↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts580
კარმა51
OFFLINEPROFILE
ლიანას

სიტყვა არ წამოგცდეს,
რომ შენ დაიღალე,
განზე გადექი და
ტყვია დაიხალე.

გული გაიხელე,
სისხლით გაიხელე,
ოღონდ არ წამოგცდეს,
რომ შენ დაიღალე

მორის ფოცხიშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1825
კარმა67
OFFLINEPROFILE
მადლონტ ნიაკო.დგეს ცოტა ნოსტალგია ცჰემომეპარა. სჰენი სახელი მიკვარს ;ცჰემ ზმისჰვილს კვია.სულ ბედნიერად მეკოლე ცემო კარგო.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts580
კარმა51
OFFLINEPROFILE
liana wrote:
ციტატა:
მადლონტ ნიაკო.დგეს ცოტა ნოსტალგია ცჰემომეპარა. სჰენი სახელი მიკვარს ;ცჰემ ზმისჰვილს კვია.სულ ბედნიერად მეკოლე ცემო კარგო.

არ მოიწყინო, ყველაფერი კარგად იქნება, ყველას გვქონია ეგეთი დღეები=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
ტანო-ტატანო,გულწამტანო ,უცხოდ მარებო,
ზილფო კავებო,მომკლავებო,ვერსაკარებო...
წარბ-წამწამთ თვალნო, მისათვალნო -შემაზარებო,
ძოწ-ლალ ბაგეო,დამდაგეო,სულთწამარებო.
პირო მთვარეო,მომიგონე მზისა დარები,
თვალთა ნარგისი ,დამდაგისი შეგშვენის მწველად,
ყელსა ბროლებსა,უტოლებსა გველი გყვა მცველად...
გეხდნეს ხალები,მაკრძალები ამარტის ველად,
ნარინჯნი ორნი,ტოლნი,სწორნი მიქმოდენ ხელად,
მიწვევდნენ შენად შესამკობლად დამამწარებო,
ალვაო გეხსნეს ორნი ნორჩნი მოსარხეველნი,
მკლავნი-მომკლავნი, თითნი-თლილნი მოასახვეველნი,
ზარიფსა წელსა დაემკვიდრნენ ქვეყანად მსვლელნი,
ოდეს გნახავდი შევიმატნი ათასნი წელნი...
აწ დამლევიან ყოვლნი დღენი უცხოდ მარებო,
ბაგემდუმრიად გიალერსებ ბაგეო ვარდო,
სულსა სწყურიან დამამშვრალსა რას შეგაფარდო?!
თუმცა შენ დაგთმო ვინღა ვპოვო სად გავიზარდო?
უშენოდ ხილვა არვისი მსურს შევიზარებო,
შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულს მთვარეს,
სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს,
მოდით მიჯნურნო შემიბრალეთ ,მოვლეთ ჩემს არეს,
მკვდარი მიჯნური დამიტირეთ დამფალთ სამარეს...
ვაჰ,სიცოცხლეო უკუგმართო დანაცალებო!...

ბესიკი
(ეს ლექსი ეძღვნება ჩვენს დღეს მოწყენილ ლიანას ,იმედია ცოტა მაინც გასიამოვნე:). ეს ლექსი ყველაზე ძალიან მიყვარს ,მაგარია!)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
დანაძალებო*

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1825
კარმა67
OFFLINEPROFILE
კარამელკა. მადლობტ გამიარა ცოტა. ეხლა კარგად ვარ. გკოცნი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
გენაცვალე! ძალიანაც კაი! მეეეც!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
...განა იმიტომ, რომ რამე მტკივა?
ანდა მცივა და დავეძებ სითბოს,
ისე უბრალოდ მოვედი შენთან,
მოვედი შენთან , არაფერს არ გთხოვ!
არც შებრალება... აღარც იმედი...
და არც კი მახსოვს რა უნდა მეთქვა...
მე მომეჩვენა შენ რომ დაგჭირდი,
მომეჩვენა და მოვედი შენთან!

ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined21 Nov 2006
Posts20
კარმა51
OFFLINEPROFILE
***

ფოთოლცვენას მარტოობა მოაქვს,
ნუ მპირდები, დავბრუნდები ისევ,
დაზამთრდება, დაიწყება თოვა,
მოვისუდრავ წამწამებზე ფიფქებს.

ჩუმად წავალ, არ გიტოვებ ტკივილს,
ხსოვნად მრჩება მოფერება შენგან,
მოვიგონებ შენს უდარდელ ღიმილს,
შენს სევდიან, უნუგეშო მზერას.

დღეს სარკეში ჩემს ორეულს ვებრძვი,
ჩვენ ერთმანეთს აღარაფრით ვგავართ,
მე ცრემლებით ამევსება პეშვი,
ვერ გავუგე წუთისოფლის თამაშს.

გაირღვევა დაბინდული ზეცა
და ღრუბლები დამემხობა თავზე,
გეტყვი, რატომ გავიქეცი შენგან,
რატომ მინდა აღარაფრით მგავდე.

და ეს ღამეც ნიშანია გლოვის
და თვალები ჩემს ნაკვალევს ეძებს,
ერთი ბეწო სიხარული გყოფნის,
საშენოდ რომ ვეღარ გავიმეტე.

ახლა როცა განშორების დროა,
შენ ბავშვივით დაძაბული მიმზერ,
ფოთოლცვენას მარტოობა მოაქვს,
ნუ მპირდები, დავბრუნდები ისევ!

დარიკო ფიფია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
შეყვარებულის გული

ნისლო,რად გიყვარს, ტიალო,
მთებისად გადმოფენაო,
ან ერთად შეყრა ღრუბელთა,
კურუმად გადმოდენაო?
გული მაქვ ნაჭრევიანი,
არც მამირჩება ჯერაო,
არ თუ არ არის წამალი,
არ თუ რამ იცის შველაო.
გულო,რა გიყვა,ტიალო
ბორკილიანო ენაო.
სადრა მიიმღერ ნეტარა,
ვაჟკაცო,სვილის ფერაო.
ნეტაინ ჩიტად მაქცია,
ნეტავ ვიცოდე ფრენაო,
მოვფრინდებოდი შენთანა,
ხო იცი ჩიტის ენაო?

ხალხური

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined03 Aug 2007
Posts1
კარმა50
OFFLINEPROFILE
ეს შემოდგომა ყვითელ ფოთლებს ფეხქვეშ გაგვიგებს,
ოცნებით დაგლილს შენზე ფიქრში ჩამეძინება,
ქვეყნად ყველამ რომ მიღალატოს შენ ხომ გამიგებ?
თუ ვერ გამიგებ, მხოლოდ მაშინ ამეტირება.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
90
თუკი ოდესმე მიმატოვებ,დღეს მიმატოვე,
როცა ქვეყანა წინ აღმიდგა,ვით მუხანათი,
უფრო იოლად გადავიტან ჩემს სიმარტოვეს,
თუ ბოლო წვეთი არ იქნება შენი ღალატი.
და თუ ოდესმე მოწოლილი სევდა განვდევნე,
არ მომეპარო და არ ჩამცე ზურგში ხანჯალი,
ქარიან ღამეს მერე წვიმით ნუ გაათენებ,
ახლავ მომიზღე შხამი ჩემი დასატანტავი.
ბოლო წუთისთვის ჩვენი გაყრა აღარ გადადო,
რომ ვერ მოვასწრო წვრილმან წვეთით დაძაბუნება,
დღესვე მივიღო უდიდესი ჩემი სადარდო,
დღესვე მარგუნოს უშენობა ავმა ბუნებამ.

შენი დაკარგვით დაკოდილი გული ჩამწყდება
და დღევანდელი ყველა დარდი გამიქარწყლდება.

შექსპირი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1825
კარმა67
OFFLINEPROFILE
კარგი ხარ . ლიკაკო/

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
24
მხატვრებად იქცნენ ეს თვალები,გნახეს ასული
და მკერდში ფუნჯით ჩამახატეს შენი სურათი,
ჩემი სხეულის ჩარჩოში ხარ ახლა ჩასმული
და შიგ ჩარჩები თვით სიცოცხლის დასასრულამდე.
მხატვარს შემხედე,მე ვარ შენი გამომკვეთელი,
დღეს ჩემი მკერდის სახელოსნოს ეგ სახე შვენის,
გულში დავუთმე შენს სახებას მთელი კედელი
და მკერდს სარკმლებად დავუყოლე თვალები შენი.
ჩვენი თვალები ერთმანეთის ვალში არ რჩება,
ჩემმა თვალებმა შენ დაგხატეს ათასფერებად,
შენი თვალები გამომადგა მკერდის ფანჯრებად,
შიგ მზეც შემოდის შენი სახის მოსაფერებლად.

თვალებმა მაინც სამსახური ვერ გამიწია,
სახეს ხატავენ,გულისა კი არა იციან.

შექსპირი

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
მადლობა დიდი ლიანა

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი