|
დეზოდორანტებისა და ანტიპერსპირანტების წარმოშობა
აღმოსავლეთის ქვეყნებში არსებობდა გათხოვებისთვის საცოლეების მომზადების მრავალი ხერხი: მთელი წლის განმავლობაში ქალიშვილს კანში უზილავდნენ არომატულ ზეთებს და ამით თავიდან იცილებდნენ არასასიამოვნო სუნის გავრცელებას. ძველი ბერძნები და რომაელები _ ამასთან, მიაქციეთ ყურადღება, მამაკაცები_იღლიაში იდებდნენ პატარა ტომრებს არომატული ბალახებით. ეს ბალახები, რა თქმა უნდა, მიზეზს ვერ აღმოფხვრიდნენ, მხოლოდ არასასიამოვნო სუნს ფარავდნენ. მაგრამ ამ სუნის წყაროს სრულიად არ წარმოადგენს ოფლი. გამოყოფის მომენტში ჯანმრთელი ადამიანის ოფლს არავითარი სუნი არა აქვს. უსიამოვნებები მაშინ იწყება, როდესაც საოფლე ჯირკვლების მიერ გამოყოფილ სეკრეტს, რომელიც 85% წყლისა და 15% ცილებისა და ცხიმებისაგან შედგება, ესევიან კანზე მობინადრე ბაქტერიები. ბაქტერიები შთანთქავენ ოფლში შემავალ საკვებ ნივთიერებებს, რის შემდეგაც გამოყოფენ თავიანთი ცხოველმყოფელობის პროდუქტებს, იზრდებიან და კვდებიან. სწორედ ამ პროცესებს ახლავს თან არასასიამოვნო სუნის გაჩენა. ხოლო იმდენად, რამდენადაც სხვადასხვა ადამიანებს განსხვავებული მიკროფლორა გააჩნიათ, სუნის ინტენსივობაც განსხვავებულია. შესაბამისად მათთან ბრძოლის ორი გზა არსებობს: ან არ მივცეთ ბაქტერიებს საკვები_ავიცილოთ ოფლის გამოყოფა, ან გავანადგუროთ თვით ბაქტერიები. ბაქტერიებთან ბრძოლის პირველ საშუალებას (პირველ დეზოდორანტს), თუ არ ჩავთვლით წყალსა და საპონს, სოდა წარმოადგენდა_ ის ბაქტერიების სიცოცხლისთვის აუცილებელი მჟავე არის ნეიტრალიზებას ახდენდა. მოგვიანებით ალუმინის მარილის შემცველი პასტის გამოყენება დაიწყეს, რომლებითაც ფარავდნენ საოფლე ჯირკვლებს, ხოლო ხელის გულებსა და ტერფებს ჭიანჭველის მჟავის ხსნარით ან მუხის ქერქის ნახარშით ამუშავებდნენ, რაც ხელს უწყობდა საოფლე ჯირკვლების შემოჭერას. სწორედ მუხის ნახარში იქცა ყველაზე პირველ ანტიპერსპირანტად. XIX საუკუნის ბოლოს აშშ-ში გაჩნდა თანამედროვე დეზოდორანტების წინაპარი, ხოლო კიდევ ოციოდე წლის შემდეგ პარფიუმერებმა მოიფიქრეს რთული კომპლექსების გაკეთება, რომლებიც არა მხოლოდ დაფარავდნენ ოფლის სუნს, არამედ ამავდროულად ოფლის გამოყოფასაც შეაკავებდნენ.
ჩვენდაგასაკვირად, დეზოდორანტების და ანტიპერსპირანტების თანმიმდევრული მწარმოებელი გახდა დღესაც კარგად ცნობილი ამერიკული კომპანია ARRID-ი. პირველი დეზოდორანტი კრემის (ARRID® Cream) და ბურთულებიანი აპლიკატორის (ARRID® Roll-On) სახით ამ ფირმამ 1930 წელს გამოუშვა. მაშინ რეკლამა იუწყებოდა: `ეს ჩვენი პირველი პროდუქციაა, რომელიც იღლიაში სუნს აქრობს~. ხუთი წლის შემდეგ, 1935 წელს გაჩნდა პირველი ანტიპერსპირანტი (ARRID® Antiperspirant), მას უფრო აღმაფრთოვანებელი რეკლამა ახლდა თან: "ახლა უკვე ხალხს იღლიის სისველისაგან დამცავი საშუალებაც გააჩნია!".
პირველ კომპანიად კი, რომელმაც შეიმუშავა და გამოუშვა დეზოდორანტ-ანტიპერსპირანტი აეროზოლის საფუთავში, Chase Products Co. იქცა, მაგრამ ეს უკვე 1940-იანი წლების ბოლოს, თუმცა პირველი აეროზოლის ბალონები, მართალია სხვა შიგთავსით, ჩჰასე-მა ჯერ კიდევ 1927 წელს გამოუშვა.
ანტიპერსპირანტების ძირითად კომპონენტად თავიდან იყენებდნენ თუთიის ოქსიდს, შემდეგ კი ალუმინის ქლორიდს, ალუმინის სულფატს, ალუმინის ქლორჰიდრატს, ალუმინ-ცირკონულ ტრიქლორ-ჰიდრატ გლიცინს და სხვას. დღეს კი ეს ყველაზე ხშირად ალუმინის ქლორიდის ჰექსაჰიდრატია. 10-15%-ანი კონცენტრაციით ის გამოიყენება იღლიის მომატებული ოფლიანობის დროს. ხელის გულებისა და ტერფების ჭარბი ოფლიანობისას უფრო ქმედითია მაღალი - 20-40% კონცენტრაციები, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ორგანიზმზე ყოველგვარმა ძალადობამ შეიძლება გამოიწვიოს უსიმოვნებები. ასე, ოფლის გამოყოფის ძალდატანებულმა შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის თერმორეგულაციის დარღვევა, ქსოვილების ლოკალური შეშუპება, ალეგიული რეაქცია, აგრეთვე მოახდინოს ოფლის გამოყოფის ალტერნატიული გზების აქტივიზირება (წყალი ხვრელს იპოვის)- ზურგზე, მკერდზე, ხელებზე ან სადმე სხვაგან
|