ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა ! ! !
ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა ! ! !
ძვირფასო თანამემამულენო:
ნიუ იორკსა და მის შემოგარენში, ეროვნული ქველმოქმედების სახელით, გავრცელდა დახმარების აქციის პროპაგანდა. ამ პროპაგანდის განცხადებებს შეხვდებით ჩვენს თანამემამულეთა თავშეყრის ადგილებში, მათ შორის (და არამხოლოდ) ნიუ იორკის ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში.
ამ “ეროვნული საქველმოქმედო აქციის” ორგანიზატორები მოქმედებენ ორგანიზაცია “დესპანის” სახელით.
ჩვენ, დესპანის ეროვნული პორტალის შემქმნელნი, მოგახსენებთ: არც ჩვენ, არც ჩვენთან (გინდ, ჩვენს საქმესთან) დაკავშირებულ პირებს, არანაირი შეხება არ გვაქვს ამ აქციასთან, თუნდ მის ორგანიზატორებთან.
თუმცა, ამჟამად თავს ვიკავებთ მოგაწოდოთ ინფორმაცია, ამ აქციის სასარგებლოდ ან მის წინააღმდეგ, მაგრამ გულწრფელად გირჩევთ, გამოიჩინოთ ზედმიწევნითი წინდახედულება ამ აქციაში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილების გამოტანამდე.
პატივისცემით,
დესპანის ადმინისტრაცია
