mancho2007 wrote:ციტატა:
კატო, ჩემო კარგო, მე მესმის შენი გულის ტკივილი მაგრამ მე უფრო მწარე დღეები მახსოვს. სხვა რომ არაფერი დამსახურება არ ქონდეს ამ მთავრობას, თუ კი შესაძლებელი იყო ხალხი სიცივით არ გაყინულიყო და 24 საათი სანთლის შუქზე არ მჯდარიყო, რატომ არ უზრუნველყოფდნენ მათ ამ ელემენტარული ,,კომფორტით\'\'.მ ე არავის ჩემს აზრს არ ვახვევ და ისიც ვაღიარე, შეიძლება მე რომ თბილისში არ ვარ ჩემთვის ყველაფერი რაც ხდება დიდი მიღწევაა, მაგრამ წეღანაც გითხარი , მე მახსოვს დღეები, როდესაც ჩემი 6 და 7 წლის შვილებით ტყეში მივდიოდით და თავიანთი პატარა გაყინული ხელებით , გირჩებს და შეშას ვაგროვებდით დილის 6 საათზე. კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლიამ მაგრამ იმ დღეების გახსენება ტანში მზარავს , თანაც ყველაფერს სახალხოდ და სააშკარაოდ ვერ განსჯი. მაშინ გადავიტანე 28 წლის ასაკში პირველი ინფარქტი, და ეს პატარა ბიჭები სანთლის შუქზე მითენებდნენ ღამეს . ერთხელ ასეთი კურიოზი შემემთხვა, შეშა არ გვქონდა და ჩემმა შვილებმა რაღაც გადაგდებული უშველებელი საბურავი იპოვეს. რის ვაი ვაგლახით დახერხეს ტუ დაჭრეს და გაყინულებმა დიდი სიხარულით დავანთეთ ღუმელი, სიცივისგან გათოშილებს სითბოში უცებ ჩაგვეძინა. გათენდა და ბავშვების ხმამ გამაღვიძა, თვალი გავახილე და შიშისაგან შევყვირე . ბავშვებს სახე სულ შავი ქონდათ, რომ მივხვდი რაშიც იყო საქმე სიცილი ამიტყდა , შემომხედეს ბავშვებმა და იმათაც სიცილი აუტყდათ, თვალები მიჩანდა მარტო თეთრად ისეთი მურიანი ვიყავი.
მანჩო ჩემო კარგო საშინელებაა რაც წავიკითხე და მართლა ამაყი ვარ შენით რომ შეძელი და ყველაფერს გაუძელი, ალბათ სხვა არჩევანი არ გვქონდა მაშინ, მეც და ჩემს ოჯახსაც გვქონდა რთული დღეები ეს თითქმის ყველამ გამოიარა...მაგრამ ეს იყო წარსულსი და ალბათ არავის არ უნდა ეს დღეები კიდევ გაიაროს და უარესი დღეებიც გადაიტანოს...
ალბათ ძალიან პესიმისტი და კრიტიკული ვარ დღევანდელი ყოფის მიმართ.. ფაქტია რომ თუ ახლა უბრალო ხალხმა ყველამ ერთად სულ მინიმუმ ჩვენი საქმე არ ვაკეთეთ და კიდევ დამატებით ჩვენს თავებს არ ვუშველეთ უარესი დღეები მოგველის.
მართლა ძალიან მტკივა ყველაფერი და მართლა ემოციურად და მკვეთრად განვიცდი ყველაფერს, ალბათ ასაკთან ერთად ემოციაც მემატება არ ვიცი

მერწმუნე რთულია ყველაფერს ამას უყურო ასე ახლოდან და ვერაფერი გააკეთო და იმაშიც მერწმუნე რომ თუ ახლა არაფერი შეიცვალა ერი მართლა დაიღუპება, მხოლოდ სოციალური პრობლემები არ არის საქართველოში უამრავი სხვა პრობლემაცაა...ეს ძალიან მტკივა, მაგრამ მხოლოდ ერთი და ორი ადამიანი აქ ვერაფერს გააწყობს:(
მშურს თქვენი ვინც აქ არ ცხოვრობთ კეთილი შურით რომ ყველაფერს ასე მძაფრად ვერ ხედავთ, მაგრამ შანსიც რომ გამიჩნდეს ალბათ ვერ ვიცხოვრებ ვერსად ჩემი ოჯახის , მეგობრების და თბილისის გარეშე!ნეტავ შემეძლოს ამ ყველაფრის გარეშე ცხოვრება წუთით არ დავფიკრდებოდი და აქედან უკან მოუხედავად გავიქცეოდი!