↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts562
კარმა53
OFFLINEPROFILE
მართალი ხარ სოსოიას რუსო შემდეგში აუცილებლად გავითვალისწინებთ

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined20 Mar 2007
Posts97
კარმა50
OFFLINEPROFILE
ეხლა საღამოა და ნამეტნავად ლირიკულ ხასიათზე ვარ :mp: აჰა თქვენ ეს ლირიკული ლექსი ჩემგან :cl:

- . -
დაღამება სევდას მიქსოვს,
გული რითი გავართო,
დავჯდები და დავწერ ბარათს,
ისევ უმისამართოდ.
ჩემი ლექსი თვით მოგძებნის,
ვერსად დაემალები,
მისამართად ეგულება
შენი გიშრის თვალები.
მას რად უნდა ქუჩის სწავლა,
შენი სახლის ჩვენება,
ვით მერცხალი თავის ბუდეს,
მოვა, მოგეფერება.
გახსნი ბარათს, წაიკითხავ,
წარსულს დაუბრუნდები,
მაგრამ ისევ გონს მოგიყვანს
სინამდვილის ხუნდები.
რა მწარეა მოგონება
დღეთა გარდასულისა,
რა ძნელია დაოკება
ვნებააშლილ სულისა...
და როცა ქალს ვნება ახრჩობს,
გული რითი გაართოს,
ჟინიანად დახევს ბარათს,
მაგრამ... უმისამართოს.
დაეძებ და ვერ იპოვე,
გაგიცრუვდა მიზანი,
მე კი გულის გასართობად
კიდევ გამოგიგზავნი.

პ. გრუზინსკი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined21 Nov 2006
Posts20
კარმა51
OFFLINEPROFILE
შეხვედრა

ნუ დაგაბრკოლებს ის ეკლები -
გარს რომ მომრავლდა
ან ის სიცივე და სინესტე,
წინკარში რომ დგას,-
ივლი და სადღაც შეერწყმები საკმევლის კმევას,
სპეტაკით მოსილ შროშანების ღვთიურ ნათებას,-
იქ შემოგხვდება,
ანგელოზთა ფრთების შრიალში
მზე დგას ღამეში,
თუ ღამე - მზეში.

ნაზი უშიკიშვილი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
უსიყვარულოდ

უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ....
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ

რაც გადის დრო და ხანი.
მე უფრო მეტად მიყვარს
შენი პატარა ტანი...

შენი შავი თმის ბუჩქი
ეგ თეთრი შუბლის ფერი,
თვალები გიშრის ფერი
ლოყები ვარდისფერი...

შენი თითები მიყვარს
ორი პატარა თათი,
ო, იცი როგორ მიყვარს
ოდნავ შეხებაც მათი?!

ო, იცი როგორ მიყვარს
გამოუთქმელი ენით
შენი გრძნობების სიღრმე
სულის სიმაღლე შენი.

მე დარდიც მიყვარს შენი
შენი ღიმილიც ფართო.
მე ცრემლიც მიყვარს შენი
შენი კისკისი მართობს.
მე შუქი მიყვარს შენი
რა არის მისი ფასი..

მე ჩრდილიც მიყვარს შენი
მზის დაბნელების მსგავსი.
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ
მწვავს შენი ტრფობის ალი..

მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ
მთელი გრდზნობით და ძალით.

მთელი სამყარო ვრცელი
შენით არსებობს ჩემთვის.
რაზეც კი ვფიქრობ ყველა
ფიქრს შენზე ფიქრს ერთვის.

ძილში ჩემთან ხარ სიზმრად,
ფიქრში ჩემთან ხარ დღისით..
გულის ძგერის ხმა მესმის
შენი ხმა არის ისიც.

შენთვის მივწვდები მწვერვალს,
დიდების ყველა მნათობს.
დიდებას დავთმობ შენთვის
შენთვის მწვერვალებს დავთმობ..

შენი ოცნებით ვხარობ,
შენს დარდს ვატარებ დარდად,
მე სხვა სურვილი არ მაქვს
შენი სურვილის გარდა .

მსხვერპლი ყველაზე დიდი
მე მეჩვენება მცირედ,
რადგან შენ გსურდა იგი
რადგან შენ შემოგწირე...

შენს მცირეოდენ წყენას
სულ უმნიშვნელო წვრილმანს.
სდევს ჩემი სევდა დიდი
ჩემი ცრემლების წვიმა..

მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ
მიყვარხარ ცხადად და მალვით
როგორც აროდეს არვინ
არ ჰყვაებია არვის!!!

ეს სიკვდილს უდრის თითქმის
ეს შეუძლოა თითქმის
შენ ერთს გეკუთვნის მხოლოდ
რაც სიყვარულზე ითქმის!!!

ძმაც ვარ სატრფოც ვარ შენი
მამაც დაო და დედავ,
მე შეყვარებულს ყველას
შენს სახებაში ვხედავ..

სატრფოვ , შვილო და დედავ
ჩემო ძვირფასო ცოლო,
ყველას მაგივრად ერთად
მე შენ მიყვარხარ მხოლოდ...

რაც მაბადია ქვეყნად,
ამ სიყვარულზე კარგი.
ძლიერ მიყვარხარ, ძლიერ
ვარ შენი ტრფობიტ შმაგი.

თუ ტრფობისათვის ბოლოს
ჯილდო იქნება რამე,
ის შენ გეკუთვნის მარტო,
ის შენ გეკუთვნის მხოლოდ...

ნაყოფი მისი არის,
ვინც ნორჩი ნერგი დარგო,
ეს სიყვარული დიდი
შენ შემასწავლე კარგო!!!
პეტეფი


უი, ძალიან რომ არ მყვარედოდა ვერ ავკრეფავდი ალბათ ამხელა ლექსს..

მცირედ შეცდომებს თუ იპოვოთ, იმედია მომიტევებთ მეზობლებო...
:wink:

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined01 May 2007
Posts18
კარმა50
OFFLINEPROFILE
დიდებულია, ძალინ ვისიამოვნე. მადლობა ყველას... ეს კი ჩემგან, ჩემს მონატრებულ საკართველოს და ყველას დიდი სიყვარულით...:)

ვაზის სიმფონია

ქართლ-კახეთი ლეგენდაა, იმერეთი ზგაპარი,
სამეგრელო ოცნებაა, გაფრენილი ფაფარი,
გურია კი სიმგერაა, ხოლო რაჭა - სიზმარი,
ყველა ერთად ვენახია, ჩვენი დასაფიცარი.
ზგაპრად დაგვიკარგავს, ცხადში გვიპოვნია
ძველი საქართველოს ვაზის სიმფონია.
ეჰეი ამერ-იმერო!
გმერთების დიდო ვენახო,
ვაზის ადგილის დედაო, ვაზივიტ გამძლე მენახე,
იყავ ვაზივით უკვდავი, იყავ ვაზივით მარადი
ვაზივით დაფესვიანდი,
იმსხმოიარე,
გამრავლდი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
MAIA იქ სულ არ ჩანდა GGGთ-ს (მგონი წორად ვერ დავწერე) ლექსი და ამიტომაც ვიგუისხმე ასე , ჩემი და ქეთას ლექსები ჩანდა.

შენს კაბას წითელა თუ სჭირს ბატონები,
ანდა - ყაყაჩოთა სახადი? . .
ცოტაც ვიცეკვოთ და დაგეპატრონები
ვიდრე სუნს იკრავდეს სხვა ხვადი.

ამ კაბას მეწამულს და ასე შრიალას -
ნიავი მოირგებს ქილიკით:
შეხედე: მთვარიდან იელმა იალა!..
წყარომდე მოკლდება ბილიკი...

შესცოდე... და ხვადი სახადი დაცადე,
ჩვილ ბაგეს აგემე ამურის მარილი;
ნიავიც ამაღამ აიხდენს საწადელს,
გაღმა დაქარდება, ქალივით.

ცოტაც და...იწინთებს ქალწული ყაყაჩო...
გახლეჩილ ბროწეულს აუვლის ტკივილი,
და ვიდრე...და ვიდრე... იყუჩე,
მკლავებში მარწიე ტივივით!..

ცხელ ნდომით ამეკარ, ვით თონეს - ლავაში
სატევარს ქარქაში უტიე ვადამდე!..
ხვალ ისევ ჩავპურდეთ ამ ჭვავის ყანაში
და ხვალაც წითელა გადამდე...

მთვარე ყაბულსაა თაფლობის შვიდ დღეზე,
ნიავმაც მოგართვა კაბა და...
წითელბატონები წყრებიან შინდებზე:
წადითო, გეყოთო ლამბადა!...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ჩემო ტკბილო მეზობლებო..არ გვინდა რაა პოლემიკა, გთხოვთ..

აქ ერთმანეთს ჩვენი საყვარელი ლექსები გავუნაწილოთ...

ამ მშვენიერების სამეფოში სითბო და სიყვარული ვამეფოთ, ერთმანეთს დარდი გავუქარვოთ და პრობლემები დავავიწყოთ
იმ მცირე ხნით მაინც სანამ აქ ვიქნებით....კარგით???
:wink:

* * * * *

სადაც ყვავილები მთავრდებიან
და შენი თითები იწყებიან,
შენი თითებიდან დაწყებული,
ჩემი დაკარგული მიწებია.

არ ღირს ობლობაზე ლაპარაკი,
სულით ობლობასაც ნუვინ ტირის,
საკუთარ ძარღვებში დავწანწალებ,
ერთი უცხოელი ტურისტივით,
თანაც დაკიდებულს, საცალფეხოს,
ფართოდ ვიღიმები გულისტკივილს.

სხვებით სხვა მგოსნებმა გაიხარონ,
ალბათ, ჩემს გვირგვინად ეს აკურთხეს:
მთელი უშენობის მფლობელი ვარ,
დიდი დანაკარგის მესაკუთრე.


რეზო გეთიაშვილი


[img width=250 height=157]http://www.upload.caucasus.net/img/e21268f4b2c5b04dd5f734440b6921ae/gallery_994_16_63155.gif[/img]

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
QEთა ეს პოლკემიკა არ არის საყვარელო, უბრალოდ პასუხი გავეცი მაიას,
გაიხარე ეს ლექსი ძალიან მიყვარს და გამიხარდა აქ რომ წავიკითხე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
ტანს გეტმასნება სველი ალერდი,
ჭვირვალი კაბა გიმხელს თეძოებს
და აზიდული მაღალი მკერდით
მიეფინები მწვანე ეზოებს.
დაქნილი ფრჩხილით ტარეობს კორტნი
და ტაროც ხვდება ძუძუს რძიანი,
გაკოცებს ხაო სიმინდის ფოჩის
და ატევრილი სხეულმზიანი,
როგორც ავაზა, შენ, ტანხურვალი
დაეძებ კუროს რომ დაგიურვოს.
გხედავ და ვიცი შენი კუნთები
დათესლილია ჩემი სურვილით...
წამოვიწევი და გავარდები
გადალეწილი მხეცის წყურვილით...
და გავარდები, დაგედევნები,
თეთრი მუხლები თითქო ჰკივიან,
შენი ვარ, შენი, მოდი გევნები...
მეც დაგეწევი და ცხელწვივიანს
აგიყვან ხელში და გადაგისვრი
დიდ საწნახელში,
რომ შენი ტანით დავჭყლიტო მაგრად
მწიფე მტევნები...
მაგრამ თვალები, თვალები, თვალები,
უნდობი ტალღა და ხვლიკი ლუში,
ათასი ქალი და ყველა მრუში,
აშარა თუ ხარ, კახპა და ურცხვი,
გწყურია ვაჟი, უცხო და უცხო...
არა ხარ ჩემი, არ ხარ არვისა,
თუმც არასოდეს არ ხარ უარზე.
იცოდე მოვგრეხ ნებას ყუაზე,
ერთბაშად შეგსვამ ღვინოს ქარვისას
და შენი თმების წითური მორგვით
მიგაბამ მაგრად ცხენის ძუაზე...
მაგრამ თვალები, თვალები, თვალები,
ეხლა მადონნა, წმინდა, ხასხასა,
რა გიყო მე შენ უძღებო ხასავ ?
აგამზეურებ,
როგორც შუბისტარს ირუბაქიძის....
და ერთხელ კიდევ გასუდრულ მტევანს
გაგშოლტავ ლოშნით...

გრიგოლ რობაქიძე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2006
Posts412
კარმა51
OFFLINEPROFILE
გულო, რა გემართება?
***************
შემოდგომის ყვავილებს
დიდებასთან მივიტან,
ერთი შორი ოცნება
მახსოვს ძველ მოტივიდან.
ვარდები არ არიან,
მაგრამ რა მევარდება?
სულო, რა გემართება?
გულო, რა მოგივიდა?

ცამეტი წლის ხარ
************************
ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა
ჭაღარა გულის ზმანება ავი, -
ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,
ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!

გაივლის კიდევ ცამეტი წელი,
მოახლოვდება გზა ოცდაექვსი,
მოცელავს მაღალ ზამბახებს ცელი,
ატირდება დრო და ჩემი ლექსი.

ოჰ, როგორ მიდის ახალგაზრდობა -
დაუნდობელი სურვილი ლომის!
და ყოველივე როგორ ნაზდება,
როცა ახლოა მზე შემოდგომის.


რომელი საათია?

*****************************
ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა.
გულში მწუხარებამ ღამე გაათია…
მაინც არ მასვენებს მწარე სინანული,
რომელი საათია? რომელი საათია?
ვდგევარ ფანჯარასთან, ღამე არ იცვლება,
მთელი შემოდგომა თავზე დამათია.
ახლა მხოლოდ სამი იყოს, შეიძლება.
რომელი საათია? რომელი საათია?
სამის, შეიძლება, არის მესამედი,
მაგრამ გაიხედავ, მაინც წყვდიადია,
კივის სადგურიდან ზარი მეცამეტე -
რომელი საათია? რომელი საათია?
ფიქრში გახვეულა ბნელი დერეფანი,
ღამის მეეტლე რომ ვეღარ დაატია.
ისევ ნერვიულად რეკავს ტელეფონი,
რომელი საათია? რომელი საათია?
ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხასი
თითქო შეუწყვეტი კუპრის ნაკადია,
აღარ გათენდება ღამე საზიზღარი!
რომელი საათია? რომელი საათია?
იყო შარლ ბოდლერი: “მწარე და ძვირფასი
თრობის საათია, ღვინის საათია!” -
ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე:
რომელი საათია?

გალაკტიონ ტაბიძე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
ციცო
მურმან ლებანიძე
წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო _
შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ!

მე იმ ასაკში არ ვარ ახლა და
არც იმ ჭკუაზე _ ცოლ-შვილს გავეყარო!
მაგრამ შემომიჩნდა სურვილის მახრა და
პატარა ციცოვ, უნდა დამეხმარო!

ხოლო ციცუნია ტოლებში დაქრის
და შენი მახრა ფეხზე ჰკიდია,
თუმცა სავსე მკერდი მიუგავს სახნისს
და ეს შეახსენებს, რომ უკვე დიდია!

ისე ჩამოგივლის მიწაგასახეთქი,
ვითომც ქვეყანაზე მარტო ის ერთია.
როგორც ხეჭეჭური, ქვაზე დასათხლეში _
ციცო ისეთია!

წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებსო, დაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო _
შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined20 Mar 2007
Posts97
კარმა50
OFFLINEPROFILE
«ზღვას მომაშორეს» - ქვითინებდა
პატარა წვეთი,
დარდს მისას ზღვისა ღიმი ედგა,
ვით ნათლის სვეტი:
ერთნი ვართ ყველა, ერთმანეთით
მიწყივ ვივსებით,
ნუ სევდიანობ - განშორება წუთია კენტი.

უეჭვოსა და ეჭვის მზღვარი ერთი სუნთქვაა!
თავად სარწმუნოც და საეჭვოც ერთი სუნთქვაა!
ეს ერთი სუნთქვა საკმარია სიხარულისთვის -
აზრიც ყოფისა, ჩემო ძმაო, ერთი სუნთქვაა.

-.-

ამ ჩემს გულში რა ხდება? რა ხდება?
ჩავიხედავ - შენ მაგივრად სხვა მხვდება,
სხვა მხვდება.

მავიწყდები, როგორც თოვლი პირველი,
პირველი,
სხვა მოფრინავს სიხარულის ფრინველი,
ფრინველი.
მაგრამ დახეთ ბედის უკუღმართობას
- მართობას
შენ მიყვარხარ, სხვა კი არის გართობა,
გართობა.

მე იმ სხვაშიც შენ გხედავ, შენ გხედავ,
შენს კიბეზე ოქროს ქოში მეხდება, მეხდება.
ელვა ცაზე იკლაკნება, მეხდება, მეხდება.

თუმცა მე დღეს სხვისკენ მიმიხარია
- ხარია,
ის სხვაც შენ ხარ, ბედმა გზები არია, არია.

ვერ გცილდები, სულ შენ ირგვლივ
ვტრიალებ, ვტრიალებ,
ეგ თვალები ვარსკვლავებად ბრიალებს,
ბრიალებს.

მე სხვის ხმაში კვლავ ჩამესმის შენი ხმა,
შენი ხმა,
მზე შენ მიღმა ამომდის, მზე მიღმა.

სხვის გვერდითაც შენი ვარ, შენი ვარ
და არა ვარ მშვენივრად, მშვენივრად.

ამ ჩემს გულში რა ხდება? რა ხდება?
ჩავიხედავ - შენს მაგივრად სხვა მხვდება,
სხვა მხვდება.
დ.ბედიანიძე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ძალაინ ლამაზი ლექსებია...მადლობა მათი აქ თავმოყრისათვის ყველას..

"პოეზია სიტყვის ხელოვნებაა,
ლოცვა კი დუმილისო"

ორივეს შეგრძნეაბა დიდი მადლია...


ნუშები ფიფქებად დაგათოვს და
აპრილი სიმღერას დაგაძალებს,
მე შენი ღიმილი დამათრობს და
იის სურნელებას დავაბრალებ!

მზე გულს დაგებნევა ნეტარებით
და აღარ მოგაკლებს სხივთა ალერსს...
თავბრუს დამახვევენ ეგ თვალები
და ვარდების სუნთქვას დავაბრალებ...

გრძნობა ვულკანივით ამოხეთქავს
და კვლავ წაგიკიდებს ცეცხლის ალებს,
დამხანძრავს შენი გამოხედვა
და ატმის ყვავილებს დავაბრალებ!..

მოგნახავს ფიქრები და ოცნება,
მოგიტანს სიყვარულით დანაბარებს,
და გული შენი თუ გაოცდება
ყველაფერს გაზაფხულს დავაბრალებ...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts562
კარმა53
OFFLINEPROFILE
უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე. თუ ვინმემ იცით ეს ლექსი ჩაწერეთ რა ძალიან გთხოვთ.წინასწარ გიხდით მადლობას,მე ვერ ვიხსენებ,არ მინდა რომ ცუდად დავწერო.

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი