კავკასიელები - გენეტიკურად ერთიანი ხალხი
კავკასიაში G2 და J2 ჰაპლოჯგუფები ჭარბობს, ხოლო სვანების გენეტიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ისინი დანარჩენ ქართველებთან, ოსებთან და აფხაზებთან ყველაზე ახლოს დგანან. სტატია კავკასიელი ხალხების გენეტიკურ ერთიანობას ეხება.
პონტოური ჯგუფი არის G2 და J2, რომელიც ჭარბობს მთელს კავკასიაში. G2 არის 40%-მდე პოპულაციაში ყველაზე დიდი რაოდენობით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით სვანეთში - (სვანეთის მოსახლეობის 80%-მდე), ასევე ის დიდი რაოდენობითაა ოსეთში, ტაო-კლარჯეთში, ჰერეთში და ინგუშეთში. ამერიკელი და ქართველი გენეტიკოსების სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ "American Journal of phisical antropology"-ში. სვანები განსაკუთრებულად მიუვალ ადგილებში ცხოვრობენ, მაგრამ ამასთან ერთად არა იზოლირებულად მეზობელ ხალხებთან. სვანური ენა ქართველურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება. ჩრდილოეთით სვანეტი ესაზღვრება ყარაჩაი-ჩერქეზეთს და ყაბარდო ბალყარეთს. აქედან ყარაჩაელები და ბალყარები საუბრობენ თურქული მოდგმის ენაზე, ხოლო ჩერქეზები და ყაბარდოელები ადიღეურ ანუ ჩერქეზულ ენაზე. სვანებისგან დასავლეთით სახლობენ აფსუები, რომლებიც ასევე საუბრობენ ადიღეურ-აფხაზურად. სამხრეთით და არმოსავლეთით სხვანებისგან მონათესავე ქართველური ენებია - მეგრულ-ლაზური ანუ ზანური და ქართული. ბოლოს კი ცოტა მოშორებით მდებარეობს მისგან ცხინვალის რეგიონი, სადაც ცხოვრობენ ჩამოსახლებული ოსები, რომლებსაც განცდილი აქვთ დროთა განმავლობაში დიდი ასიმილაცია ქართველებთან, კერძოდ ქართლელებთან და მის ჩრდილოეთით არის ოსეთი, რომელიც ფედერაციული რესპუბლიკაა რუსეთის შემადგენლობაში. საოცარია, მაგრამ სამხრეთ ოსებზე მეტად, ჩრდილეთ ოსები არიან ახლოს ქართველებთან, კერძოდ სვანებთან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ინდო-ევროპული ფესვების ხალხია, როგორც ჩანს კავკასიაში ხალხთა შერევა ნამდვილად ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობდა წარსულ პერიოდში.
დღემდე სვანეთის ისტორიის შესახებ ცოტა რამ იყო ცნობილი, მკვლევარებს აინტერესებდათ სვანების გენეტიკური კოდი, კვლევებისას ანალიზი აუღეს 184 სვანს. არანათესავებს და სხვადასხვა სოფლებიდან. იგრეკ ქრომოსომაზე, მამის ხაზზე დაკვირვების შემდეგ გაირკვა, რომ სვანები ყველაზე ახლოს არიან დანარჩენ ქართველებთან და ოსებთან.
სვანების Y ქრომოსომის ჰაპლოგგუფები იდენტური აღმოჩნდა დანარჩენ ქართველებთან, ოსებთან და აფხაზებთან. ერთი გენეტიკური კოდის - G2a-ს მატარებელი აღმოჩნდნენ სვანები და სხვა ქართველები (დომინირებს იმერლებში, სვანებში, აფხაზებში და მეგრელებში, ოსებში) ესენი უახლოესი ხალხია ერთმანეთისთვის გენეტიკურად. მიუხედავად იმისა, რომ ქართველები საუბრობენ ქართველური ჯგუფის ენებზე, აფხაზები ადიღეურზე, ხოლო ოსები ინდო-ევროპულ ენაზე, გენეტიკურად ეს ხალხები ერთნაირი ალელების მატარებელნი აღმოჩნდნენ.
სვანები, მეგრელები, ლაზები, ტაოხები (ტაო-კლარჯელები), იმერლები, რაჭველები, ლეჩხუმელები, ფხოველები, ქართლელები, კახელები, ჰერები, სომხებიც კი, რომლებიც ოსებივით ინდო-ევროპულ ენაზე ლაპარაკობენ. ასევე გენეტიკურად ძალიან ახლოს აღმოჩნდნენ კავკასიის მოსახლეობასთან შუა ანატოლიის მაცხოვრებლები, იტალიის ცენტრალური ნაწილის მოსახლეობა, სიცილიელები, კორსიკელები, ესპანეთის გარკვეული ნაწილის მცხოვრებლები და ჩრდილოეთ ირანის მაცხოვრებლები.
კრებული „საქართველო“ · კატეგორია რედაქციული დაჯგუფებაა.


