შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
წუთისოფელში არაფერი არის უცვლელი, ვარსკვლავი ქრება, მტვრად იქცევა ვარდის ფურცელი, ულხინოდ ერთ დღეს ნუ გაუშვებ, თორემ გაფრენილს ვერც დაიბრუნებ და ვერც კიდევ დარდით უშველი. ასი წლის შუქიც თურმე მხოლოდ კენტი ღამეა რაც სიტკბო შესვი, თურმე მხოლოდ წვეთი შხამია, მაშ დაეწაფა სატრფოს ბაგეს ღვინის ფიალას, მარადისობა ნეტარების ერთი წამია
უეცარი შემოხედვა, დაბნეული თვალები, დარცხვენილი გაღიმება- გულთან მისატანები და მათ შორის გაჭიმული უხილავი ლარები... უკეტესი რა ვინატრო, ან რად დავემალები, როცა ვგრძნობ,რომ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი თ მიმზერს შენი თვალები.
დარჩენილხარ ფიქრთან მარტო? შორს ბილიკს რომ შერთვია, ვიღაცა რომ შენზე დარდობს იცი რა იმედია? რა ვუყოთ თუ სულში ბარდნის ელი დღეებს შფოთიანს, იცოდე, რომ ზოგჯერ დარდი სიხარულსაც ჯობია. დაფნის ტოტი სადგაც ტოკავს სადღაც ცა ითქორება, რაა უსიხარულო და უდარდელი ცხოვრება
იას უთხარით ტურფასა მოვა და შეგჭამს ჭიაო, ასე მოხდენით ლამაზო თავი რომ აგიღიაო. შენ ნუ გგონია სიცოცხლე სამოთხის კარი ღიაო, ნუ მოხვალ, მიწას ეფარე მოსვლაში არა ყრიაო. ნუ ნახავ მზესა, ინანებ განა სულ მუდამ მზეაო? მიწავ შენ გებრალებოდეს ეს ჩემი ტურფა იაო. შენ უპატრონე, ემშობლე როგორაც შენი ზნეაო.
პროფილი მკერდზე დამადნება ძოწი და პორფირი, როს მომელანდება კვლავ შენი პრიფილი. ხომ გახსოვს ის სახლი?!-მე ახლა იქ ვარ და ვიხსენებ ჩემს ფრაზას, რომელიც გიყვარდა: \"უშენოდ მსურს მხოლოდ მახვილი ორპირი\"... -მკერდზე ხარხარებენ ძოწი და პორფირი!
მაპატიეთ მაგრამ ხშირად მეორდება ერთი და იგივე ლექსი.რაც უკვე დაწერილია იმის თავიდან განმეორება აუცილებელი არაა. და იქნებ ყურადღება მიაქციოთ ძაან ბევრი ლექსი ძალიან დაბალი დონისაა აი ისეთი მე4,მე5 კლასის ბავშვები რომ კითხულობენ. შევეცადოთ ისეთი ლექსები შევარჩიოთ სადაც მეტი აზრი და სულიერება იგრძნობა.ამავ დროულად ბევრი ლექსი გადაკეთებულია და პირვანდელი სახე აქვს დაკარგული.(მოდით ნუ გავაბანძებთ ამ თემას).არადა ძალიან კარგია.....
მაშ,მოკვდეს იგი ვინც არ დალიოს ლალისფერ ღვინით ავსილი ყანწი, ფარდა ჩამოვხსნათ მიმქრალ ალიონს, დავკოცნოთ ეშხით დამთვრალი ღაწვი. გახადეთ ლამაზს მეფური ქოში, ღვინით შემივსეთ ტოლუმბაშებო, ბისაც არა აქვს დალევის ხოში, მწვადი მიართვით სიქტიმბაშებო. ჩამოატარეთ,ქოშით,ყანწებით, თორემ წყურვილმა შემომიტია, გათენებამდის მე არ დავწვები, ჯერ ხომ ღვინის სმაც არ დამიწყია... ლამაზო ქალო,შენ გაგიმარჯოს, შენ ხარ ხოხობი ჩვენი სუფრისა და თუ მთვრალს სიტყვა რამ დამეხარჯოს, კურთხევად გქონდეს მამა უფლისა! დამათროს ისევ ქალის ალერსმა, ვიდრე ამ ყანწის სიგრძე-სიგანემ, კვლავ მომინდება სიტყვის გალესვა, თორემ სიმთვრალეს ვერ დავიბრალებ.