მთავრობამ პარლამენტის ნდობა მოიპოვა
ახალმა მთავრობამ პრემიერ-მინისტრის ლადო გურგენიძის ხელმძღვანელობით და მისმა 5-წლიანმა პროგრამამ ”ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე” 31 იანვარს 141 ხმით 0-ის წინააღმდეგ პარლამენტის ნდობა მოიპოვა.
ოპოზიციამ კენჭისყრას და განხილვას ბოიკოტი გამოუცხადა, რადგანაც ის არ აღიარებს მიხეილ სააკაშვილის და მის მთავრობის ლეგიტიმურად.
ახალი მინისტრები:
• ვანო მერაბიშვილი - შინაგან საქმეთა მინისტრები
• დავით კეზერაშვილი - თავდაცვის მინისტრი
• ნიკა გვარამია - იუსტიციის მინისტრი
• დავით ბაქრაძე - საგარეო საქმეთა მინისტრი
• ეკა შარაშიძე - ეკონომიკის მინისტრი
• ალექსანდრე ხეთაგური - ენერგეტიკის მინისტრი
• ნიკა გილაური - ფინანსთა მინისტრი
• სანდრო კვიტაშვილი - ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი
• გია ნოდია - განათლების და მეცნიერების მინისტრი
• ზაზა გამცემლიძე - გარემოს დაცვის მინისტრი
• პეტრე ცისკარიშვილი - სოფლის მეურნეობის მინისტრი
• ნიკა ვაჩეიშვილი - კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
• კობა სუბელიანი - სახელმწიფო მინისტრი ლტოლვილთა და განსახლების საკითხებში
• თემურ იაკობაშვილი - სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში
• გიორგი ბარამიძე - სახელმწიფო მინისტრი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში და ვიცე-პრემიერი
ახალი თანამდებობები მთავრობაში
• დავით ტყეშელაშვილი - სახელმწიფო მინისტრი რეგიონალურ საკითხებში
• იულონ გაგოშიძე - სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში
გაუქმებული თანამდებობები
• სახელმწიფო მინისტრი სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში (რომელიც ზინაიდა ბესთაევას ეკავა)
• სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკური რეფორმების კოორდინაციის საკითხებში (რომელიც კახა ბენდუქიძეს ეკავა. იგი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გახდა).
