ქეთა გაიხარე, ეს ლექსი როგორ მიყვარს და საერთოდ ვაჟა, ჩემთვის სასიამოვნო იყო მის პროზაზე მუშაობა (მასში არსებულ ცოდვა- მადლის პრობლემებზე). ისე ასეთი თემებიც რომ იშლებოდეს აქ, საინტერესო იქნებოდა
შენც გაიხარე ჩემო კარგო!!! მეც ძალიან მიყვარს ვაჟას ვაჟკაცური სული...
გავხსნათ ასეთი თემებიც თუ კი სურვილია...რაც უფრო მეტ საინტერესოს გავუზიარებთ ერთმანეთს მით უკეთესი..ასე რომ, მზად ვართ შენს მოსასმენად და წამოშველებითაც წამოგეშველებით აბა მეზობლები რისი ვართ?! თუ კი რამით შევძლებთ....:)
და ეს თემა რომ არ გაგვიოფდეს აქვე დავდებ ვაჟას კიდევ ერთ ლექსს
გულს
გულო, ჩემს ხელთ ხარ ცოტა ხანს,
შემდეგ იქცევი მიწადა,
მანამა სცოცხლობ ჩემთანა,
შენც უნდა იყო ბიჭადა!
რაც-კი რამ სასიცოცხლოა,
შესვი, დალიე ხარბადა:
ზოგი გვირგვინად დაიდგი,
ზოგი ჩაიცვი კაბადა,
საწყევრად ისიცა კმარა,
როცა ვიქცევით ლაფადა;
როს მიწას ვიწვნეთ უგრძნობლად,
ჭია-ღუების საჭმელად,
აღარ გვეცალოს სატირლად,
აღარც სიმღერის სათქმელად,
სამარის ქვასა ზედ ეკრას
ნარი და შამბი სანთელად;
ცა სჭექდეს, წვიმაც დიოდეს,
დილის მზეც ამოდიოდეს,
ურიცხვი გუნდი ყვავილთა
მიწიდამ გამოდიოდეს,
სატრფო ჰკოცნიდეს სატრფოსა,
ჩვენ ერთიც არ მოგვდიოდეს!
1892 წ.