|
წლის დიდი დანაკლისი ქართული მწერლობისა და კინოხელოვნებისათვის.
გოდერძი ჩოხელის მოგონება.
`მიწის გულიდან რომ გამოვდივარ, ყველაფერი, რაც მის ტანზე ხდება, მიწის სიზმარი მგონია. შორიდან კარგად ჩანს, როგორ გამოდიან ათასნაირი სახეები მიწიდან და ისევ მიწას უერთდებიან...~ _ წერს ერთერთ მოთხრობაში გოდერძი ჩოხელი. ასე დატოვა თვითონაც სიცოცხლე, მის მიერ განვლილ გზას კი `სევდის და სიხარულის ზეიმი~ უწოდა მისმა პირველმა პედაგოგმა ლანა ღოღობერიძემ. გოდერძი ჩოხელი ლეგენდად სიცოცხლე- შივე იქცა. ირეალურ სამყაროში ცხოვრობდა. მეგობრებთან ხშირად უთქვამს: ვაჟაფშაველა ღმერთებს ჩამოუვარდათ მიწაზე, მე კი ვაჟას ჩამოუვარდი ჯიბიდანო. მასთან განსაკუთრებულ სულიერ სიახლოვეს გრძნობდა. თბილისში გოდერძი ჩოხელის პირველი გამოჩენაც ძალიან ჰგავს საყვარელი პოეტის ჩამოსვლას მთიდან. თეატრალურ ინსტიტუტ- ში მისაღებ გამოცდაზე კინოს რეცენზიის ნაცვლად ლექსი დაწერა. რუსული ფილმი აჩვენეს და ვერაფერი ვერ გაიგო. ბედად, გამომცდელიც ისეთი შეხვდა, რომელიც მიხვდა, ჩვეულებრივ მოვლენასთან რომ არ ჰქონდა საქმე. `ლექსი დავწერე ირემზე, არწივზე და მგონი შვლის ნუკრიც კი გავურიე შიგ _ ყველა ამათგანში კი ჩემს თავს ვგულისხმობდი. სწორედ ამ ლექსმა გადაწყვიტა ჩემი ბედი. მოდიოდნენ ჩემს სანახავად, მთიდან ვიღაც პატარა ვაჟა-ფშაველა ჩამოსულა და კინოფილმების გარჩევას გამოცდაზე ლექსად წერსო. ერთი დარბაისელი კაცი შემოვიდა. მითხრა, მიგიღებ, ოღონდ ერთი თხოვნა მექნება _ თბილისმა არ გაგაფუჭოსო, Yყო- ჩაღად იყავი ჩემო მეცხვარის ბიჭო, არ ჩაუმუხლო წუთისოფელსო~, _ იხსენებს გოდერძი ჩოხელი ერთ ავტობიოგრაფიულ მოთხრობაში _ `ვიცოდი, რომ აუცილებლად იქნებოდა აღდგომა~. თუმცა მისი ყველა მოთხრობა ხომ ავტობიოგრაფიული იყო. `ბაკურხეველი ხევსური~, `ვარდისფერი კაცი~, `დარდების შემგროვებელი~, `წერილი ნაძვებს~... მისთვის ყველა ადამიანი რომელიღაცა ნოველის, სცენარის თუ ლექსის პერსონაჟი იყო. Mმართალია, ბევრის გაკეთება მოასწრო, მაგრამ განუხორციელებელი იდეებიც ბევრი დარჩა. Eეს იყო მისი სევდის ძირითადი მიზეზი, რომელიც ბოლო დროს სულ თან სდევდა. გოდერძი ჩოხელისთვის განსაკუთრებით ძვირფასი იყო უნივერსიტეტი, სადაც მწერლის შემოქმედებითი საღამო, გასულ წელს, მის გარეშე ჩატარდა. პედაგოგები, მეგობრები, მსახიობები, სტუდენტები ერთხმად აღნი- შნავდნენ, რომ მისი სახით საქართველოს დიდი შემოქმედი და მამულიშვილი ჰყავდა. G`გოდერძი შეუძლოდ არის, მას წამალი კი არა, მუშაობა სჭირდება~, _ ამბობდა ყველა გამომსვლელი, ვინც მას იცნობდა. Uუნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ხუბუამ მაშინ მოკრძალებული ძღვენიც გაუგზავნა უნივერსიტეტის სახელით, რამაც მწერალი ძალინ გაახარა.. U`უნივერსიტეტში 1984 წელს მომიწყეს შეხვედრა. Mმას მერე არ გამნელებია იმ შეხვედრით მოგვრილი სითბო და სიყვარული. იმიტომ რომ უნივერსიტეტი მიმაჩნია დიდ ტაძრად და ასე ადვილად არავის უწყობენ ამ ტაძარში შეხვედრას. მაშინ `ადამიანების სევდა~ ახალი გადაღებული მქონდა და ის ვაჩვენე. უნივერსიტეტმა იმხელა სითბო და სიყვარული მაგრძნობინა, მას შემდეგ ჩვეულებად მექცა, თუ ვინმეზე ან რამეზე ვიყავი გაბრაზებული, უნივერსიტეტის ბაღში მოვდიოდი. ახლა ვნატრობ, ნეტავი ახლაც შემეძლოს ისევ ისე დავჯდე ეზოში, ვუყურო თეთრ ტაძარს, წარმოვიდგინო გაუტეხელი ვაჟა-ფშაველა და აღვივსო ძალ-ღონით. Mმე კი ისიც კი არ შემიძლია, მოვიდე და გიყუროთ, როგორ ატარებთ ჩემთან შეხვედრას. Mთქვენს გვერდით არა ვარ, მაგრამ მაინც თქვენთან ვარ, თქვენ ხომ ჩემი სულის ნაწილი ხართ. თქვენ ხომ ჩემი მომავალი საქართველო ხართ, რა ბედნიერებაა, როცა დაუსწრებლად გიხდიან საღამოს. ჩვენი წმინდა გიორგი იყოს თქვენი მფარველი. სიყვარულით თქვენი გოდერძი ჩოხელი~. გოდერძი ჩოხელს ყველა დროში ექნება აწმყო! _ ითქვა მაშინ შეხვედრაზე. ის, რისიც ყველას ეშინოდა, ახდა: გოდერძი ჩოხელმა სულეთის ქვეყანას მია- შურა. მცხეთაში, სამთავროს ეზოში წინაპარ- თა საფლავების გვერდით დაიმკვიდრა სასუფეველი. Mმისი მეგობრები, რომლებიც მწერალმა და რეჟისორმა, ამავე დროს, ფილმის თუ მოთხრობების პერსონაჟებად აქცია, ასე იხსენებენ მას: Gგივი ბერიკაშვილი, მსახიობი: Mმართლა ღვთის კაცი იყო, უფლისგან დიდი ნიჭით დაჯილდოვებული, ქვეყნისთვის უამრავი სიკეთის და სიყვარულის მომტანი. Uუნდა ვაღიაროთ, რომ ვერ ვუპატრონეთ. მარ- თალია, შესანიშნავი ოჯახი ჰყავდა, მაინც ობლად გრძნობდა თავს. გოდერძის ის უნდა ეკეთებინა, რაც თავს ერჩია _ ეწერა, გადაეღო ფილმები... ნამდვილად Gგინესის წიგნშია შესატანი! _ ისეთი არაფერი გადაუღია, რომელსაც ჯილდო არ დაუმსახურებია. დეპრესია იყო მისი ავადმყოფობა, უსაქმოდ დარჩა და ეს ვერ აიტანა. Aმაინც არ ვთვლი, რომ ტრაგიკული ბედის ადამიანი იყო, მაგრამ იქნებ რამის შეცვლა შეიძლებოდა? ის როდესაც კინოს იღებდა, არაფერი არ სტკიოდა. ახლა კინო კი არა, ერთმანეთის ქიშპობაზე ვართ გადასული. ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასაც საშინლად განიცდიდა, ალბათ, ჩვენზე მეტადაც, რადგან ის არ იყო `ნორმალური~ ადამიანი. Kკახი კავსაძე, მსახიობი: Aაი, ახლა ხელში მიჭირავს წიგნი, რომელიც მაია წიკლაურმა შეადგინა. აქ ჩემი მოგონებაც არის, მაინცდამაინც, ამ საბედისწერო დღეს მომიტანეს გოდერძის წარწერით: `შენთან გატარებული შემოქმედებითი წლები ჩემს ცხოვრებაში ერთერთი ულამაზესია. დიდი სიყვარულით... გოდერძი ჩოხელი!~ წარმოგიდგენიათ, აღარ არის გოდერძი და მისი ხელით წარწერილ წიგნს ვღებულობ მისგან, ჩემთვის ეს ბევრის მანიშნებელია. Kმწერალი რომ იმას დაწერს, როგორ მიაქვს დათვს ყვავილები ლამაზ ქალთან, ანდა, ვარდისფერი კაცის ამბავს, მხოლოდ ერთი რამ შეიძლება იფიქრო _ ეს კაცი ამ ქვეყნად არის და არც არის! Mსიტყვა `მოიფიქრა~, _ არ შეესაბამება იმას, რასაც გოდერძი აკეთებდა. ის სიუჟეტები და სიტყვები მასში არსებობდა და ბუნებრივად იბადებოდა. ერთხელ ამერიკიდან დავურეკე. ვიჯექი და ვფიქრობდი, სად დამერეკა? პირველი, ვინც გამახსენდა, ეს გოდერძი იყო. დიდხანს `ვიჭორავეთ~, ბავშვივით უხაროდა, ყველას ეუბნებოდა _ კახიმ ამერიკიდან დამირეკაო. Gგოგი დოლიძე, ჩოხოსანთა წევრი, კინომცოდნე: ჩვენ გოდერძი ჩოხელის ფასი ჯერ არ ვიცით, გავა რამდენიმე წელიწადი და როცა კინომცოდნეობა მართლა ღრმად და სერიოზულად გაეცნობა იმ სამყაროს, რაც გოდერძი ჩოხელმა დატოვა _ 13 ფილმსა და 9 წიგნს, მხოლოდ მაშინ შეაფასებს რეალურად, რომ ეს იყო უდიდესი მოვლენა. მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ ქვეყნად მას პირველად ვაჟა შეეგებება, დაკრავს ბეჭზე ხელს და ეტყვის: _ `ყოჩაღ ბალღო!~ რამაზ ჩხიკვაძე, მსახიობი: წმინდა და სუფთა კაცი იყო, დახარჯული თავის ქვეყნისთვის, ღმერთი გაანათლებს, ჩვენ კი სანამ ცოცხლები ვართ, მაგის სიყვარულს გულით ვატარებთ. გოდერძი ჩოხელის _ `გუდამაყრელი გამიხარდაის~ მთავარი დარდი ის იყო, რომ წყალში მთები, ხეები, კაცები სულ თავდაყირა ჩანან. ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ბევრი რამ იყო გაუგებარი მისი ცხოვრებიდან, ბოლომდე მაინც ვერავინ გაიგო, რა დარდს დაატარებდა ღმერთთან `ნაწილიანი~ მწერალი
|