↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
შენმა სულვილმა დამლია,შენზე ფიქრმა და სევდამა,
შორს წასვლამ,ხშირად გაყრამა, გულის თვალების ხედვამა,
მაკვირვებს შენი გამზრდელი,ვინც შენ გაგზარდა დედამა,
კარგი ხარ, აღარც კარგი ხარ,მე გულს მაწევხარ ნისლადა,
მინდა,რომ მძულდე,მოგშორდე,გულზე მობმულო ღვიძლადა.
მაგრამ ტყუილად ვცოდვილობ,ვერ ვძლევ შეჩვეულ გრძნობასა,
მთელი ხმელეთის სწორი ხარ,ვინ მიზამს შენოდნობასა.
ვინა თქვა:ტრფობა ბერდება და სატრფიალო საგანი,
ყინულის ცრემლებს მიოსხამს,წამწმები ცრემლით ნაბანი,
ცრემლითა ნასურვილევით,დრო რა გაივლის და ხანი.
ცოცხალი პირქვე დამმარხეთ,დამხურეთ მიწის საბანი,
თუ ჩემს შენდამი სიყვარულს დაეკლოს ერთი ცვარია,
თუმცა რაც პირველად გნახე,მას შემდეგ კარგა ხანია,
ცოცხალს შენა მფენ გულზე ვარდს,თუ ავდარი,თუ დარია,
საფლავშიც შენზე ვიფიქრებ,შენით ვიცოცხლებ მკვდარია.

ვაჟა-ფშაველა
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined03 Jul 2007
Posts369
კარმა50
OFFLINEPROFILE
მაღალ ტახტრევანზე იჯდა მამაღმერთი,

თეთრი ღრუბლები ეწყო ბალიშებად,

მყინვარი შანდლად ედგა

შიგ მზე სანთლად ენთო

და ხალხს ელვის კვერთხით სურვილს ამიშნებდა.

წყალობა უფლისა თურმე ყველას მისწვდა

მიწის ყველა მკვიდრი თავისთან შეჰყარა

გაშლილ ხელისგულზე ედო დედამიწა

რომ კაცთა მოდგმისთვის გაეყო ქვეყანა

მის წინ რიგში იდგენენ ზანგნი თუ არაბნი

ფრანგნი თუ..ვინ მოსთვლის ღვთის ნებას მინდობილთ

ზიგს ველი არგუნა, ზოგს მთების ქარაფი,

ზოგს ცხელი უდაბნო, ზოგს ვრცელი მინდორი

ზოდს მთა მოუწია, ზოგს მთის კალთები

უფლის განაჩენი არ იყო სადაო

მხოლოდ ამ გრძელ რიგში არ ჩანდნენ ქართველნი

რიგი და ქართველი? სადან სადაო

და როცა პირწმინდად დარიგდა მთა ბარი,

გოჯიც კი მიწისა არ დარჩა უბრალოდ,

უეცრად ჩვენები, სად იყვნენ სად არა

წარუდგნენ და ჰკითხეს

ჩვენ რა ვქნათ უფალო?

მიწის ამზომველნი სულს ძლივსღა ღაფავდნენ

ფრიად დამაშვრალი ჩანდა თვით მეუფეც,

განცვიფრდა

ვინა ხართ, სადა ხართ აქამდე

მთელი დედამიწა გავყავი მე უკვე...

ქართველნი გახლავართ

გავშალეთ ნაბდები

შენი სადგეგრძელო თასები დავცალეთ

რიგს ლხინი ვარჩიეთ, გაქეთ და გადიდეთ

და დაგვაგვიანდა ჰე ღმერთო მოწყალევ....

დავლოცეთ შენს მიერ შექმნილი სამყარო

მეუფევ მაღალო!

და რადგან ეს მიწა ყველას გაუყავი,

ცუდი თუ კარგი კუთხე გაეცი მთლიანად

რა უყოთ, ნუ სწუხარ, შენ კარგად იყავი

ოღონდ დაგვიცალე ეს ერთი ფიალა!

.....ალპებად

ანდებად

თუ კავკასიონის მთებად

აიწიენ წარბები შეკრული...

სად დაგაბინაოთ არ არის იოლი,

ასეთი ლამაზნი.

მამაცნი

ერთგულნი...

სულ ყველა გავეცი ბილიკიც ჭიუხვიც

მარტო დავიტოვე პატარა წალკოტი

იქ კალთა დავბერტყე

სიტურფის

სიუხვის,

საჩემოდ სამოთხის ხეხილით ვამკობდი,

მე ჩემთვის მინდოდა მზიური ქედები

და რადგან მიწის სხვა ნამცეციც არ არის,

ზეცაში ვიცხოვრებ..

ხოლო ეს ედემი

თქვენთვის დამითმია

დე იყოს ალალი!

და ასე წაბრძანდა ღმერთი ცათა შინა,

და ჩვენ დაგვიტოვა ღვთიური მთა ბარი,

მიტომ საქართველოს რა არ გააჩნია

ქუხს მისი სიტურფის

სიუხვის ამბავი..... იოსებ ნონეშვილი

მსოფლიოში ყველაზე მაგარი ლექსია !
ჩემთვის უსაყვარლესი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined24 Oct 2007
Posts19
კარმა50
OFFLINEPROFILE
თურმე როგორ მენატრები, არ ვიცოდი,
მხოლოდ ქარში გაფრენილი მესმის სევდა,
განშორება-სიყვარულის შვილი ცოდვის,
მონატრება-განშორების ცოდვის დედა...
სიძვასა და მრუშობაში გაჩენილი
ნამქერს აყრის ქურუმების წმინდა ტაძარს,
მენანება მე სიცოცხლე დარჩენილი
არ შევწირო ერთადერთი ღმერთის ტაძარს.
დავიღალე მარტოობის სიყვარულით,
როგორც მთვარე, შემოვტირი ღამის მთიებს,
დაგიტოვე მძევლად სითბო გაზაფხულის
და ზამთარის ცივი სუნთქვა შევიჩვიე.
მენატრები, მონატრებამ გამომფიტა,
ფანჯარაშიც მხოლოდ სევდის თოვლი მოდის
და ქარიც კი დამზუზუნებს თეთრი ციდან,
თურმე როგორ მყვარებიხარ, არ ვიცოდი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined24 Oct 2007
Posts19
კარმა50
OFFLINEPROFILE
ქალო, სირცხვილია, შინ შედი,
ჰაერი ურცხვად გეხება და გლოკავს!..
ქალო, ეგ ღიმილი ჯოკონდასნაირი
ვიღაცას ქუჩაში მოკლავს!..

ნიავი გიწეწავს ფაფუკი თმის ღერებს,
ვნებამორეული გსინჯავს,
ქალო, სირცხვილია, ყელს როგორ იღერებს
მაგ სავსე გულ-მკერდში ჭინკა?!

როგორ გსვამს ეშმაკი ურქო და უკუდო
ბადაგით პირსავსე ფინჯანს?
ქალო, სირცხვილია, დახარე ქუთუთო,
შიშველი თვალები გიჩანს!..

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined24 Oct 2007
Posts19
კარმა50
OFFLINEPROFILE
კურაპალატის ოცნება
სიყვარულიო, ასე ბრძანა სპეტაკმა ბერმა,
სიყვარულიო არ არისო მეფეთა ნება!..
და როცა სევდის დაჰნათოდა პალატებს ალი,
წმინდა ტაძრის გზას გაუყენა მან სიძვის ქალი.
და სასახლეში დასადგურდა უძირო სევდა
და დრო გარდასულ დროთა ფურცლებს ულმობლად ხევდა...
გრძნობა, ჩიტივით დამწყვდეული, უფლის საპყარი,
უუფლებობას ედებოდა მსხვერპლად ტაძარში...
მეფე იყო და უძლურ იყო, უძლური მარად,
მეფე იყო თუმც სხვა მეუფემ ჩააგდო არად,
მეფე იყო და შეაძულა მეფობა სხვა რამ,
მის სულს მეფური სიყვარული სწყუროდა მაგრამ,
სიყვარულიო, ასე ბრძანა სპეტაკმა ბერმა,
სიყვარულიო არ არისო მეფეთა ნება!..

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ზოგი ინატრებს სიმშვიდეს,
ზოგი ინატრებს ივლისს,
ზოგი ინატრებს ჩუმ სიკვდილს,
მე კი ვინატრებ თბილისს.
ზოგი ინატრებს მილიონს,
ზოგი ღვინოს და ქალებს,
მე კი ამაღამ, ფხიზელი,
ვინატრებ დღეებს მთვრალებს.
ზოგი ინატრებს გმირობას,
საფლავზე ხმალს და დროშას;
ზოგმა არ იცის რა უნდა,
ზოგი რაღაცას როშავს.
- მეც ვინატრებდი მილიონს,
კისერზე ქალის მკლავებს,
მაგრამ რა ვუყო დანარჩენს –
თბილისზე ფიქრებს – მთვრალებს?!
ეს ღამე ჩუმად ჩაივლის,
დავითვლი ღმერთის ვალებს,
მერე ვინატრებ ჩემს თბილისს
და შენს ცრემლიან თვალებს...

[IMG]http://up.pixgeo.com/out.php/i1330_gogo09.gif[/IMG]
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Dec 2006
Posts1435
კარმა85
OFFLINEPROFILE
მე მოვალ შენთან,ვით გაზაფხული,
ჩამოგაშორებ გულიდან ყინვას.
მე მოვალ შენთან, ვით ანცი სიო,
რომ, სიყვარულზე რაიმე გითხრა.
გზა თუ ამებნა შენსკენ სავალი,
სიზმარში მაინც უთუოდ გნახავ.
მე დაგიტოვებ ბაგეზე ამბორს
და ფეხაკრეფით, უჩუმრად წავალ...

თუ, მოგენატროს ჩემთან ალერსი,
ჩემი თვალები, თუ, გაგახსენდა,
მე, ყვავილების თეთრი ბილიკით,
თვით, სიყვარული მომიყვანს შენთან.

და როცა მოვალ, ვით, გაზაფხული,
კრძალვით შემოვხსნი შენს სულში კარებს,
მე მოვალ შენთან ისე უჩუმრად,
რომ, გაოცებით მომაპყრობ თვალებს.

გადაგავიწყებ ყოველგვარ წყენას
და დაგიკოცნი თაფლისფერ თვალებს.
მე შეგიყვარებ ისე ძლიერად,
რომ, შეშურდება, შენი სხვა კაცებს..

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined24 Oct 2007
Posts19
კარმა50
OFFLINEPROFILE
მზიანი დღეა, თებერვლისთვის მოულოდნელი.
გაზაფხულია, თუ ზამთარი, ვერ გამიგია.
ახლაც აქ ვდგავარ, ჩვენს ადგილზე, ახლაც მოგელი.
ზეცას, კრიალას, ხელუხლები თოვლის ხიბლი აქვს.

შენ აქ არ მოხვალ, არ მოუსმენ ჭადრების შრიალს,
და ჩემთან ერთად არ ჩაუთქვამ ხეს საიდუმლოს.
დღეს ჩემს სიყვარულს უშენობის ტკივილი ჰქვია.
ჯერაც არ ვიცი, ეს ტკივილი რამ დამიდუმოს.

და, მართალია, ჩემგან ძლიერ შორსა ხარ ახლა,
მაინც მოგელი, ბოლოს კვდება რადგან იმედი...
შენც, ალბათ, სადმე ამგვარივე ჭადართან დგახარ,
ოღონდ ეგ არის, იმ ჭადრამდე მე ვერ მივედი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
მზეო თიბათვისა

მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა,

ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები.

იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით,

ფრთებით დაიფარე - ამას გევედრები.

ტანჯვა-განსაცდელში თვალნი მიურიდენ,

სული მოუვლინე ისევ შენმიერი,

დილა გაუთენე ისევ ციურიდან,

სული უმანკოთა მიეც შვენიერი.

ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება,

უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები,

მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,

მზეო თიბათვისა ამას გევედრები.
გალაკტიონ ტაბიძე
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
მესმის,რომ უნდა დავისაჯო,
ო,რაღა შენი სინათლით და შენი ალერსით?
მესმის,რომ უნდა ჩამომახრჩონ,
იყოს რაც არი,
ო,მაგრამ რაღა შენს კისერზე შენივ ნაწნავით?
მესმის,რომ უნდა დავიფერფლო,
როგორც ღადარი,
ო,მაგრამ რაღა შენი ცეცხლით,
ღმერთი არ არის?

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
ფიქრთან,რომელიც წამით მიწყდება,
იწყება ფიქრი,ფიქრი მეორე,
და ის მეორეც, რადგან იწყება
შენით იწყება და გიმეორებს.
შენ გიმეორებს, შენ ვით ბიბლიას,
ისე მარადისს და უთარიღოს,
რადგანაც ჩემსფიქრს არ შეუძლია,
რომ მხოლოდ შენზე ფიქრი არ იყოს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
მე ყველაფერი
შენთვის მინდოდა...
და ნებიერი შენი სხეული
ისვენებდა
ჩემს ხელისგულზე,
როგორც ჩიტის უდედო ბარტყი
ისვენებს ხოლმე
ნეშოში,
მზეზე,
გატრუნული და ბედნიერი.
მე ვმშვიდდებოდი
და ვიცინოდი ისე ხმამაღლა,
რომ შენ თრთოდი
ჩემს ხელისგულზე...

მერაბ კოსტავა

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
ვეღარ ვიოკებ შეშლილ სუნთქვის დაწყევლილ ალებს,
მივდივარ შენგან,ბალდახინით შევიბურები,
საბუდრებიდან ამოვითხრი ყაჩაღის თვალებს,
შენ შემოგწირავ, რათა დასძღნენ შენი ყურებით.
ქარონის ნავით გადავირბენ პირველ ქაოსებს,
ეთერის ჭავლებს ავაკვნესებ ცეცხლის ხოფებით,
საიქიოშიც მე ვიგლოვებ სააქაოზე,
რადგან ძვირფასო,აქ მიწაზე შენ იმყოფები.
და კვლავ დასთქვან პაემანი ერინიებმა,
ჩემი ცოდვები მათთვის დარჩეს აწ გასამხელი,
წავალ,წამყვება საშინელი მონანიება
და გულში შანთით ამომწვარი შენი სახელი.
ვერ დაგვაშორებს აქერონის შლეგი ტალღები,
სულ იფხიზლებს,თუნდ რომ გვამი ეგდოს მძინარე,
სულეთის მგზავრნი,ანგელოზების ჩვილი ბალღები,
დავაშრობთ ლეტოს,დავიწყების წყეულ მდინარეს.

მერაბ კოსტავა

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts88
კარმა50
OFFLINEPROFILE
მე თუ ვტირივარ,ნაღდი ცრემლი მიოსებს თვალებს,
მე თუ ვიცინი, პირფერობა სადღაც აგდია,
მე თუ ვიყვარებ,არა ვგავარ ბრჭყვიალა ქალებს
და რაც ჩემშია,ყველაფერი მუდამ ნაღდია.
მე თუ ვმეგობრობ,ერთგულებას ელოდე,უნდა,
მე თუ ვღალატობ,იმ ღალატსაც თავის ფასი აქვს,
არ ვხურდავდები,არც არასდროს ვაბრუნებ ხურდას
და არ ვთამაშობ ცხოვრებასთან ორმაგ პასეანსს.
მე თუ ვუჩოქებ,ალალ გრძნობას ვუჩოქებ მარტო,
მე თუ ვაღმერთებ,-სიყვარულის ღმერთია იგი,
და მე თუ ვნატრობ,შენგან მოწვდილ ალავერდს ვნატრობ,
რადგან უშენოდ არსებობა არაფრად მიღირს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts88
კარმა50
OFFLINEPROFILE
ახლა უფრო მდუმარეა ზეცა,
ვინ მიხვდება ჩემს ამნაირ გლოვას?
ისევ ციდან ველოდები მერცხალს,
მაგრამ ციდან ქარიშხალი მოვა.

გათენდება ქარიანი კვირა.
ბედისწერა დაეტყობა ხელებს.
მოვა დარდი და ვეწვევი ხშირად
შემოდგომის გაყვითლებულ ველებს.

მიწა უნდა ჩემს უბრალო თვალებს,
ღმერთო ჩემო, ახლა უკვე დროა,
მოვა ჩუმი შემოდგომა მალე,
შემოდგომას სიხარული მოაქვს.

ახლა მეტი მწუხარება არის,
ვიღაც ალი სამარესთან გოდებს,
და წაიღებს შემოდგომის ქარი
უფსკრულისკენ გარინდებულ ფოთლებს.

ახლა უფრო მდუმარეა ზეცა,
ვინ მიხვდება ჩემს ამნაირ გლოვას?
ისევ ციდან ველოდები მერცხალს,
მაგრამ ციდან ქარიშხალი მოვა...

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი