↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Დდესპანი

დიდი ბრიტანეთი კოლხურ განძს მასპინძლობს

pikaso22 3 წთ კითხვა 1125 0 კომენტარი

დიდი ბრიტანეთი კოლხურ განძს მასპინძლობს

2 ოქტომბრიდან 4 იანვრამდე ქართული ოქრო კემბრიჯის ფიცვილიამსის მუზეუმში გამოიფინება. გამოფენა საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ნიუ-იორკის ანტიკური სამყაროს კვლევის ინსტიტუტისა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ეწყობა. კოლხური საგანძურის საგამოფენო ტურნე 2007 წელს დაიწყო და ამჯერად ბრიტანეთში გრძელდება. ქართული ოქრო ევროპის სამ ქალაქში _ პარიზი, ბერლინი, ნიცა უკვე იყო წარმოდგენილი... ეს ის ქალაქებია, სადაც ქართული კულტურის დღეები გაიმართა და ევროპას საშუალება მიეცა, ფართოდ გასცნობოდა ქართულ უძველეს კულტურას. ევროპული აღიარების შემდეგ, ეროვნულმა განძმა შეერთებულ შტატებში გადაინაცვლა, სადაც ოქროსთან ერთად, ექსპონირებული იყო შერეული მეტალის ნივთები, მათ შორის _ ვანის მუზეუმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპონატი, ბრინჯაოს ტორსი, რომელიც ვანის გათხრებისას იქნა აღმოჩენილი და, როგორც მკვლევარები ამტკიცებენ, ძვ.წ II საუკუნით თარიღდება. ნიუ-იორკის, ვაშინგტონისა და ჰიუსტონის შემდეგ, საგანძური ისევ ევროპაში დაბრუნდა. ამჯერად ექსპონატები მნიშვნელოვან კულტურის კერას, ბრიტანეთს სტუმრობს.

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · კულტურის ამბები

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი