ქართული მითოლოგიის ილუსტრაციები ვარლამ ჯმუხაძე
ილუსტრატორმა ვარლამ ჯმუხაძემ ქართული მითოლოგიის პერსონაჟები დახატა: ალი, ბარბალე, ბატონები, დალი, დევი და მამბერი. სტატიაში მოკლედ არის აღწერილი თითოეული მათგანი.
ვარლამ ჯმუხაძე არის შესანიშნავი ქართველი ილუსტრატორი, წიგნების ყდების დიზაინერი, მრავალი გამოფენის მონაწილე, რომელმაც შექმნა ქართული მითოლოგიის რამდენიმე გმირის ილუსტრაცია:
1. ალი - ავი სული ქართულ მითოლოგიაში. ეს სულები როგორც წესი უხშირესად ვნებენ ორსულ ქალებს, ბავშვებს ან ღამით მარტოდმარტო მოგზაურებს.
2. ბარბალე - იგივე ბარბალ-ბარბოლი, მზისა და უხვმოსავლიანობის ქალღმერთი ქართულ მითოლოგიაში.
მყინვარზედ ჩნდება ნათება
სიბნელესა ჰკლავს სინათლე,
მზეო, ამოდი მთებიდან,
სოფელი გაგვისინათლე
გადმოდი, გადმოიარე
ცხრა ზღვა, ცხრა მთა და ცხრა ცაო,
დადექ ჩვენს თავზედ დედაო,
გული გაუთბე კაცსაო.
გაღვიძებულა ბარბოლი,
აგერ დამდგარა ჩვენს თავზედ,
მორიგეს - ღმერთთა მამასა
ლოცვას ავედრებს ჩვენს ხალხზედ,
გაუნათია სოფელი, გაუქარვია დარდია,
გადაშლილია ცაზედა, ვით გაფურჩქნული ვარდია,
მზეო, ნათელო, ანათე
მაღალო, ყოვლისმომცველო,
სიბნელის მტერო-მგმობელო,
ცაზე მჯდომარე მშობელო!
3. ბატონები - ეს არის გავრცელებული სახელი სახადისა. ჩუტყვავილას, წითელას, წითურას, ყბაყურას პერსონიფიკაციები ქართულ მითოლოგიაში.
4. დალი - სვანების ნადირობის ქალღმერთი. დედა ამირანისა (პრომეთესი). დიდებული, უკვდავი, ულამაზესი არსება. დედაბუნების მბრძანებელი.
5. დევი - ადამიანის და ოგრის ნაჯვარის მსგავსი ძლიერი არსება ქართულ მითოლოგიაში. ხშირად ისინი ადამიანის ხორცის მჭამელებიც არიან. მათ ღვთისშვილები ებრძვიან.
6. მამბერი - მგლების მბრძანებელი ღმერთკაცი სვანეთში. თუ ხალხი არ განარისხებდა მას და არ ჩაიდენდა საცოდაობას ერთმანეთის წინაშე, მოექცეოდა ბუნებას პატივისცემით და იცხოვრებდნენ ღირსეულად, ის "შეუკრავდა მგლებს პირს" და არ მისცემდა ნებას მათ ხალხის წინააღმდეგ წასულიყვნენ ან მათი საქონელი დაეგლიჯათ, მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ხალხი მას გააბრაზებდა, ის აუშვებდა მგელთა მოდგმას ცოდვილთა დასაწიოკებლად.
ვიდეო
კრებული „საქართველო“ · კატეგორია რედაქციული დაჯგუფებაა.
