↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Რდესპანი

რუსი სამართალდამცველები მომღერალ ვალერი მელაძის საქმიანობით დაინტერესდნენ

LEVA1989 1 წთ კითხვა 458 0 კომენტარი

რუსი სამართალდამცველები მომღერალ ვალერი მელაძის საქმიანობით დაინტერესდნენ. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მელაძის კუთვნილი სამშენებლო ფირმის დამფუძნებელ დოკუმენტებთან ერთად, ამ კომპანიის ქართველი ეროვნების თანამშრომელთა პასპორტების ქსეროასლები მოითხოვეს.

მელაძემ შემოწმებას იდიოტური უწოდა და აღნიშნა, რომ მისი კომპანია სწორედ ეროვნული ნიშნით შეამოწმეს. ცნობილი მომღერლის განმარტებით, სამშენებლო კომპანია უკვე რამდენიმე წელია აქტიურად მუშაობს რუსეთის ბაზარზე და რუსი სამართალდამცავებისათვის ეჭვის საფუძველი არასოდეს მიუცია.

„ჩვენ ყოველთვის ვიხდით გადასახადებს და რა თქმა უნდა მათ ვერაფერ კრიმინალურს ჩემს საქმიანობაში ვერ მიაგნეს. თუმცა მაინც საწყენია, როცა ეთნიკური ნიშნით გამოწმებენ“ — აცხადებს მელაძე. მომღერლის თქმით, მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში იგი სასამართლოს მიმართავს.

წყარო: http://imedinews.ge

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · კულტურის ამბები

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი