↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1009 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
bubusuna wrote:
ციტატა:
თეკლა, არაჩვეულებრივად გვაწოდებ ინფორმაციას.დიდი მადლობა.

კარმა ჩემგან გაწეული შრომისთვის.

ბუბუ გმადლობ=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
ვაუ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts766
კარმა60
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

18 მაისი ზუგდიდში რუსი სამშვიდოების მთელი ბატალიონი გულაობდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს
სურათი აღარ არსებობს აი ესე უნდა გაატანონ კანალიზაციას, მანდ არის მაგათი ადგილი, ლოთები!=haa= =haa=

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts766
კარმა60
OFFLINEPROFILE
გალში რა ხდებაააააააააა ვინ იცის

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
გალის რაიონში დღეს სროლები ისმოდა

აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში, სოფელ ხურჩაში სამგზავრო ავტობუსი აფეთქდა. დეტალები ამ დროისთვის ზუსტდება. სავარაუდოდ, არის მსხვერპლი.
გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაჭრილები, რომელთაგანაც ორი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, რამდენიმე დაჭრილი კი სოფელ ნაბაკევის ტერიტორიის მხარეზე დარჩნა.

სროლის ხმა ენგურის ხიდის იქეთ, სოფელ ხურჩასთან, 20 წუთის განმავლობაში ისმოდა. ავტობუსის მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა იარაღიდან. ცეცხლი ამ წუთებში შეწყვეტილია.

როგორც თვითმხილველები აცხადებდნენ, ცეცხლი მოსახლეობას ე.წ. აფხაზურმა პოლიციამ და უშიშროების წარმომადგენლებმა გაუხსნეს. მათ თან ახლდნენ სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებიც.

დღეს დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ გალის რაიონში განლაგებული სამშვიდობო ძალები ყველანაირად უშლიან ხელს ქართული მოსახლეობის საარჩევნო შტაბამდე მისვლას. ადგილობრივი მოსახლეობა ქართულ მედია საშუალებებთან შეშფოთებას გამოხატავს და დახმარებას ითხოვენ.

რამდენიმე წუთის წინ, გალის რაიონში სროლები კვლავ განახლდა. სოფელ ნაბაკევში იმყოფებიან მოქალაქეეები, რომლებიც ვერ ახერხებენ ადმინისტრაციული საზღვრის გადმოკვეთას, ზუგდიდში გადმოსვლას და არჩევნებში მონაწილეობას.

არსებული ინფორმაციით, აფხაზების მხრიდან ცეცხლის გახსნა სწორედ მოქალაქეების ზუგდიდში გადმოსვლის კიდევ ერთ მცდელობას მოჰყვა.

კონფლიქტის ზონაში, ენგურის ხიდთან მიმდინარე მოვლენებს თავდაცვის სამინისტროში პროვოკაციად აფასებენ.

გალში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ბათო ქუთელიამ პირველი კომენტარი გააკეთა. ქუთელიას განცხადებით, სიტუაცია კონფლიქტის ზონაში კონტროლის ქვეშ იმყოფება და მის მოსაზღვრე რაიონებში მაცხოვრებლებს შეუძლიათ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ქუთელიამ დღეს ენგურის ხიდთან ავტობუსის აფეთქების ფაქტს პროვოკაცია უწოდა და აღნიშნა, რომ “ბევრი დესტრუქციული ძალა არსებობს, რომელთაც არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარება არ სურთ”.

ქუთელიას თქმით, აღნიშნული ფაქტი მოსალოდნელი იყო. მიუხედავად ამისა არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის.

სოფელ ხურჩაში ავტობუსის აფეთქების შედეგად სოფელ ნაბაკევის საშუალო სკოლის დირექტორი ნანი ქარდავა დაიჭრა. ამის შესახებ ჟურნალისტებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მედია-ცენტრის ხელმძღვანელემა რაულ ქირიამ აცნობა.

“ნანი ქარდავა ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც მას გამოკვლევა და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება”, - განაცხადა რაულ ქირიამ.

მისი თქმით, ქარდავას საავადმყოფოში უახლოეს საათებში აფხაზეთის განათლების მინისტრი ალექსანდრე აპლაკოვი მოინახულებს.

ენგურის ხიდთან მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე ზღულაძემ.

ზღულაძის განცხადებით, ენგურის ხიდთან, სოფელ ხურჩაში აფხაზებმა ააფეთქეს ორი ავტობუსი, რომლებსაც გალის რაიონის ქართული მოსახლეობა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ზუგდიდში გადაჰყავდა.

“სამწუხაროდ, აფხაზურმა მხარემ, ისევე როგორც საპრეზიდენტო არჩევნების დროს, გალის რაიონის ქართულ მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება არ მისცა. დღეს ეს უმძიმესი ტრაგედიით დამთავრდა, რაც შეშფოთებისა და უსამართლობის ნათელი მაგალითია”, - განაცხადა ეკატერინე ზღულაძემ.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერ არ ფლობს ინფორმაციას, მოჰყვა თუ არა მსხვერპლი ავტობუსების აფეთქებას. ზღულაძის განმარტებით, არიან დაჭრილები, რომლებიც ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ეკა ტყეშელაშვილს კი გალში მცხოვრები ქართველებისთვის არჩევნებში მონაწილეობის თვალსაზრისით ხელის შეშლა დაუშვებლად მიაჩნია.

როგორც ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გალის რაიონში ადგილი ჰქონდა დაძაბულობას, მაგრამ, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ვითარება განმუხტულია.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, არჩევნებში მონაწილეობის მხრივ ხელის შეშლა ფუნდამენტურად არღვევს მოსახლეობის პირად უფლებებს, მათ შორის პოლიტიკურ ცხოვრებაში გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
გამყრელიძე კრიმინალურ არჩევნებზე საუბრობს

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი დავით გამყრელიძე აცხადებს, რომ დღევანდელი არჩევნები კრიმინალებისა და პოლიციელების ურთიერთთანამშრომლობით მიმდინარეობს.

დავით გამყრელიძე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს მიმართავს, ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ დღევანდელი არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს. ქართველი საზოგადოების მათდამი ნდობა მათსავე სამართლიანობასა და პრინციპულობაზეა დამოკიდებული.

როგორც მან გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მასობრივ დარღვევებს რეგიონებში კვლავაც ავლენენ ოპოზიციის წარმომადგენლები, სადაც ყველა დარღვევაში პოლიციის თანამშრომელი მონაწილეობს.

გამყრელიძე მოსახლეობას საარჩევნო უბნებთან მაქსიმალური აქტიურობისაკენ და საარჩევნო პროცესის გაყალბებისაგან დაცვისაკენ მოუწოდებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
გიორგი თარგამაძე დარღვევებზე საუბრობს

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით პირველი ბრიფინგი გამართა.

\"განსაკუთრებით აღმაშფოთებელი ფაქტი მოხდა ზუგდიდში, როდესაც პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს თემურ თოლორაიას პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა, ეს მოხდა ხალხის თანდასწრებით და არსებობს ამის დამადასტურებელი ფაქტები, თუმცა არ გვაქვს ადგილობრივი პოლიციის იმედი\", - განაცხადა თარგმაძემ.

მისი განცხადებით, ამავდროულად დარღვევები გამოვლინდა ქობულეთში. ქობულეთის რაიონში დააკავეს პარტიის წარმომადგენლები იმ მოტივით, თითქოს მათი პირადობის მოწმობები იყო ყალბი და პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. რთული სიტუაციაა ხონშიც.
გიორგი თარგამაძის განცხადებით, არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის ხელის შეშლა 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
\'\'ადრე თუ გვიან, ამის გამო ყველა დაისჯება\'\', - აღნიშნა გიორგი თარგამაძემ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
გამყრელიძის კომენტარი
სამეგრელოში, რუხში მომხდარ ინცედენტზე კომენტარი თბილისში ეროვნული საბჭოს ოფისში დავით გამყრელიძემ გააკეთა, მისი განმარტებით, ფიზიკური შეურაცხყოფა კობა დავითაშვილსაც მიაყენეს. გამყრელიძის მტკიცებით, ამის დამადატურებელი ვიდეომასალა არსებობს. მან ასევე დაადასტურა, რომ ხელშია დაჭრილი \"მზის\" ოპერატური.

\'\'იყო თავდასხმა კობა დავითაშვილსა და ჟურნალისტებზე. \"მზის\" ოპერატორი პატარაია ხელში არის დაჭრილი, დამტვრეულია \"მზისა\" და რუსთავი 2-ის ვიდეოკამერები, თუმცა რუსთავი2-მა მოასწრო კასეტის ამოღება და მასალის გადმოგორება. ამავე დროს, ჩვენი შტაბის უფროსი 24-ე უბნიდან მოდიოდა მანქანით, როდესაც მას თავს დაესხა \"გოლფის\" მარკის ავტომანქანა USA- 398 სანომრე ნიშნით,\" - განაცხადა დავით გამყრელიძემ და ტელევიზიებს მოუწოდა გააშუქონ ეს მასალა, რადგან პოლიციის მხრიდან არ არის რეაგირება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
5 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 34 პროცენტია
5 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემებს აქვეყნებს \'\'ახალი თაობა ახალი ინიციატივა\'\'. არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, მთელი საქრთველოს მასშტაბით არჩევნებზე ამ დროისთვის ამომრჩეველთა 34 პროცენტი გამოცხადდა. ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს დარღვევებზეც. კოკი იონათამიშვილის ინფორმაციით, გამოვლენილია ისეთი ფაქტები, როცა დამკვირვებლებს არ ეძლევათ მუშაობის საშუალება და მათზე ხორციელდება ზეწოლა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
ლეიბორისტების კანდიდატმა დოკუმენტაცია გაიტაცა

ლაგოდეხში ლეიბორისტების მაჟორიტარმა კანდიდატმა ქეთევან ტალახაძემ საარჩევნო დოკუმენტაცია უბნიდან გაიტაცა. საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საბუთები მან ტანსაცმელში დამალა და საარჩევნო უბნიდან ისე გაიტანა. ლაგოდეხის 47-ე საარჩევნო უბანზე დოკუმენტაციის გატაცების გამო საარჩევნო პროცესი შეჩერებულია. დაკავებულია მაჟორიტარობის კანდიდატი.
=lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
ლეიბორისტებს ეკა ზღულაძე პასუხობს

ლეიბორისტები საკუთარი პარტიის წევრის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ. ამ ფაქტზე დღეს გიორგი გუგავა საუბრობდა. ბრიფინგის მსვლელობის დროს მას ტელეფონით შეატყობინეს, რომ დააკვებულია გორის მაჟორიტარი კანდიდატი ბესიკ საბაშვილი. ის დაკითხვაზე ქუჩიდან პოლიციაში წაიყვანეს. ლეიბორისტების განმარტებით, მათთვის ამ ეტაპზე უცნობია საბაშვილის დაკავების მიზეზი.

საბაშვილის დაკავების ფაქტს უარყოფს არჩევნების უწყებათაშორისი სახელმწიფო კომისიის წევრი. ეკა ზღულაძის განცხადებით, ბესიკ საბაშვილი კანდიდატის იმუნიტეტით სარგებლობს და ის არ არის დაკავებული. მისივე თქმით, წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ ბესიკ საბაშვილი მაღაზიაში ცდილობდა პროდუქტის შეძენას და გამყიდველს ხურდას სთხოვდა, თუმცა მოლარის განმარტებით საბაშვილს მისთვის ფული არ გადაუხდია. ეკა ზღულაძის განცხადებით, ამას ადასტურებს მაღაზიაში დამონტაჟებული ვიდეოთვალიც.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
ბობოხიძე ოპოზიციის გეგმებზე საუბრობს

ოპოზიცია ქუთაისში საარჩევნო უბნების დასარბევად ემზადება, - განცხადებას ამის შესახებ ქუთაისში მმართველი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატი აკაკი ბობოხიძე აკეთებს, თუმცა ის იმედს გამოთქვამს, რომ ამ ქმედებაში მონაწილეობას არ მიიღებენ მისი კონკურენტი მაჟორიტარი კანდიდატები.

\'\'ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც ოპოზიცია დარწმუნდა, რომ აგებენ არჩევნებს ქუთაისში, მათი შტაბების ხელმძღვანელებს აქვთ კონსულტაციები ერთმანეთთან, რომ დაარბიონ ის უბნები, სადაც უფრო წარმატებულია ნაციონალური მოძრაობა. მინდა მოვუწოდო ოპოზიციის ყველა კანდიდატს, რომ არჩევნებმა ჩაიაროს ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე,\'\' - განაცხადა ბობოხიძემ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
უსუფაშვილი დარღვევებზე საუბრობს

რესპუბლიკური პარტია დარღვევებზე საუბრის დროს ყურადღებას რეგიონებზე ამახვილებს. დავით უსაფაშვლის ინფორმაციით, კასპსა და ხაშურში ზეწოლა მიმდინარეობს კომისიის წევრებსა და ამომრჩევლებზე. უსუფაშვილმა რამდენიმე მაგალითი მოიყვანა. მისი თქმით, გორში უფრო მეტი ამომრჩეველი მივიდა, ვიდრე სიაშია რეგისტრირებული; სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროში სცემეს ჟურნალისტს ელისო ჩაფიძეს. რესპუბლიკური პარტია ხელისუფლებას მოუწოდებს დაიცვას არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების პრინციპი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts917
კარმა76
OFFLINEPROFILE
ცესკო 17:00 საათისთვის მონაცემებს აქვეყნებს

17:00 საათის მონაცემებით, მთეილ საქართველოს მასშტაბით, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 41,53%-მა, ანუ 1 442 230 ამომრჩეველმა. ინფორმაცია საზოგადოებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ზურაბ კაჭკაჭიშვილმა გააცნო.

მისი შეფასებით, ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. რაც შეეხება აქტივობას, მოსახლეობის მხრიდან ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ნინოწმინდაში, სადაც ხმა მისცა ამომრჩეველთა 77,23%-მა, ანუ 16, 844 ამომრჩეველმა; ასევე ასპინძაში - 75,77% (7,174 ამომრჩეველი). ყველაზე დაბალი მაჩვენებელია წალკაში - 29,19%; ზემო აფხაზეთში 24,61%, ზუგდიდში - 29,20%.

რაც შეეხება თბილისს, ყველაზე მაღალი აქტივობა არის მთაწმინდაზე - 49,89%, ყველაზე დაბალი კი სამგორში - 35,87%.

გლდანში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 36,82%-მა, ნაძალადევში - 40,45%-მა, დიდუბე -46,84, ჩუღურეთი - 41,82%; კრწანისი - 41,22%; ისანში- 36,60%, საბურთალო -40,89%, ვაკეში - 46,68%.

საზღცარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე კი აქტივობა საკმაოდ დაბალია 1,34%.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1009 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი