ამერიკელი ქალბატონი Yahoo!-ს 20 მლნ დოლარს თხოვს
სტოვალმა საკუთარი ფოტო სარეკლამო ბანერზე მაშინ აღმოაჩინა, როდესაც სისტემა Yahoo! Mail-ში ახალი ანგარიშის წარმატებით დარეგისტრირების მისალოც წერილს კითხულობდა. გარემოებების მსგავსი დამთხვევა შეიძლება საკმაოდ იღბლიანად ჩაითვალოს, რადგანაც შენონმა კომპანიის სერვისები პირველად გამოიყენა.
$20 მლნ-ის ოდენობის მორალური ზარალის ასანაზღაურებელი თანხის გარდა, მოსარჩლე ასევე ითხოვს წილს რეკლამის შემოსავალიდან, რომელშიც მისი საკუთრება - სახე იქნა გამოყენებული. ასევე იგი კომპანიისგან სამი სხვადასხვა საადვოკატო ფირმის დავალიანების დაფარვასაც ითხოვს, რომელთა მომსახურებითაც მან სარჩელის მომზადებისას ისარგებლა.
