მიხეილ სააკაშვილმა ბაგრატის ტაძარში ფიცი დადო [ფოტო რეპორტაჟი]
მიმდინარე წლის 21 იანვარს ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში, საქართველოს მეორე ვადით არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ერის წინაშე ფიცი დადო. “ჩვენ ვამთავრებთ ცერემონიას და ვიწყებთ საქართველოს აღმშენებლობას.
როგორც სიმბოლოს ჩვენი აღმშენებლობისა და სიძლიერისა, ვდებთ პირობას, რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და მეურვეობით, ასევე საუკეთესო სპეციალისტების მეშვეობით, უახლოეს კვირებში დაიწყება ბაგრატის ტაძრის აღდგენითი სამუშაოები” – განაცხადა პრეზიდენტმა.
ღონისძიებამ ესწრებონენ აღმასრულებელი ხელისუფლების და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები. ინაუგურაციამ უცხოელი სტუმრების გარეშე ჩაიარა.
ქუთაისის მოსახლეობა სულმოუთმენლად ელოდა პრეზიდენტის ტაძარში გამოჩენას. დაახლოებით 2 საათისთვის ტაძრისკენ მიმავალი ქუჩები სავსე იყო მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებით. საზოგადოება პრეზიდენტს მეორე ვადით არჩევას ულოცოცავდა.
ინაუგურაციის ცერემონიალი ბაგრატის ტაძრის შესასვლელთან გამართული კონცერტით დასრულდა, რომელშიც ფოლკლორული ანსამბლის წევრები მონაწილეობდნენ.
გთავაზობთ ფოტო რეპორტაჟს:
მოძრავი სატელევიზიო სადგურები შორი ახლოს მიმალულ ადგილას
მოხუცებსაც კი... ისინი ცდილობდნენ მხნედ წინა ადგილები დაეკავებინათ რადგან თავიანთი გულის ტკივილი წერილის სახით მიეწოდებინათ პრეზიდენტისთვის
საქართველოს ახლად არჩეულ პრესიდენტს ხალხი გამარჟვებას ულოცავდა ხოლო პრეზიტენტი ტაძრისკენ გაემართა თანმხლებ პირებთან ერთად და ცერემონიალი დაიწყო ტაძარში.
ტაძრის გარეთ - ჩოხოსნები და მედროშეები
ცერემონიალის დასრულების შემდეგ კათალიკოს პატრიარქმა იქადაგა და გამთლიანებისკენ მოუწოდა სრულიად საქართველოს, ხოლო პრეზიდენტს სთხოვა შერიგების პირველი ნაბიჯი თავად გადაედგა, ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს მან ბეთლემიდან ჩამოტანილი შობის ხატი აჩუქა.
საჩუქრები, ქუთათელ გაენათის მიტრო პოლიტ მეუფე კალისტრატემაც გადასცა, მიხეილ სააკაშვის ბაგრატის ტაძრის და ღვთისშობლის ხატები აჩუქა ხოლო სანდრა ელისაბედ რულოვს ქართველი დედის მანდილი წარწერით "ჩვენთან არს ღმერთი", საჩუქრი ასევე მიიღო უწმინდესმა და უნეტარესმა, მას მეუფემ სპევიალურად კათალიკოს პატრიარქისთვის სჯავდებულის ხელით შექმნილი ჯვარი გადასცა.
მიხეილ საკაშვილმა დადო პირობა უახლოეს კვირეებში დაიწყება ბაგრატის ტაძრის აღდგენის ინტენსიური სამუშაოები სადაც მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტები იქნება ჩართული. რის შემდეგაც სტუმრები გარეთ ხალხთან შესახვედრად გამოვიდა და ცაში სულიწმინდის სიმბოლო მტრედები გაუშვეს.
იმედია უახლოეს მომავალში საქართველოს ვიხილავთ ერთიანს და ბაგრატის ტაძარს დაუბრუნდება გუმბათი.
ღმერთი გფარავდეთ
წყარო : http://www.infokutaisi.com/index.php?option=com_content&task=view&id=165
წყარო :
