|
ტანო-ტატანო,გულწამტანო ,უცხოდ მარებო, ზილფო კავებო,მომკლავებო,ვერსაკარებო... წარბ-წამწამთ თვალნო, მისათვალნო -შემაზარებო, ძოწ-ლალ ბაგეო,დამდაგეო,სულთწამარებო. პირო მთვარეო,მომიგონე მზისა დარები, თვალთა ნარგისი ,დამდაგისი შეგშვენის მწველად, ყელსა ბროლებსა,უტოლებსა გველი გყვა მცველად... გეხდნეს ხალები,მაკრძალები ამარტის ველად, ნარინჯნი ორნი,ტოლნი,სწორნი მიქმოდენ ხელად, მიწვევდნენ შენად შესამკობლად დამამწარებო, ალვაო გეხსნეს ორნი ნორჩნი მოსარხეველნი, მკლავნი-მომკლავნი, თითნი-თლილნი მოასახვეველნი, ზარიფსა წელსა დაემკვიდრნენ ქვეყანად მსვლელნი, ოდეს გნახავდი შევიმატნი ათასნი წელნი... აწ დამლევიან ყოვლნი დღენი უცხოდ მარებო, ბაგემდუმრიად გიალერსებ ბაგეო ვარდო, სულსა სწყურიან დამამშვრალსა რას შეგაფარდო?! თუმცა შენ დაგთმო ვინღა ვპოვო სად გავიზარდო? უშენოდ ხილვა არვისი მსურს შევიზარებო, შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულს მთვარეს, სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს, მოდით მიჯნურნო შემიბრალეთ ,მოვლეთ ჩემს არეს, მკვდარი მიჯნური დამიტირეთ დამფალთ სამარეს... ვაჰ,სიცოცხლეო უკუგმართო დანაცალებო!...
ბესიკი (ეს ლექსი ეძღვნება ჩვენს დღეს მოწყენილ ლიანას ,იმედია ცოტა მაინც გასიამოვნე:). ეს ლექსი ყველაზე ძალიან მიყვარს ,მაგარია!)
|