გამოჩენილი ადამიანები
გამოჩენილი ადამიანები
ამ რუბრიკაში შემოგთავაზებთ არა მარტო მხატვრების ცხოვრებასა და მოღვაწეობას, არამედ შევეცდები შეძლებისდაგვარად მოგაწოდოთ ინფორმაციები ცნობილი ადამიანების შესახებ, ნებისმიერ სფეროში.გარკვეული მიზეზების და გამო ამ რუბრიკას დავიწყებ ''ლეონარდო და ვინჩით''

ლეონარდო და ვინჩი
საიდუმლო სერობა 1495 წელიეპოქის საუკეთესო მხატვარი ლეონარდო და ვინჩი იყო უდიდესი მეცნიერი, გამომგონებელი, ინჟინერი. იგი დაიბადა 1452 წელს.
ლეონარდომ ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში გამოიჩინა თავი. 14 წლისა იგი გახდა ანდრეა ბერროკოს მოსწავლე და სულ მალე უკან ჩამოიტოვა საკუთარი მასწავლებელი, 1470 წელს დახატა რა ''ქრისტეს ნათლობა''. 20 წლის ასაკში ლეონარდო უკვე აღიარებული მხატვარი იყო.1482 წელს ლეონარდო ჩავიდა მილანში, მილანის მმართველმა ლუდოვიკო სფონცამ დაავალა შეექმნა ბრინჯაოს ცხენის ქანდაკება, საკუთარი მამის ხსოვნის პატივსაცემად. ლეონარდომ შექმნა მონუმენტის თიხის მოდელი, ნატურალური ზომის(1493) რომელსაც უდიდესი კოლოსი უწოდა, მაგრამ მისი წლების ნაწვალები ფრანგულმა არმიამ გაანადგურა. პირველი მისი ნაშრომი მილანში ყოფნის დროს არის მადონა, ალტაზარის კომპოზიციაში (1483-1494წ)
1495 წელს ლეონარდომ დაიწყო მუშაობა ფრესკაზე ''საიდუმლო სერობა'', რომელიც განკუთვნილი იყო სანტა მარია დელა გრაციას ეკლესიისათვის.
ამ შედევრის ბედიც ტრაგიკული აღმოჩნდა. ჯერ კიდევ, მხატვრის სიცოცხლეშივე საღებავმა დაიწყო ცვენა, შემდეგ კომპოზიციის დიდი ნაწილი არასწორი რესტავრაციის შედეგად დაზიანდა. მხოლოდ 1945 წელს რესტავრაციის დროს იგი გადარჩენილი იქნა მთლიანი განადგურებისაგან.1499 წელს ლეონარდო დაბრუნდა ფლორენციაში და დახატა მონა ლიზას პორტრეტი, ცნობილი როგორც ''ჯოკონდა''.
ფლორენციაში მას მოუწია მიქელანჯელოსთან გაჯიბრება. ამ ორი გიგანტის ბრძოლაში დაიბადა უდიდესი ბატალური კომპოზიცია, პლაცო დელა სინორისათვის (ასევე პლაცო ვეკკოსათვის). ლეონარდომ კვლავ ჩაიფიქრა კიდევ ერთი ცხენის მონუმენტი, რომელსაც როგორც პირველს არ ეწერა დაბადება. ლეონარდო სწავლობდა ანატომიას, მათემატიკას, ხატვის თეორიასა და პრაქტიკას, ჩიტების ფრენას და ა.შ.
ლეონარდო გადავიდა რომში და იმყოფებოდა მედიჩის მფარველობის ქვეშ. სამწუხაროდ იგი შეწუხებული იყო მასალის უქონლობით ანატომიური გამოკვლევებისათვის, ატარებდა რა მცირე ექსპერიმენტებს რომლებიც არაფრისმომცემი იყო.
ფრანგები, ჯერ კიდევ ლუდოვიკXII, ხოლო შემდეგ ფრანცისკI აღფრთოვანებულნი იყვნენ ლეონარდო და ვინჩის შემოქმედებით. განსაკუთრებით კი ''საიდუმლო სერობით''. სწორედ ფრანცისკI-მა, ლეონარდო მიიწვია სამეფო კარზე მხატვრად.
სიცოცხლის ბოლო წლები ლეონარდომ საფრანგეთში გაატარა, გახდა რა მეფის კარის მხატვარი. გარდაიცვალა კლუს ციხესიმაგრეში 2 მაისს 1519 წელს.