გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მთარგმნელი და ფოლკლორისტი ვახუშტი კოტეტიშვილი
თბილისი, 7 აგვისტო /”ახალი ამბები - საქართველო”/. ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 73 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ლიტარატორი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პოეტი, მთარგმნელი, ირანისტი და ფოლკლორისტი ვახუშტი კოტეტიშვილი.
ვახუშტი კოტეტიშვილს მრავალი წლის განმავლობაში ფილტვების დაავადება აწუხებდა. ორი თვის წინ ის შოკურ მდგომარეობაში იქნა ჰოსპიტალიზირებული - სწორედ ამ დროს მას ”საბას” ლიტერატურული პრემია მიენიჭა.
კოტეტიშვილი მრავალი მონოგრაფიის ავტორი იყო, ამას წინად გამოიცა მისი ნაწარმოები ”ჩემი ცხოვრება”.
სიცოცხლეში ვახუშტი კოტეტიშვილს მინიჭებული ჰქონდა საფრანგეთის, ავსტრიის, და საქართველოს ლიტერატურული პრემიები.
ირანის სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, კოტეტიშვილი ირანულიდან მთარგმენლთა შორის მსოფლიოს ექვს საუკეთესო მთარგმნელთა სიაში მოხვდა და 2007 წელს ირანის სამთავრობო სიგელით დაჯილდოვდა. --0--
