↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Პდესპანი

პაატა ბურჭულაძე საიუბილეო ტურნეს წყვეტს

pikaso22 1 წთ კითხვა 659 0 კომენტარი

პაატა ბურჭულაძე საიუბილეო ტურნეს წყვეტს

პაატა ბურჭულაძე საიუბილეო ტურნეს წყვეტს.
ცნობილი ქართველი ბანი პაატა ბურჭულაძე საოპერო სცენაზე მოღვაწეობის 30 წლის იუბილის აღსანიშნავად დაგეგმილი კონცერტებ
ის სერიაზე უარს ამბობს.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავად ცნობილმა ბანმა განუცხადა. ბურჭულაძის მომავალი კონცერტი 30 სექტემბერს მოსკოვში, პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში უნდა გამართულიყო, თუმცა აღნიშნული კონცერტი აღარ გაიმართება.
"ახლა იუბილეებისა და საზეიმო ღონისძიებების დრო არ არის. საქართველოს დიდი უბედურება დაატყდა თავს და ამ ფონზე მე საიუბილეო დღეების აღნიშვნას ვერ გავაგრძელებ. ახლა ჩემი მიზანია, ომისგან დაზარალებულ თანამოქალაქეებს დავეხმარო", - განაცხადა ბურჭულაძემ.
შეგახსენებთ, რომ პაატა ბურჭულაძის 30 წლიანი მოღვაწეობის აღნიშვნა თბილისიდან დაიწყო. 15 ივლისს ოპერისა და ბალეტის თეატრში სანკტ-პეტერბურგის ფილარმონიის ორკესტრმა, იური ტემირკანოვის დირიჟორობით ბურჭულაძის იუბილისადმი მიძღვნილი პირველი კონცერტი გამართა. მსგავსი კონცერტებისთვის რუსეთის, ბრიტანეთის, აშშ-ს, იტალიისა და საფრანგეთის დედაქალაქებს უნდა ემასპინძლა.
მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · კულტურის ამბები

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი