს.
ეს საკითხი განსაკუთრებით დააინტერესებს, გახდომის მიზნით დიეტაზე მყოფ ქალბატონებს. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ალკოჰოლი ძალიან დიდი ენერგეტიკული ღირებულების მატარებელია. რაც უფრო ძლიერია სასმელი, მით უფრო დიდია მისი ენერგეტიკული ღირებულება. ყველაზე აქტიურად არაყი ასუქებს. შედარებით მსუბუქი სასმელია ღვინო. თუმცა, ნებისმიერი სასმელი ძალიან კალორიულია. ამიტომაც გახდომის მსურველებმა ალკოჰოლის მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ.

მეათე მითი. სმის დროს ჭამა სასარგებლოა.
სინამდვილეში ეს საჭმლის რაობაზეა დამოკიდებული. ცივი საკვები სპირტს სუსტად ანეიტრალებს. შესაბამისად მთელ ალკოჰოლს სისხლი შეიწოვს და ადამიანი ძალიან მალე დათვრება. ხოლო ცხელი და ქონიანი საჭმელი პირიქით, ორგანიზმს ხელს უშლის სპირტის ბოლომდე “ათვისებაში”. შესაბამისად, თუ არ გსურთ, რომ მალე დათვრეთ, ქეიფის დროს მიირთვით ცხელ-ცხელი ხაშლამები და ხაჭაპურები!

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
რუსები თავის კულტურას ვერ აფასებენ
მაშინ როცა მთელი მსოფლიოდან სახელგანთქმული მუზეუმების დასათვალიერებლად რუსეთს ტურისტები აწყდებიან, თვითონ რუსები თავიანთ სიმდიდრეს არც კი ამჩნევენ. გამოკითხვებმა აჩვენა, რომ რუსეთის მოსახლეობის ნახევარი საერთოდ არ ყოფილა მუზეუმებსა და გამოფენებზე. დაახლოებით 80 პროცენტი არ ყოფილა `ტრეტიაკოვის გალერეაში~ და `ერმიტაჟში~. რუსეთის 37 პროცენტი კი საერთოდ არც ერთ გალერეაში არ არის ნამყოფი. გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა განაცხადა, რომ მომავლშიც სურათების ნახვის არანაირი სურვილი არ გააჩნიათ. აღმოჩნდა, რომ რუსებს ყველაზე ძალიან ფილმების ყურება ყვარებიათ. რუსი მოსახლეობის 38 პროცენტი კი უპირატესობას თანამედროვე მუსიკას ანიჭებს.

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
რა იწვევს ინფარქტს?
ორი ათასი გულით დაავადებული ადამიანის გამოკვლევისას, რომელიც კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს, გაირკვა, რომ მიოკარდიული ინფარქტის გამომწვევა ადამიანში მხოლოდ ორ გენს შეუძლია. ერთ-ერთი გენი, რომელსაც `ვამფ-8~ უწოდეს, ადამიანის ორგანზმში სისხლს ადედებს და კოშტებს ქმნის. ეს კოშტები კი არტერიის ბლოკირებას ახდენენ და ინფარქტიც სახეზეა. მეორე გენი "ჰორ-1", რომლის მოქმედება ბოლომდე გარკვეული ჯერ არ არის, ცილებზე ზემოქმედებს და ადამიანის რგანიზმში ინფარქტს აჩქარებს. მეცნიერების მიერ გამოკვლეული ყველა პაციენტი ევროპულ რასას მიეკუთვნებოდა. საშუალო ასაკი როცა ინფარქტი დაემართათ 60 წელი იყო. ინფარქტის გენეტიკური მარკერების აღმოჩენით, გაირკვა, რომ სპეციალური ტესტის საშუალებით, შესაძლებელია განსაზღვრო ადამიანი მიდრეკილია თუ არა ინფარქტებისკენ. ამის მერე ექიმები შეისწავლიან ადამიანის მოლეკულურ ცვალებადობას და მოსალოდნელი უბედური შემთხვევის თავიდან ასაცილებლად, წამლებს წინასწარ დაუნიშნავენ.

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
ვინ ვერ ახერხებს გახდომას?
ტოკიოს უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ მაიმუნების ერთ-ერთი ჯიში გიბონები პლანეტაზე ერთადერთი არსებები არიან, რომლებსაც გასუქების გენი არ აქვთ. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ისინი მაიმუნების ოჯახში ყველაზე გამხდრები არიან. ამ გრძელხელება მაიმუნებს, რომლებიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ბინადრობენ, გასუქება საერთოდ არ შეუძლიათ. 60-70 სანტიმეტრის სიმაღლის არსებები მხოლოდ 10 კლოგრამს იწონიან. სპეციალისტების აზრით, გიბონები გენეტიკური გასუქებისგან 28 მილიონი წლის წინ ევოლუციის შედეგად გათავისუფლდნენ. მაშინ როცა თავისივე მსგავს ოჯახს გამოეყვნენ და ცალკე დაიწყეს ცხოვრება. ეს ბუნებრივად მოხდა. ზედმეტი წონა მათი ცხოვრების სტილთან სრულიად შეუსაბამოა. რადგან ისინი ხომ ლეოპარდებისა და ვეფხვებისგან თავს იცავენ და ქარის სისწრაფით 15 მეტრზეც ახერხებენ გადახტომას. ამასთანავე, არსებობს ადამიანების ორი კატეგორია: პირველი, რომელიც ხდება, მაგრამ თავის წონას მალე უბრუნდება, მეორე, რომელიც სულ დიეტაზეა, თავს ყველაფერს უკრძალავს, მაგრამ მაინც ვერ აღწევს სასურველ შედეგს. რატომ ხდება ისე, რომ ადამიანი ჩიტივით იკვებება, მაგრამ მაინც მსუქანია? ამ შეცდომის არსი ასეთია: ასეთი ადამიანები ჭამენ, მართალია, ცოტას, მაგრამ ისინი არასწორად იკვებებიან. წონასთან ბრძოლაში დამარცხება კი ფსიქიკასაც ანადგურებს და გახდომის სურვილსაც უკარგავს ადამიანებს. მეცნიერების აზრით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ დიეტების დროს, მთელი კონცენტრაცია ხდება საკვებზე და არა ფიზიკურ ვარჯიშებზე. არადა, გახდომის მსურველმა უნდა დაითვალოს არა მარტო ის, რასაც ჭამს, არამედ ისიც, რასაც ხარჯავს. გენები რომ უმთავრესია, ალბათ, პირველად არ კითხულობთ. ძილი და გაღვიძება, შიმშილი და წყურვილი, სასიცოცხლო ფუნქციები: სისხლის მიმოქცევა, სხეულის ტემპერატურა, იმუნური სისტემის აქტივობა, ფილტვებიც კი ყველაზე კარგად 4 დან 5 საათამდე მუშაობენ. მეცნიერების განცხადებით, ადამიანის ორგანიზმის საათი უფრო მეტ სამუშაოს ასრულებს, ვიდრე ეს ვინმე წარმოუდგენია. სტრასბურგის ნაციონალური ცენტრის მეცნიერებმა გაარკვიეს, როგორ მიეწოდება სიგნალები ჩვენი სხეულის სხეულის სხვადასხვა ქსოვილებს. მაშ ასე: დილა იწყება იმით, რომ თვალის ბადურა სინათლის არსებობას განსაზღვრავს. სიგნალი მიეწოდება ტვინს და მერე ეს სიგნალი სხვადასხვა ორგანოს უჯრედებსაც მისდის. ძილისა და შიმშილის მოახლოებას სპეციალური ჰორმონები იტყობინებიან. მაგრამ ისინი მოქმედებენ ადამიანის გენის ბრძანებით, რომელსაც მეცნიერებმა `ქლოქ~ დაარქვეს. (ინგლისურად საათი). ეს გენი იმ ცილებს იმუშავებს, რომელიც ყველა უჯრედის შიგნით მოქმედებს, მოქმედებაში მოჰყავს სხვა გენები, რომლებიც თავის მხრივ ადამიანის სხვა ფუნქციებსაც განსაზღვრავენ. ასე ჩნდება შიმშილის გრძნობა, იცვლება სხეულის ტემპერატურა და ა.შ. ამ გენმა თითქოსდა მთელი `დეენემის~ ხაზი ზეპირად იცის, მან ზუსტად იცის, როდის უნდა გამორთოს ამა თუ იმ გენის ფუნქცია. მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ ზოგიერთი წამალი, რომელსაც ორგანიზმისთვის არასაჭირო დროს დალევთ უბრალოდ არ გიშველით, ზოგიერთი კი პირიქით. ამის დამტკიცება ონკოლოგებსაც შეუძლიათ. ბიოლოგიური საათი ადამიანს ორგანიზმის უჯრედის დონეზე არეგულირებს. ქიმიოთერაპიის ეფექტურობა ხშირ შემთხვევაში დამოკიდებულიაიმაზე, თუ რომელ საათზე გაუკეთებენ მას პაციენტს. ახლა მეცნიერები ცდილობენ პაციენტებისთვის სპეციალური გრაფიკი შეადგინონ, რის მიხედვითად ისინი წამლებს მიიღებენ.

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
იპოვეს “ბრაზილიური სტოუნჰენჯი”
ბრაზილიის ჩრდილოეთში, ამაზონის აუზში აღმოჩენილია გრანიტის ფილების კომპლექსი, რომელიც დიდი ბრიტანეთის განთქმული სტოუნჰენჯის მსგავსია. არქეოლოგების ცნობით, კომპლექსი სამმეტრიანი სიმაღლის ქვის 127 ბლოკისაგან შედგება. ეს ფილები კონცენტრული წრეებითაა განლაგებული ღია ველზე. გრანიტის ბლოკების აღმართვის ზუსტი თარიღის დადგენა ვერ მოხერხდა, თუმცა შორიახლოს ნაპოვნი კერამიკის ფრაგმენტების ანალიზმა აჩვენა, რომ ძეგლის ასაკი 500-დან 2000 წლამდე უნდა მერყეობდეს. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ქვის ბლოკების კომპლექსი უძველესი ტაძარია, რომელსაც ობსერვატორიად იყენებდნენ. სხვათაშორის, ბრიტანული სტოუნჰენჯის წარმომავლობასაც ანალოგიური ჰიპოთეზით ხსნიან.

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
რა უშველის თქვენს ტვინს?=haa=
მადრიდში ჩატარებული კონფერენციის კიდევ ერთი საკვანძო საკითხი ადამიანის თავის ტვინის პრობლემები იყო. საერთაშორისო ორგანიზაციის მეცნიერების დაკვირვებით, მამობა ადამიანის თავის ტვინზე დადებითად მოქმედებს. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ მამაკაცებს, რომლებიც მამები გახდნენ, თავის ტვინში სერიოზული ცვლილებები აღენიშნათ.=lol= მათი ნეირონების აქტიურობა პიკს აღწევს. განსაკუთრებით ისეთი უბნები აქტიურდება, რომლებიც პასუხს მეხსიერებასა და დაგეგმვაზე აგებენ. ასევე ბავშვის დაბადების დროს მამაკაცების ტვინში იმატებს ჰორმონი ვაზოპრესინი, რომელიც ბავშვის გაზრდის მომენტისთვის ისევ საწყის მდგომარეობას უბრუნდება.

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
ოთხი შეცდომა გახდომისას
დიეტაზე საუბრისას ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ ჯერ კიდევ სრულყოფილი კვების დროს, ადამიანის ორგანიზმი მრავალი შეუმჩნეველი ნივთიერების დეფიციტს განიცდის. მაგალითად, მსოფლიოს მოსახლეობის 70 პროცენტი C ვიტამინის, 80 პროცენტი B ვიტამინის, 25 პროცენტი კი E ვიტამინის ნაკლებობას განიცდიან. გახდომა-გასუქების პრობლემა მსოფლიოში ძალიან აქტუალურია და მას ოცდამეერთე საუკუნის დაავადებასაც ტყუილად არ უწოდებენ. მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა ამ პრობლემაზე მუშაობა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ დაიწყო. გამოკვევებმა დაადასტურა, რომ ადამიანი დიეტის დროს, ოთხ ძირითად შეცდომას უშვებს, რომელიც მისი სიცოცხლისთვის დროთა განმავლობაში სახიფათო ხდება. პირველი შეცდომა: ყველაზე დამღუპველად მეცნიერები ექიმების გარეშე გახდომასთან ბრძოლას მიიჩნევენ. თუ თქვენ ზედმეტი სულ ცოტა კილოგრამები გაქვთ, ექიმთან კონსულტაცია მაინც სავალდებულოა. თითოეული ადამიანი უნიკალურია და ყველას სხვადასხვა მიდგომა სჭირდება. დიეტის განხორციელებისას, როგორც ასაკის, ისე ორგანიზმის დაავადებების, და თქვენ წარმოიდგინეთ კლიმატის გათვალისწინებაც აუცილებელია. მეცნიერები ადამიანების მეორე შეცდომად მითების აყოლას თვლიან. ცნობილია, რომ გახდომისა და სხვადასხვა სახის ეფექტური დიეტების შესახებ ბევრი ჰყვება და ამტკიცებს, რომ სწორედ ეს საშუალებაა უნიკალური. მაგალითად: არ უნდა ჭამოთ ხორცი, დღეში მხოლოდ ერთხელ უნდა მიირთვათ, კარგია მთელი დღე წიწიბურას ანდა ანანასის მიღება და ა.შ. ასეთ შემთხვევაში ადამიანი, განსაკუთრებით ახალგაზრდა, თავის ორგანიზმს სიცოცხლისათვის სასარგებლო ნივთიერებების მიღებას უშლის. როგორც ახალი გამოკვლევებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, ცხოველური ცილები ორგანიზმში ფერმენტებისა და ჰორმონების გამომუშავებას უწყობს ხელს. როგორც კი ადამიანი მცენარეულ საკვებზე გადადის, იწყება რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა და რკინის ნაკლებობის გამო სისხლი ღარიბდება. მეორე საფრთხე კალცის უკმარისობაა. ადამიანები მას ძირითადად რძის ნაწარმიდან იღებენ. მეცნიერების გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ერთი სახის საკვების მიღება რაიმე პერიოდის განმავლობაში არაფრით შეიძლება. ახალშობილებისთვისაც კი, რომლებიც დედის რძით იკვებებიან, ოთხი თვის მერე დამატებითი საკვები აუცილებლად სჭირდებათ. მსოფლიოს ნახევარზე მეტი მოსახლეობა სიმსუქნის პრობლემებით იტანჯება. როცა ადამიანი გახდომას გადაწყვეტს, საკვებს ზღუდავს და თვლის, რომ სწორად იქცევა. თუ მართლა გსურთ ზედმეტ კილოგრამებს დაემშვიდობოთ, დიეტა და ვარჯიში კი არ უნდა დაიწყოთ, არამედ ცხოვრების სტილი უნდა შიცვალოთ. მართალია, ეს ძალიან ფართო ცნებაა. მასში როგორც საკვები ასევე ძილი, მოძრაობა და ბევრი სხვა რამ შედის. დღევანდელი ტენდენცია კვების შეზღუდვა და ფიზიკური დატვირთვის ნაკლებობაა. იმისთვის, რომ გასუქდეთ ბევრი ჭამა სულაც არ არის საჭირო. საკვების რაოდენობა ჩვენი ორგანიზმის ენერგიის დანახარჯს არ უნდა აღემატებოდეს. მაგალითად, თუ ყოველდღიურად რასაც დავხარჯავთ იმაზე 300 კალორიით მეტს მივიღებთ, წელიწადში 4-6 კილოგრამს აუცილებლად მოვიმატებთ. არადა, 300 კალორია ნახევარი ფილა შოკოლადი ან სამი ნაჭერი პურია. ეს ენერგია რომ დახარჯოთ დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში უნდა ივარჯიშოთ. მეცნიერები აცხადებენ, რომ არასწორი კვება ეს ჩვევაა და ისეთივე მავნე როგორიც მოწევა. ცნობისთვის, დედამიწაზე მოსახლეობის მხოლოდ 38 პროცენტს აქვს ნივთიერებათა ცვლის სისტემა მოწესრიგებული, დანარჩენებს კი თითქმის ერთიდაიგივე პრობლემები აქვს. მეცნიერების აზრით, ყველაზე ძალიან ადამიანები სტრესული სიტუაციის დროს სუქდებიან, ასეთი წონის დაგდება კი საკმაოდ ძნელია. ხშირად ხდება, რომ ადამიანი მსიერი სულაც არ არის, თუმცა საკვებს მაინც უაზროდ იღებს და თავის გაკონტროლება აღარ შეუძლია. ამის მიზეზი ნერვული მოშლილობაა. ამ მდგომარებიდან მხოლოდ ექიმი-ფსიქოთერაპევტი გამოგიყვანთ. გახდომის მსურველები ხშირად უაზრო ფანტასტიკურ ამოცანებს ისახავენ მიზნად. რაც არ უნდა სასარგებლო იყოს პროდუქტი, ის ზომიერი რაოდენობით უნდა მივიღოთ. მაგალითად, ნამცხვარი დღეში 100 გრამის მეტი უკვე გასუქებას გამოიწვევს. წინააღმდეგ შემთხვევაში კალციუმის დიდ რაოდენობას მიიღებთ, რომელიც ორგანიზმში გაიყინება. ეს ყველა პროდუქტს ეხება. ნორმალურ კვების დროს დაცული უნდა იწოს შემდეგი ბალანსი: ცილები - 13 პროცენტი, ცხიმები- 13 პროცენტი, ნახშირწყლები – 57 პროცენტი. მეორენაირად დღეში უნდა მიიღოთ, 90 გრამი ცილა, 90 გრამი ცხიმი და 250-400 გრამი ნახშირწყალი. ეს ნორმალურიკვებისთვის, მაგრამ მათ, ვისაც გახდომა უნდა დღეში 80 გრამი ცილა, 70 გრამი ცხიმი და 200 გრამი ნახშირწყალი უნდა მიიღოს.

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
მსოფლიოს ყველაზე მახინჯი ძაღლი
ძაღლი სახელად ელვუდი მსოფლიოში ყევლაზე საშინელ ძაღლად აღიარეს. ის ჩინური მაწანწალა ძაღლისა და ჩუხიახუას ნაჯვარია. მისი არაამქვეყნიურად მახინჯი სახის გამო, ნიუ-ჯერსიში, სადაც ის ცხოვრობს, უცხოპლანეტელი დააქრვეს. სამაგიეროდ, ის ტავის პატრონს, რომელმაც ის ორი წლის წინ სიკვდილისგან იხსნა, ძალიან უყვარს და კარგადაც პატრონობს. ასე რომ საქმე გარეგნობაში სულაც არ არის.

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
ყველაზე ექსცენტრიული ქორწილები
თუ დაქორწინება გაქვთ გადაწყვეტილი, დეტალები წინასწარ უნდა გაითვალისწინოთ. ზოგიერთი ადამიანი კი ამ სიტუაციაშიც ცდილობს, მოწყენილობას თავი აარიდოს. გაზეთმა `სანმა~ ახლახანს სამი ადამიანის ისტორია გამოაქვეყნა, როლებმაც `დიახ~ სხვადასხვა უცნაურ ადგილებში განაცხადეს. პირველი ქორწინება თვითმფრინავში გაიმართა. უფრო სწორად თვითმფრინავის ფრთებზე. ცერემონიის დროს სიძე თვითმფრინავის ერთ ფრთაზე მიაბეს, საცოლე მეორეზე. მღვდელი კი წყვილის პირდაპირ თვითმფრინავის კაბინაზე მიამაგრეს. მას მერე, რაც თვითმფრინავი აფრინდა, მღვდელმა ლოცვების წაკითხვა დაიწყო, ხოლო წყვილმა თავისი დასტური განაცხადა დაქორწნებაზე. დედამიწაზე დაშვების მერე კი მათ საქორწინო ბეჭდები გაცვალეს. მეორე ქორწილი წყლის სიღრმეში გაიმართა. მართალია, ქალმა ქმარი ოკეანეში ჩასვლაზე ვერ დაითანხმა, მაგრამ სამაგიეროდ, მათ ოფიციალური კავშირი უდიდეს აკვარიუმში გააფორმეს, სტუმრები კი მინის მეორე მხრიდან აკვირდებოდნენ მათ ბედნიერებას. წყვილის გულისწყრომა მხოლოდ იმან გამოიწვია, რომ ცერემონიის შემდეგ სპეციალური კოსტუმის გამო, ერთმანეთის კოცნა ვერ მოახერხეს. მესამე წყვილმა ბევრი იფიქრა, თუ ცოტა, გადაწყვიტა, რომ ხელი სუპერმარკეტში მოეწერა. 46 წლის ქალბატონი ბრიტანეთში `ასდას~ ქსელის მაღაზიაში 9 წლის განმავლობაში მოლარედ მუშაობდა. მაგრამ მას მერე, რაც კლიენტი შეუყვარდა, გონება სულ დაკარგა. მოუნდა იქ დაქორწინებულიყო, სადაც პირველად დაინახა თავისი საქმრო.=fiqri=

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
კენკროვანი ხილი ანტიბიოტიკს შეცვლის
ნივთიერება, რომელიც კენკროვანი ხილის შემადგენლობაში შედის, ადამიანის ორგანიზმს ბაქტერიული ინფექციებისგან იცავს. ამერიკელი მეცნიერების ბოლო გამოკვლეებით, ის მალე ანტიბიოტიკებსაც კი შეცვლის. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია ამ პროექტს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან ცნობილია, რომ ანტიბიოტიკები დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო ნაკლებად ეფექტური ხდება. რადგან ადრე თუ გვიან ბაქტერიის ნებისმიერი სახეობა ნებისმიერი პრეპარატის მიმართ იმუნიტეტს იმუშავებს. ამ ხილის და მისი თვისებების აღმოსაჩენად, მეცნიერებს მრავალი წლები და მრავალი გამოკვლევა დასჭირდათ. ამერიკელების განცხადებით, შტოშში შემავალი ნივთიერება ტანინი მიკროორგანიზმების უჯრედებს ცვლის. ამ ნივთიერების ზემოქმედებით, ბაქტერიის მოლეკულები პატარავდებიან და აქტიური მოძრაობის უნარს კარგავენ. ამის გამო, ისინი ორგანიზმის კედლებს ვეღარ ეკრობიან და შარდთან ერთად გარეთ გამოდიან. როგორც ცნობილი გახდა, ეს ნივთიერება არა მარტო აფერხებენ ბაქტერიების მოქმედებას, არამედ მათი მემბრანის ფორმასაც ცვლიან და ჩხირების მსგავსი უჯრედები მრგვალი ფორმის ხდება. ასევე ეს ნივთიერება სხვადასხვა ბაქტერიებს შორის კავშირის დამყარებასაც ხელს უშლის. ეს ყველაფერი ერთად კი ხელს უშლიან ბაქტერიებს ორგანიზმის დაზიანებულ ნაწლში ფეხი მოიკიდონ.

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
გაანადგურეთ დეპრესია
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ დეპრესიასთან ბრძოლის კიდევ ერთ ხერხს მიაგნო. მათ მიერ დაფინანსებულმა გამოკვლევებმა დაადგინა, რომ ნიკოტინის საწნააღმდეგო პლასტირები ამ საშინელ დაავადებასთან გამკლავებაში ეხმარება ადამიანს. ექსპერიმენტში 11 ადამიანი იღებდა მონაწილეობას, რომელთაც დეპრესია ტანჯავდა. ნახევარს ექიმებმა ისეთი პლასტირები დაურიგეს, რომელიც ნიკოტინს შეიცავდა, მეორე ნახევარსაც ჰქონდა პლასტირები, ოღონდ პლაცედო ეფექტით. შვიდი დღის მერე ნიკოტინის პლასტირით `შეიარაღებულ~ პაციენტებს დეპრესიის სიმპტომები შეუნელდათ. გამოკვლევებმა კი აჩვენა, რომ ნიკოტინი ტვინის იმ უბნის სტიმულირებას ახდენდა, რომელიც განწყობაზე მოქმედებს. საერთოდ, დეპრესიას თავის ტვინში გარკვეული ნივთიერების დისბალანსად მოიაზრებენ: სეროტონინის, დოპამინის და ნორეპინეფრინის, რომლებიც ნერვულ უჯრედებს შორის ინფორმაციის გადაცემას უზრუნველყოფენ. მეცნიერების აზრით, კი ნიკოტინი სწორედ ამ პროცესს უწყობს ხელს. ამ გამოკვლევით აიხსნება ის ფაქტიც, რომ ადამიანებს შორის ორჯერ მეტად დეპრესიით მწეველები იტანჯებიან. როგორც ირკვევა დეპრესიის დროს, სიგარეტი განწყობის გაუმჯობესებას და დაავადების შემსუბუქებას იწვევს - აცხადებენ მეცნიერები. ახლა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია მუსაობს ახალ პროექტზე, რომელიც დეპრესიის წინააღმდეგ წამალს ნიკოტინის შემცველ პრეპარატებზე დაამზადებს.

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
ისეირნეთ რამდენიც გინდათ
მსოფლიოს ფეხით მოსიარულების პრობლემაზე ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერები მუშაობენ, რომლებმაც სპეციალური ლაბორატორიაც კი შექმნეს. ამ პროექტზე დიდმა ბრიტანეთმა 4 მილიონი ფუნტი-სტერლინგი გამოჰყო. მეცნიერების მიზანია, დაადგინონ, რა პრობლემები ექმნებათ ფეხით მოსიარულეებს ტროტუარებით სარგებლობისას. პროექტი, სახელწოდებით `პამელა~ სამი ძირითადი ელემენტისგან შედგება. 80 კვადრატული მეტრის მოედანი უახლესი კომპიუტერის საშუალებით გამუდმებით იცვლის ფორმებს. დამონტაჟებულია სხვადასხვა განათებები და ექსპერიმენტში მონაწილეებს სხვადასხვა ხმები ესმით. მეცნიერები კვიდებიან რა რეაქცია აქვთ მოსიარულეებს სხვადასხვა განათებასა და ხმაურზე, რომ ავტოკატასტროფებისა და ფეხითმოსიარულეების დაბნევის მომენტები გაანალიზონ. სპეციალური პროგრამა მოქმედებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებზეც. ამ ექსპერიმენტის დამთავრების შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა დედაქალაქში ახალი ტიპის ტროტუარები გამოჩნდება, ზოგან რბილი და ზოგან მაგარი, მოსახლეობის ფსიქიკის შესაბამისად.

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 123 posts ] 
ეს საინტერესოა...
დესპანი