↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined11 Nov 2007
Posts464
კარმა74
OFFLINEPROFILE
წუთისოფელში არაფერი არის უცვლელი,
ვარსკვლავი ქრება, მტვრად იქცევა ვარდის ფურცელი,
ულხინოდ ერთ დღეს ნუ გაუშვებ, თორემ გაფრენილს
ვერც დაიბრუნებ და ვერც კიდევ დარდით უშველი.
ასი წლის შუქიც თურმე მხოლოდ კენტი ღამეა
რაც სიტკბო შესვი, თურმე მხოლოდ წვეთი შხამია,
მაშ დაეწაფა სატრფოს ბაგეს ღვინის ფიალას,
მარადისობა ნეტარების ერთი წამია

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined12 Nov 2007
Posts13
კარმა50
OFFLINEPROFILE
უეცარი შემოხედვა,
დაბნეული თვალები,
დარცხვენილი გაღიმება-
გულთან მისატანები
და მათ შორის გაჭიმული
უხილავი ლარები...
უკეტესი რა ვინატრო,
ან რად დავემალები,
როცა ვგრძნობ,რომ
ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი თ
მიმზერს შენი თვალები.

ლ.ხოსრუაშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined11 Nov 2007
Posts464
კარმა74
OFFLINEPROFILE
დარჩენილხარ ფიქრთან მარტო?
შორს ბილიკს რომ შერთვია,
ვიღაცა რომ შენზე დარდობს
იცი რა იმედია?
რა ვუყოთ თუ სულში ბარდნის
ელი დღეებს შფოთიანს,
იცოდე, რომ ზოგჯერ დარდი
სიხარულსაც ჯობია.
დაფნის ტოტი სადგაც ტოკავს
სადღაც ცა ითქორება,
რაა უსიხარულო და
უდარდელი ცხოვრება

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
მეორდება ისტორია,
დღევანდელს ჰგავს გარდასული,
რახან ბევრი გვიცხოვრია,
ნუთუ დგება დასსარული?!

არა! არ თქვა დავბერდითო,
ნუ მაჯერებ, რაც არ მჯერა,
არ მწამს სიტყვა ავბედითი,
რომ ჩამძახონ ათასჯერაც!

ვიცი, რომ ეგ აღსარება,
როგორც ზოგ-ზოგს ადრე, წინათ,
გათქმევინა გამწარებამ,
სიყვარულმა გათქმევინა.

თუ არ გინდა დამაღნო,
დაბერება არ თქვა ჩვენი,
მეტი აღარ გამაგონო
ეს სასტიკი განაჩენი.

ვერ გავივლებ მაგ ფიქრს გულში...
უკვდავების ჯიღოსანი,
ჩვენ ხომ ვაჟა გვყავდა გუშინ,
გუშინ გვყავდა ფიროსმანი.

ხომ ბრუნავდა ცაში ძერა,
ჩვენ რომ გულ-ღვიძლს გვიკორტნიდა,
მაგრამ გუშინ დაიწერა,
სწორედ გუშინ “ნიკორწმინდა”.

სიცოცხლის ხე თუმც ძველია,
დროის ხავსი არ ედება,
მას არასდროს უწერია
სიკვდილი და დაბერება

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ბესიკ ხარანაული

* * *
ნახეს კაცი, ერთი წამით რომ ისვენებდა
და წაიღეს უმალ ამბავი,
კარგად არისო.

* * *
ბედნიერების წამო, რა ვქნა,
როგორ გიხელთო,
როგორ გაქციო საუკუნედ,
ჩემს სახლში როგორ დაგაბერო.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ანა კალანდაძე

* * *
ის ისე ჩუმად
წავიდა ჩემგან,
ო, ისე უხმოდ,
როგორც მიდიან
ყვავილებიდან
მთვარის სხივები...

* * *
საგოდებელზე
შუქი მთვარისა
დაფენილია
სამარადისოდ!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
გია ხომერიკი

ძველი იაპონური პოეზია
შეჩერდი წამო
შენ ისეთი
სევდიანი ხარ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Jul 2007
Posts824
კარმა81
OFFLINEPROFILE
ვაჟა-ფშაველა

იას უთხარით ტურფასა
მოვა და შეგჭამს ჭიაო,
ასე მოხდენით ლამაზო
თავი რომ აგიღიაო.
შენ ნუ გგონია სიცოცხლე
სამოთხის კარი ღიაო,
ნუ მოხვალ, მიწას ეფარე
მოსვლაში არა ყრიაო.
ნუ ნახავ მზესა, ინანებ
განა სულ მუდამ მზეაო?
მიწავ შენ გებრალებოდეს
ეს ჩემი ტურფა იაო.
შენ უპატრონე, ემშობლე
როგორაც შენი ზნეაო.

1903 წ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
პროფილი
მკერდზე დამადნება ძოწი და პორფირი,
როს მომელანდება კვლავ შენი პრიფილი.
ხომ გახსოვს ის სახლი?!-მე ახლა იქ ვარ და
ვიხსენებ ჩემს ფრაზას, რომელიც გიყვარდა:
\"უშენოდ მსურს მხოლოდ მახვილი ორპირი\"...
-მკერდზე ხარხარებენ ძოწი და პორფირი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined24 Oct 2007
Posts19
კარმა50
OFFLINEPROFILE
* * *
პატარა იყავ და ამიტომაც
თუ ვერ გამჩნევდი, მეპატიება,
რას ვიფიქრებდი, არ დამინდობდა
შენი ქალური შურისძიება...

და როცა ეშხი შეგმატეს წლებმა,
როცა სიმწიფის ფერი გაჩუქეს,
შენ დაგინახა სუყველამ ერთად,
თვალებმა, გულმა და სიჭაბუკემ...

და შეიცვალა ჩვენი როლები,
შენ გამირბოდი, მე გდევდი ბოლოს,
შენ წითლდებოდი და ათრთოლებით
უხერხულ სალამს მაძლევდი მხოლოდ.

ერთხელ კი გზაზე აღარ გაგიშვი,
ლამაზ თვალებში ჩაგხედე დარდით,
ამხელა ბიჭი მე შენს თვალებში
რა პატარა და უმწეო ვჩანდი...

მას მერე მუდამ გხვდებოდი მცინარს,
თითქოს მიმზერდი კიდეც ზემოდან,
გავიწყდებოდა სალამი ხშირად
და ძველებურად აღარ გრცხვენოდა.

ბოლოს გავიგე, როგორ დაგკარგე,
დაგკარგე, დამრჩი ნატვრა მარადი,
თვალებში როცა ჩაგხედე, კარგო,
შენს თვალში მაშინ დავპატარავდი!..
შოთა ნიშნიანიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts88
კარმა50
OFFLINEPROFILE
მაპატიეთ მაგრამ ხშირად მეორდება ერთი და იგივე ლექსი.რაც უკვე დაწერილია იმის თავიდან განმეორება აუცილებელი არაა. და იქნებ ყურადღება მიაქციოთ ძაან ბევრი ლექსი ძალიან დაბალი დონისაა აი ისეთი მე4,მე5 კლასის ბავშვები რომ კითხულობენ. შევეცადოთ ისეთი ლექსები შევარჩიოთ სადაც მეტი აზრი და სულიერება იგრძნობა.ამავ დროულად ბევრი ლექსი გადაკეთებულია და პირვანდელი სახე აქვს დაკარგული.(მოდით ნუ გავაბანძებთ ამ თემას).არადა ძალიან კარგია.....

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts580
კარმა51
OFFLINEPROFILE
*qeta* wrote:
ციტატა:
გია ხომერიკი

ძველი იაპონური პოეზია
შეჩერდი წამო
შენ ისეთი
სევდიანი ხარ.

=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined12 Nov 2007
Posts13
კარმა50
OFFLINEPROFILE
მაშ,მოკვდეს იგი ვინც არ დალიოს
ლალისფერ ღვინით ავსილი ყანწი,
ფარდა ჩამოვხსნათ მიმქრალ ალიონს,
დავკოცნოთ ეშხით დამთვრალი ღაწვი.
გახადეთ ლამაზს მეფური ქოში,
ღვინით შემივსეთ ტოლუმბაშებო,
ბისაც არა აქვს დალევის ხოში,
მწვადი მიართვით სიქტიმბაშებო.
ჩამოატარეთ,ქოშით,ყანწებით,
თორემ წყურვილმა შემომიტია,
გათენებამდის მე არ დავწვები,
ჯერ ხომ ღვინის სმაც არ დამიწყია...
ლამაზო ქალო,შენ გაგიმარჯოს,
შენ ხარ ხოხობი ჩვენი სუფრისა
და თუ მთვრალს სიტყვა რამ დამეხარჯოს,
კურთხევად გქონდეს მამა უფლისა!
დამათროს ისევ ქალის ალერსმა,
ვიდრე ამ ყანწის სიგრძე-სიგანემ,
კვლავ მომინდება სიტყვის გალესვა,
თორემ სიმთვრალეს ვერ დავიბრალებ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined12 Nov 2007
Posts13
კარმა50
OFFLINEPROFILE
კაცობრიობა არ იწყება კაცის შექმნიდან,
ჭირიმე შენი,თოჯინასავით გაკეთებულო ერთი ნეკნისგან!

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined12 Nov 2007
Posts13
კარმა50
OFFLINEPROFILE
კაცობრიობა არ იწყება კაცის შექმნიდან,
ჭირიმე შენი,თოჯინასავით გაკეთებულო ერთი ნეკნისგან!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი