შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
რეცეპტები › ტკბილეულობა › გოზინაყი

ნიგოზი (სასურველია თეთრი და საღი) ლებნები მჭრელი დანით დავჭრათ, დავყაროთ ტაფაზე და ოდნავ მოვხალოთ ისე რომ არ გაწითლდეს. გავაგრილოთ, დავაყაროთ სინზე და დავბერტყოთ, თან სული შევუბეროთ, სანამ კანი მთლიანად არ გაეცლება. ღრმა, სქელძირიან ტაფაზე მოვათავსოთ 250გრამი თაფლი და რომ არ გადმოვიდეს, რამოდენიმე წუთით გადმოვდგათ, შემდეგ ისევ შევდგათ ცეცხლზე. როცა თაფლი დაცხრება და მშვიდად დაიწყებს დუღილს, რამოდენიმე წვეთი კოვზით ამოვიღოთ და ლამბაქზე დავაწვეთოთ. ვაცალოთ გაცივება და თუ წვეთი თითებს შუა ცომივით აგორდა, ჩავყაროთ დაჭრილი ნიგოზი. გამუდმებით ვურიოთ ხის კოვზით. დაახლოვებით 10 წუთის შემდეგ მოვაყაროთ 1-2 სადილის კოვზი შაქრის პუდრა, კიდევ კარგად აურიოთ და ტაფა ცეხლიდან გადმოვდგათ. გოზინაყის მთელი მასა წინასწარ გარეცხილ სველ ფიცარზე ან მომინანქრებული სინზე გადავიტანოთ და კოვზით კარგად მოვასწოროთ, გავაბრტყელოთ და გაცივებული გოზინაყი რომ არ დაიმსხვრეს, თბილი დანით დავჭრათ ნაჭრებად.
ძვლიანი ხორცი დავჭრათდა კარგად მოვხარშოთ.კართოფილი ,ბადრიჯანი,ბულგარული წიწაკა ,პომიდორი დავჭრათ რგოლებად და ცალცალკე შევწვათ ტაფაზე.ხახვი დ…
დაჭერით ბადრიჯანი რგოლებათ , 1-2 სმ სისქის , მოაყარეთ მარილი და დატოვეთ ასეთ მდგომარეობაში 30 წუთი , წვრილად დაჭრილი ხახვი მოხრაკეთ კარაქში …
მოვხარშოთ კვერცხი მაგრად .გავაციოთ,გავაცალოთ კანი და გავხეხოთ.დაუმატოთ წვრილად დაჭრილი საშუალო ზომის ხახვი,წმინდად დაჭრილი კამა და გემოვნები…

ბოდიშს გიხდით, დესპანი ამჟამად მხოლოდ მოწვევით არის ხელმისაწვდომი. თუ მოწვევის კოდი გაქვთ, შეიყვანეთ ის ან დაასკანერეთ QR კოდი.