|
«ზღვას მომაშორეს» - ქვითინებდა პატარა წვეთი, დარდს მისას ზღვისა ღიმი ედგა, ვით ნათლის სვეტი: ერთნი ვართ ყველა, ერთმანეთით მიწყივ ვივსებით, ნუ სევდიანობ - განშორება წუთია კენტი.
უეჭვოსა და ეჭვის მზღვარი ერთი სუნთქვაა! თავად სარწმუნოც და საეჭვოც ერთი სუნთქვაა! ეს ერთი სუნთქვა საკმარია სიხარულისთვის - აზრიც ყოფისა, ჩემო ძმაო, ერთი სუნთქვაა.
-.-
ამ ჩემს გულში რა ხდება? რა ხდება? ჩავიხედავ - შენ მაგივრად სხვა მხვდება, სხვა მხვდება.
მავიწყდები, როგორც თოვლი პირველი, პირველი, სხვა მოფრინავს სიხარულის ფრინველი, ფრინველი. მაგრამ დახეთ ბედის უკუღმართობას - მართობას შენ მიყვარხარ, სხვა კი არის გართობა, გართობა.
მე იმ სხვაშიც შენ გხედავ, შენ გხედავ, შენს კიბეზე ოქროს ქოში მეხდება, მეხდება. ელვა ცაზე იკლაკნება, მეხდება, მეხდება.
თუმცა მე დღეს სხვისკენ მიმიხარია - ხარია, ის სხვაც შენ ხარ, ბედმა გზები არია, არია.
ვერ გცილდები, სულ შენ ირგვლივ ვტრიალებ, ვტრიალებ, ეგ თვალები ვარსკვლავებად ბრიალებს, ბრიალებს.
მე სხვის ხმაში კვლავ ჩამესმის შენი ხმა, შენი ხმა, მზე შენ მიღმა ამომდის, მზე მიღმა.
სხვის გვერდითაც შენი ვარ, შენი ვარ და არა ვარ მშვენივრად, მშვენივრად.
ამ ჩემს გულში რა ხდება? რა ხდება? ჩავიხედავ - შენს მაგივრად სხვა მხვდება, სხვა მხვდება. დ.ბედიანიძე
|