შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
შენმა სულვილმა დამლია,შენზე ფიქრმა და სევდამა, შორს წასვლამ,ხშირად გაყრამა, გულის თვალების ხედვამა, მაკვირვებს შენი გამზრდელი,ვინც შენ გაგზარდა დედამა, კარგი ხარ, აღარც კარგი ხარ,მე გულს მაწევხარ ნისლადა, მინდა,რომ მძულდე,მოგშორდე,გულზე მობმულო ღვიძლადა. მაგრამ ტყუილად ვცოდვილობ,ვერ ვძლევ შეჩვეულ გრძნობასა, მთელი ხმელეთის სწორი ხარ,ვინ მიზამს შენოდნობასა. ვინა თქვა:ტრფობა ბერდება და სატრფიალო საგანი, ყინულის ცრემლებს მიოსხამს,წამწმები ცრემლით ნაბანი, ცრემლითა ნასურვილევით,დრო რა გაივლის და ხანი. ცოცხალი პირქვე დამმარხეთ,დამხურეთ მიწის საბანი, თუ ჩემს შენდამი სიყვარულს დაეკლოს ერთი ცვარია, თუმცა რაც პირველად გნახე,მას შემდეგ კარგა ხანია, ცოცხალს შენა მფენ გულზე ვარდს,თუ ავდარი,თუ დარია, საფლავშიც შენზე ვიფიქრებ,შენით ვიცოცხლებ მკვდარია.
თურმე როგორ მენატრები, არ ვიცოდი, მხოლოდ ქარში გაფრენილი მესმის სევდა, განშორება-სიყვარულის შვილი ცოდვის, მონატრება-განშორების ცოდვის დედა... სიძვასა და მრუშობაში გაჩენილი ნამქერს აყრის ქურუმების წმინდა ტაძარს, მენანება მე სიცოცხლე დარჩენილი არ შევწირო ერთადერთი ღმერთის ტაძარს. დავიღალე მარტოობის სიყვარულით, როგორც მთვარე, შემოვტირი ღამის მთიებს, დაგიტოვე მძევლად სითბო გაზაფხულის და ზამთარის ცივი სუნთქვა შევიჩვიე. მენატრები, მონატრებამ გამომფიტა, ფანჯარაშიც მხოლოდ სევდის თოვლი მოდის და ქარიც კი დამზუზუნებს თეთრი ციდან, თურმე როგორ მყვარებიხარ, არ ვიცოდი...
კურაპალატის ოცნება სიყვარულიო, ასე ბრძანა სპეტაკმა ბერმა, სიყვარულიო არ არისო მეფეთა ნება!.. და როცა სევდის დაჰნათოდა პალატებს ალი, წმინდა ტაძრის გზას გაუყენა მან სიძვის ქალი. და სასახლეში დასადგურდა უძირო სევდა და დრო გარდასულ დროთა ფურცლებს ულმობლად ხევდა... გრძნობა, ჩიტივით დამწყვდეული, უფლის საპყარი, უუფლებობას ედებოდა მსხვერპლად ტაძარში... მეფე იყო და უძლურ იყო, უძლური მარად, მეფე იყო თუმც სხვა მეუფემ ჩააგდო არად, მეფე იყო და შეაძულა მეფობა სხვა რამ, მის სულს მეფური სიყვარული სწყუროდა მაგრამ, სიყვარულიო, ასე ბრძანა სპეტაკმა ბერმა, სიყვარულიო არ არისო მეფეთა ნება!..
ზოგი ინატრებს სიმშვიდეს, ზოგი ინატრებს ივლისს, ზოგი ინატრებს ჩუმ სიკვდილს, მე კი ვინატრებ თბილისს. ზოგი ინატრებს მილიონს, ზოგი ღვინოს და ქალებს, მე კი ამაღამ, ფხიზელი, ვინატრებ დღეებს მთვრალებს. ზოგი ინატრებს გმირობას, საფლავზე ხმალს და დროშას; ზოგმა არ იცის რა უნდა, ზოგი რაღაცას როშავს. - მეც ვინატრებდი მილიონს, კისერზე ქალის მკლავებს, მაგრამ რა ვუყო დანარჩენს – თბილისზე ფიქრებს – მთვრალებს?! ეს ღამე ჩუმად ჩაივლის, დავითვლი ღმერთის ვალებს, მერე ვინატრებ ჩემს თბილისს და შენს ცრემლიან თვალებს...
მე მოვალ შენთან,ვით გაზაფხული, ჩამოგაშორებ გულიდან ყინვას. მე მოვალ შენთან, ვით ანცი სიო, რომ, სიყვარულზე რაიმე გითხრა. გზა თუ ამებნა შენსკენ სავალი, სიზმარში მაინც უთუოდ გნახავ. მე დაგიტოვებ ბაგეზე ამბორს და ფეხაკრეფით, უჩუმრად წავალ...
თუ, მოგენატროს ჩემთან ალერსი, ჩემი თვალები, თუ, გაგახსენდა, მე, ყვავილების თეთრი ბილიკით, თვით, სიყვარული მომიყვანს შენთან.
და როცა მოვალ, ვით, გაზაფხული, კრძალვით შემოვხსნი შენს სულში კარებს, მე მოვალ შენთან ისე უჩუმრად, რომ, გაოცებით მომაპყრობ თვალებს.
გადაგავიწყებ ყოველგვარ წყენას და დაგიკოცნი თაფლისფერ თვალებს. მე შეგიყვარებ ისე ძლიერად, რომ, შეშურდება, შენი სხვა კაცებს..
მზიანი დღეა, თებერვლისთვის მოულოდნელი. გაზაფხულია, თუ ზამთარი, ვერ გამიგია. ახლაც აქ ვდგავარ, ჩვენს ადგილზე, ახლაც მოგელი. ზეცას, კრიალას, ხელუხლები თოვლის ხიბლი აქვს.
შენ აქ არ მოხვალ, არ მოუსმენ ჭადრების შრიალს, და ჩემთან ერთად არ ჩაუთქვამ ხეს საიდუმლოს. დღეს ჩემს სიყვარულს უშენობის ტკივილი ჰქვია. ჯერაც არ ვიცი, ეს ტკივილი რამ დამიდუმოს.
და, მართალია, ჩემგან ძლიერ შორსა ხარ ახლა, მაინც მოგელი, ბოლოს კვდება რადგან იმედი... შენც, ალბათ, სადმე ამგვარივე ჭადართან დგახარ, ოღონდ ეგ არის, იმ ჭადრამდე მე ვერ მივედი.
მესმის,რომ უნდა დავისაჯო, ო,რაღა შენი სინათლით და შენი ალერსით? მესმის,რომ უნდა ჩამომახრჩონ, იყოს რაც არი, ო,მაგრამ რაღა შენს კისერზე შენივ ნაწნავით? მესმის,რომ უნდა დავიფერფლო, როგორც ღადარი, ო,მაგრამ რაღა შენი ცეცხლით, ღმერთი არ არის?
ფიქრთან,რომელიც წამით მიწყდება, იწყება ფიქრი,ფიქრი მეორე, და ის მეორეც, რადგან იწყება შენით იწყება და გიმეორებს. შენ გიმეორებს, შენ ვით ბიბლიას, ისე მარადისს და უთარიღოს, რადგანაც ჩემსფიქრს არ შეუძლია, რომ მხოლოდ შენზე ფიქრი არ იყოს.
მე ყველაფერი შენთვის მინდოდა... და ნებიერი შენი სხეული ისვენებდა ჩემს ხელისგულზე, როგორც ჩიტის უდედო ბარტყი ისვენებს ხოლმე ნეშოში, მზეზე, გატრუნული და ბედნიერი. მე ვმშვიდდებოდი და ვიცინოდი ისე ხმამაღლა, რომ შენ თრთოდი ჩემს ხელისგულზე...
ვეღარ ვიოკებ შეშლილ სუნთქვის დაწყევლილ ალებს, მივდივარ შენგან,ბალდახინით შევიბურები, საბუდრებიდან ამოვითხრი ყაჩაღის თვალებს, შენ შემოგწირავ, რათა დასძღნენ შენი ყურებით. ქარონის ნავით გადავირბენ პირველ ქაოსებს, ეთერის ჭავლებს ავაკვნესებ ცეცხლის ხოფებით, საიქიოშიც მე ვიგლოვებ სააქაოზე, რადგან ძვირფასო,აქ მიწაზე შენ იმყოფები. და კვლავ დასთქვან პაემანი ერინიებმა, ჩემი ცოდვები მათთვის დარჩეს აწ გასამხელი, წავალ,წამყვება საშინელი მონანიება და გულში შანთით ამომწვარი შენი სახელი. ვერ დაგვაშორებს აქერონის შლეგი ტალღები, სულ იფხიზლებს,თუნდ რომ გვამი ეგდოს მძინარე, სულეთის მგზავრნი,ანგელოზების ჩვილი ბალღები, დავაშრობთ ლეტოს,დავიწყების წყეულ მდინარეს.
მე თუ ვტირივარ,ნაღდი ცრემლი მიოსებს თვალებს, მე თუ ვიცინი, პირფერობა სადღაც აგდია, მე თუ ვიყვარებ,არა ვგავარ ბრჭყვიალა ქალებს და რაც ჩემშია,ყველაფერი მუდამ ნაღდია. მე თუ ვმეგობრობ,ერთგულებას ელოდე,უნდა, მე თუ ვღალატობ,იმ ღალატსაც თავის ფასი აქვს, არ ვხურდავდები,არც არასდროს ვაბრუნებ ხურდას და არ ვთამაშობ ცხოვრებასთან ორმაგ პასეანსს. მე თუ ვუჩოქებ,ალალ გრძნობას ვუჩოქებ მარტო, მე თუ ვაღმერთებ,-სიყვარულის ღმერთია იგი, და მე თუ ვნატრობ,შენგან მოწვდილ ალავერდს ვნატრობ, რადგან უშენოდ არსებობა არაფრად მიღირს.