შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
რეცეპტები › ბოსტნეულის კერძები › ბადრიჯანი ნიგვზიანი სატენით

ატარა ზომის მოგრძო ბადრიჯანი დავსეროთ სიგრძეზე ისე, რომ არ მოვაშოროთ ერთმანეთს. მოვათავსოთ ჭურჭელში, მოვაყაროთ მარილი, დავახუროთ თავსახური, გავაჩეროთ 2-3 საათი, გავწუროთ ხელით.
წვრილად დაჭრილ ხახვს შევურიოთ მარილი, გავაჩეროთ 1-2 საათი, გავწუროთ ხელით, დავამატოთ დანაყილი ნიგოზი, ნიორი, ქინძის თესლი, წიწაკა, მარილი, ღვინის ძმარი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში და ავურიოთ ერთმანეთში.
გაწურული ბადრიჯანი შევწვათ ზეთში ყოველი მხრიდან. გავაცივოთ, შევავსოთ ნიგვზიანი მასით, მივცეთ მთლიანი ბადრიჯნის სახე. ამოვავლოთ ნიგვზიან მასაში, გადავიტანოთ ლანგარზე ან თეფშზე, მოვრთოთ ოხრახუშით, ალყა-ალყა დაჭრილი ხახვითა და ბროწეულის მარცვლებით.
ძვლიანი ხორცი დავჭრათდა კარგად მოვხარშოთ.კართოფილი ,ბადრიჯანი,ბულგარული წიწაკა ,პომიდორი დავჭრათ რგოლებად და ცალცალკე შევწვათ ტაფაზე.ხახვი დ…
დაჭერით ბადრიჯანი რგოლებათ , 1-2 სმ სისქის , მოაყარეთ მარილი და დატოვეთ ასეთ მდგომარეობაში 30 წუთი , წვრილად დაჭრილი ხახვი მოხრაკეთ კარაქში …
მოვხარშოთ კვერცხი მაგრად .გავაციოთ,გავაცალოთ კანი და გავხეხოთ.დაუმატოთ წვრილად დაჭრილი საშუალო ზომის ხახვი,წმინდად დაჭრილი კამა და გემოვნები…

ბოდიშს გიხდით, დესპანი ამჟამად მხოლოდ მოწვევით არის ხელმისაწვდომი. თუ მოწვევის კოდი გაქვთ, შეიყვანეთ ის ან დაასკანერეთ QR კოდი.