როგორ გამოიყურებოდნენ კავკასიელები მე-19 საუკუნეში - გრიგორი გაგარინი
რუსი მხატვარი გრიგორი გაგარინი (1810–1893) კავკასიის ხალხების მრავალფეროვნებით იყო მოხიბლული და მათი სამოსი და ყოფა დეტალურად დახატა. სტატიაში წარმოდგენილია მისი 66 ნახატი — ქართველებიდან ჩერქეზებამდე და დაღესტნელებამდე.
რუსმა მხატვარმა გრიგორი გაგარინმა (1810-1893), რომელიც ასევე იყო რუსეთის სამეფო კარის ობერგოფმეისტერი, ძალიან დაინტერესებული იყო კავკასიით, ამ შეარებით მცირე ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნოსების გასაკვირად დიდი რაოდენობით, სიჭრელით, მრავალნაირი კულტურის, აღმსარებლობის, ეროვნების ხალხის არსებობით, უძველესი ისტორიით, ტრადიციით, განსხვავებულობით და სილამაზით. ამიტომ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით სწავლის შემდგომ 1839 წელს ჯერ პეტერბურგში დაბრუნდა და შემდეგ პირდაპირ კავკასიისკენ გამოემგზავრა. რუსეთის იმპერიის დავალებით ის 1848 წელს გადავიდა კავკასიის ცალკეული კორპუსის მთავარსარდლის მიხეილ ვორონცოვის განკარგულებაში "რათა გამოყენებული ყოფილიყო სამეცნიერო და არტისტული მიმართულებით". მან თბილისში იცხოვრა 1848 წლიდან 1855 წლამდე. ამ პერიოდში თბილისის გარდა გაგარინი მოგზაურობდა მთელ კავკასიაში და აღწერდა მაშინ მცხოვრები კავკასიელი ხალხის, სხვადასხვა ეთნოსის ყოფა-ცხოვრებას, გარეგნობას და ა.შ. მისი ნამუშევრები თვალწინ გვიცოცხლებს მე-19 საუკუნის შუა ხანების კავკასიის ყოფას, ჩაცმულობას, მოდას, ხალხის ანთროპოლოგიურ მონაცემებს, რელიგიურ სიჭრელეს და სხვა ბევრ ნიუანსს.
ფოტოგალერეა
კრებული „საქართველო“ · კატეგორია რედაქციული დაჯგუფებაა.


































































