↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
tiktika წერს:
უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე. თუ ვინმემ იცით ეს ლექსი ჩაწერეთ რა ძალიან გთხოვთ.წინასწარ გიხდით მადლობას,მე ვერ ვიხსენებ,არ მინდა რომ ცუდად დავწერო.
ტიკტიკა-წინა, მეხუთე გვერძე უნდა ეწეროს ეგ ლექსი თუა არ მეშელბა. ნახე აბა...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined30 May 2007
Posts216
კარმა52
OFFLINEPROFILE
შოთა ნიშნიანიძე
ორი ტირიფი

- ატოტილი, ირიბი,
რატომ ტირის ტირიფი?

- მთელი წელიწადია,
გაღმა გასვლა სწადია.

ასეთივე პატარა ასეთივე ირიბი,
იქ, მეორე ნაპირზე, წუხს მეორე ტირიფი.



_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined30 May 2007
Posts216
კარმა52
OFFLINEPROFILE
შოთა ნიშნიანიძე
როცა ქუჩაში ერთად მოვდივართ

როცა ქუჩაში ერთად მოვდივართ,
შენი თვალების მზით ვარ შემცბარი,
მე გაზაფხული თავი მგონია
და შენი სახით მომყავს მერცხალი.
როცა მარტო ვარ - ღიმილით მოდის
ერთი,
მეორე,
მერე მესამე:
- ბიჭო, იმ გოგოს რომ მიჰყვებოდი,
გვითხარი, რატომ არ მოგვესალმე?!

:wink: :wink: :wink:

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
*****************
მიყვარხარ ასეთი მშვიდი და მდუმარე
როცა არ ჭირდებათ ტექსტებს კორექცია,
თვალებით თანხმობა, თვალებით უარი
და უსიტყვობის მტელი კოლექცია.

შენგან ვისახსოევრე და სადმე თუ არის,
მაგ შენს დუმილშიც არის პოეზია
მიყვარხარ ასეთი მშვიდი და მდუმარე
როცხა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია...

გიორგი საჯაია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
მე არ გწერ ლექსებს,
უბრალოდ ვფიქრობ...
დუმილით მინდა
გადმოგცე სითბო...



_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined21 Nov 2006
Posts20
კარმა51
OFFLINEPROFILE
[size=10pt][size=10pt]ერთი[/size][/size]

სულ ერთი ლექსი მინდა,
ერთი ლამაზი ლექსი;
მერე რაც უნდა იქნას,
რაც უნდა მოხდეს-მეთქი.
ერთი ავარდნა ალად,
აბრიალება ერთი -
მერე? თუნდ ქფვესკნელს წავალ
ჩემივ მოსატეხ ფეხით.

რევაზ ტატალაშვილი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined21 Nov 2006
Posts20
კარმა51
OFFLINEPROFILE
***

მიდის ეს ტრამვაი უჩემოდ,
ფიქრები ულექსოდ ვერ ძლებენ,
მეძებენ თბილისის ქუჩები,
დიდი ხნის დაკარგულს მეძებენ.
ქარი - მწუხარების ზვარაკი -
მოთქვამს , ჩემი ბედი აგიჟებს
და ელის მშობელი ქალაქი
უეცრად შეწყვეტილ ნაბიჯებს.

ვახტანგ ძნელაძე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts562
კარმა53
OFFLINEPROFILE
დიდი მადლობა ქეთა,მე არ მინახავს ეს ლექსი,ეტყობა გამომრჩა,ეს ჩემი ყველაზე საყვარელი ლექსია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts562
კარმა53
OFFLINEPROFILE
ქეტა თუ შეგიძლია მუხრან მაჭავარიანის ლექსები ჩაწერო,ერთი ლექსი მიყვარს ძალიან და ვერაფრით ვერ გავიხსენე.წინასწარ გიხდი მადლობას.MERCI

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
ტიკტიკა მაგ თხოვნას მეც შეგისრულებ და რამდენიმე ლექს დავდებ მაჭავარიანისას

(ქალია დილა...)
მუხრან მაჭავარიანი
ქალია დილა,
მიწა — ქალი
საღამო — ქალი...
წვიმა ქალია...
ყველაფერი
ქალივით მიყვარს...
და როცა ვინმე
ჩემზე უკეთ
ადიდებს დილას, — ასე მგონია:
მე რო მიყვარს, —
მართმევენ იმ ქალს.

გულუბრყვილო ნატვრა გამხელილი წყნეთის ქუჩაზე ერთი ასულისადმი
მუხრან მაჭავარიანი

ცად მიმოქრიან მერცხალნი შავნი.
ქუჩაში ბიჭი ყვავილებს ყიდის.
არ იქნებოდა შესანიშნავი, _
იყო შენ ჩიტი?!
ვიყო მე ჩიტი?!

ჩიტნი რომ ვიყოთ, იქ წაგიყვანდი,
სადაც, ვით კაცი, ვიყავი უწინ;
გულს ვიჯერებდით მაშინ, გიყვარდეს,
ქსენიას ბჟოლით...
ვალიკოს ყურძნით...

ჩიტნი რომ ვიყოთ (ვაგლახ! _ კაცნი ვართ!),
არ იარსებებს ჩვენთვის მიჯნები;
შევეგებებით მღვრიე განთიადს,
ქვებს დაგვიშენენ
სოფლის ბიჭები.

ტირიფის ტოტზე გავძღებით ძილით, _
კმაყოფილები მაყვლით, კუნელით...
დე, ნუმც შენიშნონ ფრინველი წყვილი, _
ისე გავიდნენ
საუკუნენი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts562
კარმა53
OFFLINEPROFILE
დიდი მადლობა ნაბა,ყურადღებისთვის და თუ კიდევ დაწერ,მე ძალიან მოხრული ვიქნები,რადგან მე აქ ლექსები მაკლია და საითში მაინც წავიკითხამ ხოლმე,თავისუფალ დროს.მერსი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
(ვინც ილხენს ახლა...)
მუხრან მაჭავარიანი

ვინც ილხენს ახლა, _
უფრო ცოდოა, _
ვიდრე ის ბევრი, _
ახლა ვინც ტირის...
ამგვარში, _
დღეს რომ საქართველოა, _
არც სიცოცხლე ღირს
და არც სიკვდილი

(საწუთრო ...)
მუხრან მაჭავარიანი

საწუთრო თუმცაღა ძალიან სწრაფია
და ფრიად მუხთალი, ვითარცა უბნობენ;
წარსული თაფლია, მერმისი თაფლია,
წარსული მერმისზე ტკბილია უფრორე...
აწმყოა მარტოკა, _ სიტკბო რომ აკლია
(ვინ იცის, აქვს კიდეც და მე ვერ ვუპოვე).

მე მიყვარს
მუხრან მაჭავარიანი

მე მიყვარს ხოლმე სიარული ქუჩაში მარტო,
იმ დროს,
როდესაც
დედაქალაქს
დაიპყრობს ძილი...
მიყვარს,
მიყვარს
და...
არ ვიცი რატომ!
(მიზეზის პოვნას
არცთუ ისე ძალიან ვცდილობ).

დავდივარ.
მესმის საკუთარი ფეხის ხმა მხოლოდ...
იღვრება დიდი ფანჯრებიდან სინათლე ლურჯი.
და...
ვიცი:
ვივლი,
ვივლი,
ვივლი,
ვივლი
და...
ბოლოს
სასაფლაოზე წამიღებენ ამავე ქუჩით.

აუცილებლად,
უსათუოდ
მოხდება ასე!
მაგრამ მე მაინც
გმადლობ, დედა,
დედაო, გმადლობ!
ვხედავ ქვეყანას —
სინათლით სავსეს...
დავდივარ,
ვღელავ,
მიყვარს,
მაწვიმს,
ვიცინი,
მათოვს

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
სიყვარული

შენმა სურვილმა დამლია,
შენზე ფიქრმა და სევდამა,
შორს წასვლამ, ხშირად გაყრამა,
გულის თვალებით ხედვამა;

მაოცებს შენი გამზდელი,
ვინც შენ გაგზარდა დედამა...
კარგი ხარ, აღარც კარგი ხარ,
მე გულს მაწევხარ ნისლადა,

მინდა, რომ მძულდე, მოგშორდე,
გულზე მობმულო ღვიძლადა.
მაგრამ ტყუილად ვცოდვილობ:
ვერ ვძლევ შეჩვეულს გრძნობასა.

მთელის ხმელეთის სწორი ხარ,
ვინ მიზამს შენოდნობასა?
ვინა სთქვა: “ტრფობა ბერდება
და სატრფიალო საგანი,

ყინულის ეკალს დაისხამს
წამწმები ცრემლით ნაბანი,
ცრემლითა ნასურვილევით,
დრო რა გაივლის და ხანი?!”
ცოცხალი პირქვე დამმარხეთ,

დამხურეთ მიწის საბანი,
თუ ჩემს შენდამი სიყვარულს
დაეკლოს ერთი ცვარია.
თუმცა რაც პირველად გნახე,
მას შემდეგ კარგა ხანია,

ცოცხალს შენა მფენ გულზე ვარდს
თუ ავდარი, თუ დარია,
საფლავშიც შენზე ვიფიქრებ,
შენგნით ვიცოცხლებ მკვდარია!

1891 წ.

ვაჟა ფშაველა


[img width=250 height=219]http://mya.caucasus.net/images/56747tvalebi.jpg[/img]

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
ქეთა გაიხარე, ეს ლექსი როგორ მიყვარს და საერთოდ ვაჟა, ჩემთვის სასიამოვნო იყო მის პროზაზე მუშაობა (მასში არსებულ ცოდვა- მადლის პრობლემებზე). ისე ასეთი თემებიც რომ იშლებოდეს აქ, საინტერესო იქნებოდა

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
Naba წერს:
ქეთა გაიხარე, ეს ლექსი როგორ მიყვარს და საერთოდ ვაჟა, ჩემთვის სასიამოვნო იყო მის პროზაზე მუშაობა (მასში არსებულ ცოდვა- მადლის პრობლემებზე). ისე ასეთი თემებიც რომ იშლებოდეს აქ, საინტერესო იქნებოდა

შენც გაიხარე ჩემო კარგო!!! მეც ძალიან მიყვარს ვაჟას ვაჟკაცური სული...
გავხსნათ ასეთი თემებიც თუ კი სურვილია...რაც უფრო მეტ საინტერესოს გავუზიარებთ ერთმანეთს მით უკეთესი..ასე რომ, მზად ვართ შენს მოსასმენად და წამოშველებითაც წამოგეშველებით აბა მეზობლები რისი ვართ?! თუ კი რამით შევძლებთ....:)

და ეს თემა რომ არ გაგვიოფდეს აქვე დავდებ ვაჟას კიდევ ერთ ლექსს

გულს

გულო, ჩემს ხელთ ხარ ცოტა ხანს,
შემდეგ იქცევი მიწადა,
მანამა სცოცხლობ ჩემთანა,
შენც უნდა იყო ბიჭადა!
რაც-კი რამ სასიცოცხლოა,
შესვი, დალიე ხარბადა:
ზოგი გვირგვინად დაიდგი,
ზოგი ჩაიცვი კაბადა,
საწყევრად ისიცა კმარა,
როცა ვიქცევით ლაფადა;
როს მიწას ვიწვნეთ უგრძნობლად,
ჭია-ღუების საჭმელად,
აღარ გვეცალოს სატირლად,
აღარც სიმღერის სათქმელად,
სამარის ქვასა ზედ ეკრას
ნარი და შამბი სანთელად;
ცა სჭექდეს, წვიმაც დიოდეს,
დილის მზეც ამოდიოდეს,
ურიცხვი გუნდი ყვავილთა
მიწიდამ გამოდიოდეს,
სატრფო ჰკოცნიდეს სატრფოსა,
ჩვენ ერთიც არ მოგვდიოდეს!

1892 წ.

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი