შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
რეცეპტები › ხორცის კერძები › კუჭმაჭი ნიგვზით

კარგად გასუფთავებული, გარეცხილი კუჭმაჭი (ღვიძლი, გული, ელენთა, ფილტვი) მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. შემდეგ ამოვიღოთ, გავაცივოთ და დავჭრათ წვრილ ოთკუთხედ ნაჭრებად. ავურიოთ წმინდად დაჭრილი ხახვი, ქონდარი. დავნაყოთ ნიგოზი, წიწაკა, ყვითელი ყვავილი, ქინძი ხმელი სუნელი, ნიორი, გავხსნათ ბულიონის წვენში, დავამატოთ ძმარი ან ბროწეულის წვენი, მარილი და ავურიოთ მოხარშულ კუჭმაჭში. თუ კუჭმაჭი ძალიან მშრალი გამოვიდა, დავამატოთ ბულიონი. სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ მარცვლებად დარჩეული ბროწეული.
ძვლიანი ხორცი დავჭრათდა კარგად მოვხარშოთ.კართოფილი ,ბადრიჯანი,ბულგარული წიწაკა ,პომიდორი დავჭრათ რგოლებად და ცალცალკე შევწვათ ტაფაზე.ხახვი დ…
დაჭერით ბადრიჯანი რგოლებათ , 1-2 სმ სისქის , მოაყარეთ მარილი და დატოვეთ ასეთ მდგომარეობაში 30 წუთი , წვრილად დაჭრილი ხახვი მოხრაკეთ კარაქში …
მოვხარშოთ კვერცხი მაგრად .გავაციოთ,გავაცალოთ კანი და გავხეხოთ.დაუმატოთ წვრილად დაჭრილი საშუალო ზომის ხახვი,წმინდად დაჭრილი კამა და გემოვნები…

ბოდიშს გიხდით, დესპანი ამჟამად მხოლოდ მოწვევით არის ხელმისაწვდომი. თუ მოწვევის კოდი გაქვთ, შეიყვანეთ ის ან დაასკანერეთ QR კოდი.